პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2012 წლის ყველაზე გამორჩეული წყვილები
2012 წლის ყველაზე გამორჩეული წყვილები

ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდარ ცვლი­ლე­ბებს სა­გულ­და­გუ­ლოდ ასა­ი­დუმ­ლო­ე­ბენ, თუმ­ცა ინ­ტე­რე­სი მათ მი­მართ ისე დი­დია, რომ შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არა­ფე­რი რჩე­ბა. 2012 წელი ტრა­დი­ცი­უ­ლი, მო­უ­ლოდ­ნე­ლი და ხან­მოკ­ლე ქორ­წი­ნე­ბე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი იყო.

წლის წყვი­ლი

სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე, ამ­ჟა­მად კი პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რი მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე გა­თხოვ­და. მისი რჩე­უ­ლი ზაზა გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლია. ისი­ნი ბავ­შვო­ბი­დან იც­ნობ­დნენ ერ­თმა­ნეთს და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერ­მა ბავ­შვო­ბის სიყ­ვა­რულ­ზე იქორ­წი­ნა.

- ერთ ეზო­ში გა­ვი­ზარ­დეთ, კარ­გი მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით. იყო გრძნო­ბაც, მაგ­რამ უფრო ზა­ზას­გან. მერე ჩვე­ნი გზე­ბი გა­ი­ყო და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენს ოჯა­ხებს­ ურ­თი­ერ­თო­ბა არ გა­უ­წყვე­ტი­ათ, ზაზა ოც წე­ლი­წად­ზე მეტ­ხანს არ მი­ნა­ხავს. ის თა­ვის­თვის იყო, მე ჩემი ოჯა­ხი მქონ­და, ქმარ-შვი­ლი მყავ­და, - ამ­ბობს მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე.

ბავ­შვო­ბის მე­გობ­რებ­მა ერ­თმა­ნე­თი ოცი წლის შემ­დეგ "ფე­ის­ბუ­ქის" მეშ­ვე­ო­ბით იპო­ვეს, ორ­თვი­ა­ნი მი­მო­წე­რის შემ­დეგ კი შე­უღ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტეს. 11 ოქ­ტომ­ბერს ჯვა­რი მა­მა­და­ვი­თის ეკ­ლე­სი­ა­ში და­ი­წე­რეს, ხელ­მო­წე­რის ცე­რე­მო­ნია კი შინ გა­მარ­თეს. ჯვრის­წე­რას ეს­წრე­ბოდ­ნენ მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მეჯ­ვა­რე­ე­ბი და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მე­უღ­ლი­თურთ.

წლის მო­უ­ლოდ­ნე­ლი ქორ­წი­ნე­ბა

ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხში­რად ის­მო­და კი­თხვა - რო­დის თხოვ­დე­ბა ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი? ამ კი­თხვით თა­ვად მომ­ღე­რალ­საც ხში­რად მი­მარ­თავ­დნენ, რაც მას არა­ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში და­უ­ჩივ­ლია. ნინი ბევრ პო­პუ­ლა­რულ მა­მა­კაც­თან და­ა­წყვი­ლეს, მაგ­რამ მომ­ღე­რალ­მა ცხოვ­რე­ბა ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნობ ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძეს და­უ­კავ­ში­რა.

ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი წყალ­ბურ­თე­ლია. ის რუ­სე­თის წყალ­ბურ­თელ­თა ნაკ­რე­ბის წევ­რი იყო, ახლა კი სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი აქვს და მოს­კოვ­ში, კოქ­ტე­ილ-ბარს ხელ­მძღვა­ნე­ლობს. თავ­და­პირ­ვე­ლად ირაკ­ლი ნი­ნის საქ­მი­ა­ნი წი­ნა­და­დე­ბით შეხ­ვდა - უთხრა, რომ კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვას აპი­რებ­და და მისი მიწ­ვე­ვაც სურ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სიყ­ვა­რუ­ლი აუხ­სნა და ცო­ლო­ბა სთხო­ვა. წყვილ­მა 20 ოქ­ტომ­ბერს და­ი­წე­რა ჯვა­რი მცხე­თა­ში, ჯვრის მო­ნას­ტერ­ში, მერე კი "შე­რა­ტონ­ში" გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­და. ნინი ირაკ­ლის­თან, მოს­კოვ­ში გა­და­სახ­ლდა, თუმ­ცა სიმ­ღე­რის­თვის თავი არ და­უ­ნე­ბე­ბია. რუ­სეთ­ში მან უკვე რამ­დე­ნი­მე კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა.

წლის ხან­მოკ­ლე ქორ­წი­ნე­ბა

მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო მომ­ღე­რალ ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლის გა­თხო­ვე­ბა. იან­ვარ­ში მან ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის თა­ნამ­შრო­მელ თენ­გიზ წივ­წი­ვა­ძე­ზე იქორ­წი­ნა. ნი­ნამ და თენ­გიზ­მა ერ­თმა­ნე­თი შარ­შან კლა­ი­პე­და­ში (ლატ­ვია) სა­კა­ლათ­ბურ­თო მატ­ჩის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას გა­იც­ნეს, რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ კი შე­უღლდნენ. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ნინა თავს ბედ­ნი­ე­რად მი­იჩ­ნევ­და. ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლი იშ­ვი­ა­თად ჩან­და ტე­ლე­ე­თერ­ში და ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, თა­ვი­სუ­ფალ დროს ოჯა­ხურ წრე­ში ატა­რებ­და, მაგ­რამ ეს ქორ­წი­ნე­ბა სულ რამ­დე­ნი­მე თვეს გაგ­რძელ­და. ყო­ფი­ლი ცოლ-ქმა­რი და­შო­რე­ბის მი­ზეზს არ ამ­ხელს.

წლის რო­მან­ტი­კუ­ლი წყვი­ლი

30 წლის ტე­ლე­წამ­ყვან­მა სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილ­მა ცხოვ­რე­ბა ბიზ­ნეს­მენ ვახ­ტანგ ნი­კო­ლე­იშ­ვილს და­უ­კავ­ში­რა. სა­ლო­მეს­თვის ეს მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბაა, ვა­ხოს­თვის - მე­ო­რე. სა­ლო­მემ თა­ვი­სი ქორ­წი­ლის შე­სა­ხებ სამი სა­ა­თით ადრე შე­ი­ტყო. წყვილ­მა ხელი სიღ­ნაღ­ში მო­ა­წე­რა, მერე კი დუ­ბა­ი­ში გა­ემ­გზავ­რა.

წლის გა­ურ­კვე­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა

ვე­რა­ვინ და­ად­გი­ნა, ნამ­დვი­ლად გა­თხოვ­და თუ არა ქეთა თო­ფუ­რია. ის სამი წე­ლია ხვდე­ბა 37 წლის ბიზ­ნეს­მენს ლევ გე­იხ­მანს, რო­მე­ლიც თვითმფრი­ნავ­ში გა­იც­ნო.

რუ­სუ­ლი პრე­სის ცნო­ბით, წყვილ­მა გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლის გა­დახ­და­ზე უარი თქვა და მე­გობ­რე­ბის წრე­ში სა­ი­დუმ­ლოდ იქორ­წი­ნა. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა "A სტუ­დი­ოს" პრესმდი­ვა­ნი, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ ქეთა და ლევ გე­იხ­მა­ნი ერ­თად არი­ან, მაგ­რამ მათი ქორ­წი­ნე­ბის ამ­ბა­ვი ჭო­რია.

სპორ­ტულ-მუ­სი­კა­ლუ­რი წყვი­ლი

წელს გა­თხოვ­და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი ქეთი მე­ლუა. ქე­თის რჩე­უ­ლი მო­ტომრბო­ლე­ლი ჯე­იმს ტა­უზ­ლენ­დია. ქე­თიმ და ჯე­იმსმა ერ­თმა­ნე­თი 2011 წლის აპ­რილ­ში კონ­ცერ­ტზე გა­იც­ნეს. ცე­რე­მო­ნია ლონ­დო­ნის და­სავ­ლე­თით, სა­მე­ფო ბაღ­ში მდე­ბა­რე კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში გა­ი­მარ­თა და 200 სტუ­მა­რი იყო მოწ­ვე­უ­ლი, მათ შო­რის ნი­დერ­ლან­დე­ბის პრინ­ცი, მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი უი­ლი­ამ ორ­ბი­ტი და კომ­პო­ზი­ტო­რი მაიკ ბატი. მომ­ღე­რალს სა­ქორ­წი­ნო კაბა ბრი­ტა­ნეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა ლაკო ბუ­კი­ამ შე­უ­კე­რა. მა­ნამ­დე იყო ნიშ­ნო­ბა რო­მან­ტი­კულ გა­რე­მო­ში, წყვი­ლი მალ­დი­ვის კუნ­ძუ­ლებ­ზე ის­ვე­ნებ­და, სა­სი­ძომ მომ­ღე­რალს ხელი 2011 წლის დე­კემ­ბერ­ში სთხო­ვა. ქე­თიმ კი ინ­ფორ­მა­ცია და­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ გრე­მის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე გა­ახ­მა­უ­რა. ჯე­იმს ტა­უზ­ლენ­დი სიმ­ღე­რე­ბის ავ­ტორ-შემ­სრუ­ლე­ბე­ლიც გახ­ლავთ. წერს მუ­სი­კას, მღე­რის და საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტებს მარ­თავს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

2012 წლის ყველაზე გამორჩეული წყვილები

2012 წლის ყველაზე გამორჩეული წყვილები

ცნობილი ადამიანები პირად ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებს საგულდაგულოდ ასაიდუმლოებენ, თუმცა ინტერესი მათ მიმართ ისე დიდია, რომ შეუმჩნეველი არაფერი რჩება. 2012 წელი ტრადიციული, მოულოდნელი და ხანმოკლე ქორწინებებით დატვირთული იყო.

წლის წყვილი

საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვებიდან რამდენიმე დღეში პარტიის თავმჯდომარე, ამჟამად კი პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე გათხოვდა. მისი რჩეული ზაზა გოგიჩაიშვილია. ისინი ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს და შეიძლება ითქვას, რომ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ბავშვობის სიყვარულზე იქორწინა.

- ერთ ეზოში გავიზარდეთ, კარგი მეგობრები ვიყავით. იყო გრძნობაც, მაგრამ უფრო ზაზასგან. მერე ჩვენი გზები გაიყო და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ოჯახებს­ ურთიერთობა არ გაუწყვეტიათ, ზაზა ოც წელიწადზე მეტხანს არ მინახავს. ის თავისთვის იყო, მე ჩემი ოჯახი მქონდა, ქმარ-შვილი მყავდა, - ამბობს მანანა კობახიძე.

ბავშვობის მეგობრებმა ერთმანეთი ოცი წლის შემდეგ "ფეისბუქის" მეშვეობით იპოვეს, ორთვიანი მიმოწერის შემდეგ კი შეუღლება გადაწყვიტეს. 11 ოქტომბერს ჯვარი მამადავითის ეკლესიაში დაიწერეს, ხელმოწერის ცერემონია კი შინ გამართეს. ჯვრისწერას ესწრებოდნენ მხოლოდ ოჯახის წევრები, მეჯვარეები და ბიძინა ივანიშვილი მეუღლითურთ.

წლის მოულოდნელი ქორწინება

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ხშირად ისმოდა კითხვა - როდის თხოვდება ნინი ბადურაშვილი? ამ კითხვით თავად მომღერალსაც ხშირად მიმართავდნენ, რაც მას არაერთ ინტერვიუში დაუჩივლია. ნინი ბევრ პოპულარულ მამაკაცთან დააწყვილეს, მაგრამ მომღერალმა ცხოვრება ქართველი საზოგადოებისთვის უცნობ ირაკლი კუტალაძეს დაუკავშირა.

ირაკლი კუტალაძე პროფესიონალი წყალბურთელია. ის რუსეთის წყალბურთელთა ნაკრების წევრი იყო, ახლა კი საკუთარი ბიზნესი აქვს და მოსკოვში, კოქტეილ-ბარს ხელმძღვანელობს. თავდაპირველად ირაკლი ნინის საქმიანი წინადადებით შეხვდა - უთხრა, რომ კონცერტის გამართვას აპირებდა და მისი მიწვევაც სურდა, მოგვიანებით კი სიყვარული აუხსნა და ცოლობა სთხოვა. წყვილმა 20 ოქტომბერს დაიწერა ჯვარი მცხეთაში, ჯვრის მონასტერში, მერე კი "შერატონში" გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა. ნინი ირაკლისთან, მოსკოვში გადასახლდა, თუმცა სიმღერისთვის თავი არ დაუნებებია. რუსეთში მან უკვე რამდენიმე კონცერტი გამართა.

წლის ხანმოკლე ქორწინება

მოულოდნელი იყო მომღერალ ნინა წკრიალაშვილის გათხოვება. იანვარში მან ძალოვანი უწყების თანამშრომელ თენგიზ წივწივაძეზე იქორწინა. ნინამ და თენგიზმა ერთმანეთი შარშან კლაიპედაში (ლატვია) საკალათბურთო მატჩის მიმდინარეობისას გაიცნეს, რამდენიმე თვის შემდეგ კი შეუღლდნენ. შეყვარებული ნინა თავს ბედნიერად მიიჩნევდა. ახალდაქორწინებული მომღერალი იშვიათად ჩანდა ტელეეთერში და ღონისძიებებზე, თავისუფალ დროს ოჯახურ წრეში ატარებდა, მაგრამ ეს ქორწინება სულ რამდენიმე თვეს გაგრძელდა. ყოფილი ცოლ-ქმარი დაშორების მიზეზს არ ამხელს.

წლის რომანტიკული წყვილი

30 წლის ტელეწამყვანმა სალომე გოგიაშვილმა ცხოვრება ბიზნესმენ ვახტანგ ნიკოლეიშვილს დაუკავშირა. სალომესთვის ეს მესამე ქორწინებაა, ვახოსთვის - მეორე. სალომემ თავისი ქორწილის შესახებ სამი საათით ადრე შეიტყო. წყვილმა ხელი სიღნაღში მოაწერა, მერე კი დუბაიში გაემგზავრა.

წლის გაურკვეველი ქორწინება

ვერავინ დაადგინა, ნამდვილად გათხოვდა თუ არა ქეთა თოფურია. ის სამი წელია ხვდება 37 წლის ბიზნესმენს ლევ გეიხმანს, რომელიც თვითმფრინავში გაიცნო.

რუსული პრესის ცნობით, წყვილმა გრანდიოზული ქორწილის გადახდაზე უარი თქვა და მეგობრების წრეში საიდუმლოდ იქორწინა. ამ ინფორმაციას გამოეხმაურა "A სტუდიოს" პრესმდივანი, რომელმაც განაცხადა, რომ ქეთა და ლევ გეიხმანი ერთად არიან, მაგრამ მათი ქორწინების ამბავი ჭორია.

სპორტულ-მუსიკალური წყვილი

წელს გათხოვდა დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი მელუა. ქეთის რჩეული მოტომრბოლელი ჯეიმს ტაუზლენდია. ქეთიმ და ჯეიმსმა ერთმანეთი 2011 წლის აპრილში კონცერტზე გაიცნეს. ცერემონია ლონდონის დასავლეთით, სამეფო ბაღში მდებარე კონსერვატორიაში გაიმართა და 200 სტუმარი იყო მოწვეული, მათ შორის ნიდერლანდების პრინცი, მუსიკალური პროდიუსერი უილიამ ორბიტი და კომპოზიტორი მაიკ ბატი. მომღერალს საქორწინო კაბა ბრიტანეთში მოღვაწე ქართველმა დიზაინერმა ლაკო ბუკიამ შეუკერა. მანამდე იყო ნიშნობა რომანტიკულ გარემოში, წყვილი მალდივის კუნძულებზე ისვენებდა, სასიძომ მომღერალს ხელი 2011 წლის დეკემბერში სთხოვა. ქეთიმ კი ინფორმაცია დაქორწინების შესახებ გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე გაახმაურა. ჯეიმს ტაუზლენდი სიმღერების ავტორ-შემსრულებელიც გახლავთ. წერს მუსიკას, მღერის და საქველმოქმედო კონცერტებს მართავს.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"