პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადვოკატებმა 23 წლის გოგონას ჯგუფურად გაუპატიურებაში ბრალდებულების დაცვაზე უარი თქვეს
ადვოკატებმა 23 წლის გოგონას ჯგუფურად გაუპატიურებაში ბრალდებულების დაცვაზე უარი თქვეს

ნიუ დე­ლის სა­სა­მარ­თლოს ად­ვო­კა­ტებ­მა 23 წლის გო­გო­ნას ჯგუ­ფუ­რად გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის დაც­ვა­ზე უარი თქვეს. გო­გო­ნა რამ­დე­ნი­მე დღის წინ სინ­გა­პუ­რის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც ნიუ დე­ლის სა­სა­მარ­თლოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, სა­სა­მარ­თლო­ში სულ 2 500 ად­ვო­კა­ტია და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. დე­კემ­ბერ­ში მომ­ხდა­რი სა­ზა­რე­ლი შემ­თხვე­ვი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში პო­ლი­ცი­ამ ექ­ვსი­ვე თავ­დამ­სხმე­ლი და­ა­კა­ვა და ისი­ნი სა­სა­მარ­თლოს გა­დას­ცა.

საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გან­ხილ­ვა 3 იან­ვარს და­ი­წყე­ბა. სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე წარ­სდგე­ბა 5 დამ­ნა­შა­ვე. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ექ­ვსე ბო­როტ­მოქ­მედს, ის 17 წლი­საა და, შე­სა­ბა­მი­სად, მისი საქ­მე გან­სა­ხილ­ვე­ლად არას­რულ­წლო­ვან­თა სა­სა­მარ­თლოს გა­და­ე­ცა.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ვა­რა­უ­დოდ, ექ­ვსი­ვე მო­ძა­ლა­დეს სიკ­ვდი­ლით დას­ჯას მი­უს­ჯი­ან. ასეთ გა­ნა­ჩენს ითხოვ­და ინ­დო­ე­თის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში ამ შემ­თხვე­ვის შემ­დეგ გა­მო­სუ­ლი ასო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი. დე­მონ­სტრან­ტე­ბი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ასე­ვე ითხო­ვენ, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბას და ამ კა­ნო­ნის­თვის გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას სა­ხე­ლის მი­ნი­ჭე­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ადვოკატებმა 23 წლის გოგონას ჯგუფურად გაუპატიურებაში ბრალდებულების დაცვაზე უარი თქვეს

ადვოკატებმა 23 წლის გოგონას ჯგუფურად გაუპატიურებაში ბრალდებულების დაცვაზე უარი თქვეს

ნიუ დელის სასამართლოს ადვოკატებმა 23 წლის გოგონას ჯგუფურად გაუპატიურებაში ბრალდებულების დაცვაზე უარი თქვეს. გოგონა რამდენიმე დღის წინ სინგაპურის კლინიკაში გარდაიცვალა.

როგორც ნიუ დელის სასამართლოს წარმომადგენლები აცხადებენ, სასამართლოში სულ 2 500 ადვოკატია დარეგისტრირებული. დეკემბერში მომხდარი საზარელი შემთხვევიდან რამდენიმე დღეში პოლიციამ ექვსივე თავდამსხმელი დააკავა და ისინი სასამართლოს გადასცა.

საქმესთან დაკავშირებული განხილვა 3 იანვარს დაიწყება. სასამართლოს წინაშე წარსდგება 5 დამნაშავე. რაც შეეხება მეექვსე ბოროტმოქმედს, ის 17 წლისაა და, შესაბამისად, მისი საქმე განსახილველად არასრულწლოვანთა სასამართლოს გადაეცა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ექვსივე მოძალადეს სიკვდილით დასჯას მიუსჯიან. ასეთ განაჩენს ითხოვდა ინდოეთის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში ამ შემთხვევის შემდეგ გამოსული ასობით ათასი ადამიანი. დემონსტრანტები ქვეყნის ხელისუფლებისგან ასევე ითხოვენ, გაუპატიურების წინააღმდეგ კანონის გამკაცრებას და ამ კანონისთვის გარდაცვლილი გოგონას სახელის მინიჭებას.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"