პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვახტან ტატიშვილის მხიარული თავგადასავლები და მოულოდნელი ნათლობა
ვახტან ტატიშვილის მხიარული თავგადასავლები და მოულოდნელი ნათლობა

ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რელ იუ­მო­რისტს - ვახ­ტანგ ტა­ტიშ­ვილს წლე­ვან­დე­ლი იუ­ბი­ლე გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, მო­ე­წო­ნა და გა­უ­ხარ­და კი­დეც. ნო­ემ­ბრის მი­წუ­რულს მას სა­მოც­და­თერ­თმე­ტი წელი შე­უს­რულ­და, 2011 წელს კი მრგვა­ლი თა­რი­ღი შე­და­რე­ბით დიდი მას­შტა­ბით აღუ­ნიშ­ნავს.

- 2011 წელს სა­მოც­და­ა­თი წელი შე­მის­რულ­და, თან - თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე გავ­ხდი და ამი­ტო­მაც, და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნის ორ­მა­გი მი­ზე­ზი მქონ­და. ისე კი, ვი­საც ჩემ­თვის მო­ლოც­ვა უნდა და მი­რე­კავს, ყვე­ლას ვე­პა­ტი­ჟე­ბი ხოლ­მე. უამ­რა­ვი ნა­თე­სა­ვი, ძმა, და და მათი შვი­ლე­ბი მყავს. უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი რომ შე­ვიკ­რი­ბე­ბით, უკვე ოცი კაცი გა­მოვ­დი­ვართ. მერე ამ სა­ნა­თე­სა­ვოს ჩემი სა­მე­გობ­რო წრე ემა­ტე­ბა - ანუ ისი­ნი, ვი­საც ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე სი­ა­რუ­ლი მო­ბეზ­რე­ბუ­ლი არა აქვს. მოკ­ლედ, მინ­და თუ არა, ყო­ველ წელს მი­წევს იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ვნა.

- და­ბა­დე­ბის დღე­ზე ისე ლა­პა­რა­კობთ, თით­ქოს ამ დღის მო­ახ­ლო­ე­ბას პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით ელით...

- რა თქმა უნდა, მომ­წონს, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ჩემს სა­ნა­ხა­ვად რომ მო­დი­ან და თან - რა­ღა­ცებს მჩუქ­ნი­ან. მცი­რე­დი სა­ჩუ­ქა­რიც კი ძალ­ზე მი­ხა­რია. პი­რა­დად მე, იუ­ბი­ლარს იმ­დენ ლარს ვჩუქ­ნი, რამ­დე­ნი წლი­საც გახ­დე­ბა. ჰოდა, 2012-ში ქა­ლიშ­ვილ­მა სა­მოც­და­თერ­თმე­ტი ლარი მა­ჩუ­ქა.

- ალ­ბათ, მხო­ლოდ ამ თან­ხას არ დას­ჯერ­დე­ბო­და, მაგ­რამ კარ­გი ტრა­დი­ცი­აა...

- რას ლა­პა­რა­კობთ?! თქვენ სა­მოც­და­თერ­თმე­ტი ლარი ცოტა გგო­ნი­ათ? მეც ასე ვჩუქ­ნი ხოლ­მე ამ­ხა­ნა­გებს და თან, ვე­უბ­ნე­ბი: ჩემ­თან რომ მოხ­ვალთ, ეს სა­ჩუ­ქა­რი გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ-მეთ­ქი. მაგ­რამ საქ­მე ის არის, რომ ძი­რი­თა­დად, მო­გე­ბუ­ლი მე ვრჩე­ბი - ისი­ნი ასა­კით ჩემ­ზე პა­ტა­რე­ბი არი­ან (იცი­ნის).

- გან­სა­კუთ­რე­ბით რო­მე­ლი სა­ჩუ­ქა­რი და­გა­მახ­სოვ­რდათ?

- ...ერთი ამ­ბა­ვი გა­მახ­სენ­და: ამ­ხა­ნა­გი მყავს, რო­მე­ლიც კერ­ძო სახ­ლში ცხოვ­რობს და მთე­ლი შე­მოდ­გო­მის დოვ­ლა­თი მო­მი­ტა­ნა: ღვი­ნო, ნი­გო­ზი, კა­რა­ლი­ო­კი... თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ტორ­ტიც კი შე­უკ­ვე­თია და ფუ­ლიც მო­მი­ტა­ნა. გა­და­ვი­რიე, ასე და­ხუნძლუ­ლი რომ და­ვი­ნა­ხე. ვუ­თხა­რი, - მე ამ­დენ რა­მეს ვერ გა­ჩუ­ქებ და რა ვქნა, აღარ მო­ვი­დე შენ­თან-მეთ­ქი?!.

- წი­ნას­წარ არა­ვინ გე­კი­თხე­ბათ, - რა სა­ჩუ­ქა­რი გა­გა­ხა­რებ­დაო?

- არა, კაცო, ვინ რას მე­კი­თხე­ბა? ჯერ ერთი, ყვე­ლა სა­ჩუქ­რით კი არ მო­დის და მეც იმ მიზ­ნით კი არ ვა­კე­თებ სუფ­რას, რომ რა­ღაც მო­მარ­თვან. თუ ვინ­მე სა­ჩუქ­რის გა­რე­შე მოვა, ამა­ში გა­საკ­ვი­რი და და­საძ­რა­ხი არა­ფე­რია... ისე, მო­მა­ვალ და­ბა­დე­ბის დღე­ზე რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა სა­მოც­და­თორ­თმე­ტი ლარი რომ მო­მი­ტა­ნოს, სო­ლი­დუ­რი თან­ხა და­მიგ­როვ­დე­ბა (იღი­მის).

- თქვენს ოჯახ­ში სუფ­რას ვინ უძღვე­ბა ხოლ­მე?

- ხში­რად - მე, ზოგ­ჯერ კი ჩემს მე­გო­ბარს ვნიშ­ნავ ხოლ­მე.

- სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზეც გი­თა­მა­დი­ათ?

- მერე რა მოხ­და?! თა­ვი­დან ღმერ­თის ხსე­ნე­ბით ვი­წყებ და მერე ყვე­ლას ვუ­ლო­ცავ ჩემს და­ბა­დე­ბის დღეს. ვამ­ბობ: ჩემ­თან ერ­თად მრა­ვალ ჩემს და­ბა­დე­ბის დღეს და­ეს­წა­რით-მეთ­ქი! მერე, - ყო­ველ დღეს ვი­ღა­ცის და­ბა­დე­ბის დღეა და ყვე­ლას გა­უ­მარ­ჯოს-მეთ­ქი. ტრა­დი­ცი­უ­ლად, იმ ქვეყ­ნად წა­სუ­ლებ­საც ვიხ­სე­ნებთ... ჩემი მე­გო­ბა­რი, ვინც ჩემი თა­მა­დაა, სა­კუ­თარ ქორ­წილ­შიც კი იყო თა­მა­და: თა­ვი­დან სუფ­რას რეზო ამა­შუ­კე­ლი უძღვე­ბო­და, მაგ­რამ მერე თა­ვად გა­და­ი­ბა­რა...

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კარ­გად რო­მე­ლი­მე და­ბა­დე­ბის დღე ხომ არ გახ­სენ­დე­ბათ?

- ხში­რად ჩემი და­ბა­დე­ბის დღე გას­ტროლს ემ­თხვე­ო­და. იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ვნა პე­რუ­ში, ევ­რო­პა­ში, რუ­სეთ­ში, ციმ­ბირ­ში, შუა აზი­ა­ში, ას­ტრა­ხან­ში მიხ­დე­ბო­და. მახ­სოვს, სწო­რედ ას­ტრა­ხან­ში ყოფ­ნი­სას, ჯერ კი­დევ კვარ­ტე­ტი ვი­ყა­ვით, როცა ჩემი იუ­ბი­ლე აღ­ვნიშ­ნეთ. სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში ერთი ყუთი "ნარ­ზა­ნი" (წყა­ლი) და ერთი ყუთი არა­ყი ავი­ტა­ნე. ერთ-ერთ არ­ყის ბოთ­ლში "ნარ­ზა­ნი" ჩა­ვას­ხი და ცხო­ნე­ბულ გოგი ლე­ო­ნი­ძეს ვუ­თხა­რი, - სა­დღეგ­რძე­ლოს ვი­ტყვი და ამ ერთ ბოთლ არაყს დავ­ცლი, ასე­თი "ხოში" მაქვს, თქვენ კი ნუ მომ­ბა­ძავთ-მეთ­ქი. არა­და, ზუს­ტად ვი­ცო­დი, რომ რო­მე­ლი­ღა­ცა "ამ­ყვე­ბო­და". მო­ვი­ყუ­დე ბოთ­ლი და ვი­თომ არაყს დიდი მან­ჭვით ვსვამ­დი. ბო­ლოს, გო­გიმ მი­თხრა: შენ მო­გიკ­ვდა შენი ძმა, მა­გას რო­გორ გა­მოვ­ტო­ვე­ბო და "ტოლი არ და­მი­დო". სამი დღე აზ­რზე ვერ მო­ვიყ­ვა­ნეთ, ისე ცუ­დად იყო. როცა სი­მარ­თლე­ში გა­მო­ვუ­ტყდი, არ და­მი­ჯე­რა. მი­თხრა: ეს რომ სი­მარ­თლე იყოს, ამ წუ­თას მოგ­კლავ­დიო (იცი­ნის).

ერთხელ კი­დევ, ვი­ეტ­ნამ­ში ყოფ­ნი­სას, "კობ­რა" არა­ყი გვა­ჩუ­ქეს; ბოთ­ლში ნამ­დვი­ლი კობ­რა გვე­ლი იყო ჩას­მუ­ლი. ჰოდა, მე და ჯე­მალ ბა­ღაშ­ვილ­მა ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე სწო­რედ ეს არა­ყი დავ­ლი­ეთ. თა­ვი­დან კი და­ვი­ჭყა­ნეთ, - ამას რა და­ლევ­სო, მაგ­რამ მერე მა­ინც გავ­რის­კეთ და ორი ბოთ­ლი გა­მოვ­ცა­ლეთ. ცოტა ხან­ში გიდი მო­ვი­და. ამ არ­ყის ბოთ­ლებს ინ­სტრუქ­ცია მოჰ­ყვე­ბო­და და წაგ­ვი­კი­თხა, ეს სი­თხე რო­გორ და რა დო­ზით უნდა მიგ­ვე­ღო. გვი­თხრა: ეს წა­მა­ლი წყალ­ში უნდა გა­ა­ზა­ოთ; ერთ ჭი­ქა­ში ორი წვე­თი ჩა­ას­ხი­თო, - არა­და, ჩვენ სულ დიდი ჭი­ქე­ბით ვსვით. გიდს რომ ვუ­თხა­რით: ამ ინ­სტრუქ­ცი­ას ტყუ­ი­ლად გვი­კი­თხავ, უკვე დავ­ლი­ეთ-თქო, - ქალი ლა­მის გა­და­ი­რია (იცი­ნის)...

- თქვენს ოჯახ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რას ვინ ამ­ზა­დებს ხოლ­მე?

- ჩემი მე­უღ­ლე კარ­გი კუ­ლი­ნა­რია. სხვა­თა შო­რის, ბოლო დროს თურ­ქულ ღუ­მელ­ში პა­ტა­რა, ღვე­ზე­ლი­ვით ხა­ჭა­პუ­რის გა­მო­ცხო­ბა ის­წავ­ლა, რო­მე­ლიც ოჯა­ხის წევ­რებს ძა­ლი­ან მოგ­ვწონს. ქარ­თულ სუფ­რას პირ­ველ რიგ­ში, ხა­რის­ხი­ა­ნი ღვი­ნო უნდა ამ­შვე­ნებ­დეს, შემ­დეგ - კარ­გი თა­მა­და, ხოლო პურ-მა­რი­ლი ჩემ­თვის მე­სა­მე­ხა­რის­ხო­ვა­ნია.

- რო­გორც ვიცი, თქვე­ნი ნათ­ლია ბა­ტო­ნი ჯე­მალ ბა­ღაშ­ვი­ლია, არა?

- კი, ეგ ერთი ნათ­ლია მყავს. გვი­ან მო­ვი­ნათ­ლე. მე და ჯე­მა­ლი თა­ნა­ტო­ლე­ბი ვართ. მა­შინ ასე­თი ჭორი აგორ­და: 1970 წლამ­დე ვინც არ მო­ი­ნათ­ლე­ბა, საქ­მე ცუ­დად წა­უ­ვაო. ერთ დღე­საც, მე და ჯე­მა­ლი სა­ხინ­კლე­ში ვის­ხე­დით და სი­ტყვა ამ ჭორ­ზე ჩა­მო­ვარ­და. ჯე­მალ­მა მი­თხრა: მოდი, ვიდ­რე ხინ­კა­ლი მო­ი­ხარ­შე­ბა, წა­ვი­დეთ და მოგ­ნათ­ლა­ვო. ეკ­ლე­სი­ა­ში მხო­ლოდ ორნი მი­ვე­დით. მა­შინ მო­ნათ­ვლა პრობ­ლე­მა იყო. იმ პე­რი­ოდ­ში ეს ამ­ბა­ვი რომ გა­ე­გოთ, სუ­რათს გა­დაგ­ვი­ღებ­დნენ და გა­მოგ­ვა­ჭე­ნებ­დნენ. თან, კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის წევ­რი ვი­ყა­ვი - უა­მი­სოდ სა­ზღვარ­გა­რეთ არა­ვინ გა­მიშ­ვებ­და...

- და­ბო­ლოს, თქვენს შვი­ლიშ­ვი­ლებ­ზე მო­მი­ყე­ვით რამე...

- ექ­ვსი შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს. თბი­ლის­ში მხო­ლოდ სა­მია, და­ნარ­ჩე­ნე­ბი - სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რო­ბენ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩემი ვაჟი იქ მუ­შა­ობს და ცოლ-შვი­ლიც თა­ვის­თან ჰყავს.

სა­უბ­რის და­სას­რულს, ბა­ტონ­მა ვახ­ტან­გმა მი­თხრა: ახლა კარგ ხა­სი­ათ­ზე ვარ და არ გინ­და, რომ პო­ლი­ტი­კა­ზე ვი­ლა­პა­რა­კო­თო? სა­ხე­ზე გაკ­ვირ­ვე­ბა რომ შე­მა­ტყო, დას­ძი­ნა: ასე მგო­ნია, მთავ­რო­ბის შეც­ვლით მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ ამო­ი­სუნ­თქა. პი­რა­დად ჩემ­თვის, არა­ვის არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია, მაგ­რამ გარ­შე­მო ამ­დენ შე­წუ­ხე­ბულ ხალ­ხს, ბევრ უსა­მარ­თლო­ბას რომ ვა­წყდე­ბო­დი, ძა­ლი­ან ვწუხ­დი...

- როცა მე­გობ­რე­ბი იკ­რი­ბე­ბით და ქე­ი­ფობთ, პო­ლი­ტი­კა­ზეც ლა­პა­რა­კობთ ხოლ­მე?

- აბა, რა! ბოლო დროს გი­ნა­ხავთ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კა­ზე არ ლა­პა­რა­კობს? მთავ­რო­ბა ხალ­ხს უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს, ჩვენ კი მათი გვე­ში­ნია. აბა, ამის­თა­ნა რა­ღაც რო­გორ შე­იძ­ლე­ბა?!. ახლა კი ახა­ლი მთავ­რო­ბა მო­ვი­და და იმე­დი გაჩ­ნდა. ალ­ბათ, ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, მე კი კი­დევ რამ­დე­ნი­მე და­ბა­დე­ბის დღეს გა­და­ვიხ­დი (იცი­ნის). ჰოდა, ვინ იცის, იქ­ნებ მო­მა­ვალ იუ­ბი­ლე­ზე მთავ­რო­ბის რო­მე­ლი­მე წევ­რიც კი დავ­პა­ტი­ჟო...

ნონა კუ­ტი­ბაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

ვახტან ტატიშვილის მხიარული თავგადასავლები და მოულოდნელი ნათლობა

ვახტან ტატიშვილის მხიარული თავგადასავლები და მოულოდნელი ნათლობა

ყველასათვის საყვარელ იუმორისტს - ვახტანგ ტატიშვილს წლევანდელი იუბილე გარკვეული მიზეზების გამო, მოეწონა და გაუხარდა კიდეც. ნოემბრის მიწურულს მას სამოცდათერთმეტი წელი შეუსრულდა, 2011 წელს კი მრგვალი თარიღი შედარებით დიდი მასშტაბით აღუნიშნავს.

- 2011 წელს სამოცდაათი წელი შემისრულდა, თან - თბილისის საპატიო მოქალაქე გავხდი და ამიტომაც, დაბადების დღის აღნიშვნის ორმაგი მიზეზი მქონდა. ისე კი, ვისაც ჩემთვის მოლოცვა უნდა და მირეკავს, ყველას ვეპატიჟები ხოლმე. უამრავი ნათესავი, ძმა, და და მათი შვილები მყავს. უახლოესი ადამიანები რომ შევიკრიბებით, უკვე ოცი კაცი გამოვდივართ. მერე ამ სანათესავოს ჩემი სამეგობრო წრე ემატება - ანუ ისინი, ვისაც ჩემს დაბადების დღეზე სიარული მობეზრებული არა აქვს. მოკლედ, მინდა თუ არა, ყოველ წელს მიწევს იუბილეს აღნიშვნა.

- დაბადების დღეზე ისე ლაპარაკობთ, თითქოს ამ დღის მოახლოებას პატარა ბავშვივით ელით...

- რა თქმა უნდა, მომწონს, საყვარელი ადამიანები ჩემს სანახავად რომ მოდიან და თან - რაღაცებს მჩუქნიან. მცირედი საჩუქარიც კი ძალზე მიხარია. პირადად მე, იუბილარს იმდენ ლარს ვჩუქნი, რამდენი წლისაც გახდება. ჰოდა, 2012-ში ქალიშვილმა სამოცდათერთმეტი ლარი მაჩუქა.

- ალბათ, მხოლოდ ამ თანხას არ დასჯერდებოდა, მაგრამ კარგი ტრადიციაა...

- რას ლაპარაკობთ?! თქვენ სამოცდათერთმეტი ლარი ცოტა გგონიათ? მეც ასე ვჩუქნი ხოლმე ამხანაგებს და თან, ვეუბნები: ჩემთან რომ მოხვალთ, ეს საჩუქარი გაითვალისწინეთ-მეთქი. მაგრამ საქმე ის არის, რომ ძირითადად, მოგებული მე ვრჩები - ისინი ასაკით ჩემზე პატარები არიან (იცინის).

- განსაკუთრებით რომელი საჩუქარი დაგამახსოვრდათ?

- ...ერთი ამბავი გამახსენდა: ამხანაგი მყავს, რომელიც კერძო სახლში ცხოვრობს და მთელი შემოდგომის დოვლათი მომიტანა: ღვინო, ნიგოზი, კარალიოკი... თქვენ წარმოიდგინეთ, ტორტიც კი შეუკვეთია და ფულიც მომიტანა. გადავირიე, ასე დახუნძლული რომ დავინახე. ვუთხარი, - მე ამდენ რამეს ვერ გაჩუქებ და რა ვქნა, აღარ მოვიდე შენთან-მეთქი?!.

- წინასწარ არავინ გეკითხებათ, - რა საჩუქარი გაგახარებდაო?

- არა, კაცო, ვინ რას მეკითხება? ჯერ ერთი, ყველა საჩუქრით კი არ მოდის და მეც იმ მიზნით კი არ ვაკეთებ სუფრას, რომ რაღაც მომართვან. თუ ვინმე საჩუქრის გარეშე მოვა, ამაში გასაკვირი და დასაძრახი არაფერია... ისე, მომავალ დაბადების დღეზე რამდენიმე ადამიანმა სამოცდათორთმეტი ლარი რომ მომიტანოს, სოლიდური თანხა დამიგროვდება (იღიმის).

- თქვენს ოჯახში სუფრას ვინ უძღვება ხოლმე?

- ხშირად - მე, ზოგჯერ კი ჩემს მეგობარს ვნიშნავ ხოლმე.

- საკუთარ დაბადების დღეზეც გითამადიათ?

- მერე რა მოხდა?! თავიდან ღმერთის ხსენებით ვიწყებ და მერე ყველას ვულოცავ ჩემს დაბადების დღეს. ვამბობ: ჩემთან ერთად მრავალ ჩემს დაბადების დღეს დაესწარით-მეთქი! მერე, - ყოველ დღეს ვიღაცის დაბადების დღეა და ყველას გაუმარჯოს-მეთქი. ტრადიციულად, იმ ქვეყნად წასულებსაც ვიხსენებთ... ჩემი მეგობარი, ვინც ჩემი თამადაა, საკუთარ ქორწილშიც კი იყო თამადა: თავიდან სუფრას რეზო ამაშუკელი უძღვებოდა, მაგრამ მერე თავად გადაიბარა...

- განსაკუთრებულად კარგად რომელიმე დაბადების დღე ხომ არ გახსენდებათ?

- ხშირად ჩემი დაბადების დღე გასტროლს ემთხვეოდა. იუბილეს აღნიშვნა პერუში, ევროპაში, რუსეთში, ციმბირში, შუა აზიაში, ასტრახანში მიხდებოდა. მახსოვს, სწორედ ასტრახანში ყოფნისას, ჯერ კიდევ კვარტეტი ვიყავით, როცა ჩემი იუბილე აღვნიშნეთ. სასტუმროს ნომერში ერთი ყუთი "ნარზანი" (წყალი) და ერთი ყუთი არაყი ავიტანე. ერთ-ერთ არყის ბოთლში "ნარზანი" ჩავასხი და ცხონებულ გოგი ლეონიძეს ვუთხარი, - სადღეგრძელოს ვიტყვი და ამ ერთ ბოთლ არაყს დავცლი, ასეთი "ხოში" მაქვს, თქვენ კი ნუ მომბაძავთ-მეთქი. არადა, ზუსტად ვიცოდი, რომ რომელიღაცა "ამყვებოდა". მოვიყუდე ბოთლი და ვითომ არაყს დიდი მანჭვით ვსვამდი. ბოლოს, გოგიმ მითხრა: შენ მოგიკვდა შენი ძმა, მაგას როგორ გამოვტოვებო და "ტოლი არ დამიდო". სამი დღე აზრზე ვერ მოვიყვანეთ, ისე ცუდად იყო. როცა სიმართლეში გამოვუტყდი, არ დამიჯერა. მითხრა: ეს რომ სიმართლე იყოს, ამ წუთას მოგკლავდიო (იცინის).

ერთხელ კიდევ, ვიეტნამში ყოფნისას, "კობრა" არაყი გვაჩუქეს; ბოთლში ნამდვილი კობრა გველი იყო ჩასმული. ჰოდა, მე და ჯემალ ბაღაშვილმა ჩემს დაბადების დღეზე სწორედ ეს არაყი დავლიეთ. თავიდან კი დავიჭყანეთ, - ამას რა დალევსო, მაგრამ მერე მაინც გავრისკეთ და ორი ბოთლი გამოვცალეთ. ცოტა ხანში გიდი მოვიდა. ამ არყის ბოთლებს ინსტრუქცია მოჰყვებოდა და წაგვიკითხა, ეს სითხე როგორ და რა დოზით უნდა მიგვეღო. გვითხრა: ეს წამალი წყალში უნდა გააზაოთ; ერთ ჭიქაში ორი წვეთი ჩაასხითო, - არადა, ჩვენ სულ დიდი ჭიქებით ვსვით. გიდს რომ ვუთხარით: ამ ინსტრუქციას ტყუილად გვიკითხავ, უკვე დავლიეთ-თქო, - ქალი ლამის გადაირია (იცინის)...

- თქვენს ოჯახში სადღესასწაულო სუფრას ვინ ამზადებს ხოლმე?

- ჩემი მეუღლე კარგი კულინარია. სხვათა შორის, ბოლო დროს თურქულ ღუმელში პატარა, ღვეზელივით ხაჭაპურის გამოცხობა ისწავლა, რომელიც ოჯახის წევრებს ძალიან მოგვწონს. ქართულ სუფრას პირველ რიგში, ხარისხიანი ღვინო უნდა ამშვენებდეს, შემდეგ - კარგი თამადა, ხოლო პურ-მარილი ჩემთვის მესამეხარისხოვანია.

- როგორც ვიცი, თქვენი ნათლია ბატონი ჯემალ ბაღაშვილია, არა?

- კი, ეგ ერთი ნათლია მყავს. გვიან მოვინათლე. მე და ჯემალი თანატოლები ვართ. მაშინ ასეთი ჭორი აგორდა: 1970 წლამდე ვინც არ მოინათლება, საქმე ცუდად წაუვაო. ერთ დღესაც, მე და ჯემალი სახინკლეში ვისხედით და სიტყვა ამ ჭორზე ჩამოვარდა. ჯემალმა მითხრა: მოდი, ვიდრე ხინკალი მოიხარშება, წავიდეთ და მოგნათლავო. ეკლესიაში მხოლოდ ორნი მივედით. მაშინ მონათვლა პრობლემა იყო. იმ პერიოდში ეს ამბავი რომ გაეგოთ, სურათს გადაგვიღებდნენ და გამოგვაჭენებდნენ. თან, კომუნისტური პარტიის წევრი ვიყავი - უამისოდ საზღვარგარეთ არავინ გამიშვებდა...

- დაბოლოს, თქვენს შვილიშვილებზე მომიყევით რამე...

- ექვსი შვილიშვილი მყავს. თბილისში მხოლოდ სამია, დანარჩენები - საზღვარგარეთ ცხოვრობენ. მოგეხსენებათ, ჩემი ვაჟი იქ მუშაობს და ცოლ-შვილიც თავისთან ჰყავს.

საუბრის დასასრულს, ბატონმა ვახტანგმა მითხრა: ახლა კარგ ხასიათზე ვარ და არ გინდა, რომ პოლიტიკაზე ვილაპარაკოთო? სახეზე გაკვირვება რომ შემატყო, დასძინა: ასე მგონია, მთავრობის შეცვლით მთელმა საქართველომ ამოისუნთქა. პირადად ჩემთვის, არავის არაფერი დაუშავებია, მაგრამ გარშემო ამდენ შეწუხებულ ხალხს, ბევრ უსამართლობას რომ ვაწყდებოდი, ძალიან ვწუხდი...

- როცა მეგობრები იკრიბებით და ქეიფობთ, პოლიტიკაზეც ლაპარაკობთ ხოლმე?

- აბა, რა! ბოლო დროს გინახავთ ადამიანი, რომელიც პოლიტიკაზე არ ლაპარაკობს? მთავრობა ხალხს უნდა ემსახურებოდეს, ჩვენ კი მათი გვეშინია. აბა, ამისთანა რაღაც როგორ შეიძლება?!. ახლა კი ახალი მთავრობა მოვიდა და იმედი გაჩნდა. ალბათ, ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება, მე კი კიდევ რამდენიმე დაბადების დღეს გადავიხდი (იცინის). ჰოდა, ვინ იცის, იქნებ მომავალ იუბილეზე მთავრობის რომელიმე წევრიც კი დავპატიჟო...

ნონა კუტიბაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება