მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სანდრო მრევლიშვილი: "თეატრი აბანო ხომ არ არის?!"
სანდრო მრევლიშვილი: "თეატრი აბანო ხომ არ არის?!"

თე­ატ­რა­ლურ სამ­ყა­რო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა "თე­ატ­რის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში" ცვლი­ლე­ბე­ბის ერთ-ერთი თა­ნა­ავ­ტო­რი, რე­ჟი­სო­რი სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლი:

- რით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი "თე­ატ­რის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში" ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა?

- დღე­ვან­დე­ლი კა­ნო­ნი ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს თა­ნა­მედ­რო­ვე თე­ატ­რის მო­თხოვ­ნებს; მას­ში ზო­გა­დი იუ­რი­დი­უ­ლი ნორ­მე­ბი, შე­საძ­ლოა, და­ცუ­ლია, მაგ­რამ არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი თე­ატ­რის მხატ­ვრუ­ლი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მხა­რე, სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის ფუნ­ქცია. და რაც მთა­ვა­რია - თე­ატ­რში პირ­ვე­ლი პირი სწო­რედ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი უნდა იყოს, თე­ატრს სა­თა­ვე­ში შე­მოქ­მე­დი უნდა ედ­გეს, რაც აქამ­დე მოქ­მედ კა­ნონ­ში მკა­ფი­ოდ არ ჩანს. ამის წი­ნა­აღ­მდე­გია ის, ვინც უნი­ჭოა, ვინც ამ­ბი­ცი­ით არის სავ­სე და, რბი­ლად რომ ვთქვათ, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბით აღ­სავ­სე არ არის. მმარ­თვე­ლის ინ­სტი­ტუ­ტი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გარ­კვე­უ­ლი მიზ­ნით შე­მო­ი­ღო, მათ შო­რის, იდე­ო­ლო­გი­უ­რი. რა მი­ი­ღო ამით სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, ქარ­თულ­მა თე­ატრმა? რუს­თა­ვე­ლის სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მი­უ­რი თე­ატ­რი "ტან­ცპ­ლაშ­ჩად­კად" გა­და­იქ­ცა, ან რას ჰგავს სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რე­ბის რე­პერ­ტუ­ა­რე­ბი? ამის მი­ზე­ზი კი ისიც არის, რომ თე­ატ­რებს არ ჰყავთ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი, გარ­და ზო­გი­ერ­თი გა­მო­ნაკ­ლი­სი­სა. იქ, სა­დაც მმარ­თვე­ლე­ბი სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბიც არი­ან, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა, ასე თუ ისე, მიმ­დი­ნა­რე­ობს. ხოლო სა­დაც მმარ­თვე­ლე­ბად ფუნ­ქცი­ო­ნე­რე­ბი არი­ან, იქ მდა­რე სპექ­ტაკ­ლე­ბი იდ­გმე­ბა, მით უმე­ტეს, რომ ჩვე­ნი თე­ატ­რე­ბი რე­პერ­ტუ­ა­რუ­ლი თე­ატ­რე­ბია, რე­პერ­ტუ­ა­რი კი თე­ატ­რის მხატ­ვრულ სა­ხეს უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს, გარ­კვე­ულ კონ­ცეპ­ტუ­ა­ლურ იდე­ას ეფუძ­ნე­ბო­დეს, ეს ყვე­ლა­ფე­რი კი მმარ­თვე­ლე­ბის ხელ­ში მკვდა­რია. ნუ­რა­ვინ ეც­დე­ბა და­ამ­ტკი­ცოს, რომ თე­ატრს სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის გა­რე­შე არ­სე­ბო­ბა შე­უძ­ლია, თე­ატ­რი აბა­ნო ხომ არ არის? თე­ატ­რა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბა კო­ლექ­ტი­უ­რი ხე­ლოვ­ნე­ბაა და ამ კო­ლექ­ტივს სა­თა­ვე­ში ხე­ლო­ვა­ნი უნდა ედ­გეს.

- მაგ­რამ ვის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში იქ­ნე­ბა სა­მე­ურ­ნეო-სა­ფი­ნან­სო სა­კი­თხე­ბის გა­დაჭ­რა. ხომ არ გახ­დე­ბა სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლი?

- სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა თე­ატ­რის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი უნდა გან­სა­ზღვროს, მისი პროგ­რა­მა კი თე­ატ­რის დი­რექ­ტორ­მა უნდა აღას­რუ­ლოს, და არა პი­რი­ქით, როცა სა­მე­ურ­ნეო პრო­ექ­ტებს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი უზ­რუნ­ველ­ყოფ­და.

- ხომ არ მოჰ­ყვე­ბა ცვლი­ლე­ბებს "კა­ნონ­ში თე­ატ­რის შე­სა­ხებ", იმ რე­ჟი­სო­რე­ბი­სა თუ მმარ­თვე­ლე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­თაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სი აქვთ და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ფა­ვო­რი­ტე­ბი იყ­ვნენ?

- ჯერ­ჯე­რო­ბით ამ­გვა­რი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა. სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო, მთავ­რო­ბა იღებს. ერთი რამ ცხა­დია - თე­ატ­რა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ უნდა შე­იც­ვა­ლოს, ცხა­დია, კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

სანდრო მრევლიშვილი: "თეატრი აბანო ხომ არ არის?!"

სანდრო მრევლიშვილი: "თეატრი აბანო ხომ არ არის?!"

თეატრალურ სამყაროში მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრება "თეატრის შესახებ კანონში" ცვლილებების ერთ-ერთი თანაავტორი, რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი:

- რით არის განპირობებული "თეატრის შესახებ კანონში" ცვლილებების შეტანა?

- დღევანდელი კანონი ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე თეატრის მოთხოვნებს; მასში ზოგადი იურიდიული ნორმები, შესაძლოა, დაცულია, მაგრამ არ არის გათვალისწინებული თეატრის მხატვრული, შემოქმედებითი მხარე, სამხატვრო ხელმძღვანელის ფუნქცია. და რაც მთავარია - თეატრში პირველი პირი სწორედ სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა იყოს, თეატრს სათავეში შემოქმედი უნდა ედგეს, რაც აქამდე მოქმედ კანონში მკაფიოდ არ ჩანს. ამის წინააღმდეგია ის, ვინც უნიჭოა, ვინც ამბიციით არის სავსე და, რბილად რომ ვთქვათ, შემოქმედებითი იდეებით აღსავსე არ არის. მმართველის ინსტიტუტი წინა ხელისუფლებამ გარკვეული მიზნით შემოიღო, მათ შორის, იდეოლოგიური. რა მიიღო ამით საზოგადოებამ, ქართულმა თეატრმა? რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრი "ტანცპლაშჩადკად" გადაიქცა, ან რას ჰგავს სახელმწიფო თეატრების რეპერტუარები? ამის მიზეზი კი ისიც არის, რომ თეატრებს არ ჰყავთ სამხატვრო ხელმძღვანელები, გარდა ზოგიერთი გამონაკლისისა. იქ, სადაც მმართველები სამხატვრო ხელმძღვანელებიც არიან, შემოქმედებითი ცხოვრება, ასე თუ ისე, მიმდინარეობს. ხოლო სადაც მმართველებად ფუნქციონერები არიან, იქ მდარე სპექტაკლები იდგმება, მით უმეტეს, რომ ჩვენი თეატრები რეპერტუარული თეატრებია, რეპერტუარი კი თეატრის მხატვრულ სახეს უნდა წარმოადგენდეს, გარკვეულ კონცეპტუალურ იდეას ეფუძნებოდეს, ეს ყველაფერი კი მმართველების ხელში მკვდარია. ნურავინ ეცდება დაამტკიცოს, რომ თეატრს სამხატვრო ხელმძღვანელის გარეშე არსებობა შეუძლია, თეატრი აბანო ხომ არ არის? თეატრალური ხელოვნება კოლექტიური ხელოვნებაა და ამ კოლექტივს სათავეში ხელოვანი უნდა ედგეს.

- მაგრამ ვის კომპეტენციაში იქნება სამეურნეო-საფინანსო საკითხების გადაჭრა. ხომ არ გახდება სამხატვრო ხელმძღვანელი ერთპიროვნული მმართველი?

- სამხატვრო ხელმძღვანელმა თეატრის ძირითადი მიმართულებები უნდა განსაზღვროს, მისი პროგრამა კი თეატრის დირექტორმა უნდა აღასრულოს, და არა პირიქით, როცა სამეურნეო პროექტებს შემოქმედებითი ჯგუფი უზრუნველყოფდა.

- ხომ არ მოჰყვება ცვლილებებს "კანონში თეატრის შესახებ", იმ რეჟისორებისა თუ მმართველების თანამდებობიდან გათავისუფლება, რომელთაც განსხვავებული პოლიტიკური თვალსაზრისი აქვთ და წინა ხელისუფლების ფავორიტები იყვნენ?

- ჯერჯერობით ამგვარი არაფერი მომხდარა. საბოლოო გადაწყვეტილებას კულტურის სამინისტრო, მთავრობა იღებს. ერთი რამ ცხადია - თეატრალურ ცხოვრებაში ბევრი რამ უნდა შეიცვალოს, ცხადია, კანონის ფარგლებში.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება