პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:10-ზე, მთვარე სასწორშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
The Independent - რთულია თანამედროვე ქართველი პოლიტიკოსების ჩახლართული მონათხრობების გარკვევა
The Independent - რთულია თანამედროვე ქართველი პოლიტიკოსების ჩახლართული მონათხრობების გარკვევა

გა­მო­ცე­მა The Independent-ი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს. სტა­ტი­ის სა­თა­უ­რია: "ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი: ქვეყ­ნის უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნი­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ფიქ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ზე".

"ის მდი­და­რია, კარ­ჩა­კე­ტი­ლი და ამ­ჟა­მად მთა­ვარ მე­ტო­ქეს რუ­სე­თის ყვე­ლა­ზე ჯიბ­რი­ან მე­ზო­ბელ­ზე, სა­ქარ­თვე­ლო­ზე კონ­ტრო­ლის მო­პო­ვე­ბის­თვის ებ­რძვის", - წერს გა­მო­ცე­მის მოს­კო­ვე­ლი კო­რეს­პონ­დენ­ტი შონ უო­კე­რი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ­მა შინ უმას­პინ­ძლა.

ჟურ­ნა­ლის­ტი წერს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ია­პო­ნუ­რი დი­ზა­ი­ნით აგე­ბუ­ლი უზარ­მა­ზა­რი სახ­ლია, რო­მე­ლიც მთის წვე­რი­დან გა­დაჰ­ყუ­რებს თბი­ლისს და თით­ქმის მთლი­ა­ნად შუ­ში­საა.

"სა­ქარ­თვე­ლოს უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნი და ოქ­ტომ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ყო­ველ დი­ლით, 5 სა­ათ­ზე იღ­ვი­ძებს და იო­გა­თი კავ­დე­ბა. მის მო­პირ­და­პი­რედ, ქა­ლა­ქის მე­ო­რე მხა­რე­საა აღ­მარ­თუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლის გუმ­ბა­თი, სა­დაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი - 2003 წლის "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" ქა­რიზ­მა­ტუ­ლი ლი­დე­რი და იმ დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი - მუ­შა­ობს და ცხოვ­რობს. თუმ­ცა, მისი სა­სახ­ლე ვე­ღარ ანა­თებს ქა­ლაქ­ში ისე, რო­გორც მა­ნამ­დე, სა­ნამ ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლი ბრძა­ნე­ბას გას­ცემ­და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის და­ზოგ­ვის მიზ­ნით გა­მო­ერ­თოთ სი­ნათ­ლე, რო­მე­ლიც ყო­ველ ღა­მით ანა­თებ­და სა­სახ­ლეს. ზამ­თრის ცივი, თოვ­ლი­ა­ნი თბი­ლი­სის მწვერ­ვალ­ზე ერ­თმა­ნე­თის პი­რის­პირ აღ­მარ­თულ ამ ორ თა­ნა­მედ­რო­ვე კოშკს შო­რის არ­სე­ბუ­ლი სხვა­ო­ბა ვი­ზუ­ა­ლუ­რად ასა­ხავს იმ არ­ცთუ სა­ხარ­ბი­ე­ლო პო­ლი­ტი­კურ კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ას, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლომ მო­მა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა იცხოვ­როს", - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.

შონ უო­კე­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბა­ზე სა­უბ­რობს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ამას არც ის და არც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ მო­ე­ლო­და.

რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­ა­კაშ­ვი­ლი გეგ­მავ­და "თა­ვი­სი მარ­ჯვე­ნა ხე­ლის და­ნიშ­ვნას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად", რომ­ლის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბაც კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად უნდა გაზ­რდი­ლი­ყო, თუმ­ცა ამის ნაც­ვლად, "ის თა­ვად აღ­მოჩ­ნდა და­მარ­ცხე­ბუ­ლის როლ­ში თა­ვის ყვე­ლა­ზე სას­ტიკ მტერ­თან".

"ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლი, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ყვე­ლა­ზე ამო­უც­ნო­ბი ოლი­გარ­ქი, 1990-იან წლებ­ში რუ­სეთ­ში წარ­მა­ტე­ბით ცხოვ­რობ­და. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ის გან­დე­გი­ლი­ვით ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ გა­სულ წელს ჩრდი­ლი­დან გა­მო­ვი­და და მთა­ვა­რი მე­ტო­ქედ იქცა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის, რო­მელ­საც ივა­ნიშ­ვი­ლი დიქ­ტა­ტო­რო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, მი­უ­ხე­და­ვად მისი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რი­ტო­რი­კი­სა. ექ­სცენ­ტრი­ულ გან­დე­გილს არ უყ­ვარს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა და თა­ვის უზარ­მა­ზარ რე­ზი­დენ­ცი­ა­ში აქვს ზებ­რე­ბის, პინგვი­ნე­ბი­სა და კენ­გუ­რუ­ე­ბის ეგ­ზო­ტი­კუ­რი კო­ლექ­ცია, რაც მას ნაკ­ლებ­და­მა­ჯე­რე­ბელ პო­ლი­ტი­კო­სად აქ­ცევს. მაგ­რამ პრე­ზი­დენ­ტით იმედ­გაც­რუ­ე­ბამ და ივა­ნიშ­ვი­ლის და­პი­რე­ბებ­მა - მი­ლი­ო­ნე­ბი ჩა­ე­დო ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში - მის კო­ა­ლი­ცი­ას შთამ­ბეჭ­და­ვი გა­მარ­ჯვე­ბა მო­უ­ტა­ნა არ­ჩევ­ნებ­ში",-წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.

მისი აზ­რით, ორი­ვე ლი­დე­რი ერ­თმა­ნე­თის­გან ბევ­რით გან­სხვავ­დე­ბა. ჟურ­ნა­ლის­ტი წერს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი რუ­სუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ინ­ჟი­ნე­რი და ეკო­ნო­მის­ტია, რო­მელ­მაც "კლა­სი­კუ­რი ოლი­გარ­ქის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი გამ­დიდ­რე­ბის გზა გან­ვლო".

რაც შე­ე­ხე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, შონ უო­კე­რის შე­ფა­სე­ბით, ის ამე­რი­კუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ად­ვო­კა­ტია, რო­მე­ლიც 1990-იან წლებ­ში დაბ­რუნ­და სამ­შობ­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის ასა­წყო­ბად.

სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ არ­ჩევ­ნებ­ში ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მარ­ჯვე­ბი­დან ორ თვე­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­გა­მო­ძი­ე­ბო საქ­მე­ე­ბი აღიძ­რა. უცხო­ელ­მა ლი­დე­რებ­მა აღ­შფო­თე­ბა გა­მო­ხა­ტეს და ამას სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნ­დის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ტა­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი რეპ­რე­სია უწო­დეს. რამ­დე­ნი­მე მი­ნის­ტრის საქ­მე კვლა­ვაც გა­მო­ძი­ე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა, ათზე მეტი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი სა­პა­ტიმ­რო­შია და ყო­ველ­დღი­უ­რად კვლა­ვაც ვრცელ­დე­ბა ახა­ლი ამ­ბე­ბი და­კა­ვე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"ბა­ტონ­მა ივა­ნიშ­ვილ­მა უცხო­ე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მცი­რე ჯგუ­ფი, მათ შო­რის The Independent-იდა­ნაც", ამ თვე­ში თა­ვის­თან მი­იწ­ვია, რათა პირ­და­პირ ესა­უბ­რა. მან გა­ნა­ცხა­და, რომ ყვე­ლა და­კა­ვე­ბა უკავ­შირ­დე­ბა უტყუ­არ და­ნა­შა­ულს და რომ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ტეს­ტი გა­უ­გებ­რო­ბით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი. ევ­რო­პა მი­ეჩ­ვია "სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის მიერ და­ხა­ტულ მომ­ნუს­ხველ და გა­მო­გო­ნილ სუ­რათს, - ამ­ბობს ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლი, - ის ახერ­ხებ­და წარ­მა­ტე­ბის­თვის მიღ­წე­ვას ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბის მო­ტყუ­ე­ბით. ის გაქ­ნი­ლი მა­ტყუ­ა­რაა",-წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.

სტა­ტი­ა­ში მოყ­ვა­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის კო­მენ­ტა­რიც. "არც ერთი და­კა­ვე­ბა არ ყო­ფი­ლა პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი", - აცხა­დებს ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და აღ­ნიშ­ნავს, რომ "ნე­ბის­მი­ე­რი ნორ­მა­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა მო­იქ­ცე­ო­და ისე, რო­გორც ჩვენ მო­ვი­ქე­ცით".

ამას­თან, სტა­ტი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ბევ­რი ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი და­კა­ვე­ბუ­ლი და ცი­ხე­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი იყო, "ერთი შე­ხედ­ვით, გა­რეგ­ნუ­ლად უმ­ნიშ­ვნე­ლო დარ­ღვე­ვე­ბით".

"ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი, ხან­გრძლი­ვი დრო­ით სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და ბა­ტო­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლის რჩე­უ­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ყალ­ბი პას­პორ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის და­ი­კი­თხა. და­კი­თხვის ოთახ­ში ბა­ტონ მე­რა­ბიშ­ვილს ჰქონ­და ადა­მი­ა­ნის სახე, რო­მე­ლიც წი­ნას­წარ­გან­ზრა­ხუ­ლად ფიქ­რობს გა­უგ­ზავ­ნოს შე­ტყო­ბი­ნე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას: სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ცი­ის რე­ფორ­მე­ბის არ­ქი­ტექ­ტო­რი ახლა თა­ვად არის ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი",- აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

აქვე მოყ­ვა­ნი­ლია ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ცი­ტა­ტაც - "მათ ასე­ვე და­ა­კა­ვეს ჩემი 71 წლის ბიძა, რო­მელ­საც ბრალს სდე­ბენ ტყე­ე­ბის უკა­ნო­ნოდ გა­ჩეხ­ვა­ში. დე­და­ჩე­მი ცრემ­ლებს ვერ იკა­ვებ­და".

ჟურ­ნა­ლის­ტი წერს, რომ რთუ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ჩახ­ლარ­თუ­ლი მო­ნა­თხრო­ბე­ბის გარ­კვე­ვა.

"ორი­ვე მხა­რე ერ­თმა­ნე­თის დე­მო­ნი­ზი­რე­ბას ახ­დენს და, ამავდრო­უ­ლად, სა­კუ­თარ თავს უმ­წიკ­ვლო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე­ე­ბად წარ­მო­ა­ჩენს. და­სავ­ლე­თის ლი­დე­რებ­მა ნდო­ბა გა­მო­უ­ცხა­დეს ბა­ტონ სა­ა­კაშ­ვილს სის­ტე­მის აგე­ბა­ში, რო­მე­ლის გა­მოც ის ფაქ­ტობ­რი­ვად და­მარ­ცხდა არ­ჩევ­ნებ­ში, გან­სხვა­ვე­ბით მისი მე­ზობ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­გან. თუმ­ცა, ეჭვგა­რე­შეა, რომ ზოგ­ჯერ ის ხე­დავ­და სა­კუ­თარ თავ­ში კე­თილ­შო­ბილ დიქ­ტა­ტორს, რო­მე­ლიც ახალ, მო­დერ­ნის­ტულ ქვე­ყა­ნას აშე­ნებ­და, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის გა­რე­შე.

თუმ­ცა, ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლი არ არის სა­მა­გა­ლი­თო დე­მოკ­რა­ტი. "მან შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­ხა­ტა და გა­ნა­ცხა­და, რომ ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა შე­წყდე­ბო­და, თუ მას შე­უ­ფერ­ხებ­ლად მმარ­თვე­ლო­ბის ნე­ბას დარ­თავ­დნენ",-აღ­ნიშ­ნავს ჟურ­ნა­ლის­ტი.

უო­კერს სტა­ტი­ა­ში მოჰ­ყავს სა­ქარ­თვე­ლოს უშიშ­რო­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს მდივ­ნის გიგა ბო­კე­რი­ას გან­ცხა­დე­ბაც, სა­დაც ის ამ­ბობს - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნა­ცხა­და, რომ "დევ­ნა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ჩვენს ხმა­მა­ღალ გან­ცხა­დე­ბებ­ზე". ბო­კე­რია მი­იჩ­ნევს, რომ დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მწი­ფო­ში ეს მი­უ­ღე­ბე­ლია.

"რა თქმა უნდა, ამან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. ამის თქმა ნა­ად­რე­ვია, თუმ­ცა არ­სე­ბობს სა­გან­გა­შო ნიშ­ნე­ბი იმი­სა, რომ მას სურს, სა­ა­კაშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტო­ბის ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე გა­და­ა­ყე­ნოს, რაც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ურ პე­რი­ოდ­ში",- მოჰ­ყავს გა­მო­ცე­მას და­სავ­ლე­ლი დიპ­ლო­მა­ტის ცი­ტა­ტა, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბა­საც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი არ ასა­ხე­ლებს.

სტა­ტი­ა­ში ასე­ვე მოყ­ვა­ნი­ლია ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტო­ლო­გის ალექ­სან­დრე რონ­დე­ლის გან­ცხა­დე­ბაც, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ ნა­ად­რე­ვია ივა­ნიშ­ვი­ლის ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლო­ბის ჩა­მო­წე­რა, მაგ­რამ ვა­რა­უ­დობს, რომ მი­ლი­არ­დე­რის უზო­მოდ მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი შე­საძ­ლოა, და­ე­ცეს, როცა ხალ­ხი გა­ა­ნა­ლი­ზებს, რომ ის არ არის მე­სია და არ შე­უძ­ლია სა­კუ­თა­რი ფუ­ლის და­ხარ­ჯვა ხალ­ხის ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პი­რო­ბე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად.

"ხალ­ხი ელო­დე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო უც­ბად იქ­ცე­ვა შან­გრი­ლად, თუმ­ცა მას ათწლე­უ­ლო­ბით ურ­თუ­ლე­სი მუ­შა­ო­ბა დას­ჭირ­დე­ბა", - ამ­ბობს რონ­დე­ლი.

"ბა­ტონ­მა ივა­ნიშ­ვილ­მა თავ­და­პირ­ვე­ლად გა­ნა­ცხა­და, რომ ის პო­ლი­ტი­კა­ში მხო­ლოდ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ბა, მერე კი გა­დად­გე­ბა და ქვე­ყა­ნას კო­ა­ლი­ცი­ის სხვა წევ­რებს ჩა­ა­ბა­რებს სა­მარ­თა­ვად. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს მან უკვე გა­და­ი­ფიქ­რა და აცხა­დებს, რომ და­ი­კა­ვებს იმ პო­ზი­ცი­ას "რა პო­ზი­ცი­აც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის იქ­ნე­ბა უკე­თე­სი", - წერს გა­მო­ცე­მა.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი აღ­ნიშ­ნავს, მი­უ­ხე­და­ვად მო­ლო­დი­ნი­სა, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში იმა­ზე მეტ ხანს დარ­ჩე­ბა, ვიდ­რე პი­რო­ბა დადო, პრე­მი­ე­რი აცხა­დებს - ქვეყ­ნის მარ­თვა სი­ა­მოვ­ნე­ბას არ ანი­ჭებს.

"პო­ლი­ტი­კა შე­უ­სა­ბა­მო­ბა­შია ჩემს პი­როვ­ნე­ბას­თან. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ის არა­სო­დეს მხიბ­ლავ­და. თუმ­ცა, პლა­ნე­ტის მა­ცხოვ­რე­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა აკე­თებს იმას, რისი გა­კე­თე­ბაც არ მოს­წონს"-, მოჰ­ყავს გა­მო­ცე­მას ივა­ნიშ­ვი­ლის ცი­ტა­ტა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Independent-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

The Independent - რთულია თანამედროვე ქართველი პოლიტიკოსების ჩახლართული მონათხრობების გარკვევა

The Independent - რთულია თანამედროვე ქართველი პოლიტიკოსების ჩახლართული მონათხრობების გარკვევა

გამოცემა The Independent-ი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს. სტატიის სათაურია: "ბიძინა ივანიშვილი: ქვეყნის უმდიდრესი ადამიანისა და პრემიერ-მინისტრის ფიქრები საქართველოზე".

"ის მდიდარია, კარჩაკეტილი და ამჟამად მთავარ მეტოქეს რუსეთის ყველაზე ჯიბრიან მეზობელზე, საქართველოზე კონტროლის მოპოვებისთვის ებრძვის", - წერს გამოცემის მოსკოველი კორესპონდენტი შონ უოკერი, რომელსაც საქართველოს პრემიერმა შინ უმასპინძლა.

ჟურნალისტი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელი იაპონური დიზაინით აგებული უზარმაზარი სახლია, რომელიც მთის წვერიდან გადაჰყურებს თბილისს და თითქმის მთლიანად შუშისაა.

"საქართველოს უმდიდრესი ადამიანი და ოქტომბრიდან მოყოლებული, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ყოველ დილით, 5 საათზე იღვიძებს და იოგათი კავდება. მის მოპირდაპირედ, ქალაქის მეორე მხარესაა აღმართული პრეზიდენტის სასახლის გუმბათი, სადაც მიხეილ სააკაშვილი - 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" ქარიზმატული ლიდერი და იმ დროიდან მოყოლებული ქვეყნის პრეზიდენტი - მუშაობს და ცხოვრობს. თუმცა, მისი სასახლე ვეღარ ანათებს ქალაქში ისე, როგორც მანამდე, სანამ ბატონი ივანიშვილი ბრძანებას გასცემდა ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით გამოერთოთ სინათლე, რომელიც ყოველ ღამით ანათებდა სასახლეს. ზამთრის ცივი, თოვლიანი თბილისის მწვერვალზე ერთმანეთის პირისპირ აღმართულ ამ ორ თანამედროვე კოშკს შორის არსებული სხვაობა ვიზუალურად ასახავს იმ არცთუ სახარბიელო პოლიტიკურ კოჰაბიტაციას, რომელშიც საქართველომ მომავალი წლის განმავლობაში უნდა იცხოვროს", - წერს ჟურნალისტი.

შონ უოკერი მიხეილ სააკაშვილის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამას არც ის და არც საერთაშორისო საზოგადოება არ მოელოდა.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, სააკაშვილი გეგმავდა "თავისი მარჯვენა ხელის დანიშვნას პრემიერ-მინისტრად", რომლის უფლებამოსილებაც კონსტიტუციურად უნდა გაზრდილიყო, თუმცა ამის ნაცვლად, "ის თავად აღმოჩნდა დამარცხებულის როლში თავის ყველაზე სასტიკ მტერთან".

"ბატონი ივანიშვილი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ყველაზე ამოუცნობი ოლიგარქი, 1990-იან წლებში რუსეთში წარმატებით ცხოვრობდა. წლების განმავლობაში ის განდეგილივით ცხოვრობდა, მაგრამ გასულ წელს ჩრდილიდან გამოვიდა და მთავარი მეტოქედ იქცა მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელსაც ივანიშვილი დიქტატორობაში ადანაშაულებს, მიუხედავად მისი დემოკრატიული რიტორიკისა. ექსცენტრიულ განდეგილს არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და თავის უზარმაზარ რეზიდენციაში აქვს ზებრების, პინგვინებისა და კენგურუების ეგზოტიკური კოლექცია, რაც მას ნაკლებდამაჯერებელ პოლიტიკოსად აქცევს. მაგრამ პრეზიდენტით იმედგაცრუებამ და ივანიშვილის დაპირებებმა - მილიონები ჩაედო ქვეყნის განვითარებაში - მის კოალიციას შთამბეჭდავი გამარჯვება მოუტანა არჩევნებში",-წერს ჟურნალისტი.

მისი აზრით, ორივე ლიდერი ერთმანეთისგან ბევრით განსხვავდება. ჟურნალისტი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსული განათლების მქონე ინჟინერი და ეკონომისტია, რომელმაც "კლასიკური ოლიგარქისთვის დამახასიათებელი გამდიდრების გზა განვლო".

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, შონ უოკერის შეფასებით, ის ამერიკული განათლების მქონე ადვოკატია, რომელიც 1990-იან წლებში დაბრუნდა სამშობლოში პოლიტიკური კარიერის ასაწყობად.

სტატიაში აღნიშნულია, რომ არჩევნებში ივანიშვილის გამარჯვებიდან ორ თვეში, საქართველოში ყოფილი მინისტრების წინააღმდეგ საგამოძიებო საქმეები აღიძრა. უცხოელმა ლიდერებმა აღშფოთება გამოხატეს და ამას სააკაშვილის გუნდის წინააღმდეგ გატარებული პოლიტიკური რეპრესია უწოდეს. რამდენიმე მინისტრის საქმე კვლავაც გამოძიებაში იმყოფება, ათზე მეტი მაღალჩინოსანი საპატიმროშია და ყოველდღიურად კვლავაც ვრცელდება ახალი ამბები დაკავებებთან დაკავშირებით.

"ბატონმა ივანიშვილმა უცხოელი ჟურნალისტების მცირე ჯგუფი, მათ შორის The Independent-იდანაც", ამ თვეში თავისთან მიიწვია, რათა პირდაპირ ესაუბრა. მან განაცხადა, რომ ყველა დაკავება უკავშირდება უტყუარ დანაშაულს და რომ ამასთან დაკავშირებული საერთაშორისო პროტესტი გაუგებრობით იყო გამოწვეული. ევროპა მიეჩვია "სააკაშვილის მთავრობის მიერ დახატულ მომნუსხველ და გამოგონილ სურათს, - ამბობს ბატონი ივანიშვილი, - ის ახერხებდა წარმატებისთვის მიღწევას ევროპელი ლიდერების მოტყუებით. ის გაქნილი მატყუარაა",-წერს ჟურნალისტი.

სტატიაში მოყვანილია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარიც. "არც ერთი დაკავება არ ყოფილა პოლიტიკურად მოტივირებული", - აცხადებს ღარიბაშვილი და აღნიშნავს, რომ "ნებისმიერი ნორმალური დემოკრატიული ქვეყანა მოიქცეოდა ისე, როგორც ჩვენ მოვიქეცით".

ამასთან, სტატიაში ნათქვამია, რომ ბევრი ყოფილი მაღალჩინოსანი დაკავებული და ციხეში გადაყვანილი იყო, "ერთი შეხედვით, გარეგნულად უმნიშვნელო დარღვევებით".

"ვანო მერაბიშვილი, ხანგრძლივი დროით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და ბატონი სააკაშვილის რჩეული პრემიერ-მინისტრი, ყალბი პასპორტის გამოყენებისთვის დაიკითხა. დაკითხვის ოთახში ბატონ მერაბიშვილს ჰქონდა ადამიანის სახე, რომელიც წინასწარგანზრახულად ფიქრობს გაუგზავნოს შეტყობინება მოსახლეობას: საქართველოს პოლიციის რეფორმების არქიტექტორი ახლა თავად არის ეჭვმიტანილი",- აღნიშნულია სტატიაში.

აქვე მოყვანილია ვანო მერაბიშვილის ციტატაც - "მათ ასევე დააკავეს ჩემი 71 წლის ბიძა, რომელსაც ბრალს სდებენ ტყეების უკანონოდ გაჩეხვაში. დედაჩემი ცრემლებს ვერ იკავებდა".

ჟურნალისტი წერს, რომ რთულია თანამედროვე ქართველი პოლიტიკოსების ჩახლართული მონათხრობების გარკვევა.

"ორივე მხარე ერთმანეთის დემონიზირებას ახდენს და, ამავდროულად, საკუთარ თავს უმწიკვლო დემოკრატიული თვისებების მქონეებად წარმოაჩენს. დასავლეთის ლიდერებმა ნდობა გამოუცხადეს ბატონ სააკაშვილს სისტემის აგებაში, რომელის გამოც ის ფაქტობრივად დამარცხდა არჩევნებში, განსხვავებით მისი მეზობლების უმრავლესობისგან. თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ ზოგჯერ ის ხედავდა საკუთარ თავში კეთილშობილ დიქტატორს, რომელიც ახალ, მოდერნისტულ ქვეყანას აშენებდა, თუმცა საზოგადოებასთან კონსულტაციის გარეშე.

თუმცა, ბატონი ივანიშვილი არ არის სამაგალითო დემოკრატი. ”მან შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივი დევნა შეწყდებოდა, თუ მას შეუფერხებლად მმართველობის ნებას დართავდნენ",-აღნიშნავს ჟურნალისტი.

უოკერს სტატიაში მოჰყავს საქართველოს უშიშროების ეროვნული საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებაც, სადაც ის ამბობს - ბიძინა ივანიშვილმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ "დევნა დამოკიდებულია ჩვენს ხმამაღალ განცხადებებზე". ბოკერია მიიჩნევს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ეს მიუღებელია.

”რა თქმა უნდა, ამან დიპლომატიური საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია. ამის თქმა ნაადრევია, თუმცა არსებობს საგანგაშო ნიშნები იმისა, რომ მას სურს, სააკაშვილი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე გადააყენოს, რაც დემოკრატიულად გაუმართლებელია კოჰაბიტაციურ პერიოდში",- მოჰყავს გამოცემას დასავლელი დიპლომატის ციტატა, რომლის ვინაობასაც სტატიის ავტორი არ ასახელებს.

სტატიაში ასევე მოყვანილია ქართველი პოლიტოლოგის ალექსანდრე რონდელის განცხადებაც, რომელიც ამბობს, რომ ნაადრევია ივანიშვილის ავტოკრატიულობის ჩამოწერა, მაგრამ ვარაუდობს, რომ მილიარდერის უზომოდ მაღალი რეიტინგი შესაძლოა, დაეცეს, როცა ხალხი გაანალიზებს, რომ ის არ არის მესია და არ შეუძლია საკუთარი ფულის დახარჯვა ხალხის ცხოვრებისეული პირობების გასაუმჯობესებლად.

"ხალხი ელოდება, რომ საქართველო უცბად იქცევა შანგრილად, თუმცა მას ათწლეულობით ურთულესი მუშაობა დასჭირდება", - ამბობს რონდელი.

"ბატონმა ივანიშვილმა თავდაპირველად განაცხადა, რომ ის პოლიტიკაში მხოლოდ ორი წლის განმავლობაში დარჩება, მერე კი გადადგება და ქვეყანას კოალიციის სხვა წევრებს ჩააბარებს სამართავად. თუმცა, როგორც ჩანს მან უკვე გადაიფიქრა და აცხადებს, რომ დაიკავებს იმ პოზიციას "რა პოზიციაც ქართველი ხალხისთვის იქნება უკეთესი”, - წერს გამოცემა.

როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, მიუხედავად მოლოდინისა, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში იმაზე მეტ ხანს დარჩება, ვიდრე პირობა დადო, პრემიერი აცხადებს - ქვეყნის მართვა სიამოვნებას არ ანიჭებს.

”პოლიტიკა შეუსაბამობაშია ჩემს პიროვნებასთან. სიმართლე გითხრათ, ის არასოდეს მხიბლავდა. თუმცა, პლანეტის მაცხოვრებელთა უმრავლესობა აკეთებს იმას, რისი გაკეთებაც არ მოსწონს”-, მოჰყავს გამოცემას ივანიშვილის ციტატა.

მომზადებულია The Independent-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა