პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
BBC ჰომოსექსუალების დადებით იმიჯზე იზრუნებს
BBC ჰომოსექსუალების დადებით იმიჯზე იზრუნებს

ბრი­ტა­ნუ­ლი ტე­ლე­არ­ხი BBC სა­ბავ­შვო გა­და­ცე­მებ­ში არა­დტრა­დი­ცი­უ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის ადა­მი­ა­ნებ­ზე და­დე­ბით სი­უ­ჟე­ტებს უფრო ხში­რად მო­ამ­ზა­დებს. ამ ნა­ბი­ჯით ტე­ლე­არ­ხი ცდი­ლობს, პა­ტა­რა ბრი­ტა­ნე­ლებ­მა ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბის შე­სა­ხებ მეტი შე­ი­ტყონ.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც ВВС-ის დაკ­ვე­თით დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში 3000 მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­მო­კი­თხეს, მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ეთერ­ში ასე­თი ცვლი­ლე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რად­გან ეს ბავ­შვებს, რო­მელ­თაც ბავ­შვო­ბი­დან ერ­თსქე­სი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა აქვთ, სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თავი უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად იგ­რძნონ.

გარ­და ამი­სა, ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ამ მხრივ, ВВС-ის ყვე­ლა­ზე დიდ პრობ­ლე­მად ახა­ლი ამ­ბე­ბი, კო­მე­დი­უ­რი გა­და­ცე­მე­ბი და სე­რი­ა­ლე­ბი რჩე­ბა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რით, ახალ ამ­ბებ­ში ბევ­რი მა­სა­ლაა, რომ­ლე­ბიც გე­ებს ნე­გა­ტი­უ­რად წარ­მო­ა­ჩე­ნენ. გარ­და ამი­სა, წამ­ყვა­ნებს შო­რის ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბიც უნდა იყ­ვნენ. საპ­ნის ოპე­რებ­ში კი და­დე­ბით გმი­რე­ბად ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბის ხში­რად ჩვე­ნე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ას იძ­ლე­ვი­ან.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რით, კო­მე­დი­ურ გა­და­ცე­მებ­ში გე­ებ­ზე ხუმ­რო­ბა უნდა აიკ­რძა­ლოს, თუ ხუმ­რო­ბას თა­ვად ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლი არ ყვე­ბა.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა წევ­რის მომ­სა­ხუ­რე­ბა BBC-ის ერთ-ერთი ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრინ­ცი­პია. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ პა­რა­მეტ­რის შეს­რუ­ლე­ბის პა­ტი­ვი მერ­გო. ვფიქ­რობ, ეს კვლე­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბას გვიჩ­ვე­ნებს, რო­მელ­საც მო­მა­ვალ­ში ტე­ლე­კომ­პა­ნია უნდა გაყ­ვეს",- აცხა­დებს BBC Working Group-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ტომ დევი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsme.com.ua-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

BBC ჰომოსექსუალების დადებით იმიჯზე იზრუნებს

BBC ჰომოსექსუალების დადებით იმიჯზე იზრუნებს

ბრიტანული ტელეარხი BBC საბავშვო გადაცემებში არადტრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებზე დადებით სიუჟეტებს უფრო ხშირად მოამზადებს. ამ ნაბიჯით ტელეარხი ცდილობს, პატარა ბრიტანელებმა ჰომოსექსუალების შესახებ მეტი შეიტყონ.

სპეციალისტები, რომლებმაც ВВС-ის დაკვეთით დიდ ბრიტანეთში 3000 მაყურებელი გამოკითხეს, მიიჩნევენ, რომ ეთერში ასეთი ცვლილება აუცილებელია, რადგან ეს ბავშვებს, რომელთაც ბავშვობიდან ერთსქესიანი ურთიერთობებისკენ მიდრეკილება აქვთ, საშუალებას მისცემს, საზოგადოებაში თავი უფრო თავდაჯერებულად იგრძნონ.

გარდა ამისა, ექსპერტები ამბობენ, რომ ამ მხრივ, ВВС-ის ყველაზე დიდ პრობლემად ახალი ამბები, კომედიური გადაცემები და სერიალები რჩება. სპეციალისტების აზრით, ახალ ამბებში ბევრი მასალაა, რომლებიც გეებს ნეგატიურად წარმოაჩენენ. გარდა ამისა, წამყვანებს შორის ჰომოსექსუალებიც უნდა იყვნენ. საპნის ოპერებში კი დადებით გმირებად ჰომოსექსუალი პერსონაჟების ხშირად ჩვენების რეკომენდაციას იძლევიან.

სპეციალისტების აზრით, კომედიურ გადაცემებში გეებზე ხუმრობა უნდა აიკრძალოს, თუ ხუმრობას თავად ჰომოსექსუალი არ ყვება.

"საზოგადოების ყველა წევრის მომსახურება BBC-ის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია. მოხარული ვარ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ პარამეტრის შესრულების პატივი მერგო. ვფიქრობ, ეს კვლევა მიმართულებას გვიჩვენებს, რომელსაც მომავალში ტელეკომპანია უნდა გაყვეს",- აცხადებს BBC Working Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ტომ დევი.

მომზადებულია newsme.com.ua-ს მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები