მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კინემატოგრაფია ახალ სიჩქარეზე გადადის
კინემატოგრაფია ახალ სიჩქარეზე გადადის

ჯერ კი­დევ 2012 წლის აპ­რილ­ში, რე­ჟი­სორ­მა ჯე­იმს კა­მე­რონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ კი­ნო­ში დიდი რე­ვო­ლუ­ცია მოხ­დე­ბა. CinemaCon-ის კი­ნო­თე­ატ­რე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ყრი­ლო­ბა­ზე, რე­ჟი­სორ­მა კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის მო­მა­ვალს მთე­ლი პრე­ზენ­ტა­ცია მი­უ­ძღვნა. თუ ადრე წამ­ში 24 კადრს ვხე­დავ­დით, ახლა სიჩ­ქა­რე წამ­ში 48 ან 60 კად­რამ­დე გა­იზ­რდე­ბა.

"ტი­ტა­ნი­კი­სა" და "ავა­ტა­რის" ავ­ტორ­მა იცის, რა­ზეც სა­უბ­რობს. სწო­რედ ის იყო პირ­ვე­ლი, ვინც 2005 წელს ციფ­რუ­ლი 3D ერის დად­გო­მა გა­მო­ა­ცხა­და, 2009 წელს კი ეკ­რა­ნებ­ზე უკვე "ავა­ტა­რი" გა­მო­ვი­და სამ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში.

წამ­ში 24 კად­რი­ა­ნი სის­წრა­ფე, 1920-იანი წლე­ბის ბო­ლოს დამ­კვიდ­რდა, რო­დე­საც კი­ნე­მა­ტოგ­რაფ­ში გაჩ­ნდა ხმა. მას შემ­დეგ ეს სიჩ­ქა­რე არ შეც­ვლი­ლა. ამ სიჩ­ქა­რე­ზე სუ­რათს ადა­მი­ა­ნის ტვი­ნი "კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფუ­ლად" აღიქ­ვამს. სწო­რედ ამი­ტომ, ზო­გი­ერ­თი ჩვენ­გა­ნი 3D-იანი ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბი­სას დის­კომ­ფორ­ტს გა­ნიც­დის. წამ­ში 48 ან 60 კად­რი­ა­ნი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა, ფილ­მს უფრო რე­ა­ლის­ტურს ხდის.

პი­ტერ ჯექ­სონ­მა მისი ახა­ლი სუ­რა­თი "ჰო­ბი­ტი: მო­უ­ლოდ­ნე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა", 48 კად­რი­ან სის­წრა­ფე­ზე გა­და­ი­ღო.

"თავ­და­პირ­ვე­ლად გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ცოტა უც­ნა­უ­რად გეჩ­ვე­ნე­ბათ, რად­გან აქამ­დე მსგავ­სი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. ეს სრუ­ლი­ად ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაა, მაგ­რამ მას მა­ლე­ვე ეჩ­ვე­ვი", - გა­ნა­ცხა­და ჯექ­სონ­მა.

"უყუ­რო 3D-ს იგი­ვეა, რაც იყუ­რო ფან­ჯა­რა­ში. ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გია კი იგი­ვეა, რაც ამო­ი­ღო ჩარ­ჩო­დან მინა და უყუ­რო პირ­და­პირ რე­ა­ლო­ბას", - აცხა­დებს კა­მე­რო­ნი.

"ავა­ტა­რის" მე­ო­რე ნა­წი­ლის გა­და­ღე­ბა 2013 წლის ბო­ლოს, 60 კად­რი­ან სიჩ­ქა­რე­ზე იგეგ­მე­ბა.

ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გია შე­და­რე­ბით გა­აძ­ვი­რებს კი­ნოს გა­და­ღე­ბას, ვი­ნა­ი­დან პოსტპ­რო­დაქ­შე­ნი, ანუ ყო­ვე­ლი კად­რის ცალ­კე და­მუ­შა­ვე­ბა უფრო მეტ თან­ხებს მო­ი­თხოვს. თუმ­ცა ფასი მხო­ლოდ 10%-ით გა­იზ­რდე­ბა. ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი კი­ნო­თე­ატ­რე­ბის­გან აპა­რა­ტუ­რის გა­ნახ­ლე­ბა­საც მო­ი­თხოვს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Focus-ის მი­ხედ­ვით.

კინემატოგრაფია ახალ სიჩქარეზე გადადის

კინემატოგრაფია ახალ სიჩქარეზე გადადის

ჯერ კიდევ 2012 წლის აპრილში, რეჟისორმა ჯეიმს კამერონმა განაცხადა, რომ კინოში დიდი რევოლუცია მოხდება. CinemaCon-ის კინოთეატრების წარმომადგენელთა ყრილობაზე, რეჟისორმა კინემატოგრაფიის მომავალს მთელი პრეზენტაცია მიუძღვნა. თუ ადრე წამში 24 კადრს ვხედავდით, ახლა სიჩქარე წამში 48 ან 60 კადრამდე გაიზრდება.

"ტიტანიკისა" და "ავატარის" ავტორმა იცის, რაზეც საუბრობს. სწორედ ის იყო პირველი, ვინც 2005 წელს ციფრული 3D ერის დადგომა გამოაცხადა, 2009 წელს კი ეკრანებზე უკვე "ავატარი" გამოვიდა სამ განზომილებაში.

წამში 24 კადრიანი სისწრაფე, 1920-იანი წლების ბოლოს დამკვიდრდა, როდესაც კინემატოგრაფში გაჩნდა ხმა. მას შემდეგ ეს სიჩქარე არ შეცვლილა. ამ სიჩქარეზე სურათს ადამიანის ტვინი "კინემატოგრაფულად" აღიქვამს. სწორედ ამიტომ, ზოგიერთი ჩვენგანი 3D-იანი ფილმების ყურებისას დისკომფორტს განიცდის. წამში 48 ან 60 კადრიანი გამოსახულება, ფილმს უფრო რეალისტურს ხდის.

პიტერ ჯექსონმა მისი ახალი სურათი "ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა", 48 კადრიან სისწრაფეზე გადაიღო.

"თავდაპირველად გამოსახულება ცოტა უცნაურად გეჩვენებათ, რადგან აქამდე მსგავსი არაფერი ყოფილა. ეს სრულიად ახალი გამოცდილებაა, მაგრამ მას მალევე ეჩვევი", - განაცხადა ჯექსონმა.

"უყურო 3D-ს იგივეა, რაც იყურო ფანჯარაში. ახალი ტექნოლოგია კი იგივეა, რაც ამოიღო ჩარჩოდან მინა და უყურო პირდაპირ რეალობას", - აცხადებს კამერონი.

"ავატარის" მეორე ნაწილის გადაღება 2013 წლის ბოლოს, 60 კადრიან სიჩქარეზე იგეგმება.

ახალი ტექნოლოგია შედარებით გააძვირებს კინოს გადაღებას, ვინაიდან პოსტპროდაქშენი, ანუ ყოველი კადრის ცალკე დამუშავება უფრო მეტ თანხებს მოითხოვს. თუმცა ფასი მხოლოდ 10%-ით გაიზრდება. ახალი ტექნოლოგიები კინოთეატრებისგან აპარატურის განახლებასაც მოითხოვს.

მომზადებულია Focus-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება