მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ჩაიფიქრა ახალი წლის ღამეს ნიკა წულუკიძემ
რა ჩაიფიქრა ახალი წლის ღამეს ნიკა წულუკიძემ

"და­უს­რუ­ლე­ბე­ლი წი­ნა­და­დე­ბის" წლის პირ­ვე­ლი სტუ­მა­რი თე­ატრმ­ცოდ­ნე ნიკა წუ­ლუ­კი­ძეა. ამ­ბობს, რომ კარ­გი ფეხი აქვს და მეკვლე­დაც ხში­რად ეპა­ტი­ჟე­ბი­ან. ახა­ლი წლის დღე­სას­წა­ულს ყო­ველ­თვის ოჯახ­ში ხვდე­ბა. რა აღი­ზი­ა­ნებს ყვე­ლა­ზე მე­ტად, რო­გო­რია სიყ­ვა­რუ­ლის მი­სე­უ­ლი ფორ­მუ­ლა, რა ვერ ის­წავ­ლა დღემ­დე და რას უფრთხილ­დე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად? - ამ ყვე­ლა­ფერს მის მიერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან შე­ი­ტყობთ.

- და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი...

- 1986 წლის 25 პრი­ლი.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...გი­ნე­კო­ლო­გი. სახ­ლში თეთ­რი ხა­ლა­თე­ბი მქონ­და და ექი­მო­ბა­ნას ვთა­მა­შობ­დი. კი­დევ მინ­დო­და, ბა­ზარ­ში მე­მუ­შა­ვა. ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი დღე ჩემს ბავ­შვო­ბა­ში მა­შინ იყო, როცა მა­მამ სა­ბურ­თა­ლოს ბა­ზარ­ში წა­მიყ­ვა­ნა და ცოტა ხნით ბოსტნე­უ­ლის გამ­ყიდ­ვე­ლად "ვი­მუ­შა­ვე". მახ­სოვს, მა­მამ კიტ­რი, პო­მი­დო­რი მი­ყი­და, დახლზე და­მი­წყო, მე კი დახ­ლს უკან და­მა­ყე­ნა. ავი­ჩე­მე, - გინ­და თუ არა, მწვა­ნი­ლი და წყა­ლიც მო­მი­ტა­ნე, მწვა­ნი­ლი უნდა დავ­ნა­მო და ისე გავ­ყი­დო-მეთ­ქი.

- ჩემს პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვან­ზე გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა...

- ...სპექ­ტაკლმა "სა­პოვ­ნე­ლა". წარ­მოდ­გე­ნა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში, 1994 წელს ვნა­ხე. ამ სპექ­ტაკლში სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მა­შინ ვი­ფიქ­რე, - არ ვიცი, რა გზით, რა ფორ­მით, მაგ­რამ ამ სფე­რო­ში უნდა მოვ­ხვდე-მეთ­ქი. თე­ატ­რი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი თან­და­თან უფრო მიძ­ლი­ერ­დე­ბო­და და მიძ­ლი­ერ­დე­ბო­და.

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ...

- ...ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი­აო.

- ჩემ­ზე გავ­ლე­ნა იქო­ნია...

- ...ლონ­დონ­მა, ამ ქა­ლა­ქის ცხოვ­რე­ბის რიტმმა. ქუ­ჩა­ში რომ მივ­დი­ო­დი, ხალ­ხი ისე სწრა­ფად მოძ­რა­ობ­და, მე­გო­ნა, - ახლა გა­დამ­თე­ლა­ვენ-მეთ­ქი. მათ ჯერ ავ­ყვე­ბო­დი, ავ­ყვე­ბო­დი, მერე გვერ­დით მივ­დგე­ბო­დი და სულს მო­ვით­ქვამ­დი ხოლ­მე. ჩემ­ზე გავ­ლე­ნა იქო­ნია ვაჟა-ფშა­ვე­ლამ.

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ...

- ...ყვე­ლა საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი ჯან­მრთე­ლად და კარ­გად მყავს.

- როცა მარ­ტო ვარ...

- ...მო­წყე­ნი­ლი გახ­ლა­ვართ.

- ძი­ლის წინ ყო­ველ­თვის...

- ...ვფიქ­რობ. გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვილს გე­ნი­ა­ლუ­რად აქვს ნათ­ქვა­მი: და­წო­ლი­დან და­ძი­ნე­ბამ­დე არის პე­რი­ო­დი, როცა სა­კუ­თარ თავ­თან მარ­ტო რჩე­ბიო. მარ­ტო დარ­ჩე­ნილს შენი ფიქ­რე­ბის არ უნდა შე­გე­შინ­დეს.

- ვიბ­ნე­ვი, როცა...

- ...მა­ტყუ­ე­ბენ.

- ჩემი წო­ნას­წო­რო­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნა შე­უძ­ლია...

- ...უზ­რდე­ლო­ბას.

- მე ვარ შე­უმ­დგა­რი...

- ...მსა­ხი­ო­ბი.

- მე­ზა­რე­ბა...

- ...დი­ე­ტე­ბი. ეჰ!!!

- ამ წუთ­ში ძა­ლი­ან მინ­და ვიყო...

- ...წო­ნა­ში 20 კი­ლოგ­რა­მით ნაკ­ლე­ბი.

- მა­ღი­ზი­ა­ნებს...

- ...ყვე­ლა­ფერ­ზე კომ­პე­ტენ­ტუ­რი აზ­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი.

- დათ­მო­ბა შე­მიძ­ლია, თუ...

- ...ვხე­დავ, რომ ნა­ნობს.

- არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა...

- ...ჩემი გარ­დაც­ვლი­ლი მე­გობ­რე­ბი

- ვე­რაფ­რით ვის­წავ­ლე...

- ...ჭკუა. მო­ხერ­ხე­ბუ­ლი ვარ, მაგ­რამ ეშ­მა­კი - არა. მინ­და, ცოტა სი­ეშ­მა­კეც მქონ­დეს.

- დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებს...

- ...თა­ვი­დან ვი­მე­ო­რებ.

- ცრუ­მორ­წმუ­ნე არ ვარ, მაგ­რამ...

- ...სამ­ჯერ მა­ინც ვა­კა­კუ­ნებ.

- ბო­ლოს მე­სიზ­მრა...

- ...გე­ნი­ა­ლუ­რი რა­ღაც შე­მომ­თა­ვა­ზეს, მაგ­რამ რა, ამას არ ვი­ტყვი.

- ძა­ლი­ან მჯე­რა...

- ...უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის.

- როცა მო­მა­ვალ­ზე ვფიქ­რობ...

- ...იმე­დით ვივ­სე­ბი. ვცდი­ლობ, პრო­ცე­სი ისე წარვმარ­თო, რომ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყოს.

- არა­ვის­თან ვსა­უბ­რობ...

- ...ხელ­ფას­ზე. არა­და, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნე­ბი მე­კი­თხე­ბი­ან: ხელ­ფა­სი რამ­დე­ნი გაქვს? ამა­ში რა მი­ე­ცი? რა ღირ­და? - რა მი­ვე­ცი და, ფული.

- სიყ­ვა­რუ­ლი ეს...

- ...ტყუ­ი­ლია. სიყ­ვა­რუ­ლის ჩე­მე­უ­ლი ფორ­მუ­ლა ასე­თია. სიყ­ვა­რუ­ლი სი­კე­თეა, სი­კე­თე ნი­ჭია, ნიჭი პო­ზი­ცი­აა, პო­ზი­ცია მდგო­მა­რე­ო­ბაა, მდგო­მა­რე­ო­ბა ქმე­დე­ბაა, ქმე­დე­ბა გო­ნი­ე­რე­ბაა, გო­ნი­ე­რე­ბა გა­მოც­დი­ლე­ბაა, გა­მოც­დი­ლე­ბა დროა და დრო - წარ­მა­ვა­ლია. ე.ი. გა­მო­დის, რომ სიყ­ვა­რუ­ლიც წარ­მა­ვა­ლია. ეს არის წა­მი­ე­რი ლტოლ­ვა და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მისი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის გი­წევს ბრძო­ლა. სა­ერ­თოდ, ადა­მი­ა­ნი მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი არ უნდა გახ­დე.

- როცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ...

- ...ცხოვ­რე­ბას იო­ლად ვუ­ყუ­რებ (ღი­ღი­ნებს). "აქეთ გო­რა­სა, წიხლსა ვკრავ, იქით გო­რა­სა, ძვრას ვუ­ზამ, ადი­დე­ბულ­სა მდი­ნა­რეს, და­ვა­ყე­ნებ და ყლაპს ვუ­ზამ". შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იშ­ვი­ა­თად ვარ, მო­ხიბ­ლუ­ლი - მთე­ლი ცხოვ­რე­ბა.

- ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი სი­სუს­ტე...

- ...მო­ხუ­ცე­ბი არი­ან. ხან­დაზ­მულ ადა­მი­ა­ნებ­ზე ვგიჟ­დე­ბი.

- ყო­ველ­თვის შე­უძ­ლია, კარგ ხა­სი­ათ­ზე და­მა­ყე­ნოს...

- ...ჯან­საღ­მა იუ­მორ­მა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დე­ფი­ცი­ტუ­რია. პრო­ვინ­ცი­ულ­მა იუ­მორ­მა წაგ­ვლე­კა.

- ცხოვ­რე­ბა­ში რის­კზე...

- ...იშ­ვი­ა­თად მივ­დი­ვარ. უსი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზე­ბი არა­ფერ­ში მჭირ­დე­ბა. მი­ზან­სწრა­ფუ­ლი ვარ, მაგ­რამ დინ­ჯი.

- როცა სა­ჯა­როდ მა­ქე­ბენ...

- ...მსი­ა­მოვ­ნებს. ვგიჟ­დე­ბი, ქება ისე მომ­წონს. იმერ­ლე­ბი რომ ამ­ბო­ბენ, - ხომ არა­ფე­რია ეს ხა­ჭა­პუ­რი, მაგ­რამ რომ ჭამ, გსი­ა­მოვ­ნებ­სო. ჰოდა, ხომ არა­ფე­რია ქე­ბაც, მაგ­რამ ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა ადა­მი­ანს.

- მე­ში­ნია...

- ...არ დად­გეს ის დრო, როცა ვიქ­ნე­ბი უფუნ­ქციო.

- ხში­რად მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ..

- ...მო­უც­ლე­ლო­ბის გამო.

- არ მჩვე­ვია...

- ...ღა­ლა­ტი.

- ვუფრ­თხილ­დე­ბი...

- ...ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს - ჩემი სა­დარ­ბა­ზო­დან და­წყე­ბუ­ლი, ქვეყ­ნით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

- ვე­რა­ვინ მა­ი­ძუ­ლებს გა­ვა­კე­თო....

- ...ის, რაც არ მინ­და.

- არ მრცხვე­ნია...

- ...წარ­სუ­ლის.

- ვერ და­ვი­ჯე­რებ...

- ...რომ ბო­რო­ტი კე­თილს მო­ე­რე­ვა.

- რამ­დე­ნიც უნდა გა­და­მი­ხა­დონ...

- ცნო­ბი­ე­რე­ბას, ეროვ­ნე­ბას ვერ შე­მაც­ვლე­ვი­ნე­ბენ. ბო­ლომ­დე ასე­თი ქარ­თვე­ლი დავ­რჩე­ბი!

- ცხოვ­რე­ბას ვი­ლა­მა­ზებ...

- ...ცხოვ­რე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით.

- და­რი­გე­ბა, რო­მე­ლიც არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა...

- ...ბავ­შვო­ბა­ში ბე­ბია მე­უბ­ნე­ბო­და, - რა­საც გა­ა­კე­თებ, კარ­გად უნდა გა­ა­კე­თო ან ხელი სა­ერ­თოდ არ უნდა მოჰ­კი­დოო. ბრეხ­ტიც ხომ ამ­ბობს "კავ­კა­სი­უ­რი ცარ­ცის წრე­ში": "რა­საც ვა­კე­თებ, ლა­ზა­თი­ა­ნად ვა­კე­თებ".

- ძა­ლი­ან ბევ­რი ფული რომ მქონ­დეს...

- ...მერე მო­ვი­ფიქ­რებ­დი, რას გა­ვა­კე­თებ­დი.

- ჩვე­ვად მაქვს, ყო­ველ ახალ წელს...

- ...ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად შევ­ხვდე.

- ახა­ლი წლის ღა­მეს ჩა­ვი­ფიქ­რე...

- ...იყოს მშვი­დო­ბა და ყვე­ლა ადა­მი­ანს ჯან­მრთე­ლო­ბა ჰქონ­დეს.

- და­ბო­ლოს, გე­ტყვით, რომ...

- გვიყ­ვარ­დეს, გვიყ­ვარ­დეს, გვიყ­ვარ­დეს ერ­თმა­ნე­თი.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რა ჩაიფიქრა ახალი წლის ღამეს ნიკა წულუკიძემ

რა ჩაიფიქრა ახალი წლის ღამეს ნიკა წულუკიძემ

"დაუსრულებელი წინადადების" წლის პირველი სტუმარი თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძეა. ამბობს, რომ კარგი ფეხი აქვს და მეკვლედაც ხშირად ეპატიჟებიან. ახალი წლის დღესასწაულს ყოველთვის ოჯახში ხვდება. რა აღიზიანებს ყველაზე მეტად, როგორია სიყვარულის მისეული ფორმულა, რა ვერ ისწავლა დღემდე და რას უფრთხილდება ყველაზე მეტად? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- 1986 წლის 25 პრილი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...გინეკოლოგი. სახლში თეთრი ხალათები მქონდა და ექიმობანას ვთამაშობდი. კიდევ მინდოდა, ბაზარში მემუშავა. ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ბავშვობაში მაშინ იყო, როცა მამამ საბურთალოს ბაზარში წამიყვანა და ცოტა ხნით ბოსტნეულის გამყიდველად "ვიმუშავე". მახსოვს, მამამ კიტრი, პომიდორი მიყიდა, დახლზე დამიწყო, მე კი დახლს უკან დამაყენა. ავიჩემე, - გინდა თუ არა, მწვანილი და წყალიც მომიტანე, მწვანილი უნდა დავნამო და ისე გავყიდო-მეთქი.

- ჩემს პროფესიულ არჩევანზე გავლენა მოახდინა...

- ...სპექტაკლმა "საპოვნელა". წარმოდგენა მარჯანიშვილის თეატრში, 1994 წელს ვნახე. ამ სპექტაკლში სოფიკო ჭიაურელი მონაწილეობდა. მაშინ ვიფიქრე, - არ ვიცი, რა გზით, რა ფორმით, მაგრამ ამ სფეროში უნდა მოვხვდე-მეთქი. თეატრისადმი სიყვარული თანდათან უფრო მიძლიერდებოდა და მიძლიერდებოდა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილიაო.

- ჩემზე გავლენა იქონია...

- ...ლონდონმა, ამ ქალაქის ცხოვრების რიტმმა. ქუჩაში რომ მივდიოდი, ხალხი ისე სწრაფად მოძრაობდა, მეგონა, - ახლა გადამთელავენ-მეთქი. მათ ჯერ ავყვებოდი, ავყვებოდი, მერე გვერდით მივდგებოდი და სულს მოვითქვამდი ხოლმე. ჩემზე გავლენა იქონია ვაჟა-ფშაველამ.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ყველა საყვარელი ადამიანი ჯანმრთელად და კარგად მყავს.

- როცა მარტო ვარ...

- ...მოწყენილი გახლავართ.

- ძილის წინ ყოველთვის...

- ...ვფიქრობ. გურამ დოჩანაშვილს გენიალურად აქვს ნათქვამი: დაწოლიდან დაძინებამდე არის პერიოდი, როცა საკუთარ თავთან მარტო რჩებიო. მარტო დარჩენილს შენი ფიქრების არ უნდა შეგეშინდეს.

- ვიბნევი, როცა...

- ...მატყუებენ.

- ჩემი წონასწორობიდან გამოყვანა შეუძლია...

- ...უზრდელობას.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...მსახიობი.

- მეზარება...

- ...დიეტები. ეჰ!!!

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...წონაში 20 კილოგრამით ნაკლები.

- მაღიზიანებს...

- ...ყველაფერზე კომპეტენტური აზრის მქონე ადამიანები.

- დათმობა შემიძლია, თუ...

- ...ვხედავ, რომ ნანობს.

- არასდროს დამავიწყდება...

- ...ჩემი გარდაცვლილი მეგობრები

- ვერაფრით ვისწავლე...

- ...ჭკუა. მოხერხებული ვარ, მაგრამ ეშმაკი - არა. მინდა, ცოტა სიეშმაკეც მქონდეს.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...თავიდან ვიმეორებ.

- ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ...

- ...სამჯერ მაინც ვაკაკუნებ.

- ბოლოს მესიზმრა...

- ...გენიალური რაღაც შემომთავაზეს, მაგრამ რა, ამას არ ვიტყვი.

- ძალიან მჯერა...

- ...უწმინდესისა და უნეტარესის.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...იმედით ვივსები. ვცდილობ, პროცესი ისე წარვმართო, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იყოს.

- არავისთან ვსაუბრობ...

- ...ხელფასზე. არადა, ცნობისმოყვარე ადამიანები მეკითხებიან: ხელფასი რამდენი გაქვს? ამაში რა მიეცი? რა ღირდა? - რა მივეცი და, ფული.

- სიყვარული ეს...

- ...ტყუილია. სიყვარულის ჩემეული ფორმულა ასეთია. სიყვარული სიკეთეა, სიკეთე ნიჭია, ნიჭი პოზიციაა, პოზიცია მდგომარეობაა, მდგომარეობა ქმედებაა, ქმედება გონიერებაა, გონიერება გამოცდილებაა, გამოცდილება დროა და დრო - წარმავალია. ე.ი. გამოდის, რომ სიყვარულიც წარმავალია. ეს არის წამიერი ლტოლვა და მთელი ცხოვრება მისი შენარჩუნებისთვის გიწევს ბრძოლა. საერთოდ, ადამიანი მოსაბეზრებელი არ უნდა გახდე.

- როცა შეყვარებული ვარ...

- ...ცხოვრებას იოლად ვუყურებ (ღიღინებს). "აქეთ გორასა, წიხლსა ვკრავ, იქით გორასა, ძვრას ვუზამ, ადიდებულსა მდინარეს, დავაყენებ და ყლაპს ვუზამ". შეყვარებული იშვიათად ვარ, მოხიბლული - მთელი ცხოვრება.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...მოხუცები არიან. ხანდაზმულ ადამიანებზე ვგიჟდები.

- ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ჯანსაღმა იუმორმა, რომელიც ძალიან დეფიციტურია. პროვინციულმა იუმორმა წაგვლეკა.

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...იშვიათად მივდივარ. უსიამოვნო სიურპრიზები არაფერში მჭირდება. მიზანსწრაფული ვარ, მაგრამ დინჯი.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...მსიამოვნებს. ვგიჟდები, ქება ისე მომწონს. იმერლები რომ ამბობენ, - ხომ არაფერია ეს ხაჭაპური, მაგრამ რომ ჭამ, გსიამოვნებსო. ჰოდა, ხომ არაფერია ქებაც, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს ისევე, როგორც ყველა ადამიანს.

- მეშინია...

- ...არ დადგეს ის დრო, როცა ვიქნები უფუნქციო.

- ხშირად მსაყვედურობენ..

- ...მოუცლელობის გამო.

- არ მჩვევია...

- ...ღალატი.

- ვუფრთხილდები...

- ...ყველას და ყველაფერს - ჩემი სადარბაზოდან დაწყებული, ქვეყნით დამთავრებული.

- ვერავინ მაიძულებს გავაკეთო....

- ...ის, რაც არ მინდა.

- არ მრცხვენია...

- ...წარსულის.

- ვერ დავიჯერებ...

- ...რომ ბოროტი კეთილს მოერევა.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ცნობიერებას, ეროვნებას ვერ შემაცვლევინებენ. ბოლომდე ასეთი ქართველი დავრჩები!

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ...ცხოვრების სიყვარულით.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ბავშვობაში ბებია მეუბნებოდა, - რასაც გააკეთებ, კარგად უნდა გააკეთო ან ხელი საერთოდ არ უნდა მოჰკიდოო. ბრეხტიც ხომ ამბობს "კავკასიური ცარცის წრეში": "რასაც ვაკეთებ, ლაზათიანად ვაკეთებ".

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...მერე მოვიფიქრებდი, რას გავაკეთებდი.

- ჩვევად მაქვს, ყოველ ახალ წელს...

- ...ოჯახის წევრებთან ერთად შევხვდე.

- ახალი წლის ღამეს ჩავიფიქრე...

- ...იყოს მშვიდობა და ყველა ადამიანს ჯანმრთელობა ჰქონდეს.

- დაბოლოს, გეტყვით, რომ...

- გვიყვარდეს, გვიყვარდეს, გვიყვარდეს ერთმანეთი.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები