მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შეხვდებიან ჰოლივუდელები ახალ წელს
როგორ შეხვდებიან ჰოლივუდელები ახალ წელს

ახა­ლი წელი ყვე­ლა­ზე ზღაპ­რულ დღე­სას­წა­უ­ლად მი­იჩ­ნე­ვა, რო­მელ­საც რა­ღაც ჯა­დოს­ნუ­რი მუხ­ტი შე­მო­აქვს ცხოვ­რე­ბა­ში. თა­ნაც, ნათ­ქვა­მია, რო­გორც შეხ­ვდე­ბი, ისე გა­ა­ტა­რებ მთელ წელ­სო. ალ­ბათ სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ გა­და­წყვი­ტეს წელს ეს სა­კი­თხი ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვებ­მა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სამ­ყა­როს აღ­სას­რუ­ლის აქ­ტი­უ­რი პრო­პა­გან­და მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ჰო­ლი­ვუ­დე­ლე­ბი მა­ინც იმე­დი­ა­ნად იყ­ვნენ და არ და­ვი­წყე­ბი­ათ სა­ა­ხალ­წლო გეგ­მე­ბის და­სახ­ვა. მა­გა­ლი­თად, მსა­ხი­ო­ბი და ფო­ტო­მო­დე­ლი კიმ კარ­და­ში­ა­ნი ნიუ-იორ­კის სა­უ­კე­თე­სო კლუბ­ში აპი­რებს 2013 წლის შეხ­ვედ­რას. მას­თან ერ­თად იქ­ნე­ბი­ან დე­და­მი­სი კრის ჯე­ნე­რი და მისი მე­გობ­რე­ბი - ჯენი მა­კარ­ტი და კეტი პერი.

ჰო­ლი­ვუ­დის ერთ-ერ­თმა სექ­სუ­ა­ლურ­მა ვარ­სკვლავ­მა მი­ლა კუ­ნის­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ ახალ წელს ეშ­ტონ კატ­ჩერ­თან ერ­თად შეხ­ვდე­ბა.

წყვი­ლი გა­ემ­გზავ­რე­ბა ქა­ლაქ­ში, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე დიდ გა­სარ­თობ ად­გი­ლად მი­იჩ­ნე­ვა - ლას-ვე­გას­ში. სა­ვა­რა­უ­დოდ, ასე­ვე ლას-ვე­გასს მი­ა­შუ­რებს ლინდსი ლო­ჰა­ნი, თუ ბოლო წუთს არ შეც­ვა­ლა გეგ­მე­ბი და თუ კი­დევ არ და­ი­ჭი­რეს.

ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლი­სა და ბრედ პი­ტის ვარ­სკვლა­ვუ­რი წყვი­ლი დღე­სას­წა­ულს ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში შეხ­ვდე­ბა. ახა­ლი წელი მათ ოჯა­ხურ ზე­ი­მად მი­აჩ­ნი­ათ. თუმ­ცა კონ­კრე­ტულ ად­გილს ჟურ­ნა­ლის­ტებს არ უმ­ხე­ლენ, გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო.

ასე­ვე ოჯა­ხურ წრე­ში შე­ე­გე­ბე­ბი­ან ახალ წელს სხვა "მე­ო­ჯა­ხე" ვარ­სკვლა­ვე­ბი - მე­რა­ია კერი და ჰა­ი­დი კლუ­მი.

ლოს-ან­ჯე­ლე­სის ელი­ტურ წვე­უ­ლე­ბებ­საც ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი ეწ­ვე­ვა. მათ შო­რის იქ­ნე­ბი­ან ტე­ი­ლორ სვიფ­ტი და ჯას­ტინ ბი­ბე­რი, ასე­ვე და­უ­ქორ­წი­ნე­ბე­ლი ჯორჯ კლუ­ნი.

კეიტ მოსი კვლავ ტა­ი­ლან­დში აპი­რებს გამ­გზავ­რე­ბას, იქ, სა­დაც ზე­ი­მის სიმ­ბო­ლო - გვე­ლი, ყველ­გან არის, სა­ი­თაც გა­ი­ხე­დავ. იმე­დი აქვს, რომ ეს იღ­ბალს მო­უ­ტანს.

პე­რის ჰილ­ტო­ნი გეგ­მავს, ახალ წელს ჰილ­ტო­ნე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლო სას­ტუმ­რო­ში ოჯახ­თან ერ­თად შე­ე­გე­ბოს, მერე კი რო­მე­ლი­მე ვარ­სკვლა­ვურ წვე­უ­ლე­ბას შე­უ­ერ­თდეს.

ლედი გა­გამ შარ­შან მთე­ლი სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ე­ბი მიკრო­ფონ­ჩა­ხუ­ტე­ბულ­მა გა­ა­ტა­რა და ვერც და­ის­ვე­ნა. წლე­ვან­დე­ლი გეგ­მე­ბი კი ჯერ არ გა­უმ­ხე­ლია.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

როგორ შეხვდებიან ჰოლივუდელები ახალ წელს

როგორ შეხვდებიან ჰოლივუდელები ახალ წელს

ახალი წელი ყველაზე ზღაპრულ დღესასწაულად მიიჩნევა, რომელსაც რაღაც ჯადოსნური მუხტი შემოაქვს ცხოვრებაში. თანაც, ნათქვამია, როგორც შეხვდები, ისე გაატარებ მთელ წელსო. ალბათ საინტერესოა, როგორ გადაწყვიტეს წელს ეს საკითხი ჰოლივუდის ვარსკვლავებმა.

მიუხედავად იმისა, რომ სამყაროს აღსასრულის აქტიური პროპაგანდა მიმდინარეობდა, ჰოლივუდელები მაინც იმედიანად იყვნენ და არ დავიწყებიათ საახალწლო გეგმების დასახვა. მაგალითად, მსახიობი და ფოტომოდელი კიმ კარდაშიანი ნიუ-იორკის საუკეთესო კლუბში აპირებს 2013 წლის შეხვედრას. მასთან ერთად იქნებიან დედამისი კრის ჯენერი და მისი მეგობრები - ჯენი მაკარტი და კეტი პერი.

ჰოლივუდის ერთ-ერთმა სექსუალურმა ვარსკვლავმა მი­ლა კუნისმა გამოაცხადა, რომ ახალ წელს ეშტონ კატჩერთან ერთად შეხვდება.

წყვილი გაემგზავრება ქალაქში, რომელიც მსოფლიოს ყველაზე დიდ გასართობ ადგილად მიიჩნევა - ლას-ვეგასში. სავარაუდოდ, ასევე ლას-ვეგასს მიაშურებს ლინდსი ლოჰანი, თუ ბოლო წუთს არ შეცვალა გეგმები და თუ კიდევ არ დაიჭირეს.

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ვარსკვლავური წყვილი დღესასწაულს ოჯახურ გარემოში შეხვდება. ახალი წელი მათ ოჯახურ ზეიმად მიაჩნიათ. თუმცა კონკრეტულ ადგილს ჟურნალისტებს არ უმხელენ, გასაგები მიზეზების გამო.

ასევე ოჯახურ წრეში შეეგებებიან ახალ წელს სხვა "მეოჯახე" ვარსკვლავები - მერაია კერი და ჰაიდი კლუმი.

ლოს-ანჯელესის ელიტურ წვეულებებსაც ბევრი ცნობილი ადამიანი ეწვევა. მათ შორის იქნებიან ტეილორ სვიფტი და ჯასტინ ბიბერი, ასევე დაუქორწინებელი ჯორჯ კლუნი.

კეიტ მოსი კვლავ ტაილანდში აპირებს გამგზავრებას, იქ, სადაც ზეიმის სიმბოლო - გველი, ყველგან არის, საითაც გაიხედავ. იმედი აქვს, რომ ეს იღბალს მოუტანს.

პერის ჰილტონი გეგმავს, ახალ წელს ჰილტონების საგვარეულო სასტუმროში ოჯახთან ერთად შეეგებოს, მერე კი რომელიმე ვარსკვლავურ წვეულებას შეუერთდეს.

ლედი გაგამ შარშან მთელი სადღესასწაულო დღეები მიკროფონჩახუტებულმა გაატარა და ვერც დაისვენა. წლევანდელი გეგმები კი ჯერ არ გაუმხელია.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება