პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტალინის ძეგლი აკურაშიც დააბრუნეს
სტალინის ძეგლი აკურაშიც დააბრუნეს

ზემო ალ­ვა­ნის შემ­დეგ, სტა­ლი­ნის ბი­უს­ტი თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ აკუ­რა­შიც აღად­გი­ნეს. რო­გორც აკუ­რის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, ბი­უს­ტის აღ­დგე­ნის შე­სა­ხებ ნე­ბარ­თვა ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან მი­ი­ღეს. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბა­ში კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ.

სო­ფელ აკუ­რა­ში სტა­ლი­ნის ბი­უს­ტი 2010 წელს აი­ღეს. ბი­უს­ტი 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აკუ­რელ ბად­რი გო­გი­აშ­ვილ­თან ინა­ხე­ბო­და. "წინა ხელ­სუფ­ლე­ბამ გად­მო­აგ­დო და მე შე­ვი­ნა­ხე. ახლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის აღარ გვე­ში­ნია, გა­მო­ვი­ტა­ნეთ და დავ­დგით. ეს იყო ჩვე­ნი წი­ნა­პა­რი და ბევ­რი კარ­გი გა­ა­კე­თა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის," - აღ­ნიშ­ნა ბად­რი გო­გი­აშ­ვილ­მა.

"ცხვი­რი და ლოყა ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, შე­კე­თე­ბა სჭირ­დე­ბო­და. მარ­თა­ლია, რა­ღაც თან­ხა წა­ვი­და მის შე­კე­თე­ბა­სა და შე­ღებ­ვა­ში, მაგ­რამ მე მიყ­ვარს სტა­ლი­ნი და სულ არ ვჩი­ვი 15-20 ლარს. ჩვენ ჩაგ­ვა­გო­ნეს, რომ სტა­ლი­ნია პირ­ვე­ლი კაცი და იყო კი­დეც. ახალ­გაზ­რდებს ტვინს უწამ­ლა­ვენ, რომ რო­გორ­მე შე­ა­ჯავ­რონ. არ შე­იძ­ლე­ბა, მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლო­ბის კა­ცია, ვინ დაგ­მობს, ეს არ მოხ­დე­ბა," - გა­ნა­ცხა­და სო­ფელ აკუ­რას მკვიდრმა გი­ორ­გი ნე­ბუ­ნიშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

სრუ­ლი ვერ­სია

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

სტალინის ძეგლი აკურაშიც დააბრუნეს

სტალინის ძეგლი აკურაშიც დააბრუნეს

ზემო ალვანის შემდეგ, სტალინის ბიუსტი თელავის რაიონის სოფელ აკურაშიც აღადგინეს. როგორც აკურის მაცხოვრებლები აცხადებენ, ბიუსტის აღდგენის შესახებ ნებართვა ადგილობრივი ხელისუფლებიდან მიიღეს. მუნიციპალიტეტის გამგეობაში კომენტარს არ აკეთებენ.

სოფელ აკურაში სტალინის ბიუსტი 2010 წელს აიღეს. ბიუსტი 2 წლის განმავლობაში აკურელ ბადრი გოგიაშვილთან ინახებოდა. "წინა ხელსუფლებამ გადმოაგდო და მე შევინახე. ახლა ხელისუფლების აღარ გვეშინია, გამოვიტანეთ და დავდგით. ეს იყო ჩვენი წინაპარი და ბევრი კარგი გააკეთა საქართველოსთვის," - აღნიშნა ბადრი გოგიაშვილმა.

"ცხვირი და ლოყა ჰქონდა დაზიანებული, შეკეთება სჭირდებოდა. მართალია, რაღაც თანხა წავიდა მის შეკეთებასა და შეღებვაში, მაგრამ მე მიყვარს სტალინი და სულ არ ვჩივი 15-20 ლარს. ჩვენ ჩაგვაგონეს, რომ სტალინია პირველი კაცი და იყო კიდეც. ახალგაზრდებს ტვინს უწამლავენ, რომ როგორმე შეაჯავრონ. არ შეიძლება, მსოფლიო მნიშვნელობის კაცია, ვინ დაგმობს, ეს არ მოხდება," - განაცხადა სოფელ აკურას მკვიდრმა გიორგი ნებუნიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"