პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
The Guardian - პენჯაბელმა ფერმერებმა საქართველოში ახალ და იაფფასიან საძოვრებს მიაგნეს
The Guardian - პენჯაბელმა ფერმერებმა საქართველოში ახალ და იაფფასიან საძოვრებს მიაგნეს

პენ­ჯა­ბელ­მა ფერ­მე­რებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ახალ და ია­ფ­ფა­სი­ან სა­ძოვ­რებს მი­აგ­ნეს, - სტა­ტი­ას ამ სა­თა­უ­რით ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა The Guardian-ი აქ­ვეყ­ნებს.

პუბ­ლი­კა­ცია ერთ-ერთი ინ­დო­ე­ლი ფერ­მე­რის, ტა­ჯინ­დერ სინ­გჰის ის­ტო­რი­ას ასა­ხავს.

რო­გორც ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, "კე­თილ­სუ­ლო­ვა­ნი კავ­კა­სი­ის მი­წე­ბის და­მუ­შა­ვე­ბას" ინ­დო­ე­ლებს მი­წის მა­ღა­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბი აი­ძუ­ლებს.

სტა­ტი­ის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ათა­სო­ბით ჰექ­ტა­რი ნოყი­ე­რი მი­წის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ 38 წლის სინ­გჰიმ დი­უ­სელ­დორფში მზა­რე­უ­ლად მუ­შა­ო­ბი­სას შე­ი­ტყო.

"კონ­ტრას­ტი სა­ქარ­თვე­ლო­სა და მისი მშობ­ლი­უ­რი პენ­ჯა­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და მი­წის მა­ღალ გა­და­სა­ხა­დებს შო­რის გა­სა­ო­ცა­რი იყო. ასე რომ, ორი თვის წინ, ის და მისი ორი მე­გო­ბა­რი ამ­სტერ­და­მი­დან თბი­ლის­ში გაფ­რინ­დნენ - 50 ჰექ­ტა­რი მი­წის იჯა­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­სა­ფორ­მებ­ლად. უკან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა სინ­გჰ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ბედ­ნი­ე­რი იყო, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ჯერ ოდ­ნა­ვაც ვერ გარ­კვე­უ­ლი­ყო თა­ვი­სი ახა­ლი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის გე­ოგ­რა­ფი­ა­ში", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

რო­გორც ინ­დო­ე­ლი ფერ­მე­რი ყვე­ბა, ერთ ჰექ­ტარ მი­წა­ში, რო­მე­ლიც 99-წლი­ა­ნი იჯა­რით აქვს აღე­ბუ­ლი, 950 დო­ლარს იხ­დის.

"პენ­ჯაბ­ში ამ ფა­სად ამა­ვე ფარ­თო­ბის მი­წას ვერ იყი­დი. დარ­წმუ­ნე­ბით არ შე­მიძ­ლია იმის თქმა, ფერ­მა ჩრდი­ლო­ე­თით მდე­ბა­რე­ობს თუ სამ­ხრე­თით, თუმ­ცა ის თურ­ქეთ­სა და სომ­ხეთს ესა­ზღვრე­ბა", - ამ­ბობს სინ­გჰი.

The Guardian-ის ცნო­ბით, სინ­გჰი ერ­თა­დერ­თი არ არის, ვინც პენ­ჯა­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ბარ­გდა.

რო­გორც გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, ასე­თი ფერ­მე­რე­ბის რი­ცხვი სულ უფრო იზ­რდე­ბა. ინ­დო­ე­თის მთა­ვარ ქა­ლა­ქებ­ში, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად ჯა­ლან­და­რი, აგენ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მი­წე­ბი­სა და იქ ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბას ეწე­ვი­ან.

მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი სოდ­ჰი, რო­მე­ლიც ამ­რის­ტარ­ში ვი­ზებს გას­ცემს, ამ­ბობს, რომ პენ­ჯა­ბე­ლე­ბი ძა­ლი­ან რის­კი­ა­ნე­ბი არი­ან.

"ეს ყვე­ლა­ფე­რი რამ­დე­ნი­მე ხნის წინ და­ი­წყო. თა­ვი­დან ათამ­დე იყ­ვნენ. შე­საძ­ლოა, ახლა ასო­ბით არი­ან. თუ ერთხელ გავ­რცელ­და ხმა, რა­ო­დე­ნო­ბა სულ უფრო მა­ტუ­ლობს. ჩემ­თან პას­პორ­ტე­ბის­თვის მო­დი­ან. ახალ სა­ძოვ­რებს ეძე­ბენ. პენ­ჯა­ბე­ლი ხალ­ხი ყო­ველ­თვის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში მი­დის. ისი­ნი ძა­ლი­ან რის­კი­ა­ნე­ბი და ინი­ცი­ა­ტი­ვი­ა­ნე­ბი არი­ან", - აცხა­დებს სოდ­ჰი.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, პენ­ჯა­ბე­ლი ფერ­მე­რე­ბი წარ­სულ­ში ათა­სო­ბით ჰექ­ტარ მი­წას უკ­რა­ი­ნა­ში, უზ­ბე­კეთ­ში, აღ­მო­სავ­ლეთ და ცენ­ტრა­ლურ აფ­რი­კა­ში ყი­დუ­ლობ­დნენ ან ქი­რა­ობ­დნენ.

რო­გორც The Guardian-ი წერს, სა­ზღვარ­გა­რეთ ნა­შოვნ ფულს ფერ­მე­რე­ბი ხში­რად ისევ სახ­ლში, მი­წე­ბის შე­სა­ძე­ნად აგ­ზავ­ნი­ან.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ინ­დო­ეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლე­ბი კი აცხა­დე­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ახალ­ჩა­სუ­ლე­ბი, შე­საძ­ლოა, იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი დარ­ჩნენ.

"ჩვენ მათ წას­ვლის­კენ არ ვუ­ბიძ­გებთ. ისი­ნი სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით მი­დი­ან. სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­წებს კერ­ძო პი­რე­ბი ყი­დი­ან. ამის­თვის ქვე­ყა­ნას რა­ი­მე სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა არა აქვს", - აცხა­დებს ერთ-ერთი ქარ­თვე­ლი ჩი­ნო­სა­ნი, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბა­საც გა­მო­ცე­მა არ აკონ­კრე­ტებს.

რო­გორც The Guardian-ი წერს, სა­ქარ­თვე­ლო­ში, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის­თვის მი­წის პირ­და­პირ და­სა­კუთ­რე­ბა კა­ნო­ნით და­უშ­ვე­ბე­ლია.

"ქვე­ყა­ნა­ში ცოტა ხნის წინ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი - მო­ე­ზი­დათ ფერ­მე­რე­ბი სა­ზღვარ­გა­რე­თის ქვეყ­ნე­ბი­დან, გან­სა­კუთ­რე­ბით სამ­ხრეთ აფ­რი­კი­დან, ჩა­ვარ­და", - წერს გა­მო­ცე­მა.

The Guardian-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზო­გი­ერ­თი პენ­ჯა­ბე­ლი, სოფ­ლი­დან მა­სობ­რი­ვი გა­დი­ნე­ბის გამო, სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბის წე­სის გა­ნად­გუ­რე­ბა­ზე ში­შობს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Guardian-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

The Guardian - პენჯაბელმა ფერმერებმა საქართველოში ახალ და იაფფასიან საძოვრებს მიაგნეს

The Guardian - პენჯაბელმა ფერმერებმა საქართველოში ახალ და იაფფასიან საძოვრებს მიაგნეს

პენჯაბელმა ფერმერებმა საქართველოში ახალ და იაფფასიან საძოვრებს მიაგნეს, - სტატიას ამ სათაურით ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი აქვეყნებს.

პუბლიკაცია ერთ-ერთი ინდოელი ფერმერის, ტაჯინდერ სინგჰის ისტორიას ასახავს.

როგორც ავტორი აღნიშნავს, "კეთილსულოვანი კავკასიის მიწების დამუშავებას" ინდოელებს მიწის მაღალი გადასახადები აიძულებს.

სტატიის თანახმად, საქართველოში ათასობით ჰექტარი ნოყიერი მიწის არსებობის შესახებ 38 წლის სინგჰიმ დიუსელდორფში მზარეულად მუშაობისას შეიტყო.

"კონტრასტი საქართველოსა და მისი მშობლიური პენჯაბის მოსახლეობასა და მიწის მაღალ გადასახადებს შორის გასაოცარი იყო. ასე რომ, ორი თვის წინ, ის და მისი ორი მეგობარი ამსტერდამიდან თბილისში გაფრინდნენ - 50 ჰექტარი მიწის იჯარის ხელშეკრულების გასაფორმებლად. უკან დაბრუნებულმა სინგჰმა განაცხადა, რომ ბედნიერი იყო, იმის მიუხედავად, რომ ჯერ ოდნავაც ვერ გარკვეულიყო თავისი ახალი ადგილსამყოფელის გეოგრაფიაში", - წერს სტატიის ავტორი.

როგორც ინდოელი ფერმერი ყვება, ერთ ჰექტარ მიწაში, რომელიც 99-წლიანი იჯარით აქვს აღებული, 950 დოლარს იხდის.

"პენჯაბში ამ ფასად ამავე ფართობის მიწას ვერ იყიდი. დარწმუნებით არ შემიძლია იმის თქმა, ფერმა ჩრდილოეთით მდებარეობს თუ სამხრეთით, თუმცა ის თურქეთსა და სომხეთს ესაზღვრება", - ამბობს სინგჰი.

The Guardian-ის ცნობით, სინგჰი ერთადერთი არ არის, ვინც პენჯაბიდან საქართველოში გადაბარგდა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ასეთი ფერმერების რიცხვი სულ უფრო იზრდება. ინდოეთის მთავარ ქალაქებში, როგორიცაა მაგალითად ჯალანდარი, აგენტები საქართველოს მიწებისა და იქ ბიზნესის წარმოების რეკლამირებას ეწევიან.

მაღალჩინოსანი სოდჰი, რომელიც ამრისტარში ვიზებს გასცემს, ამბობს, რომ პენჯაბელები ძალიან რისკიანები არიან.

"ეს ყველაფერი რამდენიმე ხნის წინ დაიწყო. თავიდან ათამდე იყვნენ. შესაძლოა, ახლა ასობით არიან. თუ ერთხელ გავრცელდა ხმა, რაოდენობა სულ უფრო მატულობს. ჩემთან პასპორტებისთვის მოდიან. ახალ საძოვრებს ეძებენ. პენჯაბელი ხალხი ყოველთვის სხვადასხვა ქვეყნებში მიდის. ისინი ძალიან რისკიანები და ინიციატივიანები არიან", - აცხადებს სოდჰი.

მისივე ინფორმაციით, პენჯაბელი ფერმერები წარსულში ათასობით ჰექტარ მიწას უკრაინაში, უზბეკეთში, აღმოსავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში ყიდულობდნენ ან ქირაობდნენ.

როგორც The Guardian-ი წერს, საზღვარგარეთ ნაშოვნ ფულს ფერმერები ხშირად ისევ სახლში, მიწების შესაძენად აგზავნიან.

გამოცემის ცნობით, ინდოეთში მოღვაწე ქართველები კი აცხადებენ, რომ საქართველოში ახალჩასულები, შესაძლოა, იმედგაცრუებული დარჩნენ.

"ჩვენ მათ წასვლისკენ არ ვუბიძგებთ. ისინი საკუთარი სურვილით მიდიან. საქართველოში მიწებს კერძო პირები ყიდიან. ამისთვის ქვეყანას რაიმე სპეციალური პროგრამა არა აქვს", - აცხადებს ერთ-ერთი ქართველი ჩინოსანი, რომლის ვინაობასაც გამოცემა არ აკონკრეტებს.

როგორც The Guardian-ი წერს, საქართველოში, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის მიწის პირდაპირ დასაკუთრება კანონით დაუშვებელია.

"ქვეყანაში ცოტა ხნის წინ განხორციელებული პროექტი - მოეზიდათ ფერმერები საზღვარგარეთის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით სამხრეთ აფრიკიდან, ჩავარდა", - წერს გამოცემა.

The Guardian-ის ინფორმაციით, ზოგიერთი პენჯაბელი, სოფლიდან მასობრივი გადინების გამო, საუკუნოვანი ცხოვრების წესის განადგურებაზე შიშობს.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"