თეა წულუკიანისგან განსხვავებით, ბაჩო ახალაია ახალ წელს მარტო არ შეხვდება - ამის შესახებ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.
"ბაჩო ახალაია ამ სუბიექტისგან განსხვავებით, მარტო არ შეხვდება ახალ წელს, მე მასთან ერთად ციხესთან შევხვდები ახალ წელს და ჩვენ სულ რაღაც ერთი კედელი გაგვყოფს",- წერს ნადარეიშვილი.
გუშინ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ბაჩო ახალაია ახალ წელს თუ ციხეში შეხვდება, ამით არაფერი დაშავდება.
ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში მეუღლის "ფეისბუქის" გვერდის გატეხვაზეც საუბრობს.
"ბაჩოს ფეისბუქის პროფილი გატეხეს და საერთოდაც გააუქმეს, თუ მისი სახელით ვინმეს რაიმე შეტყობინება მოგივიდათ, იცოდეთ, რომ ეს იმ ვანდალების ნამოქმედარია, ვინც განახორციელა კიბერშეტევა", - წერს ნადარეიშვილი.
ასევე იხილეთ: "თქვენ რომ უსაფრთხოდ გძინავთ, მისი დამსახურებაა" - ბაჩო ახალაიას მეუღლე