მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილს ბრალი წაუყენა
პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილს ბრალი წაუყენა

მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს ბრა­ლი წა­უ­ყე­ნა. ამის შე­სა­ხებ მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მელ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"2012 წლის 28 დე­კემ­ბრის დად­გე­ნი­ლე­ბით ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი ცნო­ბილ იქნა ბრალ­დე­ბუ­ლად.

ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს ბრა­ლად ედე­ბა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, რაც გა­მო­ი­ხა­ტა სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის მქო­ნე პი­რის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში, სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, თა­ვის­თვის და სხვის­თვის უპი­რა­ტე­სო­ბის მი­სა­ღე­ბად, რა­მაც ფი­ზი­კუ­რი და იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის უფ­ლე­ბის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის და სხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის პი­რა­დი ღირ­სე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფით.

მან­ვე ჩა­ი­დი­ნა პა­ტი­მარ­თა და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, რაც გა­მო­ი­ხა­ტა პა­ტიმ­რე­ბის დამ­ცი­რე­ბის, იძუ­ლე­ბის, მათი არა­ა­და­მი­ა­ნურ, ღირ­სე­ბი­სა და პა­ტი­ვის შემ­ლა­ხავ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ყე­ნე­ბა­ში, რაც მათ ძლი­ერ ფი­ზი­კურ, ფსი­ქი­კურ ტკი­ვილს და მო­რა­ლურ ტან­ჯვას აყე­ნებს, ჩა­დე­ნი­ლი მო­ხე­ლის მიერ, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგომ­რა­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ორი ან მეტი პი­რის მი­მართ, ჯგუ­ფუ­რად, და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ და შეკ­ვე­თით.

მან­ვე ჩა­ი­დი­ნა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ი­სა და და­ნა­შა­ულ­თა პრო­ვო­კა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა.

2012 წლის სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­მა შე­ი­ტყო, რომ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის N8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი იყო პა­ტიმ­რე­ბის ცე­მი­სა და წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი­ყო ევ­რო­პის რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის ტე­ლე­ვი­ზი­ით, 2012 წლის 1 ოქ­ტომ­ბერს და­ნიშ­ნუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ. ვი­ნა­ი­დან, ხსე­ნე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა მა­კომ­პო­მა­ტი­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და არ­სე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის, ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­მა 2012 წლის 17 სექ­ტემ­ბერს, ზე­მოხ­სე­ნე­ბულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თა­ვი­სი­ვე კა­ბი­ნეტ­ში და­ი­ბა­რა სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე და­ვით ჩხა­ტა­რაშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ჭა­კუა, სა­დაც ამ უკა­ნას­კნელს და­ა­ვა­ლა, ისე­თი ქმე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას წი­ნას­წარ და­არ­წმუ­ნებ­და იმა­ში, რომ ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი კად­რე­ბი, რომ­ლე­ბიც უნდა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, არ შე­ე­ფე­რე­ბო­და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ სი­ნამ­დვი­ლეს, არა­მედ შე­იქ­მნა კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" და­ვა­ლე­ბით და გარ­კვე­უ­ლი სა­ზღა­უ­რის სა­ნაც­ვლოდ. კერ­ძოდ, მან დ. ჭა­კუ­ას და­ა­ვა­ლა, რომ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის N8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს უნდა მო­ე­წყოთ ამა­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში წი­ნას­წარ შერ­ჩე­უ­ლი პა­ტიმ­რე­ბის დამ­ცი­რე­ბა, წა­მე­ბა, ცემა და სი­ტყვი­ე­რი შე­რა­ცხყო­ფა. ამ ფაქ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა კი სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით უნდა მი­ე­წო­დე­ბი­ნათ სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის.

ამავდრო­უ­ლად, გეგ­მის მი­ხედ­ვით, პა­ტი­მარ­თა ცემა-წა­მე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და სის­ხლი­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის მი­ე­წო­დე­ნი­ბათ ცრუ ინ­ფორ­მა­ცია , თით­ქოს სა­ხელ­მწი­ფოს შე­სა­ბა­მის­მა სტრუქ­ტუ­რებ­მა დრო­უ­ლად გა­მო­ავ­ლი­ნეს პა­ტი­მარ­თა ცე­მი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის შემ­თხვე­ვა, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბა და გა­და­ღე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ, არ­სე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის იმი­ჯი­სათ­ვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის მი­ზა­ნით და­გეგ­მეს.

ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, იმა­ვე დღეს, და­ვით ჭა­კუ­ამ სა­კუ­თარ კა­ბი­ნეტ­ში მო­უხ­მო თა­ვის მო­ად­გი­ლეს გაგა მკურ­ნა­ლი­ძეს, N8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტორს და­ვით ხუ­ჭუ­ას და ამა­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როსს ლე­ვან ფურ­ცხვა­ნი­ძეს. დ. ჭა­კუ­ამ გა­აც­ნო მათ ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი­სა­გან მი­ღე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბა და ლე­ვან ფურ­ცხვა­ნი­ძე და­ი­ყო­ლია, რომ N8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ერთ-ერთ სა­კან­ში ეცე­მათ, და­ემ­ცი­რე­ბი­ნათ და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ე­ყე­ნე­ბი­ნათ პა­ტიმ­რე­ბი­სათ­ვის, რა­საც ლე­ვან ფურ­ცხვა­ნი­ძე ფა­რუ­ლი ვი­დე­ო­კა­მე­რით გა­და­ი­ღებ­და. მეტი და­მა­ჯე­რობ­ლო­ბი­სათ­ვის, და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნდა მი­ე­ღოთ სა­პყრო­ბი­ლის თა­ნამ­შრომ­ლებს "ბას­ტის", იგი­ვე ბო­რის ფა­რუ­ლა­ვას და "ბუ­ბუს", იგი­ვე ლე­ვან ფხა­ლა­ძეს, ისე, რომ ამ უკა­ნას­კნე­ლებს არა­ფე­რი სცოდ­ნო­დათ მათი ქმე­დე­ბის ვი­დე­ო­გა­და­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ლ. ფურ­ცხვა­ნი­ძეს, ბ. ფა­რუ­ლა­ვას და ლ. ფხა­ლა­ძეს წი­ნას­წარ შერ­ჩე­ულ სა­კან­ში უნდა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ შე­მოწ­მე­ბა, გა­ე­შიშ­ვლე­ბი­ნათ პა­ტიმ­რე­ბი, მუხ­ლებ­ზე და­ე­ჩო­ქე­ბი­ნათ და მი­ე­ყე­ნე­ბი­ნათ მათ­თვის ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა. და­ვა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ლე­ვან ფურ­ცხვა­ნი­ძეს შე­უ­რა­ცხყო­ფის დროს უნდა წარ­მო­ეთ­ქვა პა­ტიმ­რე­ბის პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი უკი­დუ­რე­სად და­მამ­ცი­რე­ბე­ლი სი­ტყვე­ბი, რად­გა­ნაც ეს იყო სწო­რედ ის სი­ტყვე­ბი, რაც ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ფირ­ზე უნდა ყო­ფი­ლი­ყო ასა­ხუ­ლი. ამის შემ­დეგ, ლე­ვან ფურ­ცხვა­ნი­ძეს სა­ჯა­როდ უნდა ეღი­ა­რე­ბი­ნა, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­ამ­დგენ­ლებ­მა ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძის მეშ­ვე­ო­ბით, 40 000 (ორ­მო­ცი ათა­სი) აშშ დო­ლა­რის სა­ნაც­ვლოდ, შე­უკ­ვე­თეს, ცი­ხე­ში პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბა, რაც შე­ას­რუ­ლა კი­დეც და კად­რე­ბი გა­დას­ცა ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძეს. ამის­თვის, ლ. ფურ­ცხვა­ნი­ძეს მხო­ლოდ სამი თვით და­ა­პა­ტიმ­რებ­დნენ, რაც ასე­ვე შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­თან.

2012 წლის 18 სექ­ტემ­ბერს, დი­ლით, და­ახ­ლო­ე­ბით 05:00 სა­ათ­ზე, ლე­ვან ფურ­ცხვა­ნი­ძე, ბო­რის ფა­რუ­ლა­ვა­სა და ლე­ვან ფხა­ლა­ძეს­თან ერ­თად შე­ვი­და #8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის 37-ე სა­კან­ში, სა­დაც მო­თავ­სე­ბუ­ლი იყ­ვნენ ამ მიზ­ნით წი­ნას­წარ შერ­ჩე­უ­ლი პა­ტიმ­რე­ბი. ლე­ვან ფურ­ცხვა­ნი­ძის ბრძა­ნე­ბით, ბო­რის ფა­რუ­ლა­ვამ და ლე­ვან ფხა­ლა­ძემ გა­ა­შიშ­ვლეს პა­ტიმ­რე­ბი, და­ა­ჩო­ქეს მუხ­ლებ­ზე და და­უ­წყეს ცემა და შე­უ­რა­ცხყო­ფა. ლე­ვან ფურ­ცხვა­ნი­ძე ასე­ვე აყე­ნებ­და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას აღ­ნიშ­ნულ პა­ტიმ­რებს და გა­მოთ­ქვამ­და იმ სი­ტყვებს, რაც მას წი­ნას­წარ და­ა­ვა­ლეს.

გეგ­მის მი­ხედ­ვით, იმა­ვე დი­ლით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის მეშ­ვე­ო­ბით, ლე­ვან ფურ­ცხვა­ნი­ძემ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ა­წო­და ცრუ ინ­ფორ­მა­ცია, რომ თით­ქოს­და პა­ტი­მარ­თა ცემა და შე­უ­რა­ცხყო­ფა ხდე­ბო­და პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შეკ­ვე­თით. ამავდრო­უ­ლად, საქ­მე­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის მიზ­ნით, დ. ხუ­ჭუა თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად მი­ვი­და #8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­დაც მან მისი მო­ად­გი­ლის ალ. ჯან­ჯღა­ვას მეშ­ვე­ო­ბით, მი­სი­ვე ცა­რი­ე­ლი სე­ი­ფი გა­ნა­თავ­სა ლ. ფურ­ცხვა­ნი­ძის სა­მუ­შაო ოთახ­ში. ასე­ვე, და­ვით ჭა­კუ­ას გან­კარ­გუ­ლე­ბით, დ. ხუ­ჭუ­ამ ყო­ველ­გვა­რი შე­მოწ­მე­ბის გა­რე­შე სა­პყრო­ბი­ლე­ში შე­უშ­ვა ამ­ჟა­მად გა­მო­ძი­ე­ბით და­უდ­გე­ნე­ლი ვი­ნა­ო­ბის მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც ლ. ფურ­ცხვა­ნი­ძის სა­მუ­შაო ოთახ­ში შე­ი­ტა­ნა და წი­ნას­წარ სა­გან­გე­ბოდ მომ­ზა­დე­ბულ სე­იფ­ში მო­ა­თავ­სა: მა­ი­სუ­რი, რო­მელ­ზეც მი­მაგ­რე­ბუ­ლი იყო ვი­დე­ო­კა­მე­რა და რო­მე­ლიც წინა ღა­მით ეცვა ლ. ფურ­ცხვა­ნი­ძეს, აშშ დო­ლა­რის კუ­პი­უ­რე­ბის შეკ­ვრა და ლა­ზე­რუ­ლი დის­კი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან #8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ლე­ვან ფურ­ცხვა­ნი­ძე და­ა­კა­ვეს. მისი სა­მუ­შაო ოთა­ხის ჩხრე­კი­სას მათ მიერ წი­ნას­წარ გან­თავ­სე­ბუ­ლი სე­ი­ფი­დან ამო­ი­ღეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბის მიზ­ნით ასე­ვე მათ მიერ წი­ნას­წარ შე­ნა­ხუ­ლი: უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტა, 14 100 (თო­თხმე­ტი ათას ასი) აშშ დო­ლა­რი, მა­ი­სუ­რი, მას­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კა­მე­რით და ლა­ზე­რუ­ლი დის­კი.

აღ­ნიშ­ნუ­ლით, ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­მა ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25-332-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით და მე­სა­მე ნა­წი­ლის "ბ" და "გ" ქვე­პუნ­ქტე­ბით, და­ნა­შა­უ­ლი, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25-1443 მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ა" "ბ" "დ" "ე" "ზ" და "თ" ქვე­პუნ­ქტე­ბით, და­ნა­შა­უ­ლი, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25-145-ე მუხ­ლით და და­ნა­შა­უ­ლი, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25-3691 მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით", - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილს ბრალი წაუყენა

პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილს ბრალი წაუყენა

მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილს ბრალი წაუყენა. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"2012 წლის 28 დეკემბრის დადგენილებით ზურაბ ადეიშვილი ცნობილ იქნა ბრალდებულად.

ზურაბ ადეიშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორგანიზება, რაც გამოიხატა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების და სხელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.

მანვე ჩაიდინა პატიმართა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, რაც გამოიხატა პატიმრების დამცირების, იძულების, მათი არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაში, რაც მათ ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომრაობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დაკავებულის მიმართ და შეკვეთით.

მანვე ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციისა და დანაშაულთა პროვოკაციის ორგანიზება.

2012 წლის სექტემბრის დასაწყისში ზურაბ ადეიშვილმა შეიტყო, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში გადაღებული იყო პატიმრების ცემისა და წამების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც შესაძლოა გამოქვეყნებულიყო ევროპის რომელიმე ქვეყნის ტელევიზიით, 2012 წლის 1 ოქტომბერს დანიშნული საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინ. ვინაიდან, ხსენებული ვიდეომასალის გამოქვეყნება მაკომპომატირებელი იქნებოდა არსებული ხელისუფლებისათვის, ზურაბ ადეიშვილმა 2012 წლის 17 სექტემბერს, ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით, თავისივე კაბინეტში დაიბარა საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით ჩხატარაშვილი და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუა, სადაც ამ უკანასკნელს დაავალა, ისეთი ქმედებების განხორციელება, რაც საზოგადოებას წინასწარ დაარწმუნებდა იმაში, რომ ვლადიმერ ბედუკაძის მიერ მოპოვებული კადრები, რომლებიც უნდა გავრცელებულიყო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, არ შეეფერებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ სინამდვილეს, არამედ შეიქმნა კოალიცია "ქართული ოცნების" დავალებით და გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ. კერძოდ, მან დ. ჭაკუას დაავალა, რომ სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების თანამშრომლებს უნდა მოეწყოთ ამავე დაწესებულებაში წინასწარ შერჩეული პატიმრების დამცირება, წამება, ცემა და სიტყვიერი შერაცხყოფა. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა კი სატელევიზიო ეთერის საშუალებით უნდა მიეწოდებინათ საზოგადოებისათვის.

ამავდროულად, გეგმის მიხედვით, პატიმართა ცემა-წამებაში მონაწილე პირების მიმართ განხორციელდებოდა სისხლისამართლებრივი დევნა, რათა საზოგადოებისათვის მიეწოდენიბათ ცრუ ინფორმაცია , თითქოს სახელმწიფოს შესაბამისმა სტრუქტურებმა დროულად გამოავლინეს პატიმართა ცემისა და შეურაცხყოფის შემთხვევა, რომლის შესრულება და გადაღება პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა წინასაარჩევნოდ, არსებული ხელისუფლების იმიჯისათვის ზიანის მიყენების მიზანით დაგეგმეს.

ზურაბ ადეიშვილთან შეხვედრის შემდეგ, იმავე დღეს, დავით ჭაკუამ საკუთარ კაბინეტში მოუხმო თავის მოადგილეს გაგა მკურნალიძეს, N8 დაწესებულების დირექტორს დავით ხუჭუას და ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსს ლევან ფურცხვანიძეს. დ. ჭაკუამ გააცნო მათ ზურაბ ადეიშვილისაგან მიღებული დავალება და ლევან ფურცხვანიძე დაიყოლია, რომ N8 დაწესებულების ერთ-ერთ საკანში ეცემათ, დაემცირებინათ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინათ პატიმრებისათვის, რასაც ლევან ფურცხვანიძე ფარული ვიდეოკამერით გადაიღებდა. მეტი დამაჯერობლობისათვის, დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ საპყრობილის თანამშრომლებს "ბასტის", იგივე ბორის ფარულავას და "ბუბუს", იგივე ლევან ფხალაძეს, ისე, რომ ამ უკანასკნელებს არაფერი სცოდნოდათ მათი ქმედების ვიდეოგადაღებასთან დაკავშირებით. ლ. ფურცხვანიძეს, ბ. ფარულავას და ლ. ფხალაძეს წინასწარ შერჩეულ საკანში უნდა ჩაეტარებინათ შემოწმება, გაეშიშვლებინათ პატიმრები, მუხლებზე დაეჩოქებინათ და მიეყენებინათ მათთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დავალების მიხედვით, ლევან ფურცხვანიძეს შეურაცხყოფის დროს უნდა წარმოეთქვა პატიმრების პატივისა და ღირსების შემლახავი უკიდურესად დამამცირებელი სიტყვები, რადგანაც ეს იყო სწორედ ის სიტყვები, რაც ვლადიმერ ბედუკაძის მიერ გავრცელებულ ვიდეოფირზე უნდა ყოფილიყო ასახული. ამის შემდეგ, ლევან ფურცხვანიძეს საჯაროდ უნდა ეღიარებინა, რომ ,,ქართული ოცნების" წარმოამდგენლებმა ვლადიმერ ბედუკაძის მეშვეობით, 40 000 (ორმოცი ათასი) აშშ დოლარის სანაცვლოდ, შეუკვეთეს, ციხეში პატიმრების წამება, რაც შეასრულა კიდეც და კადრები გადასცა ვლადიმერ ბედუკაძეს. ამისთვის, ლ. ფურცხვანიძეს მხოლოდ სამი თვით დააპატიმრებდნენ, რაც ასევე შეთანხმებული იყო ზურაბ ადეიშვილთან.

2012 წლის 18 სექტემბერს, დილით, დაახლოებით 05:00 საათზე, ლევან ფურცხვანიძე, ბორის ფარულავასა და ლევან ფხალაძესთან ერთად შევიდა #8 დაწესებულების 37-ე საკანში, სადაც მოთავსებული იყვნენ ამ მიზნით წინასწარ შერჩეული პატიმრები. ლევან ფურცხვანიძის ბრძანებით, ბორის ფარულავამ და ლევან ფხალაძემ გააშიშვლეს პატიმრები, დააჩოქეს მუხლებზე და დაუწყეს ცემა და შეურაცხყოფა. ლევან ფურცხვანიძე ასევე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას აღნიშნულ პატიმრებს და გამოთქვამდა იმ სიტყვებს, რაც მას წინასწარ დაავალეს.

გეგმის მიხედვით, იმავე დილით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მეშვეობით, ლევან ფურცხვანიძემ საზოგადოებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოსდა პატიმართა ცემა და შეურაცხყოფა ხდებოდა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლების შეკვეთით. ამავდროულად, საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით, დ. ხუჭუა თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა #8 დაწესებულებაში, სადაც მან მისი მოადგილის ალ. ჯანჯღავას მეშვეობით, მისივე ცარიელი სეიფი განათავსა ლ. ფურცხვანიძის სამუშაო ოთახში. ასევე, დავით ჭაკუას განკარგულებით, დ. ხუჭუამ ყოველგვარი შემოწმების გარეშე საპყრობილეში შეუშვა ამჟამად გამოძიებით დაუდგენელი ვინაობის მამაკაცი, რომელმაც ლ. ფურცხვანიძის სამუშაო ოთახში შეიტანა და წინასწარ საგანგებოდ მომზადებულ სეიფში მოათავსა: მაისური, რომელზეც მიმაგრებული იყო ვიდეოკამერა და რომელიც წინა ღამით ეცვა ლ. ფურცხვანიძეს, აშშ დოლარის კუპიურების შეკვრა და ლაზერული დისკი.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან #8 დაწესებულებაში დაბრუნებული ლევან ფურცხვანიძე დააკავეს. მისი სამუშაო ოთახის ჩხრეკისას მათ მიერ წინასწარ განთავსებული სეიფიდან ამოიღეს მტკიცებულებათა ფალსიფიცირების მიზნით ასევე მათ მიერ წინასწარ შენახული: უცხოური ვალუტა, 14 100 (თოთხმეტი ათას ასი) აშშ დოლარი, მაისური, მასზე დამონტაჟებული ვიდეოკამერით და ლაზერული დისკი.

აღნიშნულით, ზურაბ ადეიშვილმა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-332-ე მუხლის მეორე ნაწილით და მესამე ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-1443 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" "ბ" ,,დ" ,,ე" ,,ზ" და "თ" ქვეპუნქტებით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-145-ე მუხლით და დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-3691 მუხლის მესამე ნაწილით", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა