მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აბრამოვიჩის 8-მილიონიანი საახალწლო წვეულება
აბრამოვიჩის 8-მილიონიანი საახალწლო წვეულება

რუსი ოლი­გარ­ქი ცნო­ბი­ლია და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი წვე­უ­ლე­ბე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­ა­ხალ­წლოდ. რო­მან აბ­რა­მო­ვი­ჩი არც წელს იძუნ­წებს და 8 მლნ დო­ლა­რად ღი­რე­ბულ წვე­უ­ლე­ბას გეგ­მავს.

აბ­რა­მო­ვი­ჩი სტუმ­რებს კა­რი­ბის ზღვა­ში მდე­ბა­რე კუნ­ძულ სენ-ბარტზე ელის. მი­ლი­ო­ნე­რე­ბის კუნ­ძუ­ლად წო­დე­ბულ სენ-ბარტზე მას დიდი მა­მუ­ლი აქვს სა­სახ­ლით. მა­მულ­ში რა ხა­ნია და­ი­წყეს სამ­ზა­დი­სი. ცენ­ტრში გი­გან­ტუ­რი ტენ­ტი დად­გეს, სა­დაც გრან­დი­ო­ზუ­ლი სა­ცეკ­ვაო მო­ედ­ნის მო­წყო­ბა იგეგ­მე­ბა. ყო­ველ წელს აბ­რა­მო­ვი­ჩის წვე­უ­ლე­ბა­ზე რო­მე­ლი­მე მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვი გა­მო­დის. ვინ იქ­ნე­ბა ამ­ჯე­რად, ჯერ უც­ნო­ბია, თუმ­ცა შე­პი­რე­ბუ­ლი ჰო­ნო­რა­რე­ბის ოდე­ნო­ბის მი­ხედ­ვით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, აშ­კა­რად ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი უნდა იყოს.

შარ­შან მი­ლი­არ­დერ­მა სა­ა­ხალ­წლო წვე­უ­ლე­ბა­ზე 8 მლნ დო­ლა­რამ­დე და­ხარ­ჯა და 300 სტუ­მა­რი მი­იწ­ვია. მათ ლე­გენ­და­რუ­ლი ჯგუ­ფი Red Hot Chilly Peppers არ­თობ­და, წვე­უ­ლე­ბა კი გრან­დი­ო­ზუ­ლი ფე­ი­ერ­ვერ­კით დას­რულ­და. ვარ­სკვლა­ვე­ბი ზე­იმ­ზე ეტ­ლე­ბით, იახ­ტე­ბი­თა და კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვე­ბით მი­დი­ოდ­ნენ. თუმ­ცა­ღა არ ყო­ფი­ლა არა­ვი­თა­რი კოს­ტი­უ­მე­ბი და სა­დღე­სას­წა­უ­ლო სა­მო­სი, დრეს-კო­დის სა­ხით ბი­ლე­თებ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი იყო სტი­ლი "კუნ­ძუ­ლის შიკი": მსუ­ბუ­ქი კოქ­ტე­ი­ლის კა­ბე­ბი, ერო­ტი­კუ­ლი სა­რაფ­ნე­ბი და სან­დლე­ბი. თა­ვად სა­ღა­მოს მას­პინ­ძე­ლი რო­მან აბ­რა­მო­ვი­ჩი სტუმ­რებს ჭრე­ლი პე­რან­გი­თა და შავი შარ­ვლით ეგე­ბე­ბო­და.

Daily Mail

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

აბრამოვიჩის 8-მილიონიანი საახალწლო წვეულება

აბრამოვიჩის 8-მილიონიანი საახალწლო წვეულება

რუსი ოლიგარქი ცნობილია დასამახსოვრებელი და ძვირად ღირებული წვეულებებით, განსაკუთრებით, საახალწლოდ. რომან აბრამოვიჩი არც წელს იძუნწებს და 8 მლნ დოლარად ღირებულ წვეულებას გეგმავს.

აბრამოვიჩი სტუმრებს კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულ სენ-ბარტზე ელის. მილიონერების კუნძულად წოდებულ სენ-ბარტზე მას დიდი მამული აქვს სასახლით. მამულში რა ხანია დაიწყეს სამზადისი. ცენტრში გიგანტური ტენტი დადგეს, სადაც გრანდიოზული საცეკვაო მოედნის მოწყობა იგეგმება. ყოველ წელს აბრამოვიჩის წვეულებაზე რომელიმე მსოფლიო ვარსკვლავი გამოდის. ვინ იქნება ამჯერად, ჯერ უცნობია, თუმცა შეპირებული ჰონორარების ოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აშკარად ძალიან ცნობილი უნდა იყოს.

შარშან მილიარდერმა საახალწლო წვეულებაზე 8 მლნ დოლარამდე დახარჯა და 300 სტუმარი მიიწვია. მათ ლეგენდარული ჯგუფი Red Hot Chilly Peppers ართობდა, წვეულება კი გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა. ვარსკვლავები ზეიმზე ეტლებით, იახტებითა და კერძო თვითმფრინავებით მიდიოდნენ. თუმცაღა არ ყოფილა არავითარი კოსტიუმები და სადღესასწაულო სამოსი, დრეს-კოდის სახით ბილეთებში მითითებული იყო სტილი "კუნძულის შიკი": მსუბუქი კოქტეილის კაბები, ეროტიკული სარაფნები და სანდლები. თავად საღამოს მასპინძელი რომან აბრამოვიჩი სტუმრებს ჭრელი პერანგითა და შავი შარვლით ეგებებოდა.

Daily Mail

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს