პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა საახალწლო გეგმები აქვთ "შუა ქალაქში"
რა საახალწლო გეგმები აქვთ "შუა ქალაქში"

ახა­ლი წელი ყვე­ლას­თვის ერთ-ერთი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი დღე­სას­წა­უ­ლია. თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი ცდი­ლობს, მას შე­სა­ბა­მი­სად მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვდეს და მაქ­სი­მა­ლუ­რად კარ­გი გან­წყო­ბი­ლე­ბა შე­იქ­მნას. თუ რო­გორ ემ­ზა­დე­ბი­ან ახა­ლი წლის­თვის მა­ყუ­რებ­ლის­თვის საყ­ვა­რე­ლი სე­რი­ა­ლის - "შუა ქა­ლაქ­ში" გმი­რე­ბი, ამა­ზე თა­ვად მსა­ხი­ო­ბე­ბი გვე­სა­უბ­რე­ბი­ან.

ბაჩო ქა­ჯა­ია:

- ახა­ლი წლის ამ ლა­მაზ დღე­სას­წა­ულს ტრა­დი­ცი­უ­ლად, ოჯახ­თან - მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად აღ­ვნიშ­ნავ. თუ სად­მე სა­ღა­მოს წამ­ყვა­ნად მი­მიწ­ვე­ვენ, იქაც მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მივ­დი­ვარ, მაგ­რამ თუ ამ დღეს თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ, მე­გობ­რებს ვნა­ხუ­ლობ. წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დის­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას თა­ვა­დაც ვი­ღებ - ბა­ზარ­ში მივ­დი­ვარ, სუფ­რას მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ვშლი. ახლა შვი­ლებ­თან ერ­თად ნაძ­ვის ხეც მოვ­რთე, რაც მათ ძა­ლი­ან უხა­რი­ათ. პა­ტა­რე­ბი თა­ვი­ანთ სურ­ვი­ლებს წი­ნას­წარ გვიმ­ხე­ლენ; გვე­უბ­ნე­ბი­ან, თოვ­ლის ბა­ბუ­ას რისი მო­ტა­ნა სთხო­ვეს და ისიც, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, სურ­ვი­ლებს უს­რუ­ლებს. თუმ­ცა, ზოგ­ჯერ ბავ­შვე­ბის ნახ­ვას ვერ ას­წრებს და ლა­მა­ზად შე­ფუ­თულ სა­ჩუ­ქარს კარ­თან ან ნაძ­ვის ხის ქვეშ უტო­ვებს ხოლ­მე.

რაც შე­ე­ხე­ბა სე­რი­ალს - შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფს გან­წყო­ბი­ლე­ბა უკვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ამაღ­ლე­ბუ­ლი გვაქვს და ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ჩვე­ნი სა­ა­ხალ­წლო სე­რი­ე­ბით მა­ყუ­რე­ბე­ლიც ისი­ა­მოვ­ნებს.

მა­ნა­ნა კო­ზა­კო­ვა:

- ახალ წელს ოჯახ­ში ისე ვხვდე­ბით, რო­გორც ზო­გა­დად, ქარ­თვე­ლებს გვჩ­ვე­ვია: ჩვენ­თა­ნაც წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო ფუს­ფუ­სია; ვამ­ზა­დებ სა­ცივს, გო­ზი­ნაყს, სა­ლა­თებს, თევ­ზე­ულს; ნამ­ცხვრებ­საც ვა­ცხობ, გოჭ­საც ვწვავ და ა.შ. ვი­ნა­ი­დან სხვა დღე­ებ­ში სახ­ლში ხში­რად არ ვართ, ვცდი­ლობთ, ეს დღე ოჯა­ხის წევ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში გა­ვა­ტა­როთ. ჩვენ ერ­თმა­ნეთს წი­ნას­წარ, სა­ჩუქ­რებ­საც ვუმ­ზა­დებთ (უნდა გა­მო­ვიც­ნოთ, ვის რა გა­უ­ხარ­დე­ბა, შეკ­ვე­თებს არ ვიძ­ლე­ვით) და მხო­ლოდ 12 სა­ა­თის შემ­დეგ ვჩუქ­ნით.

ზოგ­ჯერ ისეც ხდე­ბა, რომ ახა­ლი წლის სა­ღა­მოს კონ­ცერ­ტზე წას­ვლა გვი­წევს, მაგ­რამ სი­მარ­თლე გი­თხრათ, ამით დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ვერ ვი­ღებ; სახ­ლში ყოფ­ნა მირ­ჩევ­ნია.

- წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დის­ში ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნი თუ მო­ნა­წი­ლე­ობს?

- ის მხო­ლოდ კერ­ძე­ბის დე­გუს­ტა­ცი­ა­ში მეხ­მა­რე­ბა (იცი­ნის)... ახალ წელს ამ­ჯე­რა­დაც, სახ­ლში შევ­ხვდე­ბით და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ის მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ­თან დრო­ე­ბით ცხოვ­რო­ბენ, ამ დღეს ჩვენ­თან ერ­თად იქ­ნე­ბი­ან. სახ­ლში რაც უფრო ბევ­რნი ვიქ­ნე­ბით, მით მე­ტად ვიმ­ხი­ა­რუ­ლებთ.

ნინი მი­თა­იშ­ვი­ლი:

- პირ­ვე­ლი იან­ვრის ღა­მეს ყო­ველ­თვის ოჯახ­თან, მერე კი მე­გობ­რებ­თან ერ­თად აღ­ვნიშ­ნავ. ვი­ნა­ი­დან მუდ­მი­ვად დრო­ის დე­ფი­ცი­ტი მაქვს და რა­ღა­ცებს ვერ ვას­წრებ, სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის მომ­ზა­დე­ბა­ში დედა და დე­დამ­თი­ლი მეხ­მა­რე­ბი­ან. სა­ჩუქ­რებს 30-31 დე­კემ­ბერს, ფა­ცი­ფუ­ცით ვყი­დუ­ლობ... რო­გორც წესი, ნაძ­ვის ხეს მე და ჩემი შვი­ლი 25 დე­კემ­ბრის შემ­დეგ ვრთავთ. თუმ­ცა, წელს ამ ტრა­დი­ცი­ის შეც­ვლა მოგ­ვი­წევს: ოჯახ­ში ძა­ლი­ან ცელ­ქი ლეკ­ვი გვყავს და იძუ­ლე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბი, მომცრო ზო­მის, მა­გი­და­ზე და­სად­გა­მი ნაძ­ვის ხე ვი­ყი­დო, ლეკ­ვი რომ ვერ მის­წვდეს...

ნუგ­ზარ ჩი­ქო­ვა­ნი:

- ახალ წელს ოჯახ­ში რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტრა­დი­ცია არ გვაქვს. რო­გორც წესი, დამ­დეგს შინ, ერ­თად ვხვდე­ბით, მე­ო­რე-მე­სა­მე დღეს კი ახ­ლობ­ლებ­თან მივ­დი­ვართ ან ისი­ნი გვსტუმ­რო­ბენ. ერ­თმა­ნეთს შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, სა­ჩუქ­რებ­საც ვუ­კე­თებთ. ჩემი შვი­ლე­ბი უკვე დი­დე­ბი არი­ან: უფ­რო­სი - გი­ორ­გი 25 წლის არის, თა­თია - 21-ის. ჩემი გო­გო­ნა გა­თხოვ­და, სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რობს და სამ­წუ­ხა­როდ, 2013 წელს ჩვენ­თან ერ­თად ვერ შე­ე­გე­ბე­ბა. თუმ­ცა, ძვე­ლით ახა­ლი წლის­თვის მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას აპი­რებს და სი­მარ­თლე გი­თხრათ, ამ დღეს უფრო დიდი სი­ხა­რუ­ლით ვე­ლო­დე­ბი, ვიდ­რე პირ­ვე­ლი იან­ვრის დად­გო­მას.

რაც შე­ე­ხე­ბა სე­რი­ალს: შვიდ იან­ვარს ტრა­დი­ცი­უ­ლი, კორ­პო­რა­ტი­უ­ლი ბან­კე­ტი გვექ­ნე­ბა, სა­დაც მთე­ლი "იმე­დი" შე­იკ­რი­ბე­ბა და რო­გორც წესი, შე­სა­ნიშ­ნავ დროს გა­ვა­ტა­რებთ.

- სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე თა­მა­დო­ბა გი­წევთ ხოლ­მე?

- ვცდი­ლობ, თა­მა­და იშ­ვი­ა­თად ვიყო. მირ­ჩევ­ნია, მე­გობ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში წყნა­რად ვიჯ­დე და სხვას მო­ვუს­მი­ნო. თუმ­ცა, როცა ძა­ლი­ან მთხო­ვენ, თავს არ ვი­ფა­სებ. ჩემს ოჯახ­ში ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად, თა­ვად ვუ­ძღვე­ბი სუფ­რას.

- თქვენს გმირს - ფრი­დონს უც­ნა­უ­რი სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბის თქმა სჩ­ვე­ვია...

- მარ­თა­ლია, ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბი მომ­წონს, მაგ­რამ უპი­რა­ტე­სო­ბას მა­ინც ისეთ სი­ტყვებს ვა­ნი­ჭებ, რომ­ლე­ბიც გუ­ლი­დან მო­დის. როცა ადა­მი­ა­ნი სა­დღეგ­რძე­ლოს ამ­ბობს, ან წი­ნას­წარ ნა­ფიქ­რი აქვს, ან შე­იძ­ლე­ბა აზრი იქვე გა­უჩ­ნდეს... თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის მეშ­ვე­ო­ბით, მინ­და, დამ­დე­გი ახა­ლი წელი მთელ სა­ქარ­თვე­ლოს მი­ვუ­ლო­ცო, "გზას" კი ვუ­სურ­ვებ მო­მა­ვალ­შიც ასე­თი და კი­დევ უფრო მეტი პო­პუ­ლა­რო­ბით ისარ­გებ­ლოს.

ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვი­ლი:

- ჩემ­თვის ახა­ლი წელი გა­მორ­ჩე­უ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და ჯა­დოს­ნუ­რი დღე­სას­წა­უ­ლია. მიყ­ვარს, როცა დამ­დეგს ოჯახ­ში ვე­გე­ბე­ბი, მაგ­რამ ბოლო დროს ამას ვერ ვა­ხერ­ხებ... ახალ წელს ამ­ჯე­რად ჩემს ორ და­ქალ­თან ერ­თად შევ­ხვდე­ბი, მერე კი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ერთ-ერთ სა­ღა­მოს უნდა გა­ვუ­ძღვე... სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რე­ბის სა­ყიდ­ლად მა­ღა­ზი­ებ­ში სი­ა­რულს ერთი კვი­რით ადრე ვი­წყებ. ეს პრო­ცე­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მომ­წონს. მი­ხა­რია, რომ თოვ­ლი მო­ვი­და და ძა­ლი­ან მინ­და, ახა­ლი წლის ღა­მე­საც ითო­ვოს.

- სა­ა­ხალ­წლოდ კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში თუ მო­ნა­წი­ლე­ობ?

- ვცდი­ლობ, ოჯახ­ში კერ­ძე­ბი ყო­ველ­თვის თა­ვად მო­ვამ­ზა­დო, ეს ძალ­ზე მომ­წონს... მო­გეხ­სე­ნე­ბათ, არც ისე დიდი ხა­ნია, რაც სე­რი­ა­ლის - "შუა ქა­ლაქ­ში" მსა­ხი­ო­ბებს შე­ვუ­ერ­თდი. ასე რომ, ახა­ლი წელი ერ­თად არას­დროს აღგ­ვი­ნიშ­ნავს. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ეს ცალ­კე ოჯა­ხია; ძა­ლი­ან კარ­გი სი­ტუ­ა­ცი­აა მსა­ხი­ო­ბებს შო­რის, მთლი­ა­ნად კო­ლექ­ტივ­ში და ა.შ. მგო­ნია, რომ 2013-ს ორ­ჯერ შე­ვე­გე­ბე­ბი - სა­ა­ხალ­წლო სე­რი­ე­ბის გა­და­ღე­ბი­სას და 31 დე­კემ­ბრის ღა­მეს.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რა საახალწლო გეგმები აქვთ "შუა ქალაქში"

რა საახალწლო გეგმები აქვთ "შუა ქალაქში"

ახალი წელი ყველასთვის ერთ-ერთი განსაკუთრებული და გამორჩეული დღესასწაულია. თითოეული ჩვენგანი ცდილობს, მას შესაბამისად მომზადებული შეხვდეს და მაქსიმალურად კარგი განწყობილება შეიქმნას. თუ როგორ ემზადებიან ახალი წლისთვის მაყურებლისთვის საყვარელი სერიალის - "შუა ქალაქში" გმირები, ამაზე თავად მსახიობები გვესაუბრებიან.

ბაჩო ქაჯაია:

- ახალი წლის ამ ლამაზ დღესასწაულს ტრადიციულად, ოჯახთან - მეუღლესთან და შვილებთან ერთად აღვნიშნავ. თუ სადმე საღამოს წამყვანად მიმიწვევენ, იქაც მეუღლესთან ერთად მივდივარ, მაგრამ თუ ამ დღეს თავისუფალი ვარ, მეგობრებს ვნახულობ. წინასაახალწლო სამზადისში მონაწილეობას თავადაც ვიღებ - ბაზარში მივდივარ, სუფრას მეუღლესთან ერთად ვშლი. ახლა შვილებთან ერთად ნაძვის ხეც მოვრთე, რაც მათ ძალიან უხარიათ. პატარები თავიანთ სურვილებს წინასწარ გვიმხელენ; გვეუბნებიან, თოვლის ბაბუას რისი მოტანა სთხოვეს და ისიც, შეძლებისდაგვარად, სურვილებს უსრულებს. თუმცა, ზოგჯერ ბავშვების ნახვას ვერ ასწრებს და ლამაზად შეფუთულ საჩუქარს კართან ან ნაძვის ხის ქვეშ უტოვებს ხოლმე.

რაც შეეხება სერიალს - შემოქმედებით ჯგუფს განწყობილება უკვე განსაკუთრებულად ამაღლებული გვაქვს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი საახალწლო სერიებით მაყურებელიც ისიამოვნებს.

მანანა კოზაკოვა:

- ახალ წელს ოჯახში ისე ვხვდებით, როგორც ზოგადად, ქართველებს გვჩვევია: ჩვენთანაც წინასაახალწლო ფუსფუსია; ვამზადებ საცივს, გოზინაყს, სალათებს, თევზეულს; ნამცხვრებსაც ვაცხობ, გოჭსაც ვწვავ და ა.შ. ვინაიდან სხვა დღეებში სახლში ხშირად არ ვართ, ვცდილობთ, ეს დღე ოჯახის წევრების გარემოცვაში გავატაროთ. ჩვენ ერთმანეთს წინასწარ, საჩუქრებსაც ვუმზადებთ (უნდა გამოვიცნოთ, ვის რა გაუხარდება, შეკვეთებს არ ვიძლევით) და მხოლოდ 12 საათის შემდეგ ვჩუქნით.

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ახალი წლის საღამოს კონცერტზე წასვლა გვიწევს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამით დიდ სიამოვნებას ვერ ვიღებ; სახლში ყოფნა მირჩევნია.

- წინასაახალწლო სამზადისში ბატონი ლევანი თუ მონაწილეობს?

- ის მხოლოდ კერძების დეგუსტაციაში მეხმარება (იცინის)... ახალ წელს ამჯერადაც, სახლში შევხვდებით და ძალიან მიხარია, რომ ის მეგობრები, რომლებიც ჩვენთან დროებით ცხოვრობენ, ამ დღეს ჩვენთან ერთად იქნებიან. სახლში რაც უფრო ბევრნი ვიქნებით, მით მეტად ვიმხიარულებთ.

ნინი მითაიშვილი:

- პირველი იანვრის ღამეს ყოველთვის ოჯახთან, მერე კი მეგობრებთან ერთად აღვნიშნავ. ვინაიდან მუდმივად დროის დეფიციტი მაქვს და რაღაცებს ვერ ვასწრებ, საახალწლო სუფრის მომზადებაში დედა და დედამთილი მეხმარებიან. საჩუქრებს 30-31 დეკემბერს, ფაციფუცით ვყიდულობ... როგორც წესი, ნაძვის ხეს მე და ჩემი შვილი 25 დეკემბრის შემდეგ ვრთავთ. თუმცა, წელს ამ ტრადიციის შეცვლა მოგვიწევს: ოჯახში ძალიან ცელქი ლეკვი გვყავს და იძულებული ვიქნები, მომცრო ზომის, მაგიდაზე დასადგამი ნაძვის ხე ვიყიდო, ლეკვი რომ ვერ მისწვდეს...

ნუგზარ ჩიქოვანი:

- ახალ წელს ოჯახში რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია არ გვაქვს. როგორც წესი, დამდეგს შინ, ერთად ვხვდებით, მეორე-მესამე დღეს კი ახლობლებთან მივდივართ ან ისინი გვსტუმრობენ. ერთმანეთს შეძლებისდაგვარად, საჩუქრებსაც ვუკეთებთ. ჩემი შვილები უკვე დიდები არიან: უფროსი - გიორგი 25 წლის არის, თათია - 21-ის. ჩემი გოგონა გათხოვდა, საზღვარგარეთ ცხოვრობს და სამწუხაროდ, 2013 წელს ჩვენთან ერთად ვერ შეეგებება. თუმცა, ძველით ახალი წლისთვის მეუღლესთან ერთად, საქართველოში ჩამოსვლას აპირებს და სიმართლე გითხრათ, ამ დღეს უფრო დიდი სიხარულით ველოდები, ვიდრე პირველი იანვრის დადგომას.

რაც შეეხება სერიალს: შვიდ იანვარს ტრადიციული, კორპორატიული ბანკეტი გვექნება, სადაც მთელი "იმედი" შეიკრიბება და როგორც წესი, შესანიშნავ დროს გავატარებთ.

- საახალწლო სუფრაზე თამადობა გიწევთ ხოლმე?

- ვცდილობ, თამადა იშვიათად ვიყო. მირჩევნია, მეგობრების გარემოცვაში წყნარად ვიჯდე და სხვას მოვუსმინო. თუმცა, როცა ძალიან მთხოვენ, თავს არ ვიფასებ. ჩემს ოჯახში ძალაუნებურად, თავად ვუძღვები სუფრას.

- თქვენს გმირს - ფრიდონს უცნაური სადღეგრძელოების თქმა სჩვევია...

- მართალია, ტრადიციული ქართული სადღეგრძელოები მომწონს, მაგრამ უპირატესობას მაინც ისეთ სიტყვებს ვანიჭებ, რომლებიც გულიდან მოდის. როცა ადამიანი სადღეგრძელოს ამბობს, ან წინასწარ ნაფიქრი აქვს, ან შეიძლება აზრი იქვე გაუჩნდეს... თქვენი ჟურნალის მეშვეობით, მინდა, დამდეგი ახალი წელი მთელ საქართველოს მივულოცო, "გზას" კი ვუსურვებ მომავალშიც ასეთი და კიდევ უფრო მეტი პოპულარობით ისარგებლოს.

ნუკი კოშკელიშვილი:

- ჩემთვის ახალი წელი გამორჩეული, განსაკუთრებული და ჯადოსნური დღესასწაულია. მიყვარს, როცა დამდეგს ოჯახში ვეგებები, მაგრამ ბოლო დროს ამას ვერ ვახერხებ... ახალ წელს ამჯერად ჩემს ორ დაქალთან ერთად შევხვდები, მერე კი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ საღამოს უნდა გავუძღვე... საახალწლო საჩუქრების საყიდლად მაღაზიებში სიარულს ერთი კვირით ადრე ვიწყებ. ეს პროცესი განსაკუთრებულად მომწონს. მიხარია, რომ თოვლი მოვიდა და ძალიან მინდა, ახალი წლის ღამესაც ითოვოს.

- საახალწლოდ კერძების მომზადებაში თუ მონაწილეობ?

- ვცდილობ, ოჯახში კერძები ყოველთვის თავად მოვამზადო, ეს ძალზე მომწონს... მოგეხსენებათ, არც ისე დიდი ხანია, რაც სერიალის - "შუა ქალაქში" მსახიობებს შევუერთდი. ასე რომ, ახალი წელი ერთად არასდროს აღგვინიშნავს. სიმართლე გითხრათ, ეს ცალკე ოჯახია; ძალიან კარგი სიტუაციაა მსახიობებს შორის, მთლიანად კოლექტივში და ა.შ. მგონია, რომ 2013-ს ორჯერ შევეგებები - საახალწლო სერიების გადაღებისას და 31 დეკემბრის ღამეს.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება