ლოს-ანჯელესში People's Choice Awards 2013-ის დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიების ძირითად ნაწილამდე Nokia Theatre-ის წინ წითელი ხალიჩა გაიშალა, რომელზეც უამრავმა ვარსკვლავმა გაიბრწყინა.
ცერემონია, ისევე როგორც შარშან, მსახიობ კეილი კუოკოს მიჰყავდა. ცერემონიაზე სიმღერები შეასრულეს ქრისტინა აგილერამ, The Wanted-მა და One Direction-მა.
People's Choice Awards 2013-ზე 40 ნომინაციაში კინოს, ტელევიზიის და მუსიკის სამყაროს წარმომადგენლები დააჯილდოვეს.
კინო:
საყვარელი ფილმი - "მშიერი თამაშები"
საყვარელი მსახიობი მამაკაცი - რობერტ დაუნ უმცროსი
საყვარელი მსახიობი ქალი - ჯენიფერ ლოურენსი
კინოს ვეტერანი ვარსკვლავი - მერილ სტიპი
საყვარელი მძაფრსიუჟეტიანი ფილმი - "მშიერი თამაშები"
საყვარელი კომედია - "ტედი"
საყვარელი კომიკოსი მსახიობი მამაკაცი - ადამ სენდლერი
საყვარელი კომიკოსი მსახიობი ქალი - ჯენიფერ ენისტონი
საყვარელი დრამა - "კარგია იყო ჩუმჩუმელა"
საყვარელი დრამატული მსახიობი მამაკაცი - ზაკ ეფრონი
საყვარელი დრამატული მსახიობი ქალი - ემა უოტსონი
საყვარელი სუპერგმირი - რკინის კაცი
საყვარელი ეკრანული წყვილი - ჯენიფერ ლოურენსი და ჯოშ ჰატჩერსონი
მუსიკა:
საყვარელი მომღერალი მამაკაცი - ჯეისონ მარსი
საყვარელი მომღერალი ქალი - კეტი პერი
საყვარელი ჯგუფი - Maroon 5
საყვარელი პოპ-შემსრულებელი - კეტი პერი
საყვარელი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი - ნიკი მინაჟი
საყვარელი RNB შემსრულებელი - რიანა
წლის აღმოჩენა - The Wanted
საყვარელი სიმღერა - What Makes You Beautiful (ჯგუფი One Direction)
საყვარელი ვიდეო - Part of Me (კეტი პერი)
ტელევიზია:
საყვარელი ფანტასტიკის ჟანრის სერიალი - "ზებუნებრივი"
საყვარელი კომედიური ჟანრის სერიალი - "დიდი აფეთქების თეორია"
საყვარელი კომედიური ჟანრის მსახიობი მამაკაცი - კრის კოლფერი
საყვარელი კომედიური ჟანრის მსახიობი ქალი - ლეა მიშელი
საყვარელი დრამატული სერიალი - "ვნების ანატომია"
საყვარელი დრამატული მსახიობი მამაკაცი - ნეითან ფილონი
საყვარელი დრამატული მსახიობი ქალი - ელენ პომპეო
საყვარელი სატელევიზიო შოუ - The X Factor
ჟიურის საუკეთესო წევრი - დემი ლოვატო.
რაც შეეხება წითელ ხალიჩას, მასზე თავის მოწონების საშუალება უამრავ ვარსკვლავს მიეცა, თუმცა მთელი ყურადღება მაინც ჯენიფერ ენისტონისკენ იყო მიმართული, რომელიც პაპარაცებს თავს არა მხოლოდ პატარა შავი კაბით, არამედ უზარმაზარი ბრილიატის თვლით შემკული ბეჭდით აწონებდა. ბეჭედი მას საქმრომ, ჯასტინ ტერუმ უსახსოვრა.
წითელ ხალიჩაზე ქანთრის სტილის მომღერალი, ტეილორ სვიფტიც გამოჩნდა, თუმცა ამჯერად კავალერის, One Direction-ის სოლისტ ჰარი სტაილზის გარეშე. პარტნიორის დეფიციტი ტეილორმა შესანიშნავი თეთრი კაბით და ფირუზისფერი აქსესუარებით შეივსო.
როგორც ყოველ წითელ ხალიჩაზე, აქაც გამოჩნდა ოქროს გოგონა. People's Choice Awards 2013-ზე ეს ტიტული ნაომი უოტსს ერგო. ვარსკვლავს შავი კაბა ეცვა, რომლის კორსეტი მთლიანად დაფარული იყო ოქროსფერი ბისერებით.
რაც შეეხება ემა ვოთსონს, მან გადაწყვიტა, "მხიარული გოგონას" იმიჯი მოერგო და უპირატესობა მოკლე, მაგრამ ჭრელ კაბას მიანიჭა.
მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.