კონფლიქტები
პოლიტიკა

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მის არაბული სამყარო 2012" სირიელი გახდა
"მის არაბული სამყარო 2012" სირიელი გახდა

ეგ­ვიპ­ტის დე­და­ქა­ლაქ ქა­ი­რო­ში სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სი "მის არა­ბუ­ლი სამ­ყა­რო 2012" გა­ი­მარ­თა. მთა­ვა­რი ტი­ტუ­ლი სი­რი­ი­დან დევ­ნილ ნა­დინ ფა­ჰადს ერგო.

ნა­დინ­მა კონ­კუ­რენ­ცია 15 ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელს გა­უ­წია, მათ შო­რის იყ­ვნენ კონ­კურ­სან­ტე­ბი ეგ­ვიპ­ტი­დან, იე­მე­ნი­დან, ალ­ჟი­რი­დან, ლი­ბა­ნი­დან, ერა­ყი­დან და სუ­და­ნი­დან.

გა­რეგ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბას გო­გო­ნე­ბი დე­ფი­ლე­ზე ახ­დენ­დნენ, ქუ­ლე­ბის მხო­ლოდ 20%-ს შე­ად­გენ­და. და­ნარ­ჩე­ნი ქუ­ლე­ბი კონ­კურ­სან­ტებ­მა არა­ბუ­ლი სამ­ყა­როს ტრა­დი­ცი­ის ცოდ­ნით, ქცე­ვის წე­სე­ბი­თა და მათი კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რო­ბის უნა­რით და­აგ­რო­ვეს.

სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ჟი­უ­რიმ შე­ა­ფა­სა, რო­მე­ლიც არა­ბუ­ლი სამ­ყა­როს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბით იყო და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი.

ფა­ჰა­დიმ, რო­მე­ლიც "მის არა­ბულ სამ­ყა­როდ" და­ა­სა­ხე­ლეს, სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბა სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას, სი­რი­ას მი­უ­ძღვნა. სამ­შობ­ლო­დან ნა­დი­ნი ეგ­ვიპ­ტე­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. ემიგ­რა­ცი­ის მი­ზე­ზი სა­მო­ქა­ლა­ქო ომი იყო.

"ძა­ლი­ან მინ­და და­ვეხ­მა­რო იმ ბავ­შვებს და მშვი­დო­ბი­ან მო­ქალ­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც არე­უ­ლო­ბე­ბის მსხვერ­პლნი არი­ან. იმე­დი მაქვს მალე მშვი­დო­ბი­ან ქვე­ყა­ნა­ში შევ­ძლებ დაბ­რუ­ნე­ბას", - გა­ნა­ცხა­და "მის არა­ბულ­მა სამ­ყა­რომ".

სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სი ეგ­ვიპ­ტე­ში 2007 წლი­დან იმარ­თე­ბა. მისი მი­ზა­ნი არა­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის და­ახ­ლო­ე­ბა და მათი კულ­ტუ­რის დე­მონ­სტრი­რე­ბაა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია alarabiya.net-ის მი­ხედ­ვით.

"მის არაბული სამყარო 2012" სირიელი გახდა

"მის არაბული სამყარო 2012" სირიელი გახდა

ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში სილამაზის კონკურსი "მის არაბული სამყარო 2012" გაიმართა. მთავარი ტიტული სირიიდან დევნილ ნადინ ფაჰადს ერგო.

ნადინმა კონკურენცია 15 ქვეყნის წარმომადგენელს გაუწია, მათ შორის იყვნენ კონკურსანტები ეგვიპტიდან, იემენიდან, ალჟირიდან, ლიბანიდან, ერაყიდან და სუდანიდან.

გარეგნული მონაცემები, რომლის დემონსტრირებას გოგონები დეფილეზე ახდენდნენ, ქულების მხოლოდ 20%-ს შეადგენდა. დანარჩენი ქულები კონკურსანტებმა არაბული სამყაროს ტრადიციის ცოდნით, ქცევის წესებითა და მათი კომუნიკაბელურობის უნარით დააგროვეს.

სილამაზის კონკურსის მონაწილეები ჟიურიმ შეაფასა, რომელიც არაბული სამყაროს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული.

ფაჰადიმ, რომელიც "მის არაბულ სამყაროდ" დაასახელეს, საკუთარი წარმატება საკუთარ ქვეყანას, სირიას მიუძღვნა. სამშობლოდან ნადინი ეგვიპტეში გადავიდა საცხოვრებლად. ემიგრაციის მიზეზი სამოქალაქო ომი იყო.

"ძალიან მინდა დავეხმარო იმ ბავშვებს და მშვიდობიან მოქალქეებს, რომლებიც არეულობების მსხვერპლნი არიან. იმედი მაქვს მალე მშვიდობიან ქვეყანაში შევძლებ დაბრუნებას", - განაცხადა "მის არაბულმა სამყარომ".

სილამაზის კონკურსი ეგვიპტეში 2007 წლიდან იმართება. მისი მიზანი არაბული ქვეყნების დაახლოება და მათი კულტურის დემონსტრირებაა.

მომზადებულია alarabiya.net-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს