ესპანეთის ცენტრალურ პროვინცია ტოლედოში მდებარე ნარკოტიკების გამავრცელებელ ბაზაში პოლიციამ რეიდი მოაწყო.
ოპერაციის შედეგად პოლიციამ 11 ტონა ჰაშიში ამოიღო და 35 ადამიანი დააკავა.
სამართალდამცავებმა ასევე 100 ათასი ევროს, 14 ავტომობილისა და ათობით მობილური ტელეფონის კონფისკაცია მოახდინეს.
პოლიციის ინფორმაციით, ნარკოტიკების გადმოტანა მაროკოდან, სატვირთო მანქანებში არსებული საიდუმლო განყოფილებების მეშვეობით ხდებოდა; ნარკოტიკები ტოლედოს საწყობებში ინახებოდა.
"ჩვენ შევძელით იმ ორგანიზაციის დაშლა, რომელიც მთელ სისტემას აკონტროლებდა დაწყებული ნარკოტიკული პროდუქციებით, დასრულებული მისი ტრანსპორტირებით ესპანეთში, შემდეგ კი ევროპაში, განსაკუთრებით საფრანგეთში, ბელგიაში, ინგლისსა და ჰოლანდიაში გავრცელებით", - ნათქვამია ესპანეთის პოლიციის განცხადებაში.