მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მილა იოვოვიჩმა საბჭოთა ბავშვობა გაიხსენა
მილა იოვოვიჩმა საბჭოთა ბავშვობა გაიხსენა

ჰო­ლი­ვუ­დის ცნო­ბი­ლი ვარ­სკვლა­ვი მილა იო­ვო­ვი­ჩი 30 წლის წინ, მი­ლი­ო­ნო­ბით საბ­ჭო­თა ბავ­შვის მსგავ­სად, თეთ­რი ბაფ­თე­ბით და­დი­ო­და. ვარ­სკვლავ­მა მიკ­რობ­ლოგ "ტვი­ტერ­ში" ბავ­შვო­ბის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა და კო­მენ­ტა­რიც და­ურ­თო.

"ვი­პო­ვე ჩემი ბავ­შვო­ბის ფოტო, რო­მე­ლიც 70-იანი წლე­ბის რუ­სეთ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. ფოტო ისე­თი დეპ­რე­სი­უ­ლი და კო­მუ­ნის­ტუ­რია! ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია!" - ასე და­ა­კო­მენ­ტა­რა მსა­ხი­ობ­მა ფო­ტო­სუ­რა­თი.

მილა იო­ვო­ვი­ჩი 5 წლამ­დე კი­ევ­ში ცხოვ­რობ­და. შემ­დეგ მშობ­ლებ­თან ერ­თად ლოს-ან­ჯე­ლეს­ში გა­და­ვი­და. ვარ­სკვლა­ვი იხ­სე­ნებს, რომ მიგ­რა­ცი­ის შემ­დეგ, სკო­ლა­ში აქ­ცენ­ტის გამო დას­ცი­ნოდ­ნენ.

"კო­მუ­ნისტს და რუს შპი­ონს მე­ძახნ­დნენ. არა­ვის არ სურ­და ჩემ­თან მე­გობ­რო­ბა, არ მი­ღებ­დნენ მათ წრე­ში", - გა­ნა­ცხა­და ვარ­სკვლავ­მა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ლოს-ან­ჯე­ლეს­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ მი­ლას დედა რე­ჟი­სორ ბრა­ი­ან დე პალ­მას­თან მო­სამ­სა­ხუ­რედ მუ­შა­ობ­და, ხოლო მამა ფი­ნან­სუ­რი მა­ქი­ნა­ცი­ე­ბის გამო ცი­ხე­ში იჯდა. იო­ვო­ვიჩს სკო­ლის მი­ტო­ვე­ბა მო­უხ­და. 11 წლის ასაკ­ში მან სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა და­ი­წყო და 13 წლის ასაკ­ში პირ­ვე­ლი კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია spletnik.ru-ს მი­ხედ­ვით.

მილა იოვოვიჩმა საბჭოთა ბავშვობა გაიხსენა

მილა იოვოვიჩმა საბჭოთა ბავშვობა გაიხსენა

ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავი მილა იოვოვიჩი 30 წლის წინ, მილიონობით საბჭოთა ბავშვის მსგავსად, თეთრი ბაფთებით დადიოდა. ვარსკვლავმა მიკრობლოგ "ტვიტერში" ბავშვობის ფოტო გამოაქვეყნა და კომენტარიც დაურთო.

"ვიპოვე ჩემი ბავშვობის ფოტო, რომელიც 70-იანი წლების რუსეთშია გადაღებული. ფოტო ისეთი დეპრესიული და კომუნისტურია! ძალიან საყვარელია!" - ასე დააკომენტარა მსახიობმა ფოტოსურათი.

მილა იოვოვიჩი 5 წლამდე კიევში ცხოვრობდა. შემდეგ მშობლებთან ერთად ლოს-ანჯელესში გადავიდა. ვარსკვლავი იხსენებს, რომ მიგრაციის შემდეგ, სკოლაში აქცენტის გამო დასცინოდნენ.

"კომუნისტს და რუს შპიონს მეძახნდნენ. არავის არ სურდა ჩემთან მეგობრობა, არ მიღებდნენ მათ წრეში", - განაცხადა ვარსკვლავმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ლოს-ანჯელესში გადასვლის შემდეგ მილას დედა რეჟისორ ბრაიან დე პალმასთან მოსამსახურედ მუშაობდა, ხოლო მამა ფინანსური მაქინაციების გამო ციხეში იჯდა. იოვოვიჩს სკოლის მიტოვება მოუხდა. 11 წლის ასაკში მან სამოდელო კარიერა დაიწყო და 13 წლის ასაკში პირველი კონტრაქტი გააფორმა.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება