პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე ჭაჭუას ტკივილი - ”ჩაკეტილი პიროვნება ვარ”
სალომე ჭაჭუას ტკივილი - ”ჩაკეტილი პიროვნება ვარ”

"ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე და რთუ­ლი ბუ­ნე­ბის პატ­რო­ნია; ზოგ­ჯერ ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს, ზოგ­ჯერ კი ბავ­შვი­ვით და­უც­ვე­ლია. ხში­რად შუ­რის­ძი­ე­ბა­ზე მი­დის, მაგ­რამ ამას იმ­დე­ნად ჩუ­მად აკე­თებს, ვე­რა­ვინ ხვდე­ბა", - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ას­ტრო­ლო­გე­ბი ცხე­ნის წელ­ში და­ბა­დე­ბულ კირჩხიბს, ეს კი მო­ცეკ­ვა­ვე სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია. რო­გო­რია ის სი­ნამ­დვი­ლე­ში - ამას ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ. სა­ლო­მე სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ა­ზე, ხა­სი­ა­თის სუსტ თუ ძლი­ერ მხა­რე­ებ­ზე და მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბით გა­მოწ­ვე­ულ ტკი­ვილ­ზე მოგ­ვი­თხრობს.

- ჩემი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის და­ხა­სი­ა­თე­ბა წა­კი­თხუ­ლი მაქვს და მინ­და, წი­ნას­წარ გი­თხრა, რომ ბევ­რი რამ ჩემს ხა­სი­ათს ემ­თხვე­ვა.

- "მისი სახე სარ­კეა, რო­მელ­ზეც სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა ასა­ხუ­ლი".

- სევ­დაც და სი­ხა­რუ­ლიც სა­ხე­ზე მემ­ჩნე­ვა - ეს არა­ერ­თხელ უთ­ქვამთ. ხა­სი­ა­თი სწრა­ფად მეც­ვლე­ბა, მაგ­რამ როცა ცუდ გან­წყო­ბა­ზე ვარ, ვცდი­ლობ, ჩემი ემო­ცია სხვებს არ გა­დავ­დო.

- "მისი სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მთვა­რის ფა­ზებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რთუ­ლია მისი უგუ­ნე­ბო­ბის მი­ზე­ზის გარ­კვე­ვა".

- ზუს­ტად ასეა! თა­ვა­დაც არ ვიცი, ძა­ლი­ან კარგ ხა­სი­ათ­ზე მყო­ფი, უეც­რად რა­ტომ მო­ვი­ღუ­შე­ბი ხოლ­მე...

- "ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე და რთუ­ლი ბუ­ნე­ბის პატ­რო­ნია. მისი წყე­ნი­ნე­ბა ად­ვი­ლია".

- ყვე­ლა­ფე­რი გულ­თან ახ­ლოს მი­მაქვს. პა­ტა­რა რა­ღაც მწყინს, მაგ­რამ იმ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მა­წყე­ნი­ნებს, არა­ფერს ვაგ­რძნო­ბი­ნებ. თუმ­ცა, თუ გული ძა­ლი­ან მეტ­კი­ნე­ბა, მერე ურ­თი­ერ­თო­ბაც ცივ­დე­ბა.

- "ზოგ­ჯერ ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს, ზოგ­ჯერ კი ბავ­შვი­ვით და­უც­ვე­ლია".

- ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, ჩემი სუს­ტი მხა­რე სხვას არ და­ვა­ნახ­ვო. სუს­ტი ოჯახ­ში უფრო ვარ.

- სხვას ცრემლსაც არ უჩ­ვე­ნებ?

- არა!

- ოჯა­ხი ახ­სე­ნე. შენს ოჯახ­ზე რას გვე­ტყვი?

- დედა, და და ძმა მყავს. ჩემს ოჯახ­ში ყვე­ლა­ნი იუ­რის­ტე­ბი არი­ან. მამა მო­სა­მარ­თლე იყო. სამ­წუ­ხა­როდ, ის ჩვენ გვერ­დით აღარ არის - 4 წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. მა­მა­ზე ლა­პა­რა­კი ძა­ლი­ან მიმ­ძიმს და სხვას ნუ­ღა­რა­ფერს მკი­თხავ.

- მე­ლან­ქო­ლი­ის ტყვე­ო­ბა­ში ხში­რად ხარ?

- ასე­თი რამ იშ­ვი­ა­თად მე­მარ­თე­ბა.

- "მას შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ნაგ­რძნო­ბა, სა­ი­დუმ­ლოს შე­ნახ­ვა, მაგ­რამ არ უყ­ვარს სა­კუ­თა­რი გრძნო­ბე­ბის გა­მომ­ზე­უ­რე­ბა".

- ზუს­ტად ასეა! ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­მიძ­ლია, სა­ი­დუმ­ლო შე­ვუ­ნა­ხო, და­ვეხ­მა­რო რი­თაც შე­მეძ­ლე­ბა, მაგ­რამ თა­ვად ჩა­კე­ტი­ლი პი­როვ­ნე­ბა ვარ. ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ად­ვი­ლად ვერ ვა­წყობ. ლა­პა­რა­კი არ მიყ­ვარს. სულ მე­ჩხუ­ბე­ბი­ან, - რა­ტომ არა­ფერს ამ­ბო­ბო? სახ­ლშიც ასე­თი ვარ. დედა მსაყ­ვე­დუ­რობს, რა­მე­ზე დაგ­ვე­ლა­პა­რა­კეო. ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი­დან არა­ვის ვგა­ვარ.

- ყვე­ლა­ზე კარ­გად ვინ გიც­ნობს?

- დედა და ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი - გი­ორ­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე.

- "ინ­ტუ­ი­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით უფრო მე­ტად მოქ­მე­დებს, ვიდ­რე - გო­ნე­ბით".

- ამ შემ­თხვე­ვა­ში ას­ტრო­ლო­გებს ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, გო­ნე­ბით ვი­მოქ­მე­დო.

- "თუ კე­თი­ლად მო­ე­პყრო­ბი, მისი მარ­თვა იო­ლია, თუ რა­მეს აი­ძუ­ლებ, ად­გი­ლი­დან არ და­იძ­ვრე­ბა".

- ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი და გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია, როცა ადა­მი­ანს ვინ­მე მარ­თავს. ცო­ტა­თი ჯი­უ­ტიც ვარ. მიყ­ვარს, როცა ჩემი გა­მაქვს (მარ­თა­ლი რომ არ ვიყო, მა­ინც).

- "ძა­ლი­ან მო­სიყ­ვა­რუ­ლე ნი­შა­ნია. თუ ვინ­მე შე­იყ­ვა­რა, მის მი­მართ გრძნო­ბა მუ­დამ ექ­ნე­ბა".

- 8 წე­ლია, მე და გი­ორ­გის ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარს. მა­ნამ­დე კი მერ­წმუ­ნეთ, არა­ვინ მყვა­რე­ბია. ჩვენ და­ო­ჯა­ხე­ბას ვა­პი­რებთ, მაგ­რამ არ ვი­ცით, რო­დის.

- "შე­უძ­ლია სას­ტი­კი მტე­რი იყოს".

- არა­ვის მტე­რი არ ვარ, მით უმე­ტეს - სას­ტი­კი.

- "ხში­რად შუ­რის­ძი­ე­ბა­ზე მი­დის, მაგ­რამ ამას იმ­დე­ნად ჩუ­მად აკე­თებს, ვე­რა­ვინ ხვდე­ბა".

- შუ­რის­ძი­ე­ბის სურ­ვი­ლი ცხოვ­რე­ბა­ში არ მქო­ნია. მხო­ლოდ ერთი შემ­თხვე­ვა მახ­სენ­დე­ბა: ერთ გო­გოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კვე­ვა მინ­დო­და, მაგ­რამ მა­მამ არ გა­მიშ­ვა. დამ­სვა, და­მე­ლა­პა­რა­კა და ამიხ­სნა, მას­თან რა­ტომ არ უნდა მე­კა­მა­თა. მა­მის მად­ლი­ე­რი ვარ.

- მა­მას­თან მე­გობ­რობ­დი?

- მას­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს ვი­ყა­ვი.

- მო­სა­მარ­თლე­ო­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ფე­სი­აა - ადა­მი­ანს გა­ნა­ჩე­ნი უნდა გა­მო­უ­ტა­ნო. შინ მო­სუ­ლი, ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კობ­და?

- თით­ქმის არას­დროს. ჩვენ გვიფრ­თხილ­დე­ბო­და, გიჟი მამა იყო.

- მისი და­რი­გე­ბე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად რა გახ­სოვს?

- ვერ დავ­კონ­კრეტ­დე­ბი, მაგ­რამ გე­ტყვით, რომ მამა სულ მა­რი­გებ­და და ვცდი­ლობ, ისე ვი­ცხოვ­რო, რო­გორც ის მირ­ჩევ­და.

- მა­მას თუ ურ­ჩე­ვია, მის პრო­ფე­სი­ას გაჰ­ყო­ლო­დი?

- არა. ჩემ­მა დამ რომ იუ­რის­ტო­ბა მო­ინ­დო­მა, ურ­ჩია: გა­და­ი­ფიქ­რე, ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ფე­სი­აა და არ გინ­დაო, - მაგ­რამ მან არ და­უ­ჯე­რა. მა­მას უნ­დო­და, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე მეს­წავ­ლა და მეც სწო­რედ ეს ფა­კულ­ტე­ტი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ჩემი და-ძმა არ მი­წყენს, თუ გე­ტყვი, რომ მა­მას გა­მორ­ჩე­უ­ლად ვუყ­ვარ­დი, რად­გან ხა­სი­ა­თით დე­და­მისს მამ­სგავ­სებ­და. ის დე­დას აღ­მერ­თებ­და!

- დიპ­ლო­მა­ტო­ბას არ აპი­რებ?

- არა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კარ­გი სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, ჩემი თავი ამ ამ­პლუ­ა­ში ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია. ახლა მინ­და, ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ­ზე ჩა­ვა­ბა­რო. ცეკ­ვა სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს, ეს საქ­მე ფა­ნა­ტი­კუ­რად მიყ­ვარს.

- "კირჩხი­ბის ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ანს ეს­მის".

- ჩემი ახლო მე­გობ­რე­ბი და გი­ორ­გიც მე­უბ­ნე­ბი­ან, - რთუ­ლი ხა­სი­ა­თი გაქ­ვსო.

- სირ­თუ­ლე­ში რას გუ­ლის­ხმო­ბენ?

- უმე­ტე­სად, ჩუ­მად ვარ, ცო­ტას ვლა­პა­რა­კობ. როცა სად­მე გა­სარ­თო­ბად მივ­დი­ვართ, ზოგ­ჯერ შე­სა­ბა­მი­სი გან­წყო­ბა არ მაქვს. ვცდი­ლობ, ჩემი უხა­სი­ა­თო­ბა არ შე­ვიმ­ჩნიო, მაგ­რამ მემ­ჩნე­ვა.

- ბევ­რი მე­გო­ბა­რი გყავს?

- კი, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ახ­ლოს ერთ გო­გოს­თან ვარ. სხვა­თა შო­რის, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ბი­ჭებ­თან მე­გობ­რო­ბა უფრო კარ­გად გა­მომ­დის, ვიდ­რე - გო­გო­ნებ­თან. ბავ­შვო­ბი­დან ასე ვარ.

- "ისე­ვე, რო­გორც ბუ­ნე­ბა­ში, კირჩხიბს თუ რამე სურს, მას მთე­ლი ძა­ლით ჩა­აფ­რინ­დე­ბა და ხე­ლი­დან ვერ გა­აგ­დე­ბი­ნებ, იქ­ნე­ბა ეს საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი თუ ნივ­თი".

- თუ რამე მინ­და, მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებ, ძა­ლის­ხმე­ვას არ და­ვი­შუ­რებ. მინ­და საქ­მე­ში პირ­ვე­ლი ვიყო და ამის­თვის არც შრო­მა მე­ზა­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა "ჩაფ­რე­ნას", მე და გი­ორ­გი ერ­თმა­ნეთ­ზე ვართ ჩაფ­რე­ნი­ლე­ბი.

- ეჭ­ვი­ა­ნი ხარ?

- არა მხო­ლოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლის მი­მართ, მე­გობ­რო­ბა­შიც ეჭ­ვი­ა­ნი ვარ.

- "ყვე­ლა კირჩხიბს უსა­ფუძ­ვლო შიში ახა­სი­ა­თებს".

- მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რა­ი­მეს შიში ნაკ­ლე­ბად მქონ­და, ამ ბოლო დროს კი და­ხუ­რუ­ლი სივ­რცის შიში დამ­ჩემ­და და სი­მაღ­ლის ში­შიც მაქვს. თუმ­ცა, ბავ­შვო­ბი­დან სიბ­ნე­ლის მე­ში­ნია. ჩემს ოთახ­ში მთე­ლი ღამე ტე­ლე­ვი­ზო­რია ჩარ­თუ­ლი და ისე მძი­ნავს.

- "მხი­ა­რუ­ლი და სი­ცო­ცხლით სავ­სე ცხე­ნი, ყვე­ლა დღე­სას­წა­უ­ლის მთა­ვა­რი მოქ­მე­დი გმი­რია".

- მიყ­ვარს, როცა კარგ ხა­სი­ათ­ზე ვარ. ისეთ რა­ღა­ცებს ვა­კე­თებ, ზოგ­ჯერ სა­კუ­თარ თავს ვერ ვცნობ.

- ასეთს რას აკე­თებ?

- იმას, რაც არ მა­ხა­სი­ა­თებს. შე­მიძ­ლია ვიმ­ღე­რო, რა­ღაც სი­გი­ჟე­ე­ბი გა­ვა­კე­თო. მე რომ კარგ ხა­სი­ათ­ზე ვარ, სხვებ­საც უხა­რი­ათ. სად­მე კლუბ­ში რომ მივ­დი­ვარ, აღარ მინ­და, ვი­ცეკ­ვო. არ მომ­წონს, როცა მთხო­ვენ, - იცეკ­ვეო, გან­სა­კუთ­რე­ბით - ქორ­წი­ლებ­ში.

- გან­მარ­ტო­ე­ბა გიყ­ვარს?

- ძა­ლი­ან. სა­გუ­რა­მოს­თან ახ­ლოს აგა­რა­კი გვაქვს, სა­დაც ზა­ფხუ­ლო­ბით ავ­დი­ვარ. იქ ერთი ად­გი­ლი მაქვს ამო­ჩე­მე­ბუ­ლი, სა­დაც მივ­დი­ვარ და ვის­ვე­ნებ. ბუ­ნე­ბა­ში ყოფ­ნა კარ­გია.

- "ძა­ლი­ან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნია..."

- მარ­თა­ლია. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი რომ იყო, სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი უნდა გქონ­დეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხა­რის­ხი ჩემ­ში ძა­ლი­ან მა­ღა­ლია და მარ­ტო­ო­ბაც მიყ­ვარს, არას­დროს მი­ფიქ­რია მარ­ტო ცხოვ­რე­ბა­ზე.

- "ხარ­ბია და ცოტა ქედ­მა­ღა­ლიც".

- ასე ნამ­დვი­ლად არ მი­ვიჩ­ნევ. ხში­რად უთ­ქვამთ, - "სტერ­ვა" მე­გო­ნე, არა­და, სულ სხვა­ნა­ი­რი ყო­ფილ­ხა­რო. ვერ ვხვდე­ბი, ხალ­ხს "სტერ­ვა" რა­ტომ ვგო­ნი­ვარ? მერ­წმუ­ნეთ, ასე­თი ნამ­დვი­ლად არ ვარ.

- "ის მუდ­მი­ვად თავ­გა­და­სავ­ლე­ბის ძი­ე­ბა­შია".

- მიყ­ვარს თავ­გა­და­სავ­ლე­ბი, ხე­ტი­ა­ლი, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­ზე მე­ტად, გი­ორ­გის უყ­ვარს. ფა­სა­ნა­ურ­თან ახ­ლოს ერთი ლა­მა­ზი ად­გი­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნა, სა­დაც პა­ტა­რა ტბა არის. მე­გობ­რებ­თან ერ­თად ქა­ლაქ­გა­რეთ გას­ვლა ზამ­თარ­შიც გვიყ­ვარს - ხან ვგუნ­და­ობთ, ხან მწვადს ვწვავთ. ჩვენ­თან ერ­თად ხში­რად არი­ან რა­მაზ ლა­ზა­რიშ­ვი­ლი, ოთო ფო­ლა­დაშ­ვი­ლი, ჯუ­ლი­ა­ნა ბარგ-ნარი, ლე­ვან ახვლე­დი­ა­ნი, რეზო რო­ბა­ქი­ძე...

- "ხში­რად იც­ვლის სა­მუ­შაო ად­გილს და პარტნი­ორს".

- 4 წე­ლია, სა­მუ­შაო ად­გი­ლი არ შე­მიც­ვლია. პარტნი­ორ­ში თუ შეყ­ვა­რე­ბულს გუ­ლის­ხმო­ბენ, ცდე­ბი­ან. ცეკ­ვის დროს პარტნი­ორს კი მარ­თლა ხში­რად ვიც­ვლი.

- "უყ­ვარს შე­მოდ­გო­მის ფე­რე­ბი".

- არც ისე. ყვე­ლა­ზე მე­ტად ზა­ფხუ­ლი მიყ­ვარს. სი­ცხე და პა­პა­ნა­ქე­ბა დის­კომ­ფორ­ტს სუ­ლაც არ მიქ­მნის. მზე­ზე ვგიჟ­დე­ბი.

- ფულ­თან რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქვს?

- ზო­მი­ე­რად მხარ­ჯვე­ლი ვარ.

- "მოს­წონს ისე­თი სა­მუ­შაო გა­რე­მო, სა­დაც ხალ­ხთან უწევს ურ­თი­ერ­თო­ბა".

- ამა­ზე მარ­თლა ვგიჟ­დე­ბი. პარ­კეტ­ზე სხვა ვინ­მე ვარ, ცხოვ­რე­ბა­ში - სხვა.

- შენ და გი­ორ­გი ზო­დი­ა­ქო­ე­ბით ერ­თმა­ნეთს რამ­დე­ნად ეწყო­ბით?

- მთლად კარ­გად ვერა, მაგ­რამ რაც მთა­ვა­რია, ცხოვ­რე­ბა­ში ვე­წყო­ბით ერ­თმა­ნეთს კარ­გად. მარ­თა­ლია, ზოგ­ჯერ ვჩხუ­ბობთ, მაგ­რამ ესეც სა­ინ­ტე­რე­სოა.

- "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" მალე დას­რულ­დე­ბა. გული რას გიგ­რძნობს, შენ და გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე გა­ი­მარ­ჯვებთ?

- მე და გი­ორ­გი ერ­თა­დერ­თი წყვი­ლი ვართ, რო­მელ­საც არ გვი­ჩხუ­ბია. ძა­ლი­ან გვინ­და, ფი­ნალ­ში ვი­ცეკ­ვოთ და გა­ვი­მარ­ჯვოთ. თუმ­ცა, ყვე­ლა­ფე­რი მა­ყუ­რე­ბელ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ჩვენ კი ხალ­ხის თა­ნად­გო­მის იმე­დი გვაქვს.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

სალომე ჭაჭუას ტკივილი - ”ჩაკეტილი პიროვნება ვარ”

სალომე ჭაჭუას ტკივილი - ”ჩაკეტილი პიროვნება ვარ”

"ძალიან მგრძნობიარე და რთული ბუნების პატრონია; ზოგჯერ ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ზოგჯერ კი ბავშვივით დაუცველია. ხშირად შურისძიებაზე მიდის, მაგრამ ამას იმდენად ჩუმად აკეთებს, ვერავინ ხვდება", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ცხენის წელში დაბადებულ კირჩხიბს, ეს კი მოცეკვავე სალომე ჭაჭუას ზოდიაქოს ნიშანია. როგორია ის სინამდვილეში - ამას ინტერვიუდან შეიტყობთ. სალომე საკუთარ პროფესიაზე, ხასიათის სუსტ თუ ძლიერ მხარეებზე და მამის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილზე მოგვითხრობს.

- ჩემი ზოდიაქოს ნიშნის დახასიათება წაკითხული მაქვს და მინდა, წინასწარ გითხრა, რომ ბევრი რამ ჩემს ხასიათს ემთხვევა.

- "მისი სახე სარკეა, რომელზეც სულიერი მდგომარეობაა ასახული".

- სევდაც და სიხარულიც სახეზე მემჩნევა - ეს არაერთხელ უთქვამთ. ხასიათი სწრაფად მეცვლება, მაგრამ როცა ცუდ განწყობაზე ვარ, ვცდილობ, ჩემი ემოცია სხვებს არ გადავდო.

- "მისი სულიერი მდგომარეობა მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული. რთულია მისი უგუნებობის მიზეზის გარკვევა".

- ზუსტად ასეა! თავადაც არ ვიცი, ძალიან კარგ ხასიათზე მყოფი, უეცრად რატომ მოვიღუშები ხოლმე...

- "ძალიან მგრძნობიარე და რთული ბუნების პატრონია. მისი წყენინება ადვილია".

- ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს. პატარა რაღაც მწყინს, მაგრამ იმ ადამიანს, რომელიც მაწყენინებს, არაფერს ვაგრძნობინებ. თუმცა, თუ გული ძალიან მეტკინება, მერე ურთიერთობაც ცივდება.

- "ზოგჯერ ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ზოგჯერ კი ბავშვივით დაუცველია".

- ყოველთვის ვცდილობ, ჩემი სუსტი მხარე სხვას არ დავანახვო. სუსტი ოჯახში უფრო ვარ.

- სხვას ცრემლსაც არ უჩვენებ?

- არა!

- ოჯახი ახსენე. შენს ოჯახზე რას გვეტყვი?

- დედა, და და ძმა მყავს. ჩემს ოჯახში ყველანი იურისტები არიან. მამა მოსამართლე იყო. სამწუხაროდ, ის ჩვენ გვერდით აღარ არის - 4 წლის წინ გარდაიცვალა. მამაზე ლაპარაკი ძალიან მიმძიმს და სხვას ნუღარაფერს მკითხავ.

- მელანქოლიის ტყვეობაში ხშირად ხარ?

- ასეთი რამ იშვიათად მემართება.

- "მას შეუძლია ადამიანების თანაგრძნობა, საიდუმლოს შენახვა, მაგრამ არ უყვარს საკუთარი გრძნობების გამომზეურება".

- ზუსტად ასეა! ნებისმიერ ადამიანს შემიძლია, საიდუმლო შევუნახო, დავეხმარო რითაც შემეძლება, მაგრამ თავად ჩაკეტილი პიროვნება ვარ. ადამიანებთან ურთიერთობას ადვილად ვერ ვაწყობ. ლაპარაკი არ მიყვარს. სულ მეჩხუბებიან, - რატომ არაფერს ამბობო? სახლშიც ასეთი ვარ. დედა მსაყვედურობს, რამეზე დაგველაპარაკეო. ჩემი ოჯახის წევრებიდან არავის ვგავარ.

- ყველაზე კარგად ვინ გიცნობს?

- დედა და ჩემი შეყვარებული - გიორგი გაჩეჩილაძე.

- "ინტუიციაზე დაყრდნობით უფრო მეტად მოქმედებს, ვიდრე - გონებით".

- ამ შემთხვევაში ასტროლოგებს ვერ დავეთანხმები. ყოველთვის ვცდილობ, გონებით ვიმოქმედო.

- "თუ კეთილად მოეპყრობი, მისი მართვა იოლია, თუ რამეს აიძულებ, ადგილიდან არ დაიძვრება".

- ჩემთვის მიუღებელი და გამაღიზიანებელია, როცა ადამიანს ვინმე მართავს. ცოტათი ჯიუტიც ვარ. მიყვარს, როცა ჩემი გამაქვს (მართალი რომ არ ვიყო, მაინც).

- "ძალიან მოსიყვარულე ნიშანია. თუ ვინმე შეიყვარა, მის მიმართ გრძნობა მუდამ ექნება".

- 8 წელია, მე და გიორგის ერთმანეთი გვიყვარს. მანამდე კი მერწმუნეთ, არავინ მყვარებია. ჩვენ დაოჯახებას ვაპირებთ, მაგრამ არ ვიცით, როდის.

- "შეუძლია სასტიკი მტერი იყოს".

- არავის მტერი არ ვარ, მით უმეტეს - სასტიკი.

- "ხშირად შურისძიებაზე მიდის, მაგრამ ამას იმდენად ჩუმად აკეთებს, ვერავინ ხვდება".

- შურისძიების სურვილი ცხოვრებაში არ მქონია. მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსენდება: ერთ გოგოსთან ურთიერთობის გარკვევა მინდოდა, მაგრამ მამამ არ გამიშვა. დამსვა, დამელაპარაკა და ამიხსნა, მასთან რატომ არ უნდა მეკამათა. მამის მადლიერი ვარ.

- მამასთან მეგობრობდი?

- მასთან ძალიან ახლოს ვიყავი.

- მოსამართლეობა საკმაოდ რთული პროფესიაა - ადამიანს განაჩენი უნდა გამოუტანო. შინ მოსული, ამ თემაზე ლაპარაკობდა?

- თითქმის არასდროს. ჩვენ გვიფრთხილდებოდა, გიჟი მამა იყო.

- მისი დარიგებებიდან ყველაზე მეტად რა გახსოვს?

- ვერ დავკონკრეტდები, მაგრამ გეტყვით, რომ მამა სულ მარიგებდა და ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, როგორც ის მირჩევდა.

- მამას თუ ურჩევია, მის პროფესიას გაჰყოლოდი?

- არა. ჩემმა დამ რომ იურისტობა მოინდომა, ურჩია: გადაიფიქრე, ძალიან რთული პროფესიაა და არ გინდაო, - მაგრამ მან არ დაუჯერა. მამას უნდოდა, საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე მესწავლა და მეც სწორედ ეს ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. ჩემი და-ძმა არ მიწყენს, თუ გეტყვი, რომ მამას გამორჩეულად ვუყვარდი, რადგან ხასიათით დედამისს მამსგავსებდა. ის დედას აღმერთებდა!

- დიპლომატობას არ აპირებ?

- არა. მიუხედავად იმისა, რომ კარგი სტუდენტი ვიყავი, ჩემი თავი ამ ამპლუაში ვერ წარმომიდგენია. ახლა მინდა, ქორეოგრაფიულზე ჩავაბარო. ცეკვა სიამოვნებას მანიჭებს, ეს საქმე ფანატიკურად მიყვარს.

- "კირჩხიბის ძალიან ცოტა ადამიანს ესმის".

- ჩემი ახლო მეგობრები და გიორგიც მეუბნებიან, - რთული ხასიათი გაქვსო.

- სირთულეში რას გულისხმობენ?

- უმეტესად, ჩუმად ვარ, ცოტას ვლაპარაკობ. როცა სადმე გასართობად მივდივართ, ზოგჯერ შესაბამისი განწყობა არ მაქვს. ვცდილობ, ჩემი უხასიათობა არ შევიმჩნიო, მაგრამ მემჩნევა.

- ბევრი მეგობარი გყავს?

- კი, მაგრამ ყველაზე ახლოს ერთ გოგოსთან ვარ. სხვათა შორის, შეიძლება ითქვას, რომ ბიჭებთან მეგობრობა უფრო კარგად გამომდის, ვიდრე - გოგონებთან. ბავშვობიდან ასე ვარ.

- "ისევე, როგორც ბუნებაში, კირჩხიბს თუ რამე სურს, მას მთელი ძალით ჩააფრინდება და ხელიდან ვერ გააგდებინებ, იქნება ეს საყვარელი ადამიანი თუ ნივთი".

- თუ რამე მინდა, მიზნის მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლებ, ძალისხმევას არ დავიშურებ. მინდა საქმეში პირველი ვიყო და ამისთვის არც შრომა მეზარება. რაც შეეხება "ჩაფრენას", მე და გიორგი ერთმანეთზე ვართ ჩაფრენილები.

- ეჭვიანი ხარ?

- არა მხოლოდ შეყვარებულის მიმართ, მეგობრობაშიც ეჭვიანი ვარ.

- "ყველა კირჩხიბს უსაფუძვლო შიში ახასიათებს".

- მამის გარდაცვალებამდე რაიმეს შიში ნაკლებად მქონდა, ამ ბოლო დროს კი დახურული სივრცის შიში დამჩემდა და სიმაღლის შიშიც მაქვს. თუმცა, ბავშვობიდან სიბნელის მეშინია. ჩემს ოთახში მთელი ღამე ტელევიზორია ჩართული და ისე მძინავს.

- "მხიარული და სიცოცხლით სავსე ცხენი, ყველა დღესასწაულის მთავარი მოქმედი გმირია".

- მიყვარს, როცა კარგ ხასიათზე ვარ. ისეთ რაღაცებს ვაკეთებ, ზოგჯერ საკუთარ თავს ვერ ვცნობ.

- ასეთს რას აკეთებ?

- იმას, რაც არ მახასიათებს. შემიძლია ვიმღერო, რაღაც სიგიჟეები გავაკეთო. მე რომ კარგ ხასიათზე ვარ, სხვებსაც უხარიათ. სადმე კლუბში რომ მივდივარ, აღარ მინდა, ვიცეკვო. არ მომწონს, როცა მთხოვენ, - იცეკვეო, განსაკუთრებით - ქორწილებში.

- განმარტოება გიყვარს?

- ძალიან. საგურამოსთან ახლოს აგარაკი გვაქვს, სადაც ზაფხულობით ავდივარ. იქ ერთი ადგილი მაქვს ამოჩემებული, სადაც მივდივარ და ვისვენებ. ბუნებაში ყოფნა კარგია.

- "ძალიან დამოუკიდებელი ადამიანია..."

- მართალია. დამოუკიდებელი რომ იყო, საკუთარი შემოსავალი უნდა გქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობის ხარისხი ჩემში ძალიან მაღალია და მარტოობაც მიყვარს, არასდროს მიფიქრია მარტო ცხოვრებაზე.

- "ხარბია და ცოტა ქედმაღალიც".

- ასე ნამდვილად არ მივიჩნევ. ხშირად უთქვამთ, - "სტერვა" მეგონე, არადა, სულ სხვანაირი ყოფილხარო. ვერ ვხვდები, ხალხს "სტერვა" რატომ ვგონივარ? მერწმუნეთ, ასეთი ნამდვილად არ ვარ.

- "ის მუდმივად თავგადასავლების ძიებაშია".

- მიყვარს თავგადასავლები, ხეტიალი, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემზე მეტად, გიორგის უყვარს. ფასანაურთან ახლოს ერთი ლამაზი ადგილი აღმოაჩინა, სადაც პატარა ტბა არის. მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გასვლა ზამთარშიც გვიყვარს - ხან ვგუნდაობთ, ხან მწვადს ვწვავთ. ჩვენთან ერთად ხშირად არიან რამაზ ლაზარიშვილი, ოთო ფოლადაშვილი, ჯულიანა ბარგ-ნარი, ლევან ახვლედიანი, რეზო რობაქიძე...

- "ხშირად იცვლის სამუშაო ადგილს და პარტნიორს".

- 4 წელია, სამუშაო ადგილი არ შემიცვლია. პარტნიორში თუ შეყვარებულს გულისხმობენ, ცდებიან. ცეკვის დროს პარტნიორს კი მართლა ხშირად ვიცვლი.

- "უყვარს შემოდგომის ფერები".

- არც ისე. ყველაზე მეტად ზაფხული მიყვარს. სიცხე და პაპანაქება დისკომფორტს სულაც არ მიქმნის. მზეზე ვგიჟდები.

- ფულთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- ზომიერად მხარჯველი ვარ.

- "მოსწონს ისეთი სამუშაო გარემო, სადაც ხალხთან უწევს ურთიერთობა".

- ამაზე მართლა ვგიჟდები. პარკეტზე სხვა ვინმე ვარ, ცხოვრებაში - სხვა.

- შენ და გიორგი ზოდიაქოებით ერთმანეთს რამდენად ეწყობით?

- მთლად კარგად ვერა, მაგრამ რაც მთავარია, ცხოვრებაში ვეწყობით ერთმანეთს კარგად. მართალია, ზოგჯერ ვჩხუბობთ, მაგრამ ესეც საინტერესოა.

- "ცეკვავენ ვარსკვლავები" მალე დასრულდება. გული რას გიგრძნობს, შენ და გიორგი ვარდოსანიძე გაიმარჯვებთ?

- მე და გიორგი ერთადერთი წყვილი ვართ, რომელსაც არ გვიჩხუბია. ძალიან გვინდა, ფინალში ვიცეკვოთ და გავიმარჯვოთ. თუმცა, ყველაფერი მაყურებელზეა დამოკიდებული, ჩვენ კი ხალხის თანადგომის იმედი გვაქვს.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება