ჩინეთში ყველაზე გავლენიანი გაზეთის Southern Weekly-ის ჟურნალისტები ქვეყანაში არსებული მედიაცენზურის წინააღმდეგ გაიფიცნენ.
ჟურნალისტების აღშფოთება გასულ კვირას გაზეთში გამოსაქვეყნებელი საახალწლო მილოცვის ამოღებამ და ქვეყნის მმართველი - "კომუნისტური პარტიის" მაამებელი წერილის გამოქვეყნებამ გამოიწვია.
გაზეთის თანამშრომლები მოითხოვენ "პროპაგანდის" განყოფილების რედაქტორის გადადგომას, რომელიც, მათი თქმით, "დიქტატორული რეჟიმის გამტარებელია".
BBC-ის ინფორმაციით, გაფიცულია გაზეთის 100-მდე თანამშრომელი. ჩინურ მედიაში, 20 წლის განმავლობაში, ეს ჟურნალისტების მხრიდან ყველაზე მასშტაბური გაფიცვაა.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით.