მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განსაზღვრავს საწვავის ფასს საქართველოში
რა განსაზღვრავს საწვავის ფასს საქართველოში

ნო­ემ­ბერ­ში ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტი­ორ­მა რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ამ საწ­ვა­ვი ოდ­ნავ გა­ა­ი­ა­ფა, მაგ­რამ ექ­სპერტთა აზ­რით, კომ­პა­ნი­ებს ფა­სის შემ­ცი­რე­ბის რე­სურ­სი კი­დევ აქვთ. გვე­სა­უბ­რე­ბა ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტი­ორ­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე ვანო მთვრა­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ფა­სე­ბი გან­სა­ზღვრავს.

- ბა­ტო­ნო ვანო, რო­გორ რე­გუ­ლირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში საწ­ვა­ვის ფასი? რამ­დე­ნია ბენ­ზი­ნის თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რა ჯდე­ბა მისი მომ­ხმა­რებ­ლამ­დე მი­ტა­ნა?

- ვი­ნა­ი­დან ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა არ არის ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი, ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის შეს­ყიდ­ვას ვა­წარ­მო­ებთ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან, ესე­ნია: აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, ბულ­გა­რე­თი, რუ­მი­ნე­თი, თურ­ქმე­ნე­თი, სა­ბერ­ძნე­თი... კომ­პა­ნი­ე­ბი შეს­ყიდ­ვას, იმ­პორ­ტს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ არ­სე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფა­სის მი­ხედ­ვით, იმ­პორ­ტი­რე­ბი­სას კი ხდე­ბა პრო­დუქ­ცი­ის გან­ბა­ჟე­ბა და მა­გა­ლი­თად, 1 ტონა ბენ­ზინ­ზე ფიქ­სი­რე­ბუ­ლი გა­და­სა­ხა­დია 250 ლარი, დი­ზე­ლის საწ­ვავ­ზე - 150 ლარი, ამას ემა­ტე­ბა დღგ, აგ­რეთ­ვე ტრან­სპორ­ტი­რე­ბის ფასი. ფას­წარ­მოქ­მნა­ში, ძი­რი­თა­დად, ეს კომ­პო­ნენ­ტე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობს. შემ­დგომ­ში ამას ემა­ტე­ბა კომ­პა­ნი­ის ფას­და­ნა­მა­ტი, იმის­თვის, რომ მან მო­გე­ბა მი­ი­ღოს და რენ­ტა­ბე­ლუ­რო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს. ყვე­ლა კომ­პა­ნი­ას სხვა­დას­ხვა ხარ­ჯი აქვს, ისი­ნი ინარ­ჩუ­ნე­ბენ რენ­ტა­ბე­ლუ­რო­ბას და რო­გორც კი რე­სურ­სი ექ­ნე­ბათ, ფას­საც შე­ამ­ცი­რე­ბენ.

- თუკი სა­ქარ­თვე­ლო­ში ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ფასი გან­სა­ზღვრავს, მა­შინ რა­ტომ ხდე­ბა ისე, რომ როცა მსოფ­ლი­ო­ში ბენ­ზი­ნი იაფ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში უც­ვლე­ლი რჩე­ბა?

- ფა­სის შემ­ცი­რე­ბა პირ­და­პირ კავ­შირ­შია შე­მო­სავ­ლე­ბის ზრდას­თან, რაც უფრო მცი­რეა ფასი, მით მე­ტია მო­გე­ბა და კომ­პა­ნი­ას თუ აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა და რე­სურ­სი, ფასი უნდა შე­ამ­ცი­როს. გე­ტყვით მიმ­დი­ნა­რე წლის სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცემს: 11 თვე­ში 19-ჯერ მოხ­და ფა­სის კო­რექ­ტი­რე­ბა. საწ­ვავ­ზე ფასი 8-ჯერ გა­ი­ზარ­და და 11-ჯერ შემ­ცირ­და. 2012 წლის და­სა­წყის­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო პლა­ცის მი­ხედ­ვით (პლა­ცი ად­გენს სა­ერ­თა­შო­რი­სო ფა­სებს), ტონა ბენ­ზი­ნის ფასი 948 დო­ლა­რი იყო, უახ­ლე­სი მო­ნა­ცე­მით კი არის 932 დო­ლა­რი. წლის და­სა­წყი­სის ფასი დღე­ვან­დელს რომ შე­ვა­და­როთ, "სუ­პე­რის" ფასი 2-3 თეთ­რით მცი­რეა, "პრე­მი­უ­მის" - 3-6 თეთ­რით, "რე­გუ­ლა­რის" - 1-3-ით და "ევ­რო­დი­ზე­ლის" - 6-9 თეთ­რით არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი. ანუ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფა­სე­ბი თით­ქმის იდენ­ტუ­რია. 2012 წელს კი სა­ქარ­თვე­ლო­ში საწ­ვავ­ზე რე­კორ­დუ­ლად მა­ღა­ლი ფასი აღი­ნიშ­ნა. ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კი, რა თქმა უნდა, მა­ღა­ლი ფა­სე­ბი მძი­მედ აწ­ვე­ბა მომ­ხმა­რე­ბელს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ნავ­თობ­გა­დამ­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხა­ნა რომ ყო­ფი­ლი­ყო, კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან ამ ფა­სე­ბის ცვა­ლე­ბა­დო­ბა­ზე რე­ა­გი­რე­ბა უფრო მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბო­და, რად­გან მა­რაგს გა­ნა­ახ­ლებ­დნენ და ტრან­სპორ­ტი­რე­ბის სა­კი­თხიც მო­იხ­სნე­ბო­და. ვიდ­რე იმ­პორტზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა ვართ, კომ­პა­ნი­ე­ბი ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბი­ან თავ­დაც­ვის რე­ჟიმ­ში, მომ­ხმა­რე­ბე­ლი კი - ფა­სე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო.

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტი­ორ კომ­პა­ნი­ებს მო­უ­წო­და, საწ­ვა­ვის ფასი შე­ემ­ცი­რე­ბი­ნათ. შე­ამ­ცი­რეს კი­დეც, ოღონდ - მი­ნი­მა­ლუ­რად. რო­გორც ამ­ბო­ბენ, კომ­პა­ნი­ებს აქვთ ფა­სის კი­დევ უფრო შემ­ცი­რე­ბის რე­სურ­სი ისე, რომ მო­გე­ბა ნა­ხონ. რა­ტომ არ აკე­თე­ბენ ამას?

- ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­ცხა­დე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა, მათ შო­რის, ტა­რი­ფე­ბის შემ­ცი­რე­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. არ­სე­ბულ სო­ცი­ა­ლურ ფონ­ზე რო­მე­ლი­ღაც ბიზ­ნეს­სექ­ტორ­ში ზე­მო­გე­ბა­ზე რომ იყოს ლა­პა­რა­კი, ამას არა­ვინ გა­ა­მარ­თლებს. მით უმე­ტეს, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იძ­ლე­ვა ბიზ­ნეს­ში ჩა­უ­რევ­ლო­ბის გა­რან­ტი­ას... რო­გორ ფიქ­რობთ, ამ პი­რო­ბებ­ში კომ­პა­ნი­ებს რომ ჰქონ­დეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, რე­სურ­სი, ფა­სებს არ შე­ამ­ცი­რე­ბენ? არის ასე­ვე მო­წო­დე­ბა, რომ შე­იქ­მნას ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, ანუ კა­ნო­ნი კონ­კუ­რენ­ცი­ი­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­სა­ხებ. სა­ხელ­მწი­ფომ გარ­კვე­უ­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რი ფას­და­ნა­მა­ტის ინ­სტი­ტუ­ტი რომ შე­მო­ი­ღოს, რის ზე­მო­თაც უკვე აიკ­რძა­ლე­ბა კომ­პა­ნი­ამ ფასი და­ა­დოს პრო­დუქ­ცი­ას, ეს სამ­სა­ხუ­რი გა­ცემს ყვე­ლა კი­თხვას პა­სუხს.

ცნო­ბი­სათ­ვის

სა­ქარ­თვე­ლო­ში საწ­ვა­ვის

სა­შუ­ა­ლო ფა­სე­ბი:

"სუ­პე­რი" - 2,28 ლარი ($1.37)

"პრე­მი­უ­მი" - 2,23 ლარი ($1.34)

"ევრო რე­გუ­ლა­რი" - 2,09 ($1.25)

ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დი­ზე­ლი - 2,10 ($1.26)

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

რა განსაზღვრავს საწვავის ფასს საქართველოში

რა განსაზღვრავს საწვავის ფასს საქართველოში

ნოემბერში ნავთობპროდუქტების იმპორტიორმა რამდენიმე კომპანიამ საწვავი ოდნავ გააიაფა, მაგრამ ექსპერტთა აზრით, კომპანიებს ფასის შემცირების რესურსი კიდევ აქვთ. გვესაუბრება ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოში ნავთობპროდუქტების ღირებულებას საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასები განსაზღვრავს.

- ბატონო ვანო, როგორ რეგულირდება საქართველოში საწვავის ფასი? რამდენია ბენზინის თვითღირებულება, რა ჯდება მისი მომხმარებლამდე მიტანა?

- ვინაიდან ჩვენი ქვეყანა არ არის ნავთობპროდუქტების მწარმოებელი, ნავთობპროდუქტების შესყიდვას ვაწარმოებთ სხვადასხვა ქვეყნიდან, ესენია: აზერბაიჯანი, ბულგარეთი, რუმინეთი, თურქმენეთი, საბერძნეთი... კომპანიები შესყიდვას, იმპორტს ახორციელებენ არსებული საერთაშორისო ფასის მიხედვით, იმპორტირებისას კი ხდება პროდუქციის განბაჟება და მაგალითად, 1 ტონა ბენზინზე ფიქსირებული გადასახადია 250 ლარი, დიზელის საწვავზე - 150 ლარი, ამას ემატება დღგ, აგრეთვე ტრანსპორტირების ფასი. ფასწარმოქმნაში, ძირითადად, ეს კომპონენტები მონაწილეობს. შემდგომში ამას ემატება კომპანიის ფასდანამატი, იმისთვის, რომ მან მოგება მიიღოს და რენტაბელურობა შეინარჩუნოს. ყველა კომპანიას სხვადასხვა ხარჯი აქვს, ისინი ინარჩუნებენ რენტაბელურობას და როგორც კი რესურსი ექნებათ, ფასსაც შეამცირებენ.

- თუკი საქართველოში ნავთობპროდუქტების ღირებულებას საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასი განსაზღვრავს, მაშინ რატომ ხდება ისე, რომ როცა მსოფლიოში ბენზინი იაფდება, საქართველოში უცვლელი რჩება?

- ფასის შემცირება პირდაპირ კავშირშია შემოსავლების ზრდასთან, რაც უფრო მცირეა ფასი, მით მეტია მოგება და კომპანიას თუ აქვს საშუალება და რესურსი, ფასი უნდა შეამციროს. გეტყვით მიმდინარე წლის სტატისტიკურ მონაცემს: 11 თვეში 19-ჯერ მოხდა ფასის კორექტირება. საწვავზე ფასი 8-ჯერ გაიზარდა და 11-ჯერ შემცირდა. 2012 წლის დასაწყისში, საერთაშორისო პლაცის მიხედვით (პლაცი ადგენს საერთაშორისო ფასებს), ტონა ბენზინის ფასი 948 დოლარი იყო, უახლესი მონაცემით კი არის 932 დოლარი. წლის დასაწყისის ფასი დღევანდელს რომ შევადაროთ, "სუპერის" ფასი 2-3 თეთრით მცირეა, "პრემიუმის" - 3-6 თეთრით, "რეგულარის" - 1-3-ით და "ევროდიზელის" - 6-9 თეთრით არის შემცირებული. ანუ საერთაშორისო ფასები თითქმის იდენტურია. 2012 წელს კი საქართველოში საწვავზე რეკორდულად მაღალი ფასი აღინიშნა. ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე კი, რა თქმა უნდა, მაღალი ფასები მძიმედ აწვება მომხმარებელს. საქართველოში ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა რომ ყოფილიყო, კომპანიების მხრიდან ამ ფასების ცვალებადობაზე რეაგირება უფრო მარტივი იქნებოდა, რადგან მარაგს განაახლებდნენ და ტრანსპორტირების საკითხიც მოიხსნებოდა. ვიდრე იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ, კომპანიები ყოველთვის იქნებიან თავდაცვის რეჟიმში, მომხმარებელი კი - ფასებით უკმაყოფილო.

- ბიძინა ივანიშვილმა ნავთობპროდუქტების იმპორტიორ კომპანიებს მოუწოდა, საწვავის ფასი შეემცირებინათ. შეამცირეს კიდეც, ოღონდ - მინიმალურად. როგორც ამბობენ, კომპანიებს აქვთ ფასის კიდევ უფრო შემცირების რესურსი ისე, რომ მოგება ნახონ. რატომ არ აკეთებენ ამას?

- ახალი ხელისუფლების მიერ გაცხადებული პოლიტიკა, მათ შორის, ტარიფების შემცირება, სოციალური საკითხების მოგვარებაზეა ორიენტირებული. არსებულ სოციალურ ფონზე რომელიღაც ბიზნესსექტორში ზემოგებაზე რომ იყოს ლაპარაკი, ამას არავინ გაამართლებს. მით უმეტეს, რომ ახალი ხელისუფლება იძლევა ბიზნესში ჩაურევლობის გარანტიას... როგორ ფიქრობთ, ამ პირობებში კომპანიებს რომ ჰქონდეთ საშუალება, რესურსი, ფასებს არ შეამცირებენ? არის ასევე მოწოდება, რომ შეიქმნას ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, ანუ კანონი კონკურენციისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. სახელმწიფომ გარკვეული მაქსიმალური ფასდანამატის ინსტიტუტი რომ შემოიღოს, რის ზემოთაც უკვე აიკრძალება კომპანიამ ფასი დაადოს პროდუქციას, ეს სამსახური გაცემს ყველა კითხვას პასუხს.

ცნობისათვის

საქართველოში საწვავის

საშუალო ფასები:

"სუპერი" - 2,28 ლარი ($1.37)

"პრემიუმი" - 2,23 ლარი ($1.34)

"ევრო რეგულარი" - 2,09 ($1.25)

ჩვეულებრივი დიზელი - 2,10 ($1.26)

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ