მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მანანა ბებოს" რჩევები და გამხელილი საიდუმლო
"მანანა ბებოს" რჩევები და გამხელილი საიდუმლო

მე­დეა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის­თვის 2012 წელი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად წარ­მა­ტე­ბუ­ლი გახ­ლდათ: 20-წლი­ა­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პა­უ­ზის მერე, მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ას ისევ და­უბ­რუნ­და: ჯერ გი­ორ­გი ფა­რა­ჯა­ნო­ვის ფილმში - "ყვე­ლა­ნი წა­ვიდ­ნენ" გა­და­ი­ღეს, შემ­დეგ კი სე­რი­ალ­ში - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ქოთ­ქო­თა და მზრუნ­ვე­ლი მა­ნა­ნა ბე­ბი­ის რო­ლით გა­მოჩ­ნდა. ქალ­ბა­ტო­ნი მე­დე­ას­თვის 2013 წე­ლიც წარ­მა­ტე­ბუ­ლად და­ი­წყო: მალე მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით კი­ნო­ეკ­რა­ნებ­ზე ფილ­მი - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლის ქორ­წი­ლი" - გა­მო­ვა...

- ვიდ­რე კი­თხვებს და­მის­ვამთ, მა­ნამ­დე მინ­და გი­თხრათ, რომ თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის აქ­ტი­უ­რი მკი­თხვე­ლი გახ­ლდით. ყო­ვე­ლი ნომ­რის გა­მოს­ვლას აქ­ტი­უ­რად ვე­ლო­დი და პირ­ვე­ლი­დან ბოლო გვერ­დამ­დე ვკი­თხუ­ლობ­დი. რუბ­რი­კა "გზავ­ნი­ლე­ბი" ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ზო­გი­ერთ მგზავ­ნელს ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი კი­დეც. ძა­ლი­ან კარ­გი ჟურ­ნა­ლი გაქვთ - ყვე­ლა სფე­როს შე­სა­ხებ წერთ. გული მწყდე­ბო­და, რომ მე არ მიხ­სე­ნებ­დით. არა­და, "გზის" ყვე­ლა ნო­მერს ვაგ­რო­ვებ­დი...

- სა­მა­გი­ე­როდ, სა­ა­ხალ­წლოდ თქვენ­თან ინ­ტერ­ვიუ დაგ­ვე­ბე­და... გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბი­ლე­ბა იგ­რძნო­ბა?

- დიახ, სა­უ­კე­თე­სო გან­წყო­ბი­ლე­ბა სუ­ფევს! მა­გა­ლი­თად, დღეს ერთ-ერთი თა­ნამ­შრომ­ლის და­ბა­დე­ბის დღე ტორ­ტი­თა და შამ­პა­ნუ­რით აღ­ვნიშ­ნეთ! დი­ლის 7 სა­ათ­ზე მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა და ღა­მის 3 სა­ათ­ზე შინ წას­ვლა ჩვენ­თვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. კარ­გი კვე­ბა გვაქვს და და­ჩაგ­რუ­ლე­ბი მა­ტე­რი­ა­ლუ­რა­დაც არ ვართ. რაც მთა­ვა­რია, "შეკ­რუ­ლი" გუნ­დი გვაქვს. ამის გამო, სირ­თუ­ლე­ებს იო­ლად ვუმკლავ­დე­ბით. ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნე­ბი გვყავს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეკა ამი­რე­ჯი­ბი გაგ­ვი­თხოვ­და. "ჩუ­მად გე­ტყვით", ჩიტ­მა ამ­ბა­ვი მოგ­ვი­ტა­ნა, რომ ანი ტყე­ბუ­ჩა­ვაც მალე გაგ­ვი­თხოვ­დე­ბა (იცი­ნის)!

- სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბი­ლე­ბა ფილმში - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლის ქორ­წი­ლი" თუ იგ­რძნო­ბა?

- ჩემი პერ­სო­ნა­ჟი ქორ­წილ­ში არ წა­ვი­და - სახ­ლში უამ­რა­ვი საქ­მე აქვს, მა­ცი­ვა­რი უნდა და­ა­ლა­გოს... თან, ხომ იცი, ჯე­მა­ლი რო­გო­რი უჟ­მუ­რია? ტე­ლე­ვი­ზორს ვერ შორ­დე­ბა და ქორ­წილ­ში წა­იყ­ვან?! სა­მა­გი­ე­როდ, სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა ექ­ნე­ბათ, იმ­ღე­რე­ბენ, იცეკ­ვე­ბენ... მოკ­ლედ, ყვე­ლა კარ­გად გა­ერ­თო­ბა, მა­ნა­ნა ბებო კი რო­გორც ყო­ველ­თვის, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებს გა­ა­კე­თებს!

- მგო­ნი, მა­ნა­ნა ბებო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბით უფრო ერ­თო­ბა, არა?

- კი, კი, ასე­თი ქა­ლია! სახ­ლში მეც ასე ვარ: დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე გა­ზ­ქუ­რას­თან ტრი­ა­ლი არ მომ­ბეზ­რდე­ბა! კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს!

- კერ­ძე­ბის კე­თე­ბა გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ყოფ­ნას თუ გირ­ჩევ­ნი­ათ?

- არ მირ­ჩევ­ნია, რად­გან ჩემი გოგო გა­თხო­ვი­ლია - ცალ­კე ცხოვ­რობს, მე კი შინ მარ­ტო ვარ. სა­მა­გი­ე­როდ, გა­და­სა­რე­ვი მე­ზობ­ლე­ბი მყავს! შემ­თხვე­ვით ვი­სარ­გებ­ლებ და ჩემს მა­რი­ნას, დო­დოს, ნა­ტა­შას, სტი­ო­პას, თამ­რი­კოს, ლი­ზი­კოს, ლიას ახალ წელს მი­ვუ­ლო­ცავ! იცი, რა ბედ­ნი­ე­რე­ბაა, როცა შინ მი­სულს კარ­გი ხალ­ხი დაგ­ხვდე­ბა? მით უმე­ტეს, რომ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზეც არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ა­ნებ­თან ვურ­თი­ერ­თობ. შვი­ლიც ყო­ველ მე­ო­რე დღეს მნა­ხუ­ლობს... ბედ­ნი­ე­რი ქალი ვარ, მაგ­რამ მა­ინც ძნე­ლია, როცა მე­უღ­ლე არ გყავს, დე­დი­კო: ქმა­რი 20 წლის წინ გარ­და­მეც­ვა­ლა. პრო­ფე­სო­რი გახ­ლდათ. სა­ქარ­თვე­ლო­ში გუ­ლის ოპე­რა­ცია პირ­ველ­მა გა­ა­კე­თა. ჯა­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბის მერე, შა­ქარ­მა აუ­წია. პირ­ვე­ლად - გა­და­ვარ­ჩი­ნეთ, მე­ო­რედ კი ხე­ლი­დან გა­მოგ­ვე­ცა­ლა. სხვა­თა შო­რის, ჯა­რის­კა­ცის ქვრი­ვად ვით­ვლე­ბი, მაგ­რამ არა­ვი­თა­რი შე­ღა­ვა­თი არ მაქვს. შვი­ლი მარ­ტომ გავ­ზარ­დე - ექი­მი-ფსი­ქო­ლო­გი გახ­ლავთ... ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბი: ქმრებს გა­უფრ­თხილ­დით და დე­დამ­თილს ტკბი­ლად მო­ე­ქე­ცით-მეთ­ქი. რძლებ­მა უნდა იცოდ­ნენ, რომ დე­დამ­თილს რამ­დენ ტკბილ სი­ტყვა­საც ეტყვი­ან, უკან ტკბი­ლად­ვე და­უბ­რუნ­დე­ბათ, თუკი მარ­თლა "ქვა­თამ­ხეთ­ქა­ვის" ოჯახ­ში არ შევ­ლენ (იცი­ნის). დე­დამ­თი­ლებ­საც ვურ­ჩევ: რძალს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცით, რომ ცხოვ­რე­ბა ისე მო­ა­წყოს, რო­გორც თა­ვად უნდა. ოჯახ­ში სი­ამ­ტკბი­ლო­ბით თა­ნა­ცხოვ­რე­ბას აბა, რა ჯო­ბია?!

- ახა­ლი წელი რო­გორ გა­ა­ტა­რეთ?

- მე ბა­ზარ­ში წამ­სვლე­ლი არ ვარ! რაც მჭირ­დე­ბა, მე­ზობ­ლებს ვთხოვ ხოლ­მე და მო­აქვთ. გა­და­სა­რე­ვი პურ­მა­რი­ლი მქონ­და, სუფ­რა­ზე ნამ­ცხვრე­ბის "ცვე­ნა" იყო! ნამ­ცხვარს მა­ღა­ზი­ა­ში ვყი­დუ­ლობ, რად­გან გა­მო­ცხო­ბა არ ვიცი. იცი, რა­ტომ? არც დე­და­ჩე­მი აცხობ­და და არც - ბე­ბია. წი­ნათ "ბურ­ჟუ­ი­კა­ზე" კექსს მო­ამ­ზა­დებ­დნენ და სულ ეს იყო. კექ­სის გა­მო­ცხო­ბა მეც შე­მიძ­ლია. ახლა სა­ო­ცა­რი ტორ­ტე­ბი იყი­დე­ბა! ტორ­ტი რომ მორ­თო, მხატ­ვა­რი უნდა იყო!

- ნამ­ცხვრე­ბის ცხო­ბა არ გცოდ­ნი­ათ. აბა, დე­დამ­თი­ლის­თვის თა­ვის მო­წო­ნე­ბას რო­გორ ცდი­ლობ­დით?

- ქმარ-შვილ­თან ერ­თად, ყო­ველ­დღე მას­თან სა­დი­ლად მივ­დი­ო­დი. კარ­გი დე­დამ­თი­ლი მყავ­და. გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა იცო­და. და­სას­ვე­ნებ­ლად როცა მივ­დი­ო­დი, დე­დამ­თი­ლიც თან მიმ­ყავ­და. სა­ზღვარ­გა­რეთ ყოფ­ნი­სას ჩემ­თვის არა­ფერს ვყი­დუ­ლობ­დი, მის­თვის - კი... თით­ქოს, ახლა ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს ვკარ­გავთ. ვფიქ­რობთ, - ვა­ი­მე, რომ ვეს­ტუმ­რო, არ შე­ვა­წუ­ხო ან ხელ­ცა­რი­ე­ლი რო­გორ მი­ვი­დეო? სა­მა­გი­ე­როდ, ყვე­ლა­ფე­რი გა­ი­ო­ლე­ბუ­ლია: შე­გიძ­ლია სტუ­მარს მხო­ლოდ ყავა და შო­კო­ლა­დი მი­არ­თვა, წი­ნათ კი აუ­ცი­ლებ­ლად, სუფ­რა უნდა გა­გე­შა­ლა. მა­შინ ხელ­ფა­სე­ბიც კარ­გი გვქონ­და და არც ისე­თი სიძ­ვი­რე იყო, რო­გო­რიც ახლა არის. ადა­მი­ანს სტუმ­რის მოს­ვლა კი უხა­რია, მაგ­რამ ერი­დე­ბა. იმე­რე­ლი ვარ და სტუ­მარს ყა­ვა­ზე ვერ "გა­და­ვა­ტა­რებ"! ამი­ტომ მთე­ლი ზა­ფხუ­ლი მუ­რა­ბას ვა­კე­თებ: მან­და­რი­ნის, სტა­ფი­ლოს, ალუბ­ლის, ბლის...

- თქვე­ნი სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის მთა­ვა­რი კერ­ძი რო­მე­ლია?

- სუფ­რა­ზე სა­ცი­ვი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს!

- თქვენ მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი?

- აბა, რა! სამ­ზა­რე­უ­ლო­ში არა­ვის შე­ვუშ­ვებ! ნამ­ცხვრის გარ­და, სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის­თვის ყვე­ლა­ფერს თა­ვად ვამ­ზა­დებ. ცხა­დია, ღვი­ნო­საც არ ვწუ­რავ - ვე­ნა­ხი არ მაქვს (იცი­ნის).

- სა­ფირ­მო კერ­ძი თუ გაქვთ, რო­მელ­საც თქვენ­სა­ვით კარ­გად ვე­რა­ვინ ამ­ზა­დებს?

- "აჯაფ­სან­დალს" ჩემ­სა­ვით კარ­გად ვე­რა­ვინ ამ­ზა­დებს! ამ კერ­ძის­თვის გან­კუთ­ვნილ ბოსტნე­ულს წყალ­ში და ზეთ­ში კი არ ვწვავ, არა­მედ კარ­გად მოვ­შუ­შავ, შემ­დეგ დაჭ­რილ ხახვს, ბულ­გა­რულ და წი­თელ ცხა­რე წი­წა­კას, მწვა­ნილს, ძმარს ერ­თმა­ნეთ­ში ავუ­რევ, რამ­დე­ნი­მე სა­ათს გა­ვა­ჩე­რებ და იცი, რა გემ­რი­ე­ლი გა­მო­დის? ამას წი­ნათ, ეს კერ­ძი ლე­ოს­თვის მო­ვამ­ზა­დე და გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მი­ვი­ტა­ნე. გა­გიჟ­და, ისე მო­ე­წო­ნა! "აჯაფ­სან­და­ლი" სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი არ არის, და­ბა­დე­ბის დღე­ზე - კი, ბა­ტო­ნო... გო­ჭის ხორ­ცი ძა­ლი­ან მიყ­ვარს! იცი, ერთხელ რა და­მე­მარ­თა? 30 დე­კემ­ბერს ჩემს ქმარს 2 გოჭი მო­არ­თვეს. ვი­ფიქ­რე, - სა­ა­ხალ­წლოდ 2 გოჭი რად გვინ­და-მეთ­ქი? ამი­ტომ ერთი იმა­ვე დღეს შევწვი, კარ­გად შე­ვა­პიწ­კი­ნე და ტე­ლე­ვი­ზო­რის წინ, მა­გი­და­ზე დავ­დე. ჯერ კუდი გავ­სინ­ჯე, მერე სხვა ნა­წი­ლი. მოკ­ლედ, ჭა­მას შევ­ყე­ვი და ბო­ლოს, ხელ­ში ყუ­რე­ბი შემ­რჩა - მთე­ლი გოჭი შე­მი­ჭა­მია! იმ დღეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოვ­ხვდი, მაგ­რამ მე­ო­რე დღეს გა­და­სა­რე­ვად ვი­ყა­ვი. ქმარს ვე­უბ­ნე­ბო­დი, - არა­ვის მო­უყ­ვე, რაც და­მე­მარ­თა, თავი არ მომჭრა-მეთ­ქი, მაგ­რამ ვინც მი­რე­კავ­და, ყვე­ლა მე­კი­თხე­ბო­და, - გოჭი მო­გი­ტა­ნოო (იცი­ნის)?..

- მეკვლის ტრა­დი­ცია თუ მოგ­წონთ?

- მე­ზო­ბე­ლი მყავ­და, სა­ხე­ლად - ვარა. წინ თუ დამ­ხვდე­ბო­და, ჩაშ­ლი­ლი საქ­მეც კი წარ­მა­ტე­ბით სრულ­დე­ბო­და. ახალ წელს ჩემი მეკვლე შვი­ლიშ­ვი­ლი - 3 წლის რატი იყო. რატი ლურჯთ­ვა­ლე­ბა "ბან­დი­ტია"! ხან­და­ხან მისი სი­ცელ­ქე უზ­რდე­ლო­ბა­ში გა­და­იზ­რდე­ბა ხოლ­მე. დე­დას რომ ხე­დავს, ყი­რა­ზე გა­და­დის. ჩემ­თან ძა­ლი­ან არ ცელ­ქობს. როცა ზღაპ­რებს ვუყ­ვე­ბი, მე­უბ­ნე­ბა, - ჩემო ბებო, მიყ­ვარ­ხა­რო, - და ჩა­მე­ხუ­ტე­ბა ხოლ­მე; გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ ვუყ­ვარ­ვარ, როცა კან­ფეტს მივ­ცემ. 4 თვის შვი­ლიშ­ვი­ლი - ნი­ცაც მყავს. ეს სა­ხე­ლი ნათ­ლი­ამ და­არ­ქვა. თავ­და­პირ­ვე­ლად, ვერ ვი­მახ­სოვ­რებ­დი და ვი­ნა­ი­დან ვი­ცო­დი, რომ ქა­ლა­ქის სა­ხე­ლი ერ­ქვა, "რიო-დე-ჟა­ნე­ი­როს" ვე­ძახ­დი... ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არას­დროს ჰქონ­და, მეკვლედ ვინ მეს­ტუმ­რე­ბო­და: ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი აწყო­ბი­ლი მაქვს. ერ­თა­დერ­თი, რის გა­მოც ძა­ლი­ან დათ­რგუნ­ვი­ლი ვარ, ის გახ­ლავთ, რომ გვერ­დით მე­უღ­ლე არ მყავს. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ფე­რი მინ­დო­და, არა­ფე­რი მა­ხა­ლი­სებ­და; 20 წელი გა­რეთ არ გავ­სულ­ვარ. ჰოდა, წო­ნა­ში 40 კი­ლოგ­რა­მი მო­ვი­მა­ტე. მერე ეკა მჟა­ვა­ნა­ძემ მი­თხრა: სახ­ლში ჯდო­მა გე­ყო­ფა, ხომ ხე­დავ, რას და­ემ­სგავ­სეო?! ჰოდა, სე­რი­ალ­ში მო­ვე­დი და მო­ვე­დი (იცი­ნის)... სახ­ლის კარს დღი­სით არა­სო­დეს ვკე­ტავ - ამ­დე­ნი ად­გო­მა-დაჯ­დო­მა არ შე­მიძ­ლია. მი­ხა­რია, რომ კარ­გი სა­მე­ზობ­ლო, სა­მე­გობ­რო მყავს და კარ­გი რე­ჟი­სო­რის ხელ­ში ვარ!

- გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე შამ­პა­ნუ­რი სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ირ­თვით. ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი გიყ­ვართ?

- შამ­პა­ნუ­რი მიყ­ვარს - 1 ჭი­ქას სი­ა­მოვ­ნე­ბით გე­ახ­ლე­ბით. ლუდ­საც ვსვამ, მაგ­რამ არაყ­სა და კა­ხურ ღვი­ნოს - ვერა. დათ­რო­ბა არ მჩვე­ვია. თუმ­ცა, ერთხელ სა­სოფ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა - ვანო სა­რიშ­ვილ­მა ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის ქორ­წილ­ში და­მათ­რო: ყან­წი მეს­რო­ლა, მე მატ­რაკ­ვე­ცამ კი ის ყან­წი დავ­ცა­ლე და შემ­დეგ, მთე­ლი 2 დღე მე­ძი­ნა. მას შემ­დეგ არ დავმთვრალ­ვარ. ფხი­ზე­ლი უკეთ ვერ­თო­ბი.

- ახა­ლი წლის დღე­სას­წა­ულს პირ­ველ იან­ვარს უფრო აღ­ნიშ­ნავთ თუ - 14-ში?

- რა­ტომ­ღაც, ძვე­ლით ახალ წელს ვერ შე­ვე­გუე. ასე­ვე ვერ ვე­გუ­ე­ბი, "ლე­ნი­ნის მო­ე­დანს" სა­ხე­ლი რომ შე­უც­ვა­ლეს და ისევ ძვე­ლი სა­ხელ­წო­დე­ბით ვიხ­სე­ნი­ებ ხოლ­მე (იცი­ნის). წი­ნათ მო­ე­დან­ზე სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტე­ბი არ იმარ­თე­ბო­და...

- წელს არ გა­მარ­თუ­ლა...

- არც იყო სა­ჭი­რო! კონ­ცერ­ტი­დან ბავ­შვე­ბი გა­ცი­ვე­ბუ­ლე­ბი, გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლე­ბი ბრუნ­დე­ბოდ­ნენ და მერე "აცხი­კი­ნებ­დნენ", ლო­გინ­ში იწ­ვნენ. თან, ახლა ყვე­ლა მღე­რის, დედა...

- რო­მელ ქარ­თველ შემ­სრუ­ლე­ბელს უს­მენთ?

- ნანი ბრეგ­ვა­ძე­ზე ვგიჟ­დე­ბი! ის სცე­ნა­ზე "კუ­პალ­ნი­კით" კი არა, სა­კონ­ცერ­ტო კა­ბით გა­მო­დის! არ მომ­წონს, ახალ­გაზ­რდე­ბი დაგ­ლე­ჯი­ლი შარ­ვლე­ბით, "ტიტ­ლი­კა­ნე­ბი" რომ და­დი­ან. ჩვე­ნი თა­ო­ბა სხვა­ნა­ი­რი იყო... ვიცი, თა­ო­ბაც იც­ვლე­ბა და მო­დაც, მაგ­რამ მო­დას ზღვა­რი ხომ უნდა ჰქონ­დეს?!

- ქალ­ბა­ტო­ნო მე­დეა, ინ­ტერ­ვი­უს­თვის დიდი მად­ლო­ბა! წარ­მა­ტე­ბულ ახალ წე­ლი­წადს გი­სურ­ვებთ! რა­მის და­მა­ტე­ბა ხომ არ გსურთ?

- ახალ წელს ყვე­ლას მი­ვუ­ლო­ცავ! ყვე­ლას სიმ­შვი­დე­სა და ტკბი­ლად ცხოვ­რე­ბას ვუ­სურ­ვებ! იმე­დია, ომი აღარ იქ­ნე­ბა, უსახ­ლკა­როდ დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი კი შინ მალე დაბ­რუნ­დე­ბი­ან ან ისე­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი მა­ინც ექ­ნე­ბათ, რომ თავი უბე­დურ ადა­მი­ა­ნე­ბად აღარ იგ­რძნონ. მინ­და, რომ ქარ­თვე­ლე­ბი უცხო­ეთ­ში ვინ­მეს მო­სავ­ლე­ლად არ გა­იქ­ცნენ... თქვენს ჟურ­ნალს კი მეტ წინსვლას, ტი­რა­ჟის ზრდა­სა და სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლებს ვუ­სურ­ვებ!..

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

"მანანა ბებოს" რჩევები და გამხელილი საიდუმლო

"მანანა ბებოს" რჩევები და გამხელილი საიდუმლო

მედეა ლორთქიფანიძისთვის 2012 წელი განსაკუთრებულად წარმატებული გახლდათ: 20-წლიანი შემოქმედებითი პაუზის მერე, მსახიობის პროფესიას ისევ დაუბრუნდა: ჯერ გიორგი ფარაჯანოვის ფილმში - "ყველანი წავიდნენ" გადაიღეს, შემდეგ კი სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" ქოთქოთა და მზრუნველი მანანა ბებიის როლით გამოჩნდა. ქალბატონი მედეასთვის 2013 წელიც წარმატებულად დაიწყო: მალე მისი მონაწილეობით კინოეკრანებზე ფილმი - "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი" - გამოვა...

- ვიდრე კითხვებს დამისვამთ, მანამდე მინდა გითხრათ, რომ თქვენი ჟურნალის აქტიური მკითხველი გახლდით. ყოველი ნომრის გამოსვლას აქტიურად ველოდი და პირველიდან ბოლო გვერდამდე ვკითხულობდი. რუბრიკა "გზავნილები" ძალიან მიყვარს, ზოგიერთ მგზავნელს ვგულშემატკივრობდი კიდეც. ძალიან კარგი ჟურნალი გაქვთ - ყველა სფეროს შესახებ წერთ. გული მწყდებოდა, რომ მე არ მიხსენებდით. არადა, "გზის" ყველა ნომერს ვაგროვებდი...

- სამაგიეროდ, საახალწლოდ თქვენთან ინტერვიუ დაგვებედა... გადასაღებ მოედანზე სადღესასწაულო განწყობილება იგრძნობა?

- დიახ, საუკეთესო განწყობილება სუფევს! მაგალითად, დღეს ერთ-ერთი თანამშრომლის დაბადების დღე ტორტითა და შამპანურით აღვნიშნეთ! დილის 7 საათზე მუშაობის დაწყება და ღამის 3 საათზე შინ წასვლა ჩვენთვის ჩვეულებრივი ამბავია. კარგი კვება გვაქვს და დაჩაგრულები მატერიალურადაც არ ვართ. რაც მთავარია, "შეკრული" გუნდი გვაქვს. ამის გამო, სირთულეებს იოლად ვუმკლავდებით. ულამაზესი გოგონები გვყავს. მოგეხსენებათ, ეკა ამირეჯიბი გაგვითხოვდა. "ჩუმად გეტყვით", ჩიტმა ამბავი მოგვიტანა, რომ ანი ტყებუჩავაც მალე გაგვითხოვდება (იცინის)!

- საახალწლო განწყობილება ფილმში - "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი" თუ იგრძნობა?

- ჩემი პერსონაჟი ქორწილში არ წავიდა - სახლში უამრავი საქმე აქვს, მაცივარი უნდა დაალაგოს... თან, ხომ იცი, ჯემალი როგორი უჟმურია? ტელევიზორს ვერ შორდება და ქორწილში წაიყვან?! სამაგიეროდ, საახალწლო სუფრა ექნებათ, იმღერებენ, იცეკვებენ... მოკლედ, ყველა კარგად გაერთობა, მანანა ბებო კი როგორც ყოველთვის, საოჯახო საქმეებს გააკეთებს!

- მგონი, მანანა ბებო საქმეების კეთებით უფრო ერთობა, არა?

- კი, კი, ასეთი ქალია! სახლში მეც ასე ვარ: დილიდან საღამომდე გაზქურასთან ტრიალი არ მომბეზრდება! კერძების მომზადება ძალიან მიყვარს!

- კერძების კეთება გადასაღებ მოედანზე ყოფნას თუ გირჩევნიათ?

- არ მირჩევნია, რადგან ჩემი გოგო გათხოვილია - ცალკე ცხოვრობს, მე კი შინ მარტო ვარ. სამაგიეროდ, გადასარევი მეზობლები მყავს! შემთხვევით ვისარგებლებ და ჩემს მარინას, დოდოს, ნატაშას, სტიოპას, თამრიკოს, ლიზიკოს, ლიას ახალ წელს მივულოცავ! იცი, რა ბედნიერებაა, როცა შინ მისულს კარგი ხალხი დაგხვდება? მით უმეტეს, რომ გადასაღებ მოედანზეც არაჩვეულებრივ ადამიანებთან ვურთიერთობ. შვილიც ყოველ მეორე დღეს მნახულობს... ბედნიერი ქალი ვარ, მაგრამ მაინც ძნელია, როცა მეუღლე არ გყავს, დედიკო: ქმარი 20 წლის წინ გარდამეცვალა. პროფესორი გახლდათ. საქართველოში გულის ოპერაცია პირველმა გააკეთა. ჯარიდან დაბრუნების მერე, შაქარმა აუწია. პირველად - გადავარჩინეთ, მეორედ კი ხელიდან გამოგვეცალა. სხვათა შორის, ჯარისკაცის ქვრივად ვითვლები, მაგრამ არავითარი შეღავათი არ მაქვს. შვილი მარტომ გავზარდე - ექიმი-ფსიქოლოგი გახლავთ... ყველას ვეუბნები: ქმრებს გაუფრთხილდით და დედამთილს ტკბილად მოექეცით-მეთქი. რძლებმა უნდა იცოდნენ, რომ დედამთილს რამდენ ტკბილ სიტყვასაც ეტყვიან, უკან ტკბილადვე დაუბრუნდებათ, თუკი მართლა "ქვათამხეთქავის" ოჯახში არ შევლენ (იცინის). დედამთილებსაც ვურჩევ: რძალს საშუალება მიეცით, რომ ცხოვრება ისე მოაწყოს, როგორც თავად უნდა. ოჯახში სიამტკბილობით თანაცხოვრებას აბა, რა ჯობია?!

- ახალი წელი როგორ გაატარეთ?

- მე ბაზარში წამსვლელი არ ვარ! რაც მჭირდება, მეზობლებს ვთხოვ ხოლმე და მოაქვთ. გადასარევი პურმარილი მქონდა, სუფრაზე ნამცხვრების "ცვენა" იყო! ნამცხვარს მაღაზიაში ვყიდულობ, რადგან გამოცხობა არ ვიცი. იცი, რატომ? არც დედაჩემი აცხობდა და არც - ბებია. წინათ "ბურჟუიკაზე" კექსს მოამზადებდნენ და სულ ეს იყო. კექსის გამოცხობა მეც შემიძლია. ახლა საოცარი ტორტები იყიდება! ტორტი რომ მორთო, მხატვარი უნდა იყო!

- ნამცხვრების ცხობა არ გცოდნიათ. აბა, დედამთილისთვის თავის მოწონებას როგორ ცდილობდით?

- ქმარ-შვილთან ერთად, ყოველდღე მასთან სადილად მივდიოდი. კარგი დედამთილი მყავდა. გემრიელი კერძების მომზადება იცოდა. დასასვენებლად როცა მივდიოდი, დედამთილიც თან მიმყავდა. საზღვარგარეთ ყოფნისას ჩემთვის არაფერს ვყიდულობდი, მისთვის - კი... თითქოს, ახლა ადამიანები ერთმანეთს ვკარგავთ. ვფიქრობთ, - ვაიმე, რომ ვესტუმრო, არ შევაწუხო ან ხელცარიელი როგორ მივიდეო? სამაგიეროდ, ყველაფერი გაიოლებულია: შეგიძლია სტუმარს მხოლოდ ყავა და შოკოლადი მიართვა, წინათ კი აუცილებლად, სუფრა უნდა გაგეშალა. მაშინ ხელფასებიც კარგი გვქონდა და არც ისეთი სიძვირე იყო, როგორიც ახლა არის. ადამიანს სტუმრის მოსვლა კი უხარია, მაგრამ ერიდება. იმერელი ვარ და სტუმარს ყავაზე ვერ "გადავატარებ"! ამიტომ მთელი ზაფხული მურაბას ვაკეთებ: მანდარინის, სტაფილოს, ალუბლის, ბლის...

- თქვენი საახალწლო სუფრის მთავარი კერძი რომელია?

- სუფრაზე საცივი აუცილებლად უნდა იყოს!

- თქვენ მიერ მომზადებული?

- აბა, რა! სამზარეულოში არავის შევუშვებ! ნამცხვრის გარდა, საახალწლო სუფრისთვის ყველაფერს თავად ვამზადებ. ცხადია, ღვინოსაც არ ვწურავ - ვენახი არ მაქვს (იცინის).

- საფირმო კერძი თუ გაქვთ, რომელსაც თქვენსავით კარგად ვერავინ ამზადებს?

- "აჯაფსანდალს" ჩემსავით კარგად ვერავინ ამზადებს! ამ კერძისთვის განკუთვნილ ბოსტნეულს წყალში და ზეთში კი არ ვწვავ, არამედ კარგად მოვშუშავ, შემდეგ დაჭრილ ხახვს, ბულგარულ და წითელ ცხარე წიწაკას, მწვანილს, ძმარს ერთმანეთში ავურევ, რამდენიმე საათს გავაჩერებ და იცი, რა გემრიელი გამოდის? ამას წინათ, ეს კერძი ლეოსთვის მოვამზადე და გადასაღებ მოედანზე მივიტანე. გაგიჟდა, ისე მოეწონა! "აჯაფსანდალი" საახალწლო სუფრისთვის განკუთვნილი არ არის, დაბადების დღეზე - კი, ბატონო... გოჭის ხორცი ძალიან მიყვარს! იცი, ერთხელ რა დამემართა? 30 დეკემბერს ჩემს ქმარს 2 გოჭი მოართვეს. ვიფიქრე, - საახალწლოდ 2 გოჭი რად გვინდა-მეთქი? ამიტომ ერთი იმავე დღეს შევწვი, კარგად შევაპიწკინე და ტელევიზორის წინ, მაგიდაზე დავდე. ჯერ კუდი გავსინჯე, მერე სხვა ნაწილი. მოკლედ, ჭამას შევყევი და ბოლოს, ხელში ყურები შემრჩა - მთელი გოჭი შემიჭამია! იმ დღეს საავადმყოფოში მოვხვდი, მაგრამ მეორე დღეს გადასარევად ვიყავი. ქმარს ვეუბნებოდი, - არავის მოუყვე, რაც დამემართა, თავი არ მომჭრა-მეთქი, მაგრამ ვინც მირეკავდა, ყველა მეკითხებოდა, - გოჭი მოგიტანოო (იცინის)?..

- მეკვლის ტრადიცია თუ მოგწონთ?

- მეზობელი მყავდა, სახელად - ვარა. წინ თუ დამხვდებოდა, ჩაშლილი საქმეც კი წარმატებით სრულდებოდა. ახალ წელს ჩემი მეკვლე შვილიშვილი - 3 წლის რატი იყო. რატი ლურჯთვალება "ბანდიტია"! ხანდახან მისი სიცელქე უზრდელობაში გადაიზრდება ხოლმე. დედას რომ ხედავს, ყირაზე გადადის. ჩემთან ძალიან არ ცელქობს. როცა ზღაპრებს ვუყვები, მეუბნება, - ჩემო ბებო, მიყვარხარო, - და ჩამეხუტება ხოლმე; განსაკუთრებით მაშინ ვუყვარვარ, როცა კანფეტს მივცემ. 4 თვის შვილიშვილი - ნიცაც მყავს. ეს სახელი ნათლიამ დაარქვა. თავდაპირველად, ვერ ვიმახსოვრებდი და ვინაიდან ვიცოდი, რომ ქალაქის სახელი ერქვა, "რიო-დე-ჟანეიროს" ვეძახდი... ჩემთვის მნიშვნელობა არასდროს ჰქონდა, მეკვლედ ვინ მესტუმრებოდა: ცხოვრებაში ყველაფერი აწყობილი მაქვს. ერთადერთი, რის გამოც ძალიან დათრგუნვილი ვარ, ის გახლავთ, რომ გვერდით მეუღლე არ მყავს. მისი გარდაცვალებიდან 15 წლის განმავლობაში არაფერი მინდოდა, არაფერი მახალისებდა; 20 წელი გარეთ არ გავსულვარ. ჰოდა, წონაში 40 კილოგრამი მოვიმატე. მერე ეკა მჟავანაძემ მითხრა: სახლში ჯდომა გეყოფა, ხომ ხედავ, რას დაემსგავსეო?! ჰოდა, სერიალში მოვედი და მოვედი (იცინის)... სახლის კარს დღისით არასოდეს ვკეტავ - ამდენი ადგომა-დაჯდომა არ შემიძლია. მიხარია, რომ კარგი სამეზობლო, სამეგობრო მყავს და კარგი რეჟისორის ხელში ვარ!

- გადასაღებ მოედანზე შამპანური სიამოვნებით მიირთვით. ალკოჰოლური სასმელი გიყვართ?

- შამპანური მიყვარს - 1 ჭიქას სიამოვნებით გეახლებით. ლუდსაც ვსვამ, მაგრამ არაყსა და კახურ ღვინოს - ვერა. დათრობა არ მჩვევია. თუმცა, ერთხელ სასოფლო უნივერსიტეტის რექტორმა - ვანო სარიშვილმა ნონა გაფრინდაშვილის ქორწილში დამათრო: ყანწი მესროლა, მე მატრაკვეცამ კი ის ყანწი დავცალე და შემდეგ, მთელი 2 დღე მეძინა. მას შემდეგ არ დავმთვრალვარ. ფხიზელი უკეთ ვერთობი.

- ახალი წლის დღესასწაულს პირველ იანვარს უფრო აღნიშნავთ თუ - 14-ში?

- რატომღაც, ძველით ახალ წელს ვერ შევეგუე. ასევე ვერ ვეგუები, "ლენინის მოედანს" სახელი რომ შეუცვალეს და ისევ ძველი სახელწოდებით ვიხსენიებ ხოლმე (იცინის). წინათ მოედანზე საახალწლო კონცერტები არ იმართებოდა...

- წელს არ გამართულა...

- არც იყო საჭირო! კონცერტიდან ბავშვები გაცივებულები, გაუბედურებულები ბრუნდებოდნენ და მერე "აცხიკინებდნენ", ლოგინში იწვნენ. თან, ახლა ყველა მღერის, დედა...

- რომელ ქართველ შემსრულებელს უსმენთ?

- ნანი ბრეგვაძეზე ვგიჟდები! ის სცენაზე "კუპალნიკით" კი არა, საკონცერტო კაბით გამოდის! არ მომწონს, ახალგაზრდები დაგლეჯილი შარვლებით, "ტიტლიკანები" რომ დადიან. ჩვენი თაობა სხვანაირი იყო... ვიცი, თაობაც იცვლება და მოდაც, მაგრამ მოდას ზღვარი ხომ უნდა ჰქონდეს?!

- ქალბატონო მედეა, ინტერვიუსთვის დიდი მადლობა! წარმატებულ ახალ წელიწადს გისურვებთ! რამის დამატება ხომ არ გსურთ?

- ახალ წელს ყველას მივულოცავ! ყველას სიმშვიდესა და ტკბილად ცხოვრებას ვუსურვებ! იმედია, ომი აღარ იქნება, უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები კი შინ მალე დაბრუნდებიან ან ისეთი საცხოვრებელი პირობები მაინც ექნებათ, რომ თავი უბედურ ადამიანებად აღარ იგრძნონ. მინდა, რომ ქართველები უცხოეთში ვინმეს მოსავლელად არ გაიქცნენ... თქვენს ჟურნალს კი მეტ წინსვლას, ტირაჟის ზრდასა და საინტერესო მასალებს ვუსურვებ!..

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება