პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინფო ტვ" ხვალიდან მაუწყებლობას აჩერებს
"ინფო ტვ" ხვალიდან მაუწყებლობას აჩერებს

"ინფო ტვ" ხვა­ლი­დან მა­უ­წყებ­ლო­ბას აჩე­რებს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "ინფო 9"-ის დი­რექ­ტორ­მა მა­ნა­ნა ელი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ხვა­ლი­დან "ინფო ტვ" მა­უ­წყებ­ლო­ბას შე­ა­ჩე­რებს, თუმ­ცა, აღ­დგე­ბა თუ არა მა­უ­წყებ­ლო­ბა, ჯერ გა­და­წყვე­ტი­ლი არ არის. მი­სი­ვე თქმით, "ინფო ტვ"-ს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ნა­წი­ლი "მე-9 არხზე" გა­აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას, ნა­წი­ლი კი სამ­სა­ხუ­რის გა­რე­შე დარ­ჩე­ბა. ელი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, დღეს­დღე­ო­ბით "ინფო ტვ"-ს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი აღარ არის და ამი­ტომ მისი შე­ჩე­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქნა მი­ღე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა "ინფო 9"-ს, აქაც ცვლი­ლე­ბე­ბი იგეგ­მე­ბა და აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ფორ­მა­ტით გა­აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას. მა­ნა­ნა ელი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ჟურ­ნა­ლის­ტებს ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ხელ­ფა­სი აღარ ექ­ნე­ბათ და მათი ანა­ზღა­უ­რე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი, ექ­სკლუ­ზი­უ­რი მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით შე­ფას­დე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, "ინფო 9"-მ თვით­და­ფი­ნან­სე­ბით უნდა გა­აგ­რძე­ლოს მუ­შა­ო­ბა და შე­მო­სა­ვა­ლი ხელ­მომ­წე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით უნდა მი­ი­ღოს. "ჩვენ მო­ვამ­ზა­დებთ ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან გა­მოშ­ვე­ბას. ასე­ვე, თუ ვინ­მე მო­ი­სურ­ვებს ჩვე­ნი მა­სა­ლე­ბის გად­მო­წე­რას, ამა­შიც ფუ­ლის გა­დახ­და მო­უ­წევს. ასე რომ, თვით­და­ფი­ნან­სე­ბა­ზე გა­დავ­დი­ვართ და ჟურ­ნა­ლის­ტებს ანა­ზღა­უ­რე­ბა მო­პო­ვე­ბუ­ლი ექ­სკლუ­ზი­უ­რი მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით ექ­ნე­ბათ",-აღ­ნიშ­ნა მა­ნა­ნა ელი­აშ­ვილ­მა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ინფო ტვ"-ს გა­და­ცე­მე­ბი "მე-9 არხზე"გა­და­ი­ნაც­ვლებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"ინფო ტვ" ხვალიდან მაუწყებლობას აჩერებს

"ინფო ტვ" ხვალიდან მაუწყებლობას აჩერებს

"ინფო ტვ" ხვალიდან მაუწყებლობას აჩერებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ინფო 9"-ის დირექტორმა მანანა ელიაშვილმა განუცხადა, ხვალიდან "ინფო ტვ" მაუწყებლობას შეაჩერებს, თუმცა, აღდგება თუ არა მაუწყებლობა, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მისივე თქმით, "ინფო ტვ"-ს თანამშრომლების ნაწილი "მე-9 არხზე" გააგრძელებს მუშაობას, ნაწილი კი სამსახურის გარეშე დარჩება. ელიაშვილის განცხადებით, დღესდღეობით "ინფო ტვ"-ს ფუნქციონირება აქტუალური აღარ არის და ამიტომ მისი შეჩერების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

რაც შეეხება "ინფო 9"-ს, აქაც ცვლილებები იგეგმება და აღნიშნული საინფორმაციო სააგენტო განახლებული ფორმატით გააგრძელებს მუშაობას. მანანა ელიაშვილის განცხადებით, ჟურნალისტებს ფიქსირებული ხელფასი აღარ ექნებათ და მათი ანაზღაურება აქტუალური, ექსკლუზიური მასალების მიხედვით შეფასდება.

მისივე თქმით, "ინფო 9"-მ თვითდაფინანსებით უნდა გააგრძელოს მუშაობა და შემოსავალი ხელმომწერების საშუალებით უნდა მიიღოს. "ჩვენ მოვამზადებთ ინგლისურენოვან გამოშვებას. ასევე, თუ ვინმე მოისურვებს ჩვენი მასალების გადმოწერას, ამაშიც ფულის გადახდა მოუწევს. ასე რომ, თვითდაფინანსებაზე გადავდივართ და ჟურნალისტებს ანაზღაურება მოპოვებული ექსკლუზიური მასალების მიხედვით ექნებათ",-აღნიშნა მანანა ელიაშვილმა. მისივე ინფორმაციით, "ინფო ტვ"-ს გადაცემები "მე-9 არხზე"გადაინაცვლებს.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები