სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯენიფერ ენისტონი ავადმყოფ დედას არ ნახულობს
ჯენიფერ ენისტონი ავადმყოფ დედას არ ნახულობს

მსა­ხი­ობ ჯე­ნი­ფერ ენის­ტო­ნის და მისი დე­დის, ნენ­სი დოუს ურ­თი­ერ­თო­ბა რამ­დე­ნი­მე წე­ლია და­ძა­ბუ­ლია. ჯე­ნი­ფე­რი იმ­დე­ნა­დაა ნა­წყე­ნი დე­და­ზე, რომ 76 წლის ნენ­სი სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც კი არ მო­ი­ნა­ხუ­ლა.

ნენ­სი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჯერ კი­დევ 6 ნო­ემ­ბერს, მას შემ­დეგ და­აწ­ვი­ნეს, რაც მხა­რი მო­ი­ტე­ხა. დოუს ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და. ნარ­კოზ­ში ყოფ­ნის დროს მას ინ­სულ­ტი და­ე­მარ­თა და ახლა საკ­მა­ოდ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, თუმ­ცა ჯე­ნი­ფერს არც ამან მო­ულ­ბო გული.

რო­გორც წყა­რო იუ­წყე­ბა, 6 ნო­ემ­ბრი­დან დღემ­დე ენის­ტონს არ­ცერ­თხელ არ მო­უ­ნა­ხუ­ლე­ბია ავად­მყო­ფი დედა.

"ჯე­ნი­ფერს არც უსა­უბ­რია ნენ­სის­თან და არც უნა­ხავს ის. ნენ­სი უკვე მო­ხუ­ცია, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა არაა სტა­ბი­ლუ­რი, ხოლო ფაქ­ტი, რომ შვილ­მა და­ი­ვი­წყა, დე­დას გულს სტკენს", - აცხა­დებს წყა­რო.

ნენ­სის გულ­ზე პრობ­ლე­მე­ბი გა­სულ წელ­საც ჰქონ­და. მა­შინ ჯე­ნი­ფერ­მა დედა საქმროს­თან, ჯას­ტინ ტე­რუს­თან ერ­თად მო­ი­ნა­ხუ­ლა და რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, დე­დის მდგო­მა­რე­ო­ბამ ვარ­სკვლა­ვი ცრემ­ლე­ბამ­დეც კი მი­იყ­ვა­ნა.

ნენ­სიმ და ჯე­ნი­ფერ­მა 1999 წელს იჩხუ­ბეს. კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზი ვარ­სკვლა­ვის დე­დის გუ­ლახ­დი­ლი ინ­ტერ­ვიუ და ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნია.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჯე­ნი­ფერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ კონ­ფლიქ­ტი ამო­წუ­რუ­ლია, თუმ­ცა ენის­ტონ­მა ნენ­სი ქორ­წილ­ში მა­ინც არ მი­იწ­ვია.

ვარ­სკვლა­ვის მშო­ბე­ლი ამ დრომ­დე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რჩე­ბა, ხოლო ენის­ტო­ნი კა­რი­ე­რულ წინსვლას გა­ნაგ­რძობს. მა­დამ ტუსოს მუ­ზე­უმ­ში მსა­ხი­ო­ბის მო­რი­გი ცვი­ლის ფი­გუ­რა გა­ნა­თავ­სეს. ჯე­ნი­ფე­რის ახა­ლი ორე­უ­ლი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის­გან გან­სხვავ­დე­ბა. ამ­ჯე­რად ცვი­ლის ფი­გუ­რას ხელ­ზე იმ ნიშ­ნო­ბის ბეჭ­დის ანა­ლო­გი უკე­თია, რო­მე­ლიც ჯას­ტინ ტე­რუმ ჯე­ნი­ფერს უსახ­სოვ­რა. ჯე­ნი­ფე­რი ბრი­ლი­ან­ტის თვლით შემ­კულ ნიშ­ნო­ბის ბე­ჭედს ღა­მი­თაც კი არ იხ­სნის.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ჯენიფერ ენისტონი ავადმყოფ დედას არ ნახულობს

ჯენიფერ ენისტონი ავადმყოფ დედას არ ნახულობს

მსახიობ ჯენიფერ ენისტონის და მისი დედის, ნენსი დოუს ურთიერთობა რამდენიმე წელია დაძაბულია. ჯენიფერი იმდენადაა ნაწყენი დედაზე, რომ 76 წლის ნენსი საავადმყოფოშიც კი არ მოინახულა.

ნენსი საავადმყოფოში ჯერ კიდევ 6 ნოემბერს, მას შემდეგ დააწვინეს, რაც მხარი მოიტეხა. დოუს ოპერაცია დასჭირდა. ნარკოზში ყოფნის დროს მას ინსულტი დაემართა და ახლა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა ჯენიფერს არც ამან მოულბო გული.

როგორც წყარო იუწყება, 6 ნოემბრიდან დღემდე ენისტონს არცერთხელ არ მოუნახულებია ავადმყოფი დედა.

"ჯენიფერს არც უსაუბრია ნენსისთან და არც უნახავს ის. ნენსი უკვე მოხუცია, მისი მდგომარეობა არაა სტაბილური, ხოლო ფაქტი, რომ შვილმა დაივიწყა, დედას გულს სტკენს", - აცხადებს წყარო.

ნენსის გულზე პრობლემები გასულ წელსაც ჰქონდა. მაშინ ჯენიფერმა დედა საქმროსთან, ჯასტინ ტერუსთან ერთად მოინახულა და როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დედის მდგომარეობამ ვარსკვლავი ცრემლებამდეც კი მიიყვანა.

ნენსიმ და ჯენიფერმა 1999 წელს იჩხუბეს. კონფლიქტის მიზეზი ვარსკვლავის დედის გულახდილი ინტერვიუ და ავტობიოგრაფიული წიგნია.

მოგვიანებით ჯენიფერმა განაცხადა, რომ კონფლიქტი ამოწურულია, თუმცა ენისტონმა ნენსი ქორწილში მაინც არ მიიწვია.

ვარსკვლავის მშობელი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, ხოლო ენისტონი კარიერულ წინსვლას განაგრძობს. მადამ ტუსოს მუზეუმში მსახიობის მორიგი ცვილის ფიგურა განათავსეს. ჯენიფერის ახალი ორეული წინამორბედებისგან განსხვავდება. ამჯერად ცვილის ფიგურას ხელზე იმ ნიშნობის ბეჭდის ანალოგი უკეთია, რომელიც ჯასტინ ტერუმ ჯენიფერს უსახსოვრა. ჯენიფერი ბრილიანტის თვლით შემკულ ნიშნობის ბეჭედს ღამითაც კი არ იხსნის.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება