მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეით მიდლტონის პირველი ოფიციალური პორტრეტი
ქეით მიდლტონის პირველი ოფიციალური პორტრეტი

პრინ­ცი უი­ლი­ა­მის მე­უღ­ლის, კემ­ბრი­ჯის ჰერ­ცო­გი­ნია ქეით მიდლტო­ნის პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პორ­ტრე­ტი უკვე მზა­დაა. მისი პრე­ზენ­ტა­ცია ლონ­დო­ნის პორ­ტრე­ტე­ბის ნა­ცი­ო­ნა­ლურ გა­ლე­რე­ა­ში გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბას თა­ვად პრინ­ცი უი­ლი­ა­მი და ქეით მიდლტო­ნიც და­ეს­წრნენ.

პორ­ტრე­ტის ავ­ტო­რი მხატ­ვა­რი პოლ ემსლია. მისი გან­ცხა­დე­ბით, ჰერ­ცო­გი­ნი­ას ის სულ ორ­ჯერ, მა­ის­სა და ივ­ნის­ში შეხ­ვდა. პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა ემსლის სტუ­დი­ა­ში, ხოლო მე­ო­რე კენ­სინგტო­ნის სა­სახ­ლე­ში გა­ი­მარ­თა. მა­შინ მხატ­ვარ­მა მიდლტონს რამ­დე­ნი­მე ფოტო გა­და­უ­ღო და პორ­ტრე­ტის თავ­და­პირ­ვე­ლი მო­ნა­ხა­ზე­ბი შექ­მნა.

"ჰერ­ცო­გი­ნი­ამ ამიხ­სნა, რომ სურ­და პორ­ტრე­ტი ნა­ტუ­რა­ლის­ტუ­რი გა­მო­სუ­ლი­ყო. სურ­და ნა­ხატ­ზე ბუ­ნებ­რი­ვი ყო­ფი­ლი­ყო და არა ისე­თი, რო­გორ­საც მას ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რებ­ზე ხე­და­ვენ. ჩემი აზ­რით, ის ძა­ლი­ან გახ­სნი­ლი, ხელ­გაშ­ლი­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნია.

თავ­და­პირ­ვე­ლად მის სა­ხე­ზე ღი­მი­ლის გა­მო­სახ­ვა არ და­მი­გეგ­მავს, მაგ­რამ მერე გა­დავ­წყვი­ტე, რომ და­მე­მა­ტე­ბი­ნა - მგო­ნია, რომ სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თე", - გა­ნა­ცხა­და მხატ­ვარ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან.

ქეით მიდლტონ­მა 65 წლის პოლ ემსლი უამ­რა­ვი კან­დი­და­ტი­დან თა­ვად აარ­ჩია, ვი­ნა­ი­დან ჩათ­ვა­ლა, რომ მის მიერ შექ­მნი­ლი პორ­ტრე­ტე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად რე­ა­ლის­ტუ­რია.

"ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა პორ­ტრე­ტი. არჩვე­უ­ლებ­რი­ვა­დაა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, ბრწყინ­ვა­ლეა!" - აღ­ნიშ­ნა სა­კუ­თა­რი პორ­ტრე­ტის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე მი­სულ­მა ქეით მიდლტონ­მა. პორ­ტრე­ტი ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა თა­ვად პრინც უი­ლი­ამ­საც.

სა­მე­ფო წყვი­ლის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას არ იზი­ა­რე­ბენ კრი­ტი­კო­სე­ბი:

"სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჰერ­ცო­გი­ნია ქეთ­რი­ნი რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ასე სა­ერ­თოდ არ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ, ეს პორ­ტრე­ტი ასე­თი სა­ში­ნე­ლი გა­მო­ვი­და" - გა­ნა­ცხა­და British Art Journal-ის რე­დაქ­ტორ­მა და არტ-კრი­ტი­კოს­მა რო­ბინ სა­ი­მონ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

მომ­ზა­დე­ბუ­ლია spletnik.ru-ს მი­ხედ­ვით.

ქეით მიდლტონის პირველი ოფიციალური პორტრეტი

ქეით მიდლტონის პირველი ოფიციალური პორტრეტი

პრინცი უილიამის მეუღლის, კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონის პირველი ოფიციალური პორტრეტი უკვე მზადაა. მისი პრეზენტაცია ლონდონის პორტრეტების ნაციონალურ გალერეაში გაიმართა. ღონისძიებას თავად პრინცი უილიამი და  ქეით მიდლტონიც დაესწრნენ.

პორტრეტის ავტორი მხატვარი პოლ ემსლია. მისი განცხადებით, ჰერცოგინიას ის სულ ორჯერ, მაისსა და ივნისში შეხვდა. პირველი შეხვედრა ემსლის სტუდიაში, ხოლო მეორე კენსინგტონის სასახლეში გაიმართა. მაშინ მხატვარმა მიდლტონს რამდენიმე ფოტო გადაუღო და პორტრეტის თავდაპირველი მონახაზები შექმნა.

"ჰერცოგინიამ ამიხსნა, რომ სურდა პორტრეტი ნატურალისტური გამოსულიყო. სურდა ნახატზე ბუნებრივი ყოფილიყო და არა ისეთი, როგორსაც მას ოფიციალურ შეხვედრებზე ხედავენ. ჩემი აზრით, ის ძალიან გახსნილი, ხელგაშლილი და სასიამოვნო ადამიანია.

თავდაპირველად მის სახეზე ღიმილის გამოსახვა არ დამიგეგმავს, მაგრამ მერე გადავწყვიტე, რომ დამემატებინა - მგონია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე", - განაცხადა მხატვარმა ჟურნალისტებთან.

ქეით მიდლტონმა 65 წლის პოლ ემსლი უამრავი კანდიდატიდან თავად აარჩია, ვინაიდან ჩათვალა, რომ მის მიერ შექმნილი პორტრეტები მაქსიმალურად რეალისტურია.

"ძალიან მომეწონა პორტრეტი. არჩვეულებრივადაა შესრულებული, ბრწყინვალეა!" - აღნიშნა საკუთარი პორტრეტის პრეზენტაციაზე მისულმა ქეით მიდლტონმა. პორტრეტი ძალიან მოეწონა თავად პრინც უილიამსაც.

სამეფო წყვილის აღფრთოვანებას არ იზიარებენ კრიტიკოსები:

"საბედნიეროდ, ჰერცოგინია ქეთრინი რეალურ ცხოვრებაში ასე საერთოდ არ გამოიყურება. ძალიან სამწუხაროა, რომ, ეს პორტრეტი ასეთი საშინელი გამოვიდა" - განაცხადა British Art Journal-ის რედაქტორმა და არტ-კრიტიკოსმა რობინ საიმონმა.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს