მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის მოქალაქეობა ბრიჯიტ ბარდოსაც სურს
რუსეთის მოქალაქეობა ბრიჯიტ ბარდოსაც სურს

ბრი­ჯიტ ბარ­დო რუ­სეთ­ში გა­დას­ვლით იმუქ­რე­ბა. ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი და ცხო­ველ­თა დამ­ცვე­ლი აცხა­დებს, რომ თუ საფ­რან­გე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ორი სპი­ლოს სი­ცო­ცხლეს არ იხ­სნის, ის მზა­დაა "გა­იქ­ცეს ქვეყ­ნი­დან, რო­მე­ლიც ცხო­ველ­თა სა­საფ­ლა­ოდ იქცა" და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის თხოვ­ნით რუ­სეთს მი­მარ­თოს. ამის შე­სა­ხებ ბრი­ჯიტ ბარ­დო 4 იან­ვარს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ღია წე­რილ­ში სა­უბ­რობს.

წე­რილ­ში სა­უ­ბა­რია ორ სპი­ლო­ზე, რომ­ლე­ბიც ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით არი­ან და­ა­ვა­დე­ბულ­ნი. 2012 წლის დე­კემ­ბრის ბო­ლოს სპი­ლო­ე­ბის და­ძი­ნე­ბა გა­და­წყდა, რათა მათ და­ა­ვა­დე­ბა არ გა­ევ­რცე­ლე­ბი­ნათ. რო­გორც გა­ზე­თი Le Monde-ი უწყე­ბა, ადრე ბარ­დომ უკვე მი­მარ­თა საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტს, ფრან­სუა ოლან­დს სპი­ლო­ე­ბის გა­დარ­ჩე­ნის თხოვ­ნით, თუმ­ცა მის თხოვ­ნას არა­ვინ გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

2011 წელს ბრი­ჯიტ ბარ­დომ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­საც მის­წე­რა და მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და იმის­თვის, რომ მან რუ­სეთ­ში სე­ლა­პე­ბის ნა­ში­ე­რებ­ზე ნა­დი­რო­ბა აკ­რძა­ლა. მა­შინ ბრი­ჯიტ ბარ­დომ ვლა­დი­მერ პუ­ტინს "ჩემი გუ­ლის პრე­ზი­დენ­ტიც" უწო­და.

3 იან­ვარს რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ფრან­გმა მსა­ხი­ობ­მა ჟერ­არ დე­პარ­დი­ემ მი­ი­ღო. მსა­ხი­ობ­მა საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უარი ქვეყ­ნის ახა­ლი მთავ­რო­ბის ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ტი­კის გამო თქვა. ბრი­ჯიტ ბარ­დომ მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­ი­წო­ნა და მი­ბაძ­ვას აპი­რებს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია lenta.ru-ს მი­ხედ­ვით.

რუსეთის მოქალაქეობა ბრიჯიტ ბარდოსაც სურს

რუსეთის მოქალაქეობა ბრიჯიტ ბარდოსაც სურს

ბრიჯიტ ბარდო რუსეთში გადასვლით იმუქრება. ცნობილი მსახიობი და ცხოველთა დამცველი აცხადებს, რომ თუ საფრანგეთის ხელისუფლება ორი სპილოს სიცოცხლეს არ იხსნის, ის მზადაა "გაიქცეს ქვეყნიდან, რომელიც ცხოველთა სასაფლაოდ იქცა" და მოქალაქეობის თხოვნით რუსეთს მიმართოს. ამის შესახებ ბრიჯიტ ბარდო 4 იანვარს გამოქვეყნებულ ღია წერილში საუბრობს.

წერილში საუბარია ორ სპილოზე, რომლებიც ტუბერკულოზით არიან დაავადებულნი. 2012 წლის დეკემბრის ბოლოს სპილოების დაძინება გადაწყდა, რათა მათ დაავადება არ გაევრცელებინათ. როგორც გაზეთი Le Monde-ი უწყება, ადრე ბარდომ უკვე მიმართა საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს სპილოების გადარჩენის თხოვნით, თუმცა მის თხოვნას არავინ გამოეხმაურა.

2011 წელს ბრიჯიტ ბარდომ ვლადიმერ პუტინსაც მისწერა და მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მან რუსეთში სელაპების ნაშიერებზე ნადირობა აკრძალა. მაშინ ბრიჯიტ ბარდომ ვლადიმერ პუტინს "ჩემი გულის პრეზიდენტიც" უწოდა.

3 იანვარს რუსეთის მოქალაქეობა ფრანგმა მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ მიიღო. მსახიობმა საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი ქვეყნის ახალი მთავრობის ფინანსური პოლიტიკის გამო თქვა. ბრიჯიტ ბარდომ მისი გადაწყვეტილება მოიწონა და მიბაძვას აპირებს. 

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.