სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - "საქართველოს მთავრობა დღეს არასტაბილურობას ასხივებს და ქაოსის სიგნალებს იძლევა"
მიხეილ სააკაშვილი - "საქართველოს მთავრობა დღეს არასტაბილურობას ასხივებს და ქაოსის სიგნალებს იძლევა"

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა დღეს არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბას ას­ხი­ვებს და ქა­ო­სის სიგ­ნა­ლებს იძ­ლე­ვა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა დღეს მარ­ტვილ­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი საკ­რე­ბუ­ლოს ხელ­მძღვა­ნელ­სა და რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბელ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

პრე­ზი­დენ­ტმა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის გამ­გე­ო­ბე­ბის პი­კე­ტი­რე­ბის ფაქ­ტე­ბიც შე­ა­ფა­სა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რი­სა და რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბე­ლის­გან მო­ის­მი­ნა ინ­ფორ­მა­ცია, თუ რამ­დე­ნად ეძ­ლე­ვათ მათ მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ამის შემ­დეგ კი გა­ნა­ცხა­და, რომ იმ რე­გი­ო­ნე­ბის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ებ­ზე, რომ­ლებ­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ, ზე­წო­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დაკ­ვე­თით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

"ეჭვს არ იწ­ვევს, რომ ეს ქა­ო­სუ­რი პრო­ცე­სე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ არის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი. ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ შო­რის ამ სა­კი­თხებ­ზე მო­მუ­შა­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის ცნო­ბით ვიცი, რომ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ებ­ზე ზე­წო­ლა პი­რა­დად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­ვა­ლე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა", – გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტმა ზე­წო­ლის რამ­დე­ნი­მე მა­გა­ლი­თიც და­ა­სა­ხე­ლა. მათ შო­რის ხაზი ქე­დის დე­პუ­ტა­ტის შემ­თხვე­ვას გა­უს­ვა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, დე­პუ­ტატ ფუტ­კა­რა­ძის შვი­ლი ნარ­კო­ტი­კე­ბის ფაქ­ტზე და­ი­ჭი­რეს და ამით აი­ძუ­ლეს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ფრაქ­ცია და­ე­ტო­ვე­ბი­ნა.

"სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა დღეს არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბას ას­ხი­ვებს და ქა­ო­სის სიგ­ნა­ლებს იძ­ლე­ვა. არ შე­იძ­ლე­ბა მთავ­რო­ბა ხუ­ლიგ­ნურ აქ­ცი­ებს და ქა­ოსს კო­ორ­დი­ნი­რებ­დეს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ატა­რებს ნიშ­ნებს, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ვინ­ცი­უ­ლი დიქ­ტა­ტუ­რის სი­ტუ­ა­ცი­ა­ში შე­იყ­ვანს და ქვე­ყა­ნას 10-15 წლით უკან დას­წევს", - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, "რამ­დე­ნიც არ უნდა ვუ­კე­თოთ რე­ვე­რან­სე­ბი ჩრდი­ლო მე­ზო­ბელს, სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნაა და ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში ასე­თი ქმე­დე­ბე­ბით ფონს ვერც ერთი მთავ­რო­ბა ვერ გავა".

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

მიხეილ სააკაშვილი - "საქართველოს მთავრობა დღეს არასტაბილურობას ასხივებს და ქაოსის სიგნალებს იძლევა"

მიხეილ სააკაშვილი - "საქართველოს მთავრობა დღეს არასტაბილურობას ასხივებს და ქაოსის სიგნალებს იძლევა"

საქართველოს მთავრობა დღეს არასტაბილურობას ასხივებს და ქაოსის სიგნალებს იძლევა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს მარტვილში, ადგილობრივი საკრებულოს ხელმძღვანელსა და რაიონის გამგებელთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრეზიდენტმა მუნიციპალიტეტების გამგეობების პიკეტირების ფაქტებიც შეაფასა. მიხეილ სააკაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარისა და რაიონის გამგებელისგან მოისმინა ინფორმაცია, თუ რამდენად ეძლევათ მათ მუშაობის საშუალება. ამის შემდეგ კი განაცხადა, რომ იმ რეგიონების თვითმმართველობის ორგანოებზე, რომლებსაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ, ზეწოლა საქართველოს მთავრობის დაკვეთით ხორციელდება.

"ეჭვს არ იწვევს, რომ ეს ქაოსური პროცესები, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის მიერ არის კოორდინირებული. ჩემს ხელთ არსებული ყველა ინფორმაციით, მათ შორის ამ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო დამკვირვებლების ცნობით ვიცი, რომ თვითმმართველობის ორგანოებზე ზეწოლა პირადად პრემიერ-მინისტრის დავალებით ხორციელდება", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ზეწოლის რამდენიმე მაგალითიც დაასახელა. მათ შორის ხაზი ქედის დეპუტატის შემთხვევას გაუსვა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, დეპუტატ ფუტკარაძის შვილი ნარკოტიკების ფაქტზე დაიჭირეს და ამით აიძულეს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია დაეტოვებინა.

"საქართველოს მთავრობა დღეს არასტაბილურობას ასხივებს და ქაოსის სიგნალებს იძლევა. არ შეიძლება მთავრობა ხულიგნურ აქციებს და ქაოსს კოორდინირებდეს. ეს ყველაფერი ატარებს ნიშნებს, რომელიც საბოლოოდ საქართველოს პროვინციული დიქტატურის სიტუაციაში შეიყვანს და ქვეყანას 10-15 წლით უკან დასწევს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, "რამდენიც არ უნდა ვუკეთოთ რევერანსები ჩრდილო მეზობელს, საქართველო ევროპული ქვეყანაა და ევროპულ ქვეყნებში ასეთი ქმედებებით ფონს ვერც ერთი მთავრობა ვერ გავა".

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა