პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:10-ზე, მთვარე სასწორშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორი მკვლელობის ერთი საიდუმლო
ორი მკვლელობის ერთი საიდუმლო

"ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი დრო აქვს ცხოვ­რე­ბა­ში, ყვე­ლა­ფე­რი წარ­მა­ვა­ლია. ეს ეტა­პიც უნდა დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში... სა­მო­მავ­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მე­ბი არა მაქვს, ვიცი, ცხოვ­რე­ბა სავ­სეა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბით, მათ მზად უნდა შეხ­ვდე, ამის­თვის ვემ­ზა­დე­ბი, ვმუ­შა­ობ ჩემს თავ­ზე და მთვა­რე­ზე გაფ­რე­ნას სუ­ლაც არ ვა­პი­რებ".

დუდუ და­დი­ა­ნის დღი­უ­რე­ბი­დან

"მა­შინ მო­და­ში იყო დუ­დუს­თან ძმა­კა­ცო­ბა, სად­მე, მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს - ქუ­ჩა­ში, დუ­დუს­თან კა­ბი­ნეტ­ში თუ სხვა­გა­ნაც - თუ და­ი­ნა­ხავ­დნენ, ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­დნენ მი­სალ­მე­ბოდ­ნენ, იმი­ტომ, რომ ამას სხვაც და­ი­ნა­ხავ­და და რად­გან დუ­დუს მთე­ლი ქა­ლა­ქი იც­ნობ­და, ყვე­ლა­ფე­რი მშვე­ნივ­რად იყო".

ზურა თა­ლაკ­ვა­ძე

"გა­ვი­გე, რომ მას (კახი ასა­თი­ანს. - ავტ.) პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და სა­ა­ვი­ა­ციო ბიზ­ნეს­ში, თუმ­ცა დაწ­ვრი­ლე­ბით არა­ფე­რი ვი­ცო­დი, რად­გან დიდი ხა­ნია არ მი­ნა­ხავს. რო­გორც ჩანს, თა­ვი­სი პრობ­ლე­მე­ბით არ უნ­დო­და შე­ვე­წუ­ხე­ბი­ნე არც მე და არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა წევ­რე­ბი. კა­ხის რომ ჩემ­თვის მო­ე­მარ­თა, საქ­მე მკვლე­ლო­ბამ­დე არ მი­ვი­დო­და".

ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე,

2002 წლის 21 ნო­ემ­ბე­რი

2002 წლის 20 ნო­ემ­ბერს, სა­ღა­მოს 7 სა­ათ­ზე, კახი ასა­თი­ა­ნის მან­ქა­ნა ვა­კე­ში, ირაკ­ლი აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე, პარ­ლა­მენ­ტარ ნანა ბი­ჭი­აშ­ვი­ლის (ასა­თი­ა­ნის ცო­ლის და) სახ­ლთან გა­ჩერ­და. მძღო­ლი მან­ქა­ნი­დან ბი­ჭი­აშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის­თვის მო­საწ­ვე­ვე­ბის გა­და­სა­ცე­მად გა­და­ვი­და, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მან­ქა­ნა­ში დარ­ჩე­ნილ კახი ასა­თი­ანს უც­ნო­ბი ახალ­გაზ­რდა მი­უ­ახ­ლოვ­და და მა­ყუ­ჩი­ა­ნი ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ცე­ცხლი გა­უხ­სნა. 16 ტყვი­ი­დან მსხვერ­პლს მხო­ლოდ 7 მოხ­ვდა. ასა­თი­ა­ნი მა­შინ­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

მკვლე­ლი აუჩ­ქა­რებ­ლად ჩაჯ­და იქვე მდგომ BMW-ს მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში და მი­ი­მა­ლა...

მკვლე­ლო­ბას ბევ­რი შე­ეს­წრო - გას­რო­ლამ­დე წუ­თით ადრე გზის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი გა­ჩერ­და, სა­ი­და­ნაც მგზავ­რე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ.

და­ახ­ლო­ე­ბით ერთ სა­ათ­ში შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე პო­ლი­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა და სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი, ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი ავთო ჯორ­ბე­ნა­ძე მი­ვიდ­ნენ. ამ დრო­ის­თვის პო­ლი­ცი­ას უკვე ჰქონ­და მკვლე­ლის აღ­წე­რი­ლო­ბა.

თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ მკვლე­ლი ათ­ლე­ტუ­რი აღ­ნა­გო­ბის ახალ­გაზ­რდა იყო. დად­გინ­და, რომ ავ­ტო­მან­ქა­ნა, რომ­ლი­თაც მკვლე­ლი მოძ­რა­ობ­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო. პო­ლი­ცი­ამ გა­და­კე­ტა თბი­ლი­სი­დან გა­სას­ვლე­ლი გზე­ბი და ავ­ტო­მან­ქა­ნის ძებ­ნა და­ი­წყო, მაგ­რამ ამა­ოდ...

მე­ო­რე დღეს სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ­წმუ­ნებ­და, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა სა­ვა­რა­უ­დო მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბა იცოდ­ნენ და მისი და­კა­ვე­ბა მხო­ლოდ დრო­ის სა­კი­თხი იყო.

მას შემ­დეგ უკვე 10 წე­ლია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან ასა­თი­ა­ნის მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლას ელო­დე­ბა...

კახი ასა­თი­ა­ნის მკვლე­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი მით­ქმა-მოთ­ქმა მოჰ­ყვა. ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, 1990-2000 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტი­სა და ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, დიდი პა­ტი­ვის­ცე­მი­თა და გავ­ლე­ნით სარ­გებ­ლობ­და სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო და ბიზ­ნეს­წრე­ებ­ში, ამი­ტომ მისი მოკ­ვლა ცო­ტას თუ შე­ეძ­ლო. რო­გორც მა­შინ საქ­მე­ში ჩა­ხე­დულ­ნი ამ­ბობ­დნენ, - ამას იმ დროს მხო­ლოდ თავ­ზე ხე­ლა­ღე­ბუ­ლი თუ ჩა­ი­დენ­და.

მა­შინ ბევ­რს ლა­პა­რა­კობ­დნენ მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვებ­ზე.

კახი ასა­თი­ა­ნის მკვლე­ლო­ბას გა­მო­ძი­ე­ბა ოფი­ცი­ა­ლურ ვერ­სი­ად ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სებს უკავ­ში­რებ­და. სპორ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან წას­ვლის შემ­დეგ კახი ასა­თი­ან­მა ავი­ა­კომ­პა­ნია "აირ­ზე­ნას" აქ­ცი­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი შე­ის­ყი­და. იმ პე­რი­ოდ­ში კომ­პა­ნი­ას მძი­მე ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­და, "აირ­ზე­ნას" კუთ­ვნი­ლი თან­ხე­ბი რომ და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა, კახი ასა­თი­ა­ნი ხმა­უ­რი­ან გარ­ჩე­ვებ­საც არ ერი­დე­ბო­და; გარ­და ამი­სა, ის ფირ­მა "მერ­სე­დე­სის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში.

იმ­ხა­ნად ავი­ა­ბიზ­ნე­სი მსუ­ყე ლუკ­მად ით­ვლე­ბო­და და ბიზ­ნეს­წრე­ე­ბის გარ­და, კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის ყუ­რა­დღე­ბა­საც იქ­ცევ­და (ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, ტა­რი­ელ ონი­ა­ნის ინ­ტე­რე­სი თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტსა და ავი­ა­კომ­პა­ნია "ორბში"). ამ­ბობ­დნენ, რომ ონი­ან­მა თვა­ლი "აირ­ზე­ნა­საც" და­ად­გა და ყვე­ლა ხერ­ხით ცდი­ლობს მის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა­სო.

ასა­თი­ა­ნის მკვლე­ლო­ბამ­დე ერთი წლით ადრე, და­უდ­გე­ნელ­მა პი­რებ­მა, "აირ­ზე­ნას" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, თა­მაზ გა­ი­აშ­ვი­ლის მოკ­ვლა სცა­დეს - 2001 წლის 29 ოქ­ტომ­ბერს, ღა­მის 23.30 სა­ათ­ზე, აე­რო­პორ­ტის და­სახ­ლე­ბა­ში, 39-ე კორ­პუ­სის სა­დარ­ბა­ზოს­თან გა­ი­აშ­ვი­ლის მან­ქა­ნას სამი ტყვია ეს­რო­ლეს, აქე­დან ორი - სა­კონ­ტრო­ლო.

გა­ი­აშ­ვი­ლი მხო­ლოდ იმი­ტომ გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს, რომ მან­ქა­ნა­ში არ იყო. კი­ლე­რის მსხვერ­პლი შეც­დო­მით მისი დის­წუ­ლი, 27 წლის დათო ბახ­ტა­ძე გახ­და, რო­მე­ლიც ბი­ძის მა­გივ­რად მარ­თავ­და სა­ჭეს.

2002 წლის 21 ნო­ემ­ბერს (ასა­თი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის მე­ო­რე დღეს) მოს­კოვ­ში, ყო­ფილ­მა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა თენ­გიზ კი­ტო­ვან­მა, ხმა­მა­ღა­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა და ასა­თი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში პრე­ზი­დენტ შე­ვარ­დნა­ძის უახ­ლო­ეს გა­რე­მოც­ვა­ზე მი­ა­ნიშ­ნა (სა­უ­ბა­რია შე­ვარ­დნა­ძის მძა­ხალ გუ­რამ ახვლე­დი­ა­ნის ოჯახ­ზე). გარ­და ამი­სა, კი­ტო­ვა­ნი აცხა­დებ­და, რომ მკვლე­ლო­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე, ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი და ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლი კახი ასა­თი­ანს ელა­პა­რაკ­ნენ "აირ­ზე­ნას" სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტის შეს­ყიდ­ვის თა­ო­ბა­ზე, რა­ზეც ასა­თი­ა­ნი თა­ნახ­მა არ იყო. მან შე­ვარ­დნა­ძე­საც სთხო­ვა, ჩა­რე­უ­ლი­ყო ამ საქ­მე­ში და პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში დახ­მა­რე­ბო­და, თუმ­ცა ამ ფაქტს შე­ვარ­დნა­ძე რა­ტომ­ღაც მა­ლავს...

თუმ­ცა თა­მაზ გა­ი­აშ­ვი­ლი კახი ასა­თი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვად "აირ­ზე­ნა­ში" და­პი­რის­პი­რე­ბას აბ­სურ­დუ­ლად მი­იჩ­ნევს.

"კახი ასა­თი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა "აირ­ზე­ნას" არ უკავ­შირ­დე­ბა, მას სხვა ბიზ­ნე­სიც ჰქონ­და, იქ­ნებ იმათ და­უს­ვათ კი­თხვე­ბი, ვი­საც ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თი­სა და "მერ­სე­დე­სის" ხელ­ში ჩაგ­დე­ბა სურ­და, სა­ერ­თოდ, მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ებ­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ უნდა იმუ­შა­ოს... კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე­საც ჰკი­თხავთ რა­მეს".

თა­მაზ გა­ი­აშ­ვი­ლი, 2007 წელი

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ორი მკვლელობის ერთი საიდუმლო

ორი მკვლელობის ერთი საიდუმლო

"ყველაფერს თავისი დრო აქვს ცხოვრებაში, ყველაფერი წარმავალია. ეს ეტაპიც უნდა დამთავრებულიყო ჩემს ცხოვრებაში... სამომავლოდ კონკრეტული გეგმები არა მაქვს, ვიცი, ცხოვრება სავსეა წინააღმდეგობებით, მათ მზად უნდა შეხვდე, ამისთვის ვემზადები, ვმუშაობ ჩემს თავზე და მთვარეზე გაფრენას სულაც არ ვაპირებ".

დუდუ დადიანის დღიურებიდან

"მაშინ მოდაში იყო დუდუსთან ძმაკაცობა, სადმე, მნიშვნელობა არა აქვს - ქუჩაში, დუდუსთან კაბინეტში თუ სხვაგანაც - თუ დაინახავდნენ, ყველანაირად ცდილობდნენ მისალმებოდნენ, იმიტომ, რომ ამას სხვაც დაინახავდა და რადგან დუდუს მთელი ქალაქი იცნობდა, ყველაფერი მშვენივრად იყო".

ზურა თალაკვაძე

"გავიგე, რომ მას (კახი ასათიანს. - ავტ.) პრობლემები ჰქონდა საავიაციო ბიზნესში, თუმცა დაწვრილებით არაფერი ვიცოდი, რადგან დიდი ხანია არ მინახავს. როგორც ჩანს, თავისი პრობლემებით არ უნდოდა შევეწუხებინე არც მე და არც ხელისუფლების სხვა წევრები. კახის რომ ჩემთვის მოემართა, საქმე მკვლელობამდე არ მივიდოდა".

ედუარდ შევარდნაძე,

2002 წლის 21 ნოემბერი

2002 წლის 20 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, კახი ასათიანის მანქანა ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, პარლამენტარ ნანა ბიჭიაშვილის (ასათიანის ცოლის და) სახლთან გაჩერდა. მძღოლი მანქანიდან ბიჭიაშვილების ოჯახისთვის მოსაწვევების გადასაცემად გადავიდა, რამდენიმე წუთში მანქანაში დარჩენილ კახი ასათიანს უცნობი ახალგაზრდა მიუახლოვდა და მაყუჩიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი გაუხსნა. 16 ტყვიიდან მსხვერპლს მხოლოდ 7 მოხვდა. ასათიანი მაშინვე გარდაიცვალა.

მკვლელი აუჩქარებლად ჩაჯდა იქვე მდგომ BMW-ს მარკის ავტომანქანაში და მიიმალა...

მკვლელობას ბევრი შეესწრო - გასროლამდე წუთით ადრე გზის მოპირდაპირე მხარეს სამარშრუტო ტაქსი გაჩერდა, საიდანაც მგზავრები ჩამოვიდნენ.

დაახლოებით ერთ საათში შემთხვევის ადგილზე პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა და სპეცდანიშნულების რაზმი, ასევე სახელმწიფო მინისტრი ავთო ჯორბენაძე მივიდნენ. ამ დროისთვის პოლიციას უკვე ჰქონდა მკვლელის აღწერილობა.

თვითმხილველები ამბობდნენ, რომ მკვლელი ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა იყო. დადგინდა, რომ ავტომანქანა, რომლითაც მკვლელი მოძრაობდა, სავარაუდოდ, გატაცებული იყო. პოლიციამ გადაკეტა თბილისიდან გასასვლელი გზები და ავტომანქანის ძებნა დაიწყო, მაგრამ ამაოდ...

მეორე დღეს საქართველოს გენერალური პროკურატურა საზოგადოებას არწმუნებდა, რომ სამართალდამცავებმა სავარაუდო მკვლელის ვინაობა იცოდნენ და მისი დაკავება მხოლოდ დროის საკითხი იყო.

მას შემდეგ უკვე 10 წელია, საზოგადოება პროკურატურისგან ასათიანის მკვლელის ვინაობის გამხელას ელოდება...

კახი ასათიანის მკვლელობას საქართველოში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ცნობილი ფეხბურთელი, 1990-2000 წლებში საქართველოს სპორტისა და ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე, დიდი პატივისცემითა და გავლენით სარგებლობდა სახელისუფლებო და ბიზნესწრეებში, ამიტომ მისი მოკვლა ცოტას თუ შეეძლო. როგორც მაშინ საქმეში ჩახედულნი ამბობდნენ, - ამას იმ დროს მხოლოდ თავზე ხელაღებული თუ ჩაიდენდა.

მაშინ ბევრს ლაპარაკობდნენ მკვლელობის მოტივებზე.

კახი ასათიანის მკვლელობას გამოძიება ოფიციალურ ვერსიად ბიზნესინტერესებს უკავშირებდა. სპორტის დეპარტამენტიდან წასვლის შემდეგ კახი ასათიანმა ავიაკომპანია "აირზენას" აქციების დიდი ნაწილი შეისყიდა. იმ პერიოდში კომპანიას მძიმე ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა, "აირზენას" კუთვნილი თანხები რომ დაებრუნებინა, კახი ასათიანი ხმაურიან გარჩევებსაც არ ერიდებოდა; გარდა ამისა, ის ფირმა "მერსედესის" წარმომადგენელი იყო საქართველოში.

იმხანად ავიაბიზნესი მსუყე ლუკმად ითვლებოდა და ბიზნესწრეების გარდა, კრიმინალური ავტორიტეტების ყურადღებასაც იქცევდა (ყველასთვის ცნობილია კანონიერი ქურდის, ტარიელ ონიანის ინტერესი თბილისის აეროპორტსა და ავიაკომპანია "ორბში"). ამბობდნენ, რომ ონიანმა თვალი "აირზენასაც" დაადგა და ყველა ხერხით ცდილობს მის ხელში ჩაგდებასო.

ასათიანის მკვლელობამდე ერთი წლით ადრე, დაუდგენელმა პირებმა, "აირზენას" გენერალური დირექტორის, თამაზ გაიაშვილის მოკვლა სცადეს - 2001 წლის 29 ოქტომბერს, ღამის 23.30 საათზე, აეროპორტის დასახლებაში, 39-ე კორპუსის სადარბაზოსთან გაიაშვილის მანქანას სამი ტყვია ესროლეს, აქედან ორი - საკონტროლო.

გაიაშვილი მხოლოდ იმიტომ გადაურჩა სიკვდილს, რომ მანქანაში არ იყო. კილერის მსხვერპლი შეცდომით მისი დისწული, 27 წლის დათო ბახტაძე გახდა, რომელიც ბიძის მაგივრად მართავდა საჭეს.

2002 წლის 21 ნოემბერს (ასათიანის მკვლელობის მეორე დღეს) მოსკოვში, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა, ხმამაღალი განცხადება გააკეთა და ასათიანის მკვლელობაში პრეზიდენტ შევარდნაძის უახლოეს გარემოცვაზე მიანიშნა (საუბარია შევარდნაძის მძახალ გურამ ახვლედიანის ოჯახზე). გარდა ამისა, კიტოვანი აცხადებდა, რომ მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ბადრი პატარკაციშვილი და ვანო ჩხარტიშვილი კახი ასათიანს ელაპარაკნენ "აირზენას" საკონტროლო პაკეტის შესყიდვის თაობაზე, რაზეც ასათიანი თანახმა არ იყო. მან შევარდნაძესაც სთხოვა, ჩარეულიყო ამ საქმეში და პრობლემის მოგვარებაში დახმარებოდა, თუმცა ამ ფაქტს შევარდნაძე რატომღაც მალავს...

თუმცა თამაზ გაიაშვილი კახი ასათიანის მკვლელობის მოტივად "აირზენაში" დაპირისპირებას აბსურდულად მიიჩნევს.

"კახი ასათიანის მკვლელობა "აირზენას" არ უკავშირდება, მას სხვა ბიზნესიც ჰქონდა, იქნებ იმათ დაუსვათ კითხვები, ვისაც ქართული ფეხბურთისა და "მერსედესის" ხელში ჩაგდება სურდა, საერთოდ, მკვლელობის ვერსიებზე პროკურატურამ უნდა იმუშაოს... კარგი იქნება, თუ ედუარდ შევარდნაძესაც ჰკითხავთ რამეს".

თამაზ გაიაშვილი, 2007 წელი

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ირაკლი ღლონტს ბრალი წარედგინა

"თვალთვალი, არაადეკვატური სატელეფონო ზარები..." - რა ინფორმაცია მიაწოდეს ომბუდსმენს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა და "ემპათიის" დირექტორმა

გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა - მოსამართლემ ბრალდებული წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა