სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა მთავრობის წარმომადგენლები მოსკოვში გაგზავნა, გაერო-ს დესპანის, ლახდარ ბრაჰიმის შემოთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! განსახილველად, რომელიც ქვეყანაში 21-თვიანი კონფლიქტის დასრულებას ეხება.
"ესოშიეითედ პრესის" ინფორმაციით, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ფაისალ მეკდადი და მისი თანაშემწე მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდებიან.
ოფიციალური მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის 29 დეკემბერს გაიმართება. შეხვედრას დაესწრება გაერო-სა და არაბთა ლიგის წარმომადგენელი ლახდარ ბრაჰიმიც.
რუსეთი, რომელიც სირიის დიდი ხნის მოკავშირე და იარაღის მიმწოდებელია, ხშირად აკრიტიკებს დასავლეთსა და არაბულ სახელმწიფოებს მეამბოხეთა მხარდაჭერისთვის.
მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.