მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შედევრი, რომელიც პირველად გერმანიამ აღიარა
შედევრი, რომელიც პირველად გერმანიამ აღიარა

"დრო­ის მთა­ვარ მო­თხოვ­ნებს არ პა­სუ­ხობს" - ასე­თი ვერ­დიქ­ტი გა­მო­უ­ტა­ნეს მოს­კოვ­ში მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლის ფილ­მს - "დიდი მწვა­ნე ველი" და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­რო­ზე შე­მო­დეს. ამ ფილ­მის აღი­ა­რე­ბა უცხო­ე­თი­დან და­ი­წყო - 1974 წელს, რო­დე­საც "დიდი მწვა­ნე ველი" სხვა ქარ­თულ ფილ­მებ­თან ერ­თად ბერ­ლი­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას წა­რუდ­გი­ნეს. ბა­ტონ­მა მე­რაბ­მა დღე­საც კი არ იცის, ვინ უჩ­ვე­ნა ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბის შე­სარ­ჩე­ვად თბი­ლის­ში ჩა­მო­სულ გერ­მა­ნელ ევა ჰოფ­მანს "დიდი მწვა­ნე ველი", რომ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბი­თაც მოხ­ვდა ეს ფილ­მი კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე.

მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლი - რე­ჟი­სო­რი:

- მე­ა­მა­ყე­ბა, რომ დღეს ჩემი ფილ­მი - "დიდი მწვა­ნე ველი" ყვე­ლა დრო­ი­სა და ყვე­ლა ქვეყ­ნის 100 სა­უ­კე­თე­სო ფილ­მს შო­რის არის შე­სუ­ლი. როცა ამ ფილ­მს ვი­ღებ­დი, ვერ წა­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დე­ბო­და. მისი შექ­მნის ის­ტო­რია კი ასე და­ი­წყო: მე­რაბ ელი­ო­ზიშ­ვილ­მა მო­მი­ტა­ნა სცე­ნა­რი, სა­დაც აღ­წე­რი­ლი იყო მთა­ვა­რი გმი­რის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სახე. სცე­ნა­რის წა­კი­თხვის შემ­დეგ და­ვი­ნა­ხე, რომ მწყემ­სი სო­სა­ნა ვე­რაფ­რით შე­ე­გუა ცვლი­ლე­ბებს. კერ­ძოდ - ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას, რო­მელ­მაც ის თა­ვის ფეს­ვებს მო­წყვი­ტა. რო­გორც რე­ჟი­სორ­მა, მა­შინ­ვე ორი რამ გა­ვი­აზ­რე: ჯერ ერთი, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო ფილ­მის გა­და­ღე­ბა პი­როვ­ნე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ვერ ეგუ­ე­ბა თა­ვი­სი სამ­ყა­როს და­კარ­გვას და მე­ო­რე - აქ იდგა პი­როვ­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხი. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მი­იჩ­ნევ­და, რომ რა­საც სთა­ვა­ზობ­და მო­სახ­ლე­ო­ბას, სწო­რი იყო და სწო­რედ ამით უნდა ეარ­სე­ბა ადა­მი­ანს. "დიდი მწვა­ნე ველი" მათი იდე­ო­ლო­გი­ის პრო­ტეს­ტი იყო. 1966 წელს და­ვი­წყე ფილ­მის გა­და­ღე­ბა. რო­დე­საც სცე­ნა­რი მოს­კოვ­ში და­სამ­ტკი­ცებ­ლად წა­ვი­ღე, იქა­ურ­მა რე­დაქ­ტო­რებ­მა სიღ­რმი­სე­უ­ლად არ წა­ი­კი­თხეს და ისე და­ამ­ტკი­ცეს. მათ­თვის მთა­ვა­რი იყო, რომ სცე­ნა­რი და­წე­რი­ლი იყო მწყემსზე, მაგ­რამ მერე რა ემარ­თე­ბო­და ამ მწყემსს, აღარ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლან. ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბის დროს, მოს­კო­ვი­დან პირ­ვე­ლი მა­სა­ლის შე­სა­მოწ­მებ­ლად ჩა­მო­ვიდ­ნენ. ცე­კას მდი­ვან­მა იდე­ო­ლო­გი­ის დარ­გში (გვა­რი არ მახ­სოვს) ფილ­მი და­ი­წუ­ნა და მი­თხრა: "ასე არ ვარ­გა, რაც გინ­დათ, ის მო­ი­ფიქ­რეთ, მაგ­რამ პირ­და­პირ უნდა მი­უ­თი­თოთ, რომ სო­სა­ნა უარ­ყო­ფი­თი გმი­რია". პირ­ვე­ლად შე­ვე­კა­მა­თე, ეს გმი­რი მიყ­ვარს და უარ­ყო­ფი­თად ვერ ვაჩ­ვე­ნებ-მეთ­ქი, მაგ­რამ მერე მივ­ხვდი, რომ კა­მათს აზრი არ ჰქონ­და და გა­და­ღე­ბა შე­ვა­ჩე­რე. სულ მალე მოს­კო­ვი­დან ჩა­მო­ვი­და მხატ­ვრუ­ლი ფილ­მე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი - კი­ნო­რე­ჟი­სო­რი იური ეგო­რო­ვი. რო­დე­საც ეგო­როვ­მა მა­სა­ლა ნახა, ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა. მან და­ი­ნა­ხა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში ფილმში უნდა ასა­ხუ­ლი­ყო და გა­მო­სა­ვა­ლიც მო­ძებ­ნა. ეს გა­მო­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბო­და ფილმში კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რის შე­მოყ­ვა­ნა, ოღონდ ეს თავ­მჯდო­მა­რე კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან და­ე­ნა­ხა, თუ რა ემარ­თე­ბო­და გმირს.

- სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით, კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რე არ­სად ფი­გუ­რი­რებ­და?

- არა, ამის­თვის სცე­ნა­რის გა­და­კე­თე­ბა იყო სა­ჭი­რო. მე­რაბ ელი­ო­ზიშ­ვილ­მა სცე­ნა­რი შეც­ვა­ლა. მახ­სოვს, ერ­წო­დან (ფილ­მი ერ­წოს ტბის მი­და­მო­ებ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი) თბი­ლის­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, მე­რაბს სახ­ლში მი­ვა­კი­თხე, მის სა­მუ­შაო მა­გი­დის ირ­გვლივ უამ­რა­ვი დაჭ­მუჭ­ნი­ლი ქა­ღალ­დი ეყა­რა. შე­მომ­ჩივ­ლა, - არა­ფე­რი გა­მომ­დი­სო. იმ სა­ღა­მოს დავ­სხე­დით და ერ­თად დავ­წე­რეთ. ასე გაჩ­ნდა ორი ახა­ლი ეპი­ზო­დი, სა­დაც კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რე გა­მოჩ­ნდა. მსა­ხი­ობ­მა გრი­გოლ ტყაბ­ლა­ძემ კარ­გი კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რის სახე შექ­მნა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ჟურ­ნალ "გზის" არ­ქი­ვი­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

შედევრი, რომელიც პირველად გერმანიამ აღიარა

შედევრი, რომელიც პირველად გერმანიამ აღიარა

"დროის მთავარ მოთხოვნებს არ პასუხობს" - ასეთი ვერდიქტი გამოუტანეს მოსკოვში მერაბ კოკოჩაშვილის ფილმს - "დიდი მწვანე ველი" და წლების განმავლობაში თაროზე შემოდეს. ამ ფილმის აღიარება უცხოეთიდან დაიწყო - 1974 წელს, როდესაც "დიდი მწვანე ველი" სხვა ქართულ ფილმებთან ერთად ბერლინის კინოფესტივალზე ფართო საზოგადოებას წარუდგინეს. ბატონმა მერაბმა დღესაც კი არ იცის, ვინ უჩვენა ქართული ფილმების შესარჩევად თბილისში ჩამოსულ გერმანელ ევა ჰოფმანს "დიდი მწვანე ველი", რომლის დამსახურებითაც მოხვდა ეს ფილმი კინოფესტივალზე.

მერაბ კოკოჩაშვილი - რეჟისორი:

- მეამაყება, რომ დღეს ჩემი ფილმი - "დიდი მწვანე ველი" ყველა დროისა და ყველა ქვეყნის 100 საუკეთესო ფილმს შორის არის შესული. როცა ამ ფილმს ვიღებდი, ვერ წამოვიდგენდი, რომ ასეთი პოპულარული გახდებოდა. მისი შექმნის ისტორია კი ასე დაიწყო: მერაბ ელიოზიშვილმა მომიტანა სცენარი, სადაც აღწერილი იყო მთავარი გმირის არაჩვეულებრივი სახე. სცენარის წაკითხვის შემდეგ დავინახე, რომ მწყემსი სოსანა ვერაფრით შეეგუა ცვლილებებს. კერძოდ - ცივილიზაციას, რომელმაც ის თავის ფესვებს მოწყვიტა. როგორც რეჟისორმა, მაშინვე ორი რამ გავიაზრე: ჯერ ერთი, რომ შესაძლებელი იყო ფილმის გადაღება პიროვნებაზე, რომელიც ვერ ეგუება თავისი სამყაროს დაკარგვას და მეორე - აქ იდგა პიროვნების თავისუფლების საკითხი. საბჭოთა კავშირის დროს, ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ რასაც სთავაზობდა მოსახლეობას, სწორი იყო და სწორედ ამით უნდა ეარსება ადამიანს. "დიდი მწვანე ველი" მათი იდეოლოგიის პროტესტი იყო. 1966 წელს დავიწყე ფილმის გადაღება. როდესაც სცენარი მოსკოვში დასამტკიცებლად წავიღე, იქაურმა რედაქტორებმა სიღრმისეულად არ წაიკითხეს და ისე დაამტკიცეს. მათთვის მთავარი იყო, რომ სცენარი დაწერილი იყო მწყემსზე, მაგრამ მერე რა ემართებოდა ამ მწყემსს, აღარ დაინტერესებულან. ფილმის გადაღებების დროს, მოსკოვიდან პირველი მასალის შესამოწმებლად ჩამოვიდნენ. ცეკას მდივანმა იდეოლოგიის დარგში (გვარი არ მახსოვს) ფილმი დაიწუნა და მითხრა: "ასე არ ვარგა, რაც გინდათ, ის მოიფიქრეთ, მაგრამ პირდაპირ უნდა მიუთითოთ, რომ სოსანა უარყოფითი გმირია". პირველად შევეკამათე, ეს გმირი მიყვარს და უარყოფითად ვერ ვაჩვენებ-მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ კამათს აზრი არ ჰქონდა და გადაღება შევაჩერე. სულ მალე მოსკოვიდან ჩამოვიდა მხატვრული ფილმების მთავარი სამმართველოს უფროსი - კინორეჟისორი იური ეგოროვი. როდესაც ეგოროვმა მასალა ნახა, ძალიან მოეწონა. მან დაინახა ყველაფერი კარგი, რაც საბოლოო ჯამში ფილმში უნდა ასახულიყო და გამოსავალიც მოძებნა. ეს გამოსავალი იქნებოდა ფილმში კოლმეურნეობის თავმჯდომარის შემოყვანა, ოღონდ ეს თავმჯდომარე კეთილი ადამიანი უნდა ყოფილიყო, რადგან დაენახა, თუ რა ემართებოდა გმირს.

- სცენარის მიხედვით, კოლმეურნეობის თავმჯდომარე არსად ფიგურირებდა?

- არა, ამისთვის სცენარის გადაკეთება იყო საჭირო. მერაბ ელიოზიშვილმა სცენარი შეცვალა. მახსოვს, ერწოდან (ფილმი ერწოს ტბის მიდამოებშია გადაღებული) თბილისში რომ ჩამოვედი, მერაბს სახლში მივაკითხე, მის სამუშაო მაგიდის ირგვლივ უამრავი დაჭმუჭნილი ქაღალდი ეყარა. შემომჩივლა, - არაფერი გამომდისო. იმ საღამოს დავსხედით და ერთად დავწერეთ. ასე გაჩნდა ორი ახალი ეპიზოდი, სადაც კოლმეურნეობის თავმჯდომარე გამოჩნდა. მსახიობმა გრიგოლ ტყაბლაძემ კარგი კოლმეურნეობის თავმჯდომარის სახე შექმნა.  წაიკითხეთ სრულად

ჟურნალ "გზის" არქივიდან

"ეს ხშირად ნიშნავს თრომბს და ძალიან სასწრაფო რეჟიმში, ერთი 50-მა ექიმმა დამირეკა" - რას ყვება კოვიდით ინფიცირებული ნუკი კოშკელიშვილი და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

“მისის მსოფლიო“, რომელმაც "მისის შრი ლანკას" გვირგვინი წაართვა, დააკავეს - სილამაზის დედოფლების დრამა გრძელდება

მერაბ კოკოჩაშვილი მუშაობს ფილმზე, რომელშიც მონაწილეობას ჟერარ დეპარდიე და როზი დე პალმა მიიღებენ - რის შესახებაა კინოსურათი და რა როლები ექნებათ მსოფლიო დონის ვარსკვლავებს