საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალ წელს ზურაბ ადეიშვილს პროკურატურა ულოცავს?!
ახალ წელს ზურაბ ადეიშვილს პროკურატურა ულოცავს?!

"კვი­რის პა­ლიტ­რის" გა­სულ ნო­მერ­ში შე­მოგ­თა­ვა­ზეთ სკან­და­ლუ­რი სტა­ტია "უბ­რა­ლოდ ლადო, თუ წლის გმი­რი ან ან­ტიგ­მი­რი", რო­მე­ლიც "ცო­ცხე­ბის საქ­მეს" შე­ე­ხე­ბო­და. პრო­კუ­რა­ტუ­რამ ცო­ცხე­ბის საქ­მე გახ­სნი­ლად გა­მო­ა­ცხა­და. მი­აჩ­ნია თუ არა საქ­მე გახ­სნი­ლად მთა­ვარ მოქ­მედ გმირს, ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძეს? რო­დის, რო­გორ, ვის­გან მზად­დე­ბო­და ან ფი­ნანსდე­ბო­და "ცი­ხის სკან­და­ლი"? შე­გახ­სე­ნებთ, რომ დაზ­ვერ­ვის კა­პიტ­ნის, ვიქ­ტორ ჭე­ლი­ძის ვერ­სი­ით, ბე­დუ­კა­ძე სხვა­დას­ხვა ძა­ლებ­თან ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ თა­ნამ­შრომ­ლობ­და, რაც ადე­იშ­ვი­ლი­სა და მე­რა­ბიშ­ვი­ლის­თვი­საც ცნო­ბი­ლი იყო. მათ ეგო­ნათ, რომ სი­ტუ­ა­ცი­ას აკონ­ტრო­ლებ­დნენ, მაგ­რამ მო­ტყუვ­დნენ. ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძემ ჭე­ლი­ძის ბრალ­დე­ბებს აბ­სურ­დუ­ლი უწო­და.

- ჭე­ლი­ძემ გამ­ყი­და. ჩემი აზ­რით, ის გი­ორ­გი ლო­მი­ამ (ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის ყო­ფი­ლი პი­არ­მე­ნე­ჯე­რი) მო­ის­ყი­და, თუმ­ცა, ამის და­დას­ტუ­რე­ბას ვერ შევ­ძლებ. ვე­ლო­დე­ბი, რა შე­ფა­სე­ბას მის­ცემს პრო­კუ­რა­ტუ­რა სკან­დალ­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის ბრა­ლე­უ­ლო­ბას. უპირ­ვე­ლე­სად, ჩემს თავ­სა და ჩემს მე­გობ­რებს ვგუ­ლის­ხმობ - ფა­რუ­ლა­ვა­სა და აკო­ბი­ას.

- თქვენ მიერ ბრი­უ­სელ­ში ჩა­ტა­ნი­ლი ვი­დე­ო­ფი­რი მარ­თლაც ინ­სცე­ნი­რე­ბუ­ლი იყო?

- ვინ ამ­ბობს მა­გას? რო­გორც ვიცი, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და მე­რა­ბიშ­ვი­ლი ავ­რცე­ლე­ბენ.

- ხომ გა­ნა­ცხა­დეთ, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში N5 სა­კან­ში ცო­ცხით გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა არ მომ­ხდა­რა, ხოლო ის პა­ტი­მა­რი ფსი­ქი­კუ­რად ავად­მყო­ფია.

- არას­წო­რად იქნა ინ­ტერპრე­ტი­რე­ბუ­ლი ჩემი ნათ­ქვა­მი. ჟურ­ნა­ლის­ტმა შე­კი­თხვა და­მის­ვა მას შემ­დეგ, რაც ერთ-ერ­თმა ლიტ­ველ­მა ექ­სპერ­ტმა გა­ნა­ცხა­და, ცო­ცხი არ შე­ე­ტე­ვა იქო. მე არც ექ­სპერ­ტი ვარ და არც ის და­მი­დას­ტუ­რე­ბია, სად რო­გორ შე­ე­ტია ცო­ცხი, მაგ­რამ ასე­თი ფაქ­ტი იყო... ცო­ცხი "მი­ღე­ბუ­ლი სა­გა­ნი" იყო. და­სა­კა­ვე­ბე­ლია გოგა ბუ­თლი­აშ­ვი­ლი, გლ­და­ნის N8 სა­პა­ტიმ­როს სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი. მას ევა­ლე­ბო­და პა­ტიმ­რე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა. ე.წ. ქურ­დუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტის მქო­ნე პა­ტიმ­რებს ასე ამ­ცი­რებ­დნენ, ცო­ცხს ჩა­ყოფ­დნენ უნი­ტაზ­ში და მერე "იქ" უდებ­დნენ. პა­ტიმ­რე­ბი ამას არ იტყვი­ან... იმას კი ნამ­დვი­ლად გი­დას­ტუ­რებთ, რომ N5 სა­კან­ში გა­და­ღე­ბუ­ლი პა­ტი­მა­რი ფსი­ქი­კუ­რად ავად­მყო­ფი იყო.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ობი­ექ­ტურ დას­კვნას ვე­ლო­დე­ბი, იმე­დია, გა­და­ი­ხე­დე­ბა რო­გორც ჩემი, ასე­ვე ფა­რუ­ლა­ვას ბრა­ლე­უ­ლო­ბის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც და­ა­კა­ვეს იმ სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ (ფა­რუ­ლა­ვას აცე­მი­ნეს პა­ტი­მა­რი, გა­და­უ­ღეს და მერე და­ი­ჭი­რეს)... მე არც ვი­ცო­დი ამ საქ­მე­ში ადე­იშ­ვი­ლის ჩარ­თუ­ლო­ბის ამ­ბა­ვი.

- თუკი 25 აგ­ვის­ტოს ადე­იშ­ვილ­მა ყვე­ლა­ფე­რი იცო­და, თქვე­ნი აზ­რით, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რა­ტომ არა­ფე­რი იღო­ნა მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად?

- სწო­რედ ეს არის გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლი. 24 აგ­ვის­ტოს არის აღ­ძრუ­ლი საქ­მე, 24 აგ­ვის­ტო­დან 18 სექ­ტემ­ბრამ­დე ფა­რუ­ლა­ვა ცი­ხე­ში მუ­შა­ობ­და. თუ პა­ტიმ­რებს "აწა­მებ­და", რა­ტომ ამუ­შა­ვეს ერთი თვე? რა­ტომ და­ა­ცა­დეს? რა­ტომ მი­იყ­ვა­ნეს საქ­მე აქამ­დე? რა­ღაც დიდი სპექ­ტაკ­ლი იყო, თუნ­დაც სა­ზღვარ­ზე აკო­ბი­ას და­კა­ვე­ბა მა­ეჭ­ვებს. რო­გორც ვიცი, გი­ორ­გი ლო­მი­ას უთ­ქვამს, სა­ზღვარ­ზე მე ვა­ცი­ლებ­დი აკო­ბი­ა­სო. მა­შინ რა­ტომ არ და­ა­კა­ვეს თა­ვად ლო­მია? ამ­დე­ნი რამ დად­გეს, უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი და­ი­ჭი­რეს და ლო­მი­ას და­კა­ვე­ბა გა­უ­ჭირ­დათ? ლო­მი­ამ უფრო უა­რე­სი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, - აკო­ბია კი არ და­ა­კა­ვეს, მოწ­მის დაც­ვის პროგ­რა­მა­ში ჩას­ვე­სო...

- კი­დევ ერთხელ გა­ვარ­კვი­ოთ: ამ საქ­მე­ში არ­სე­ბობს შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ფი­რი, რო­მე­ლიც, რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ­ბობს, ადე­იშ­ვილ­მა დად­გა. კერ­ძოდ, ფა­რუ­ლა­ვა­სა და ფხა­ლა­ძეს აცე­მი­ნეს პა­ტიმ­რე­ბი, ეს გა­და­ი­ღეს ფირ­ზე, გა­ავ­რცე­ლეს და "ჯა­ლა­თე­ბიც" ხალ­ხის და­სა­ნა­ხად და­სა­ჯეს. შემ­დეგ კი გავ­რცელ­და თქვე­ნი ვი­დე­ო­ფი­რი (ცო­ცხგაჩ­რი­ლი პა­ტი­მა­რი, არას­რულ­წლო­ვან­ზე ძა­ლა­დო­ბა და ა.შ.), და ბო­ლოს ფირი, სა­დაც ჩანს, რო­გორ სცემს ცი­ხის რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მე­ლი კა­რან­ტინ­ში პა­ტიმ­რებს.

- დიახ, ასეა.

- გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ბოლო ფირი, რო­მელ­ზეც "ობი­ექ­ტი­ვის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ჩვენ მო­ვი­პო­ვე­თო. თქვენ აცხა­დებთ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ფა­რუ­ლა­ვამ გა­და­ი­ღო თქვე­ნი თხოვ­ნით.

- გე­ტყვით, რო­გორ იყო: მე გი­ორ­გი ლო­მი­ას­თან, რო­მე­ლიც ახა­ლი გა­მო­სუ­ლი იყო ცი­ხი­დან, სახ­ლში მი­ვე­დი და ვუ­თხა­რი: მაქვს ფი­რე­ბი და იქ­ნებ ვამ­ხი­ლოთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ვიცი, რომ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხარ ბურ­ჯა­ნა­ძეს­თან და ამი­ტო­მაც მოგ­მარ­თე. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, ბურ­ჯა­ნა­ძე დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, ნა­თე­ლაშ­ვი­ლი თუ კრე­მი­აშ­ვი­ლი. მთა­ვა­რია, ცი­ხი­დან გა­რეთ გა­ვი­დეს ფირი-მეთ­ქი. კი ბა­ტო­ნო, მო­ვი­ფიქ­რებ, რა­ღაც გზებს გა­მოვ­ნა­ხა­ვო, მი­თხრა ლო­მი­ამ. მე დავ­პირ­დი, რომ გა­ვაც­ნობ­დი ფა­რუ­ლა­ვას, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბო­და ლო­მი­ას კი­დევ ერთი ფი­რის გა­და­ღე­ბა­ში, ოღონდ ფა­რუ­ლი კა­მე­რა დაგ­ვჭირ­დე­ბო­და. ამის შემ­დეგ "ობი­ექ­ტი­ვის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ჩემ­ზე თქვეს, თით­ქოს არა­ფე­რი ვი­ცო­დი, რომ ფა­რუ­ლა­ვა და აკო­ბია ამ ფირს იღებ­დნენ. ვი­ღა­ცე­ბი რომ გა­ი­ძა­ხი­ან დად­გმუ­ლი­აო, ნე­ტავ რას გუ­ლის­ხმო­ბენ, მე ფული მომ­ცეს, ეს ყვე­ლა­ფე­რი დავ­დგი თუ მონ­ტა­ჟია? ვი­მე­ო­რებ, არა­ფე­რია დად­გმუ­ლი.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ახალ წელს ზურაბ ადეიშვილს პროკურატურა ულოცავს?!

ახალ წელს ზურაბ ადეიშვილს პროკურატურა ულოცავს?!

"კვირის პალიტრის" გასულ ნომერში შემოგთავაზეთ სკანდალური სტატია "უბრალოდ ლადო, თუ წლის გმირი ან ანტიგმირი", რომელიც "ცოცხების საქმეს" შეეხებოდა. პროკურატურამ ცოცხების საქმე გახსნილად გამოაცხადა. მიაჩნია თუ არა საქმე გახსნილად მთავარ მოქმედ გმირს, ვლადიმერ ბედუკაძეს? როდის, როგორ, ვისგან მზადდებოდა ან ფინანსდებოდა "ციხის სკანდალი"? შეგახსენებთ, რომ დაზვერვის კაპიტნის, ვიქტორ ჭელიძის ვერსიით, ბედუკაძე სხვადასხვა ძალებთან ჯერ კიდევ წლების წინ თანამშრომლობდა, რაც ადეიშვილისა და მერაბიშვილისთვისაც ცნობილი იყო. მათ ეგონათ, რომ სიტუაციას აკონტროლებდნენ, მაგრამ მოტყუვდნენ. ვლადიმერ ბედუკაძემ ჭელიძის ბრალდებებს აბსურდული უწოდა.

- ჭელიძემ გამყიდა. ჩემი აზრით, ის გიორგი ლომიამ (ნინო ბურჯანაძის ყოფილი პიარმენეჯერი) მოისყიდა, თუმცა, ამის დადასტურებას ვერ შევძლებ. ველოდები, რა შეფასებას მისცემს პროკურატურა სკანდალში მონაწილე პირების ბრალეულობას. უპირველესად, ჩემს თავსა და ჩემს მეგობრებს ვგულისხმობ - ფარულავასა და აკობიას.

- თქვენ მიერ ბრიუსელში ჩატანილი ვიდეოფირი მართლაც ინსცენირებული იყო?

- ვინ ამბობს მაგას? როგორც ვიცი, ამ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობა" და მერაბიშვილი ავრცელებენ.

- ხომ განაცხადეთ, რომ სინამდვილეში N5 საკანში ცოცხით გაუპატიურება არ მომხდარა, ხოლო ის პატიმარი ფსიქიკურად ავადმყოფია.

- არასწორად იქნა ინტერპრეტირებული ჩემი ნათქვამი. ჟურნალისტმა შეკითხვა დამისვა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ლიტველმა ექსპერტმა განაცხადა, ცოცხი არ შეეტევა იქო. მე არც ექსპერტი ვარ და არც ის დამიდასტურებია, სად როგორ შეეტია ცოცხი, მაგრამ ასეთი ფაქტი იყო... ცოცხი "მიღებული საგანი" იყო. დასაკავებელია გოგა ბუთლიაშვილი, გლდანის N8 საპატიმროს სოციალური სამსახურის უფროსი. მას ევალებოდა პატიმრების უფლებების დაცვა. ე.წ. ქურდული მენტალიტეტის მქონე პატიმრებს ასე ამცირებდნენ, ცოცხს ჩაყოფდნენ უნიტაზში და მერე "იქ" უდებდნენ. პატიმრები ამას არ იტყვიან... იმას კი ნამდვილად გიდასტურებთ, რომ N5 საკანში გადაღებული პატიმარი ფსიქიკურად ავადმყოფი იყო.

პროკურატურის ობიექტურ დასკვნას ველოდები, იმედია, გადაიხედება როგორც ჩემი, ასევე ფარულავას ბრალეულობის საკითხი, რომელიც დააკავეს იმ სპექტაკლის შემდეგ (ფარულავას აცემინეს პატიმარი, გადაუღეს და მერე დაიჭირეს)... მე არც ვიცოდი ამ საქმეში ადეიშვილის ჩართულობის ამბავი.

- თუკი 25 აგვისტოს ადეიშვილმა ყველაფერი იცოდა, თქვენი აზრით, არჩევნებამდე რატომ არაფერი იღონა მოსალოდნელი შედეგის თავიდან ასაცილებლად?

- სწორედ ეს არის გამოსაძიებელი. 24 აგვისტოს არის აღძრული საქმე, 24 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე ფარულავა ციხეში მუშაობდა. თუ პატიმრებს "აწამებდა", რატომ ამუშავეს ერთი თვე? რატომ დააცადეს? რატომ მიიყვანეს საქმე აქამდე? რაღაც დიდი სპექტაკლი იყო, თუნდაც საზღვარზე აკობიას დაკავება მაეჭვებს. როგორც ვიცი, გიორგი ლომიას უთქვამს, საზღვარზე მე ვაცილებდი აკობიასო. მაშინ რატომ არ დააკავეს თავად ლომია? ამდენი რამ დადგეს, უდანაშაულო ადამიანები დაიჭირეს და ლომიას დაკავება გაუჭირდათ? ლომიამ უფრო უარესი განცხადება გააკეთა, - აკობია კი არ დააკავეს, მოწმის დაცვის პროგრამაში ჩასვესო...

- კიდევ ერთხელ გავარკვიოთ: ამ საქმეში არსებობს შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეოფირი, რომელიც, როგორც პროკურატურა ამბობს, ადეიშვილმა დადგა. კერძოდ, ფარულავასა და ფხალაძეს აცემინეს პატიმრები, ეს გადაიღეს ფირზე, გაავრცელეს და "ჯალათებიც" ხალხის დასანახად დასაჯეს. შემდეგ კი გავრცელდა თქვენი ვიდეოფირი (ცოცხგაჩრილი პატიმარი, არასრულწლოვანზე ძალადობა და ა.შ.), და ბოლოს ფირი, სადაც ჩანს, როგორ სცემს ციხის რამდენიმე თანამშრომელი კარანტინში პატიმრებს.

- დიახ, ასეა.

- განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბოლო ფირი, რომელზეც "ობიექტივის" წარმომადგენლები ამბობენ, ჩვენ მოვიპოვეთო. თქვენ აცხადებთ, რომ ეს ყველაფერი ფარულავამ გადაიღო თქვენი თხოვნით.

- გეტყვით, როგორ იყო: მე გიორგი ლომიასთან, რომელიც ახალი გამოსული იყო ციხიდან, სახლში მივედი და ვუთხარი: მაქვს ფირები და იქნებ ვამხილოთ ხელისუფლება. ვიცი, რომ დაკავშირებული ხარ ბურჯანაძესთან და ამიტომაც მოგმართე. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, ბურჯანაძე დაგვეხმარება, ნათელაშვილი თუ კრემიაშვილი. მთავარია, ციხიდან გარეთ გავიდეს ფირი-მეთქი. კი ბატონო, მოვიფიქრებ, რაღაც გზებს გამოვნახავო, მითხრა ლომიამ. მე დავპირდი, რომ გავაცნობდი ფარულავას, რომელიც დაეხმარებოდა ლომიას კიდევ ერთი ფირის გადაღებაში, ოღონდ ფარული კამერა დაგვჭირდებოდა. ამის შემდეგ "ობიექტივის" წარმომადგენლებმა ჩემზე თქვეს, თითქოს არაფერი ვიცოდი, რომ ფარულავა და აკობია ამ ფირს იღებდნენ. ვიღაცები რომ გაიძახიან დადგმულიაო, ნეტავ რას გულისხმობენ, მე ფული მომცეს, ეს ყველაფერი დავდგი თუ მონტაჟია? ვიმეორებ, არაფერია დადგმული.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ