პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეფუტკრეობა - მივიწყებული, მაგრამ ძალიან სასარგებლო საქმე
მეფუტკრეობა - მივიწყებული, მაგრამ ძალიან სასარგებლო საქმე

"ფუტ­კა­რი რო­გორც აფ­თი­ა­ქა­რი, ყვა­ვი­ლე­ბის­გან გვიმ­ზა­დებს ნექ­ტარს", - ღი­ღი­ნებს ასა­კო­ვა­ნი მე­ფუტკრე ოთარ რა­მიშ­ვი­ლის ტკბილ სიმ­ღე­რას და სარ­და­ფის კი­ბე­ზე უხ­მა­უ­როდ ჩა­დის... "ახლა ზამ­თა­რია და სძი­ნავთ ჩემს ფუტკრებს, მაგ­რამ მა­ინც არ უყ­ვართ ხმა­უ­რი. ერთი ბე­წო­ე­ბი არი­ან და იმ­დე­ნი რამ შე­უძ­ლი­ათ, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ერ­თად რომ ვერ შეძ­ლებ­და", - ამ­ბობს ჩემი რეს­პონ­დენ­ტი და სარ­და­ფის კარს ფრთხი­ლად მი­ღებს. შიგ­ნით თბი­ლა. ფან­ჯრე­ბი ამო­ქო­ლი­ლია და სი­ნათ­ლე მხო­ლოდ სა­ი­დან­ღაც აღ­წევს... აქ მხო­ლოდ ათი­ო­დე სკა ჰყავს, გუ­ლის გა­და­სა­ყო­ლებ­ლად, თუმ­ცა ზა­ფხუ­ლო­ბით სო­ფელ­ში ჩა­დის, სა­დაც მას და მის ძმას საკ­მა­ოდ ბევ­რი სკა აქვთ და მთე­ლი ზა­ფხუ­ლი თავ­და­უ­ზო­გა­ვად შრო­მობს... მე­ფუტკრე ირო­დი მარ­ხუ­ლია გუ­რუ­ლია. ამ სარ­ფი­ან, მაგ­რამ შრო­მა­ტე­ვად საქ­მეს ხელი რო­დის მოჰ­კი­და, ზუს­ტად არ ახ­სოვს, მაგ­რამ ამ­ბობს, რომ დღემ­დე ყუ­რებ­ში უდ­გას მა­მა­კა­ცი­ვით ბოხ­ხ­მი­ა­ნი ბე­ბი­ის და­რი­გე­ბა, თუ რა სარ­გებ­ლო­ბა მო­აქვს ფუტ­კარს ადა­მი­ა­ნის­თვის. ამი­ტო­მაც, ბე­ბი­ის გავ­ლე­ნით, წლე­ბის შემ­დეგ მისი შვი­ლიშ­ვი­ლი ამ სა­სარ­გებ­ლო მწერ­ზე ისე სა­უბ­რობს, რო­გორც ადა­მი­ან­ზე...

"ჩემს თაფლს ბევ­რი იც­ნობს და წე­ლი­წა­დის ყვე­ლა დროს, გან­სა­კუთ­რე­ბით ზამ­თარ­ში, წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ მი­აქვთ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით თაფ­ლი, გო­ზი­ნა­ყის­თვის, ნამ­ცხვრის­თვის. ზოგი თაფ­ლი­ან ჩაის სვამს, რათა კარ­გი იმუ­ნი­ტე­ტი ჰქონ­დეს. აქ მხო­ლოდ ახ­ლობ­ლებს ვაძ­ლევ, რად­გან ცო­ტას ვი­ღებ, სო­ფელ­ში თაფ­ლიც მე­ტია და კლი­ენ­ტიც", - კმა­ყო­ფი­ლი ღი­მი­ლით ამ­ბობს მო­ხუ­ცი, ბუ­ხარ­ში ცე­ცხლს უკე­თებს და სა­უბ­რის­თვის ემ­ზა­დე­ბა. თან პა­ტა­რა თას­ში თაფლს მის­ხამს და დიდი რუ­დუ­ნე­ბით მაწ­ვდის, უნდა გა­მი­სინ­ჯოო...

- ბე­ბი­ა­ჩე­მი კაცი რომ ყო­ფი­ლი­ყო, კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს ფი­რა­ლად გა­ვარ­დნას ვე­რა­ვინ და­ას­წრებ­და. ქალი იყო და აგუ­გუ­ნებ­და მთელ ქვე­ყა­ნას. ყვე­ლას ერი­დე­ბო­და მისი, კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რე­საც კი, რო­მე­ლიც ჭი­ან­ჭვე­ლა­საც ამად­ლი­და არ­სე­ბო­ბას. ბე­ბია ქა­მარ­ში ნა­ჯა­ხგარ­ჭო­ბი­ლი და­დი­ო­და და თვა­ლებს ისე აკ­ვე­სებ­და, მე­ზობ­ლე­ბი ზურგს უკან "ფო­ცხვე­რას" ეძახ­დნენ. ქმა­რი ადრე და­ე­ღუ­პა, ხე დას­ცე­მია და მას შემ­დეგ კა­ცის­კენ არ გა­უ­ხე­დავს, ჩემი კაცი ერ­თგუ­ლე­ბას იმ­სა­ხუ­რებ­დაო, ამ­ბობ­და. მა­მა­კა­ცი­ვით მუ­შა­ობ­და, ხნავ­და, თე­სავ­და, ტყე­ში შე­შას ჩე­ხავ­და და ხა­რე­ბით ეზი­დე­ბო­და. ყვე­ლა პა­ტივს სცემ­და, ზოგი გულ­წრფე­ლად, ზო­გიც იმი­ტომ, რომ მისი ეში­ნო­დათ. ყვე­ლა­ფერს ას­წრებ­და, ძრო­ხე­ბი ჰყავ­და, ში­ნა­ურ ფრინ­ველს უვ­ლი­და, ბა­ზარ­ში ყველ­სა და კვერ­ცხს აბა­რებ­და, შინ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი კი ფუტ­კარს უვ­ლი­და. კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბა რომ შე­მო­ვი­და, მე ყმაწ­ვი­ლი კაცი ვი­ყა­ვი და 100 სკა ფუტ­კა­რი წა­არ­თვეს. ბე­ბია იმ ად­გი­ლას მი­ვი­და, სა­დაც სკე­ბი იდგა და ნა­ჯა­ხით აჩე­ხა იქა­უ­რო­ბა. საყ­ვე­დუ­რიც კი ვე­რა­ვინ შეჰ­ბე­და...

- ფუტკრის მოვ­ლა მან გას­წავ­ლათ?

- დიახ, თაფ­ლის ამო­ღე­ბი­სას რა­ღაც შე­ლოც­ვა­საც კი ამ­ბობ­და, ასე უფრო უწყინ­რად ამო­ვა სკაო... ეს ისე­თი ჭკვი­ა­ნი მწე­რია, მარ­თლაც დიდი მონ­დო­მე­ბა უნდა, რომ საქ­მე კარ­გად გა­მო­გი­ვი­დეს, რად­გან ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად ის პატ­რო­ნის ხელ­სა და გულ­საც გრძნობს. ფუტკრის ოჯახ­ში მატ­რი­არ­ქა­ტია, ყვე­ლა­ფერს დედა ფუტ­კა­რი გა­ნა­გებს. ოჯა­ხის წევრთა ფუნ­ქცი­ე­ბი იერ­არ­ქი­ის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, - დედა ფუტ­კა­რი სკა­ში ერ­თა­დერ­თია. მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი აქვს და "პა­ტივ­საც სცე­მენ". შემ­დეგ მო­დის მამა ფუტ­კა­რი, მუშა ფუტკრე­ბი. ამ პა­ტა­რა მწერს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი კა­ნო­ნი აქვს, ერთ ოჯახ­ში ორი დედა ფუტ­კა­რი ვერ თავ­სდე­ბა. დედა ფუტ­კარს, სხვა ფუტკრე­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, სკა­ში ცალ­კე შე­სას­ვლე­ლი აქვს, რომ­ლი­თაც ვერც ერთი სხვა ფუტ­კა­რი ვერ ისარ­გებ­ლებს. ანუ ჩვე­ნე­ბუ­რად, ღო­ფი­რას ჭურ­ჭუ­მა­ლე­ბი აქვს. მისი ფიჭა უფრო დი­დიც არის. ცალ­კეა გა­მო­ყო­ფი­ლი და ფორ­მის მოყ­ვა­ნი­ლო­ბი­თაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლია სხვა უჯრე­დე­ბი­სა­გან, მას "ფუტკრის ძუ­ძუს" ეძა­ხი­ან. მამა ფუტ­კა­რი ზარ­მა­ცია, თაფ­ლის შეგ­რო­ვე­ბა არ შე­უძ­ლია. თაფლს მუშა ფუტკრე­ბი აგ­რო­ვე­ბენ. მუშა ფუტ­კა­რი ფი­ჭა­ში არ ძვრე­ბა, გა­რე­დან არის შე­მო­სე­უ­ლი და აგ­რო­ვებს თაფლს. ეს მწე­რი უს­ქე­სოა და მხო­ლოდ მუ­შა­ო­ბა ევა­ლე­ბა. ფუტკრის ოჯა­ხი ერთი დე­დის, რამ­დე­ნი­მე ათა­სი მუშა ფუტკრი­სა­გან და მა­მა­ლი ფუტკრე­ბის­გან შედ­გე­ბა. სკა­ში ყვე­ლას თა­ვი­სი ფუნ­ქცია აქვს. ოჯახ­ში არ­სე­ბობს "ყა­რა­უ­ლი ფუტკრე­ბი", რომ­ლე­ბიც ოჯახს გა­რე­შე მტრე­ბის­გან იცა­ვენ. ფუტკრე­ბის ნა­წი­ლი თაფ­ლის მო­საგ­რო­ვებ­ლად დაფ­რი­ნავს და იმ­დე­ნად ჭკვი­ა­ნე­ბი არი­ან, ისიც კი იცი­ან, ამა თუ იმ მცე­ნა­რის ნექ­ტა­რი რა დო­ზით მი­ი­ტა­ნონ სკა­ში. ზარ­მა­ცებს ვერ იტა­ნენ, ამი­ტო­მაც ხში­რად ხო­ცა­ვენ მამრ ფუტკრებს და პა­ტა­რა სა­ცე­ცე­ბით გა­რეთ ყრი­ან.

- მათი გამ­რავ­ლე­ბის დრო გა­ზა­ფხუ­ლია, არა?

- დიახ, გა­ზა­ფხუ­ლია და მათ გამ­რავ­ლე­ბას ყრა ეწო­დე­ბა. კვერ­ცხე­ბი­დან პა­ტა­რა ფუტკრე­ბი იჩე­კე­ბი­ან და კვერ­ცხი­დან მათ გა­მოს­ვლას ბარ­ტყო­ბას ვე­ძა­ხით. გამ­რავ­ლე­ბი­სას სკა­ში რჩე­ბა ერთი დედა ფუტ­კა­რი, და­ნარ­ჩე­ნი კი მამ­რი და მუ­შაა. მე­ო­რე დედა ტო­ვებს სკას, მას­თან ერ­თად მი­დი­ან მომ­რავ­ლე­ბუ­ლი მუშა და მამ­რი ფუტკრე­ბიც. ამ დროს მე­ფუტკრემ მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოს, რათა ახა­ლი ოჯა­ხი არ და­კარ­გოს. გამ­რავ­ლე­ბულ ფუტ­კარს ახა­ლი ბინა უნდა შე­ა­გე­ბო, თო­რემ ერთ გუნ­დად შეკ­რუ­ლი სად­მე გაფ­რინ­დე­ბა და და­ი­კარ­გე­ბა. თუ სად­მე ცა­რი­ე­ლი ად­გი­ლი ნახა ფუტ­კარ­მა, "ამო­ლე­სავს" და ბი­ნად გა­იხ­დის.

- თქვენ თუ გი­პო­ვი­ათ გა­ვე­ლუ­რე­ბუ­ლი ფუტ­კა­რი?

- კი, ასე მე­გო­ნა, ამ საქ­მის ბევ­რი გა­მე­გე­ბო­და, მაგ­რამ ერთხელ კი­ნა­ღამ მო­მი­ღეს ბოლო. ტყე­ში შე­შის საჭ­რე­ლად გავ­ყე­ვი მე­ზო­ბელს. მა­შინ ჯერ კი­დევ სო­ფელ­ში ვცხოვ­რობ­დი და იქა­ურ ნა­ხევ­რად ვე­ლურ პი­რო­ბებს რო­გორ­ღაც ვი­ტან­დი. სა­კუ­თარ მიწა-წყალ­თან ამ­დე­ნი ხნით შე­ლე­ვა მი­ჭირ­და და დავ­ფა­ჩუ­ნობ­დი ჩემს ნა­ხევ­რად ცა­რი­ელ სო­ფელ­ში... ერთი სი­ტყვით, კუნ­ძებ­ზე ფეხ­მორ­თხმით დავ­ჯე­ქი და­სას­ვე­ნებ­ლად და შევ­ნიშ­ნე, ჯირ­კში ფუტ­კა­რი იყო შე­სახ­ლე­ბუ­ლი. სა­ღა­მოს და­ვე­ლო­დე, რათა ყვე­ლა­ნი შიგ­ნით შე­სუ­ლიყ­ვნენ, მერე ამოვ­ლე­სე აყა­ლო მი­წით, შე­მო­ვი­დე მხარ­ზე და გა­მო­ვუ­ყე­ვი სახ­ლის­კენ გზას. ტყე­ში ნა­პოვ­ნი ფუტ­კა­რი გან­სა­კუთ­რე­ბით ჯან­სა­ღია, რად­გან ადა­მი­ა­ნის ხე­ლის­გან მო­ცი­ლე­ბუ­ლი, და­მო­უ­კი­დებ­ლად არ­სე­ბობს და მრავ­ლდე­ბა. თუმ­ცა ჩემი მე­ზო­ბე­ლი არ მო­მეშ­ვა, უჭ­მელს რა­ფერ გა­გი­შობ სახ­ლშიო და დი­ლამ­დე ვი­ყურ­ყუ­მე­ლა­ვეთ ღვი­ნო­ში. გა­თე­ნე­ბულ­ზე ძლივს მი­ვაღ­წიე სახ­ლამ­დე, ზურ­გზე ფუტკრე­ბი­ა­ნი ჯირ­კი მქონ­და შე­მო­დე­ბუ­ლი. ეტყო­ბა, გზა­ში ბევ­რი ვან­ჯღ­რიე, სახ­ლში რო­გორც კი მი­ვე­დი, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი კი დავ­დე, რათა და­ეს­ვე­ნათ, მაგ­რამ ეტყო­ბა, გუ­ლი­ა­ნად გაბ­რა­ზე­ბა მო­ას­წრეს და რო­გორც კი მიწა "შე­მოვხსე­ნი", შავი კვამ­ლი­ვით იხუვ­ლეს და შე­მო­მეხ­ვივ­ნენ. სა­ნამ ტან­საც­მლი­ა­ნად გუ­ბე­ში არ ჩავ­ხტი, არ მეშ­ვე­ლა. იქი­დან ამო­სუ­ლი რამ­დე­ნი­მე წუთ­ში 100 კილო გავ­ხდი, გუ­რუ­ლე­ბის კვი­მა­ტი ენის ამ­ბა­ვი კი იცით, სა­ღა­მომ­დე კბე­ნის ტკი­ვილს რომ არ მო­ვე­კა­ლი, ჩე­მით მო­ვიკ­ლავ­დი თავს, ისეთ დღე­ში ჩა­მაგ­დეს. ვი­საც არ და­ე­ზა­რა, ყვე­ლამ წამ­კბი­ნა. პირ­ვე­ლი ახლო მე­ზო­ბე­ლი ბე­რი­კა­ცი გად­მო­ვი­და იე­რიშ­ზე, ამ მში­ერ ქვე­ყა­ნა­ში ამის­თა­ნა ფუმ­ფუ­ლა კაი ხა­ნია აფე­რი მი­ნა­ხავს და არ დე­ი­ჩუ­ტო, თუ ძმა ხარ, გი­ყუ­რებ პაწა ხან­სო... მალე სხვე­ბიც მო­ვიდ­ნენ, რავა გა­სუ­ქე­ბულ­ხარ, მასე იცის ბევ­რი თაფ­ლის ჭა­მა­მო. და რა ვიცი, რო­მე­ლი ერთი გა­ვიხ­სე­ნო. სამი დღე და ღამე მა­წა­მა ცალ­კე ფუტკრე­ბის ნაკ­ბე­ნე­ბის ტკი­ვილ­მა და ცალ­კე გუ­რუ­ლე­ბის მო­წამ­ლულ­მა ენამ. და­სა­მა­ლი ად­გი­ლი ვერ ვი­პო­ვე, და­მი­ძა­ხებ­დნენ ჭიშ­კრი­დან, გა­მე­ი­ხე­დე ირო­დი, ოღონდ ფეხ­ზე გა­მე­ი­ბი რამე, არ გაფ­რინ­დე, თუ კაცი ხარო...

- მა­ინც მო­ი­ში­ნა­უ­რეთ ის ფუტ­კა­რი?

- კი, აბა რას ვი­ზამ­დი, მო­ვი­ში­ნა­უ­რე და გა­ვამ­რავ­ლე კი­დეც. ფუტ­კარს ცუდი ამინ­დი არ უყ­ვარს. ასეთ დროს სკი­დან არ გა­მო­დის. გა­მო­ვა თუ არა მზე, ისევ იწყებს ყვა­ვი­ლებ­ში ფრე­ნას. ასეთ დღეს წყალ­თან გა­თა­მა­შე­ბაც უყ­ვარს, თით­ქოს­და ბა­ნა­ობს კი­დეც, წყალს და­წა­ფე­ბუ­ლი დიდ­ხანს ეთა­მა­შე­ბა წვე­თებს. ამ ყვე­ლა­ფერს დაკ­ვირ­ვე­ბა უნდა. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და საქ­მე­ში ჩა­უ­ხე­და­ვი ადა­მი­ა­ნის თვა­ლი ვერ შე­ამ­ჩნევს.

- ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და "მსუ­ყე" პრო­ცეს­საც მი­ვად­გეთ - თაფ­ლის ამო­ღე­ბა რო­გორ ხდე­ბა?

- ეს მარ­თლაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მეა - სკი­დან თაფ­ლის ამო­ღე­ბას და­ხილ­ვას უწო­დე­ბენ და ეს პრო­ცე­სი, ძი­რი­თა­დად, შე­მოდ­გო­მა­ზე იწყე­ბა. ფუტ­კარს იმ­დე­ნი თაფ­ლი უნდა და­უ­ტო­ვო, რომ მთე­ლი ზამ­თა­რი ეყოს. პირ­და­პირ სა­რა­ჯი­დან გა­მო­წუ­რულ თაფლს ნა­ტუ­რი ეწო­დე­ბა და ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა. თაფ­ლის ამო­ღე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტით, ციბ­რუ­ტით ხდე­ბა. ზოგს უკვე ავ­ტო­მა­ტი­კა­ზე გა­და­წყო­ბი­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე ციბ­რუ­ტი აქვს. მე დღემ­დე ხე­ლით სატ­რი­ა­ლე­ბელს ვი­ყე­ნებ. ამ დროს სა­ხე­ზე პირ­ბა­დე უნდა გა­ი­კე­თო და სა­ბერ­ვე­ლით კვამ­ლი შე­უ­ბე­რო, რათა ფუტკრე­ბი უწყი­ნარ­ნი გახ­დნენ და არ დაგ­კბი­ნონ... ადრე მრგვა­ლი ციბ­რუ­ტე­ბი იყო, შიგ­ნით ბორ­ბა­ლი­ვით რკი­ნა-ფირ­ფი­ტე­ბი იყო ჩად­გმუ­ლი და მას­ში დებ­დნენ "რამ­კი­ან" ფი­ჭას, რო­მე­ლიც ციბ­რუ­ტის დატ­რი­ა­ლე­ბის შემ­დეგ ფი­ჭას წუ­რავ­და. იმ "რამ­კას" ისევ სკა­ში ჩა­უ­დებ და ცოტა ხან­ში პა­ტა­რა მწე­რე­ბი თაფ­ლით გა­გივ­სე­ბენ. ზოგი თაფლს წა­მო­ა­დუ­ღებს და ისე ინა­ხავს, რა­საც ნა­ცე­ცხლუ­რი თაფ­ლი ეწო­დე­ბა. რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ წუ­რავ­დნენ და ისე ინა­ხავ­დნენ.

- თაფ­ლის ამო­ღე­ბა მხო­ლოდ წე­ლი­წა­დის ერთ დროს ხდე­ბა?

- არა, ზოგ­ჯერ ზამ­თარ­შიც იღე­ბენ. დიდი ყინ­ვე­ბის დროს ფუტ­კა­რი ვერ მოძ­რა­ობს და არ იკ­ბი­ნე­ბა, მაგ­რამ ფუტ­კა­რი ძა­ლი­ან ცუ­დად იტანს სი­ცი­ვეს და გა­დაყ­ვა­ნი­სას ბევ­რი იღუ­პე­ბა, ამი­ტომ ძა­ლი­ან სა­რის­კოა.

- სან­თლის დამ­ზა­დე­ბა­ზეც გვით­ხა­რით რამე...

- სან­თელს სა­რა­ჯი­სა­გან აკე­თე­ბენ. სა­რა­ჯას იმ უჯრე­დებს უწო­დე­ბენ, რო­მელ­შიც ფუტ­კა­რი თაფლს აგ­რო­ვებს, ოღონდ სან­თლის­თვის მხო­ლოდ მას შემ­დეგ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რაც თაფლს გა­მო­აც­ლი. ადრე, უშუ­ქო­ბა­ში, შე­ვარ­დნა­ძის დროს კი არა, უფრო ადრე, მხო­ლოდ ის ოჯა­ხე­ბი იყო გა­ნა­თე­ბუ­ლი, სა­დაც სკა ჰყავ­დათ. შე­ვარ­დნა­ძის დრო­საც ასე იყო... სა­რა­ჯას რა­ი­მე ქვაბ­ში წა­მო­ვა­დუ­ღებ­დი, ორ­ჯერ ან სამ­ჯერ გა­დავ­წუ­რავ­დი და სან­თე­ლი ჩა­მო­საქ­ნე­ლად მზად იყო... ახლა მას სო­ფელ­ში ვუ­ტო­ვებ ქა­ლებს. ჩემს თა­ნა­ტო­ლებს გული არ უთ­მენთ და რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა უნ­დათ. ზოგი ტა­ძარს სწი­რავს სუფ­თა თაფ­ლის სან­თელს, ზო­გიც ყი­დის და ერთ-ორ კა­პიკს შო­უ­ლობს. ფუტ­კა­რი ისე­თი რა­მეა, ყვე­ლა მხრი­დან შე­მო­სა­ვალს აძ­ლევს ადა­მი­ანს, თუ კარ­გად მო­უ­ა­რე.

- ფუტკრის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა ცუ­დად დაგ­მახ­სოვ­რე­ბი­ათ. შემ­დგო­მში ალ­ბათ ამა­შიც მი­ი­ღეთ გა­მოც­დი­ლე­ბა...

- დიახ, რა თქმა უნდა, სირ­თუ­ლე­ე­ბი ყვე­ლა საქ­მეს ახ­ლავს, მაგ­რამ ამან არ უნდა შეგ­ვა­ში­ნოს. ფუტკრის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა მა­შინ უნდა მოხ­დეს, რო­დე­საც გა­მო­ი­და­რებს, ამინ­დი გა­მო­ვა და ფუტ­კა­რი გა­რეთ იწყებს ფრე­ნას. ტრან­სპორ­ტი­რე­ბის­თვის დღე-ღა­მის გრი­ლი პე­რი­ო­დი ჯო­ბია. შორ მან­ძილ­ზე ღა­მით ჯობს ტრან­სპორ­ტი­რე­ბა, რად­გან შე­და­რე­ბით გრი­ლა. მგზავ­რო­ბი­სას სკა­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა იწევს და ეს მწერს დის­კომ­ფორ­ტს უქ­მნის, ამას ემა­ტე­ბა რყე­ვა, ხმა­უ­რი... სა­ჭი­რო მი­სა­მარ­თზე მის­ვლის შემ­დგომ სკე­ბი წი­ნას­წარ შერ­ჩე­ულ ად­გი­ლას უნდა და­ლაგ­დეს. მათი სა­ცხოვ­რი­სი აუ­ცი­ლებ­ლად ბი­ჯებ­ზე ან ქვებ­ზე უნდა იყოს და­ლა­გე­ბუ­ლი, რად­გან ფუტ­კა­რი მი­წა­ზე თით­ქმის არას­დროს ჯდე­ბა, მი­წის ტემ­პე­რა­ტუ­რა მისი სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რას ვერ ესა­და­გე­ბა და შე­იძ­ლე­ბა გა­ცივ­დეს. მისი მკურ­ნა­ლო­ბა კი პატ­რონს ძა­ლი­ან ძვი­რი და­უჯ­დე­ბა. მას ისე უვ­ლი­ან, რო­გორც თოთო ბავ­შვს, სკებ­ზე თბი­ლად შე­მო­ა­ფა­რე­ბენ, რათა ტემ­პე­რა­ტუ­რა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს და გა­მო­კეთ­დეს... რო­დე­საც ფუტ­კარს სა­ჭი­რო ად­გი­ლას მი­ვიყ­ვანთ, რამ­დე­ნი­მე სა­ათს უნდა ვა­ცა­ლოთ და­წყნა­რე­ბა, თუ მა­შინ­ვე გა­მო­ვუ­ღეთ საფ­რე­ნი, შე­იძ­ლე­ბა გა­ღი­ზი­ან­დეს და იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დეს, რო­გორ­შიც მე, რო­დე­საც ტა­ლა­ხი­ან გუ­ბე­ში მო­მი­წია ბა­ნა­ო­ბამ.

ლალი პა­პას­კი­რი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

მეფუტკრეობა - მივიწყებული, მაგრამ ძალიან სასარგებლო საქმე

მეფუტკრეობა - მივიწყებული, მაგრამ ძალიან სასარგებლო საქმე

"ფუტკარი როგორც აფთიაქარი, ყვავილებისგან გვიმზადებს ნექტარს", - ღიღინებს ასაკოვანი მეფუტკრე ოთარ რამიშვილის ტკბილ სიმღერას და სარდაფის კიბეზე უხმაუროდ ჩადის... "ახლა ზამთარია და სძინავთ ჩემს ფუტკრებს, მაგრამ მაინც არ უყვართ ხმაური. ერთი ბეწოები არიან და იმდენი რამ შეუძლიათ, რამდენიმე ადამიანი ერთად რომ ვერ შეძლებდა", - ამბობს ჩემი რესპონდენტი და სარდაფის კარს ფრთხილად მიღებს. შიგნით თბილა. ფანჯრები ამოქოლილია და სინათლე მხოლოდ საიდანღაც აღწევს... აქ მხოლოდ ათიოდე სკა ჰყავს, გულის გადასაყოლებლად, თუმცა ზაფხულობით სოფელში ჩადის, სადაც მას და მის ძმას საკმაოდ ბევრი სკა აქვთ და მთელი ზაფხული თავდაუზოგავად შრომობს... მეფუტკრე იროდი მარხულია გურულია. ამ სარფიან, მაგრამ შრომატევად საქმეს ხელი როდის მოჰკიდა, ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ ამბობს, რომ დღემდე ყურებში უდგას მამაკაცივით ბოხხმიანი ბებიის დარიგება, თუ რა სარგებლობა მოაქვს ფუტკარს ადამიანისთვის. ამიტომაც, ბებიის გავლენით, წლების შემდეგ მისი შვილიშვილი ამ სასარგებლო მწერზე ისე საუბრობს, როგორც ადამიანზე...

"ჩემს თაფლს ბევრი იცნობს და წელიწადის ყველა დროს, განსაკუთრებით ზამთარში, წინასაახალწლოდ მიაქვთ დიდი რაოდენობით თაფლი, გოზინაყისთვის, ნამცხვრისთვის. ზოგი თაფლიან ჩაის სვამს, რათა კარგი იმუნიტეტი ჰქონდეს. აქ მხოლოდ ახლობლებს ვაძლევ, რადგან ცოტას ვიღებ, სოფელში თაფლიც მეტია და კლიენტიც", - კმაყოფილი ღიმილით ამბობს მოხუცი, ბუხარში ცეცხლს უკეთებს და საუბრისთვის ემზადება. თან პატარა თასში თაფლს მისხამს და დიდი რუდუნებით მაწვდის, უნდა გამისინჯოო...

- ბებიაჩემი კაცი რომ ყოფილიყო, კომუნისტების დროს ფირალად გავარდნას ვერავინ დაასწრებდა. ქალი იყო და აგუგუნებდა მთელ ქვეყანას. ყველას ერიდებოდა მისი, კოლმეურნეობის თავმჯდომარესაც კი, რომელიც ჭიანჭველასაც ამადლიდა არსებობას. ბებია ქამარში ნაჯახგარჭობილი დადიოდა და თვალებს ისე აკვესებდა, მეზობლები ზურგს უკან "ფოცხვერას" ეძახდნენ. ქმარი ადრე დაეღუპა, ხე დასცემია და მას შემდეგ კაცისკენ არ გაუხედავს, ჩემი კაცი ერთგულებას იმსახურებდაო, ამბობდა. მამაკაცივით მუშაობდა, ხნავდა, თესავდა, ტყეში შეშას ჩეხავდა და ხარებით ეზიდებოდა. ყველა პატივს სცემდა, ზოგი გულწრფელად, ზოგიც იმიტომ, რომ მისი ეშინოდათ. ყველაფერს ასწრებდა, ძროხები ჰყავდა, შინაურ ფრინველს უვლიდა, ბაზარში ყველსა და კვერცხს აბარებდა, შინ დაბრუნებული კი ფუტკარს უვლიდა. კოლმეურნეობა რომ შემოვიდა, მე ყმაწვილი კაცი ვიყავი და 100 სკა ფუტკარი წაართვეს. ბებია იმ ადგილას მივიდა, სადაც სკები იდგა და ნაჯახით აჩეხა იქაურობა. საყვედურიც კი ვერავინ შეჰბედა...

- ფუტკრის მოვლა მან გასწავლათ?

- დიახ, თაფლის ამოღებისას რაღაც შელოცვასაც კი ამბობდა, ასე უფრო უწყინრად ამოვა სკაო... ეს ისეთი ჭკვიანი მწერია, მართლაც დიდი მონდომება უნდა, რომ საქმე კარგად გამოგივიდეს, რადგან ყველაფერთან ერთად ის პატრონის ხელსა და გულსაც გრძნობს. ფუტკრის ოჯახში მატრიარქატია, ყველაფერს დედა ფუტკარი განაგებს. ოჯახის წევრთა ფუნქციები იერარქიის მიხედვით განისაზღვრება, - დედა ფუტკარი სკაში ერთადერთია. მას განსაკუთრებული როლი აქვს და "პატივსაც სცემენ". შემდეგ მოდის მამა ფუტკარი, მუშა ფუტკრები. ამ პატარა მწერს თავისი ცხოვრებისეული კანონი აქვს, ერთ ოჯახში ორი დედა ფუტკარი ვერ თავსდება. დედა ფუტკარს, სხვა ფუტკრებისაგან განსხვავებით, სკაში ცალკე შესასვლელი აქვს, რომლითაც ვერც ერთი სხვა ფუტკარი ვერ ისარგებლებს. ანუ ჩვენებურად, ღოფირას ჭურჭუმალები აქვს. მისი ფიჭა უფრო დიდიც არის. ცალკეა გამოყოფილი და ფორმის მოყვანილობითაც განსხვავებულია სხვა უჯრედებისაგან, მას ,,ფუტკრის ძუძუს" ეძახიან. მამა ფუტკარი ზარმაცია, თაფლის შეგროვება არ შეუძლია. თაფლს მუშა ფუტკრები აგროვებენ. მუშა ფუტკარი ფიჭაში არ ძვრება, გარედან არის შემოსეული და აგროვებს თაფლს. ეს მწერი უსქესოა და მხოლოდ მუშაობა ევალება. ფუტკრის ოჯახი ერთი დედის, რამდენიმე ათასი მუშა ფუტკრისაგან და მამალი ფუტკრებისგან შედგება. სკაში ყველას თავისი ფუნქცია აქვს. ოჯახში არსებობს "ყარაული ფუტკრები", რომლებიც ოჯახს გარეშე მტრებისგან იცავენ. ფუტკრების ნაწილი თაფლის მოსაგროვებლად დაფრინავს და იმდენად ჭკვიანები არიან, ისიც კი იციან, ამა თუ იმ მცენარის ნექტარი რა დოზით მიიტანონ სკაში. ზარმაცებს ვერ იტანენ, ამიტომაც ხშირად ხოცავენ მამრ ფუტკრებს და პატარა საცეცებით გარეთ ყრიან.

- მათი გამრავლების დრო გაზაფხულია, არა?

- დიახ, გაზაფხულია და მათ გამრავლებას ყრა ეწოდება. კვერცხებიდან პატარა ფუტკრები იჩეკებიან და კვერცხიდან მათ გამოსვლას ბარტყობას ვეძახით. გამრავლებისას სკაში რჩება ერთი დედა ფუტკარი, დანარჩენი კი მამრი და მუშაა. მეორე დედა ტოვებს სკას, მასთან ერთად მიდიან მომრავლებული მუშა და მამრი ფუტკრებიც. ამ დროს მეფუტკრემ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს, რათა ახალი ოჯახი არ დაკარგოს. გამრავლებულ ფუტკარს ახალი ბინა უნდა შეაგებო, თორემ ერთ გუნდად შეკრული სადმე გაფრინდება და დაიკარგება. თუ სადმე ცარიელი ადგილი ნახა ფუტკარმა, "ამოლესავს" და ბინად გაიხდის.

- თქვენ თუ გიპოვიათ გაველურებული ფუტკარი?

- კი, ასე მეგონა, ამ საქმის ბევრი გამეგებოდა, მაგრამ ერთხელ კინაღამ მომიღეს ბოლო. ტყეში შეშის საჭრელად გავყევი მეზობელს. მაშინ ჯერ კიდევ სოფელში ვცხოვრობდი და იქაურ ნახევრად ველურ პირობებს როგორღაც ვიტანდი. საკუთარ მიწა-წყალთან ამდენი ხნით შელევა მიჭირდა და დავფაჩუნობდი ჩემს ნახევრად ცარიელ სოფელში... ერთი სიტყვით, კუნძებზე ფეხმორთხმით დავჯექი დასასვენებლად და შევნიშნე, ჯირკში ფუტკარი იყო შესახლებული. საღამოს დაველოდე, რათა ყველანი შიგნით შესულიყვნენ, მერე ამოვლესე აყალო მიწით, შემოვიდე მხარზე და გამოვუყევი სახლისკენ გზას. ტყეში ნაპოვნი ფუტკარი განსაკუთრებით ჯანსაღია, რადგან ადამიანის ხელისგან მოცილებული, დამოუკიდებლად არსებობს და მრავლდება. თუმცა ჩემი მეზობელი არ მომეშვა, უჭმელს რაფერ გაგიშობ სახლშიო და დილამდე ვიყურყუმელავეთ ღვინოში. გათენებულზე ძლივს მივაღწიე სახლამდე, ზურგზე ფუტკრებიანი ჯირკი მქონდა შემოდებული. ეტყობა, გზაში ბევრი ვანჯღრიე, სახლში როგორც კი მივედი, რამდენიმე საათი კი დავდე, რათა დაესვენათ, მაგრამ ეტყობა, გულიანად გაბრაზება მოასწრეს და როგორც კი მიწა "შემოვხსენი", შავი კვამლივით იხუვლეს და შემომეხვივნენ. სანამ ტანსაცმლიანად გუბეში არ ჩავხტი, არ მეშველა. იქიდან ამოსული რამდენიმე წუთში 100 კილო გავხდი, გურულების კვიმატი ენის ამბავი კი იცით, საღამომდე კბენის ტკივილს რომ არ მოვეკალი, ჩემით მოვიკლავდი თავს, ისეთ დღეში ჩამაგდეს. ვისაც არ დაეზარა, ყველამ წამკბინა. პირველი ახლო მეზობელი ბერიკაცი გადმოვიდა იერიშზე, ამ მშიერ ქვეყანაში ამისთანა ფუმფულა კაი ხანია აფერი მინახავს და არ დეიჩუტო, თუ ძმა ხარ, გიყურებ პაწა ხანსო... მალე სხვებიც მოვიდნენ, რავა გასუქებულხარ, მასე იცის ბევრი თაფლის ჭამამო. და რა ვიცი, რომელი ერთი გავიხსენო. სამი დღე და ღამე მაწამა ცალკე ფუტკრების ნაკბენების ტკივილმა და ცალკე გურულების მოწამლულმა ენამ. დასამალი ადგილი ვერ ვიპოვე, დამიძახებდნენ ჭიშკრიდან, გამეიხედე იროდი, ოღონდ ფეხზე გამეიბი რამე, არ გაფრინდე, თუ კაცი ხარო...

- მაინც მოიშინაურეთ ის ფუტკარი?

- კი, აბა რას ვიზამდი, მოვიშინაურე და გავამრავლე კიდეც. ფუტკარს ცუდი ამინდი არ უყვარს. ასეთ დროს სკიდან არ გამოდის. გამოვა თუ არა მზე, ისევ იწყებს ყვავილებში ფრენას. ასეთ დღეს წყალთან გათამაშებაც უყვარს, თითქოსდა ბანაობს კიდეც, წყალს დაწაფებული დიდხანს ეთამაშება წვეთებს. ამ ყველაფერს დაკვირვება უნდა. ჩვეულებრივი და საქმეში ჩაუხედავი ადამიანის თვალი ვერ შეამჩნევს.

- ყველაზე საინტერესო და "მსუყე" პროცესსაც მივადგეთ - თაფლის ამოღება როგორ ხდება?

- ეს მართლაც ძალიან საინტერესო საქმეა - სკიდან თაფლის ამოღებას დახილვას უწოდებენ და ეს პროცესი, ძირითადად, შემოდგომაზე იწყება. ფუტკარს იმდენი თაფლი უნდა დაუტოვო, რომ მთელი ზამთარი ეყოს. პირდაპირ სარაჯიდან გამოწურულ თაფლს ნატური ეწოდება და ძალიან სასარგებლოა. თაფლის ამოღება სპეციალური აპარატით, ციბრუტით ხდება. ზოგს უკვე ავტომატიკაზე გადაწყობილი, თანამედროვე ციბრუტი აქვს. მე დღემდე ხელით სატრიალებელს ვიყენებ. ამ დროს სახეზე პირბადე უნდა გაიკეთო და საბერველით კვამლი შეუბერო, რათა ფუტკრები უწყინარნი გახდნენ და არ დაგკბინონ... ადრე მრგვალი ციბრუტები იყო, შიგნით ბორბალივით რკინა-ფირფიტები იყო ჩადგმული და მასში დებდნენ "რამკიან" ფიჭას, რომელიც ციბრუტის დატრიალების შემდეგ ფიჭას წურავდა. იმ "რამკას" ისევ სკაში ჩაუდებ და ცოტა ხანში პატარა მწერები თაფლით გაგივსებენ. ზოგი თაფლს წამოადუღებს და ისე ინახავს, რასაც ნაცეცხლური თაფლი ეწოდება. რამდენიმე ხნის შემდეგ წურავდნენ და ისე ინახავდნენ.

- თაფლის ამოღება მხოლოდ წელიწადის ერთ დროს ხდება?

- არა, ზოგჯერ ზამთარშიც იღებენ. დიდი ყინვების დროს ფუტკარი ვერ მოძრაობს და არ იკბინება, მაგრამ ფუტკარი ძალიან ცუდად იტანს სიცივეს და გადაყვანისას ბევრი იღუპება, ამიტომ ძალიან სარისკოა.

- სანთლის დამზადებაზეც გვით­ხარით რამე...

- სანთელს სარაჯისაგან აკეთებენ. სარაჯას იმ უჯრედებს უწოდებენ, რომელშიც ფუტკარი თაფლს აგროვებს, ოღონდ სანთლისთვის მხოლოდ მას შემდეგ გამოიყენება, რაც თაფლს გამოაცლი. ადრე, უშუქობაში, შევარდნაძის დროს კი არა, უფრო ადრე, მხოლოდ ის ოჯახები იყო განათებული, სადაც სკა ჰყავდათ. შევარდნაძის დროსაც ასე იყო... სარაჯას რაიმე ქვაბში წამოვადუღებდი, ორჯერ ან სამჯერ გადავწურავდი და სანთელი ჩამოსაქნელად მზად იყო... ახლა მას სოფელში ვუტოვებ ქალებს. ჩემს თანატოლებს გული არ უთმენთ და რაღაცის გაკეთება უნდათ. ზოგი ტაძარს სწირავს სუფთა თაფლის სანთელს, ზოგიც ყიდის და ერთ-ორ კაპიკს შოულობს. ფუტკარი ისეთი რამეა, ყველა მხრიდან შემოსავალს აძლევს ადამიანს, თუ კარგად მოუარე.

- ფუტკრის ტრანსპორტირება ცუდად დაგმახსოვრებიათ. შემდგო­მში ალბათ ამაშიც მიიღეთ გამოცდილება...

- დიახ, რა თქმა უნდა, სირთულეები ყველა საქმეს ახლავს, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს. ფუტკრის ტრანსპორტირება მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც გამოიდარებს, ამინდი გამოვა და ფუტკარი გარეთ იწყებს ფრენას. ტრანსპორტირებისთვის დღე-ღამის გრილი პერიოდი ჯობია. შორ მანძილზე ღამით ჯობს ტრანსპორტირება, რადგან შედარებით გრილა. მგზავრობისას სკაში ტემპერატურა იწევს და ეს მწერს დისკომფორტს უქმნის, ამას ემატება რყევა, ხმაური... საჭირო მისამართზე მისვლის შემდგომ სკები წინასწარ შერჩეულ ადგილას უნდა დალაგდეს. მათი საცხოვრისი აუცილებლად ბიჯებზე ან ქვებზე უნდა იყოს დალაგებული, რადგან ფუტკარი მიწაზე თითქმის არასდროს ჯდება, მიწის ტემპერატურა მისი სხეულის ტემპერატურას ვერ ესადაგება და შეიძლება გაცივდეს. მისი მკურნალობა კი პატრონს ძალიან ძვირი დაუჯდება. მას ისე უვლიან, როგორც თოთო ბავშვს, სკებზე თბილად შემოაფარებენ, რათა ტემპერატურა შეინარჩუნოს და გამოკეთდეს... როდესაც ფუტკარს საჭირო ადგილას მივიყვანთ, რამდენიმე საათს უნდა ვაცალოთ დაწყნარება, თუ მაშინვე გამოვუღეთ საფრენი, შეიძლება გაღიზიანდეს და იმ მდგომარეობაში ჩავარდეს, როგორშიც მე, როდესაც ტალახიან გუბეში მომიწია ბანაობამ.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"