პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არჩილ გომიაშვილის შვილიშვილი ყველაზე მდიდარ უკანონო ბავშვად აღიარეს
არჩილ გომიაშვილის შვილიშვილი ყველაზე მდიდარ უკანონო ბავშვად აღიარეს

ცოტა ხნის წინ რუ­სეთ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა ყვე­ლა­ზე მდი­და­რი უკა­ნო­ნო ბავ­შვე­ბის რე­ი­ტინ­გი. მე­ო­რე ად­გილ­ზე აღ­მოჩ­ნდა და­ღეს­ტნე­ლი ოლი­გარ­ქის სუ­ლე­ი­მან კე­რი­მო­ვის უკა­ნო­ნო ქა­ლიშ­ვი­ლი. ეს ამ­ბა­ვი ჩვენ­თვის არ იქ­ნე­ბო­და დი­დად სა­ინ­ტე­რე­სო, რომ არა ბავ­შვის დედა - მოს­კოვ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი, ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის არ­ჩილ გო­მი­აშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი კა­ტია გო­მი­აშ­ვი­ლი.

ამ­ბო­ბენ, რომ კე­რი­მო­ვი, რო­მელ­საც მა­ნამ­დეც ჰყავ­და ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი და დიდი ხა­ნია ვაჟ­ზე ოც­ნე­ბობს, ბავ­შვის სქე­სით არ მო­ი­ხიბ­ლა და ამი­ტო­მაც მი­ა­ტო­ვა საყ­ვა­რე­ლი. ბავ­შვის დე­დას კი "მხო­ლოდ და მხო­ლოდ" ვილა აჩუ­ქა ნი­ცას­თან ახ­ლოს, 3 მლნ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის, შვილს კი ყო­ველ­თვი­უ­რად 10 ათას დო­ლარს უხ­დის.

ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ოლი­გარ­ქი

თა­ვად კე­რი­მო­ვი დიდი ხა­ნია შვე­ი­ცა­რი­ა­ში ცხოვ­რობს, თუმ­ცა სა­ნამ რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე­ობ­და, სში­რად ხდე­ბო­და ელი­ტუ­რი ქრო­ნი­კე­ბის გმი­რი. ნავ­თო­ბ­ბიზ­ნე­სის მფლო­ბე­ლი კე­რი­მო­ვი ცნო­ბი­ლი იყო, რო­გორც ვარ­სკვლა­ვებ­თან რო­მა­ნე­ბის გამბმე­ლი ოლი­გარ­ქი. მის საყ­ვარ­ლებს შო­რის მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ ჟანა ფრის­კეს, ნა­ტა­ლია ვეტ­ლიც­კა­ი­ას, ანას­ტა­სია ვო­ლო­ჩკო­ვას. ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი კი ორ ქარ­თველ ქალ­თან გაბ­მუ­ლი რო­მა­ნი აღ­მოჩ­ნდა. პირ­ვე­ლი თინა კან­დე­ლა­კი იყო - მას­თან რო­მან­მა იმი­ტომ გა­მო­იწ­ვია აჟი­ო­ტა­ჟი, რომ კე­რი­მო­ვი და კან­დე­ლა­კი ერ­თად მოხ­ვდნენ ავა­რი­ა­ში ნი­ცა­ში, კე­რი­მო­ვის "ფერ­ა­რით". თი­ნას ძა­ლი­ა­ნაც უნ­დო­და ამ ამ­ბის და­მალ­ვა, მაგ­რამ ისე­თი ია­რე­ბი დარ­ჩა ავა­რი­ი­დან, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ხე­ლებ­ზეც და თე­ძო­ზეც ტა­ტუ­ე­ბი გა­ე­კე­თე­ბი­ნა მათ და­სა­ფა­რა­ვად. მოგ­ვი­ა­ნე­ბით თი­ნამ აღი­ა­რა:

- სუ­ლე­ი­მა­ნი ჯერ კი­დევ იმ დროს გა­ვი­ცა­ნი, როცა ჩემს მე­გო­ბარს - მსა­ხი­ობ ოლე­სია სუდ­ზი­ლოვ­სკა­ი­ას ეტ­რფო­და. გიჟ­დე­ბა ლა­მაზ ქა­ლებ­ზე - ეს სი­მარ­თლეა. მალე მი­ა­ტო­ვა ოლე­სია და ჩემს სხვა მე­გო­ბარ­ზე - მო­დე­ლი­ერ კა­ტია გო­მი­აშ­ვილ­ზე გა­და­ერ­თო.

კა­ტია ცნო­ბი­ლი მსა­ხიო­ბის არ­ჩილ გო­მი­აშ­ვი­ლის უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლია. მისი და კე­რი­მო­ვის რო­მა­ნი ოთხ წელს გრძელ­დე­ბო­და. რუ­სე­თის ერთ-ერთი უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნი (ზო­გი­ერ­თი მო­ნა­ცე­მით, 14 მლრდ დო­ლა­რის მფლო­ბე­ლია) კა­ტი­ას გუ­ლუხ­ვად ასა­ჩუქ­რებ­და, ეხ­მა­რე­ბო­და მო­დის დიდი ბიზ­ნე­სის და­პყრო­ბა­ში. ეკა­ტე­რი­ნას მა­მის დახ­მა­რე­ბით უკვე ჰქონ­და თა­ვი­სი ატე­ლიე, მაგ­რამ არც ისე წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო. რაც კე­რი­მო­ვი გა­მოჩ­ნდა მის გვერ­დით, მსოფ­ლიო დო­ნე­ზე გა­ვი­და და მისი სა­მო­სი და ბრენ­დი - Mia shvili - მო­თხოვ­ნა­დი გახ­და. საყ­ვარ­ლის ფუ­ლით კა­ტი­ამ ლონ­დონ­ში გახ­სნა ბუ­ტი­კი, რო­მე­ლიც ინ­გლის­ში კარ­გად ცნო­ბილ­მა არ­ქი­ტექ­ტორ­მა ებ რო­ჯერ­სმა გა­ა­ფორ­მა. ამ­ბო­ბენ, რომ კა­ტი­ას ეს ახი­რე­ბა კე­რი­მოვს 3 მლნ ევრო და­უჯ­და. კა­ტი­ას სა­მო­სით თავს იწო­ნებ­და ქლოე სე­ვი­ნი, მის მო­რიგ კო­ლექ­ცი­ას ტოპ­მო­დე­ლი კეიტ მოსი უკე­თებ­და რეკ­ლა­მას. ასე­თი დო­ნის მო­დე­ლე­ბი კი მხო­ლოდ დე­ფი­ლეს­თვის 30-დან 150 ათას დო­ლა­რამ­დე იღე­ბენ. სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის სა­ფა­სუ­რი ათ­ჯერ იზ­რდე­ბა.

თუმ­ცა "12 სკა­მის" ვარ­სკვლა­ვის, დი­დე­ბუ­ლი ოს­ტაპ ბენ­დე­რის ქა­ლიშ­ვილ­მა წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის ბედი გა­ი­ზი­ა­რა და მა­საც ისე­ვე უღა­ლა­ტეს, რო­გორც სხვებს. სხვა­ო­ბა მხო­ლოდ ის იყო, რომ ეკა­ტე­რი­ნა კე­რი­მო­ვის­გან შვილს ელო­დე­ბო­და. ქალ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად ბუ­ტი­კე­ბიც და­ხუ­რა და ბოლო კო­ლექ­ცი­აც გა­ყი­და. ყვე­ლას გა­უკ­ვირ­და, აწყო­ბი­ლი საქ­მის ასე მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ჩე­რე­ბა. მი­ზე­ზი კი კა­ტი­ას ცხოვ­რე­ბი­დან კე­რი­მო­ვის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის კი­დევ ერთი პი­კან­ტუ­რი დე­ტა­ლი - ქა­ლის ორ­სუ­ლო­ბა იყო.

"არ მწყინს მის­გან არა­ფე­რი. უბ­რა­ლოდ, მტკივ­ნე­უ­ლია, როცა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც კარ­გის მეტი არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია შენ­თვის, ასე გექ­ცე­ვა", - თქვა მოგ­ვი­ა­ნე­ბით კა­ტი­ამ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კა­ტია მცი­რე ხანს იტა­ლი­ა­ში ცხოვ­რობ­და, ამ­ბობ­დნენ, რომ იქ გა­თხოვ­და კი­დეც. ქა­ლიშ­ვი­ლის გა­ჩე­ნის შემ­დეგ კე­რი­მო­ვის ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბა­ზე უარი არ უთ­ქვამს და ბოლო დროს მოს­კოვ­შიც აქ­ტი­უ­რად ჩნდე­ბა ბო­მონ­დურ წვე­უ­ლე­ბებ­ზე.

მსა­ხი­ო­ბი და გა­ლე­რის­ტი ნინო

სა­ნამ კა­ტი­ას შე­სა­ხებ გა­ი­გებ­და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, გა­ცი­ლე­ბით ცნო­ბი­ლი იყო მისი და - ნინო გო­მი­აშ­ვი­ლი. ის რუ­სუ­ლი თე­ატ­რი­სა და კი­ნოს მსა­ხი­ო­ბია, გა­ლე­რის­ტი. არ­ჩილ გო­მი­აშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი მისი მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან ჯერ კი­დევ ბავ­შვო­ბა­ში იყო ცნო­ბი­ლი ისეთ ფილ­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რო­გო­რე­ბი­ცაა "ყი­ნუ­ლის დე­დოფ­ლის სა­ი­დუმ­ლო", "ად­რი­ა­ნი, ად­რი­ა­ნი დილა". "ვგიკ­ში" სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბის და­უფ­ლე­ბის შემ­დეგ ნიუ-იორკში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც ფო­ტოგ­რა­ფი­ის გან­ხრით და­ამ­თავ­რა უნი­ვერ­სი­ტე­ტი და ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რი გახ­და.

მოს­კოვ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლი ფო­ტო­გა­ლე­რე­აც გახ­სნა და ცნო­ბი­ლი და ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბის გა­მო­ფე­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი.

გო­მი­აშ­ვი­ლის ფო­ტო­ი­ლუსტრა­ცი­ე­ბი ახ­ლავს წიგ­ნებს "გურ­მა­ნი­ა­და. იტა­ლია" და კუ­ლი­ნა­რი­ულ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს "სა­ქარ­თვე­ლო. პირ­ვე­ლი, მე­ო­რე, მე­სა­მე".

ნი­ნო­სა და კა­ტი­ას დედა ბა­ლე­რი­ნა ტა­ტი­ა­ნა გო­მი­აშვ­ილი იყო. ნი­ნოს ქმა­რი, ალექს­ეი კა­ზა­კო­ვი, რუ­სეთ­ში გა­მო­მა­ვა­ლი გა­მო­ცე­მის "დიდი ქა­ლა­ქის" რე­დაქ­ტო­რი და ხე­ლოვ­ნე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლი ადა­მი­ა­ნია. მათი ქა­ლიშ­ვი­ლი ანას­ტა­სია გო­მი­აშ­ვი­ლი (დე­დის გვარს ატა­რებს) კი მო­მა­ვა­ლი ჟურ­ნა­ლის­ტია და წარ­მა­ტე­ბულ კა­რი­ე­რას უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

არჩილ გომიაშვილის შვილიშვილი ყველაზე მდიდარ უკანონო ბავშვად აღიარეს

არჩილ გომიაშვილის შვილიშვილი ყველაზე მდიდარ უკანონო ბავშვად აღიარეს

ცოტა ხნის წინ რუსეთში გამოქვეყნდა ყველაზე მდიდარი უკანონო ბავშვების რეიტინგი. მეორე ადგილზე აღმოჩნდა დაღესტნელი ოლიგარქის სულეიმან კერიმოვის უკანონო ქალიშვილი. ეს ამბავი ჩვენთვის არ იქნებოდა დიდად საინტერესო, რომ არა ბავშვის დედა - მოსკოვში მცხოვრები ქართველი დიზაინერი, ცნობილი მსახიობის არჩილ გომიაშვილის ქალიშვილი კატია გომიაშვილი.

ამბობენ, რომ კერიმოვი, რომელსაც მანამდეც ჰყავდა ქალიშვილები და დიდი ხანია ვაჟზე ოცნებობს, ბავშვის სქესით არ მოიხიბლა და ამიტომაც მიატოვა საყვარელი. ბავშვის დედას კი "მხოლოდ და მხოლოდ" ვილა აჩუქა ნიცასთან ახლოს, 3 მლნ დოლარის ღირებულების, შვილს კი ყოველთვიურად 10 ათას დოლარს უხდის.

ქართველი ქალების მოყვარული ოლიგარქი

თავად კერიმოვი დიდი ხანია შვეიცარიაში ცხოვრობს, თუმცა სანამ რუსეთში მოღვაწეობდა, სშირად ხდებოდა ელიტური ქრონიკების გმირი. ნავთობბიზნესის მფლობელი კერიმოვი ცნობილი იყო, როგორც ვარსკვლავებთან რომანების გამბმელი ოლიგარქი. მის საყვარლებს შორის მოიხსენიებდნენ ჟანა ფრისკეს, ნატალია ვეტლიცკაიას, ანასტასია ვოლოჩკოვას. ყველაზე გახმაურებული კი ორ ქართველ ქალთან გაბმული რომანი აღმოჩნდა. პირველი თინა კანდელაკი იყო - მასთან რომანმა იმიტომ გამოიწვია აჟიოტაჟი, რომ კერიმოვი და კანდელაკი ერთად მოხვდნენ ავარიაში ნიცაში, კერიმოვის "ფერარით". თინას ძალიანაც უნდოდა ამ ამბის დამალვა, მაგრამ ისეთი იარები დარჩა ავარიიდან, იძულებული გახდა ხელებზეც და თეძოზეც ტატუები გაეკეთებინა მათ დასაფარავად. მოგვიანებით თინამ აღიარა:

- სულეიმანი ჯერ კიდევ იმ დროს გავიცანი, როცა ჩემს მეგობარს - მსახიობ ოლესია სუდზილოვსკაიას ეტრფოდა. გიჟდება ლამაზ ქალებზე - ეს სიმართლეა. მალე მიატოვა ოლესია და ჩემს სხვა მეგობარზე - მოდელიერ კატია გომიაშვილზე გადაერთო.

კატია ცნობილი მსახიო­ბის არჩილ გომიაშვილის უმცროსი ქალიშვილია. მისი და კერიმოვის რომანი ოთხ წელს გრძელდებოდა. რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი (ზოგიერთი მონაცემით, 14 მლრდ დოლარის მფლობელია) კატიას გულუხვად ასაჩუქრებდა, ეხმარებოდა მოდის დიდი ბიზნესის დაპყრობაში. ეკატერინას მამის დახმარებით უკვე ჰქონდა თავისი ატელიე, მაგრამ არც ისე წარმატებული იყო. რაც კერიმოვი გამოჩნდა მის გვერდით, მსოფლიო დონეზე გავიდა და მისი სამოსი და ბრენდი - Mia shvili - მოთხოვნადი გახდა. საყვარლის ფულით კატიამ ლონდონში გახსნა ბუტიკი, რომელიც ინგლისში კარგად ცნობილმა არქიტექტორმა ებ როჯერსმა გააფორმა. ამბობენ, რომ კატიას ეს ახირება კერიმოვს 3 მლნ ევრო დაუჯდა. კატიას სამოსით თავს იწონებდა ქლოე სევინი, მის მორიგ კოლექციას ტოპმოდელი კეიტ მოსი უკეთებდა რეკლამას. ასეთი დონის მოდელები კი მხოლოდ დეფილესთვის 30-დან 150 ათას დოლარამდე იღებენ. სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობისთვის საფასური ათჯერ იზრდება.

თუმცა "12 სკამის" ვარსკვლავის, დიდებული ოსტაპ ბენდერის ქალიშვილმა წინამორბედების ბედი გაიზიარა და მასაც ისევე უღალატეს, როგორც სხვებს. სხვაობა მხოლოდ ის იყო, რომ ეკატერინა კერიმოვისგან შვილს ელოდებოდა. ქალმა მოულოდნელად ბუტიკებიც დახურა და ბოლო კოლექციაც გაყიდა. ყველას გაუკვირდა, აწყობილი საქმის ასე მოულოდნელად გაჩერება. მიზეზი კი კატიას ცხოვრებიდან კერიმოვის გაუჩინარების კიდევ ერთი პიკანტური დეტალი - ქალის ორსულობა იყო.

"არ მწყინს მისგან არაფერი. უბ­რალოდ, მტკივნეულია, როცა ადამიანი, რომელსაც კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია შენთვის, ასე გექცევა", - თქვა მოგვიანებით კატიამ ერთ-ერთ ინტერვიუში. მოგვიანებით კატია მცირე ხანს იტალიაში ცხოვრობდა, ამბობდნენ, რომ იქ გათხოვდა კიდეც. ქალიშვილის გაჩენის შემდეგ კერიმოვის ფინანსურ დახმარებაზე უარი არ უთქვამს და ბოლო დროს მოსკოვშიც აქტიურად ჩნდება ბომონდურ წვეულებებზე.

მსახიობი და გალერისტი ნინო

სანამ კატიას შესახებ გაიგებდა ფართო საზოგადოება, გაცილებით ცნობილი იყო მისი და - ნინო გომიაშვილი. ის რუსული თეატრისა და კინოს მსახიობია, გალერისტი. არჩილ გომიაშვილის ქალიშვილი მისი მეორე ქორწინებიდან ჯერ კიდევ ბავშვობაში იყო ცნობილი ისეთ ფილმებში მონაწილეობით, როგორებიცაა "ყინულის დედოფლის საიდუმლო", "ადრიანი, ადრიანი დილა". "ვგიკში" სამსახიობო ოსტატობის დაუფლების შემდეგ ნიუ-იორკში გაემგზავრა, სადაც ფოტოგრაფიის განხრით დაამთავრა უნივერსიტეტი და ფოტორეპორტიორი გახდა.

მოსკოვში დაბრუნების შემდეგ პირველი ფოტოგალერეაც გახსნა და ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ხელოვანების გამოფენების ორგანიზებითაა დაკავებული.

გომიაშვილის ფოტოილუსტრაციები ახლავს წიგნებს "გურმანიადა. იტალია" და კულინარიულ სახელმძღვანელოს "საქართველო. პირველი, მეორე, მესამე".

ნინოსა და კატიას დედა ბალერინა ტატიანა გომიაშვ­ილი იყო. ნინოს ქმარი, ალექს­ეი კაზაკოვი, რუსეთში გამომავალი გამოცემის "დიდი ქა­ლაქის" რედაქტორი და ხე­ლოვნებაში აქტიურად ჩართული ადამიანია. მათი ქალიშვილი ანასტასია გომიაშვილი (დედის გვარს ატარებს) კი მომავალი ჟურნალისტია და წარმატებულ კარიერას უწინასწარმეტყველებენ.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"