Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინი დედალამაზიშვილი დედობისთვის ემზადება
ნინი დედალამაზიშვილი დედობისთვის ემზადება

ჯგუფ "მგზავ­რე­ბის" წევ­რი - ნინი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი პა­ტა­რის მო­ლო­დინ­შია. მარ­თა­ლია, ორ­სუ­ლო­ბი­სას ვარ­ცხნი­ლო­ბა შე­იც­ვა­ლა, მოკ­ლედ შე­იჭ­რა და ამას არც ნა­ნობს, მაგ­რამ გრძე­ლი თმა უფრო მოს­წონს...

- ნინი, თბი­ლის­ში "მგზავ­რე­ბის" ახ­ლა­ხან გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტში რა­ტომ არ მო­ნა­წი­ლე­ობ­დი?

- ავად ვი­ყა­ვი. სა­ერ­თოდ, ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში სი­ა­რუ­ლი­სას სულ ვნერ­ვი­უ­ლობ, რად­გან მე­ში­ნია, რა­ი­მე ვირუ­სი არ შე­მე­ყა­როს. ვიცი, რომ კონ­ცერ­ტმა ძა­ლი­ან კარ­გად ჩა­ი­ა­რა. დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც კი ცეკ­ვავ­დნე­ნო, - მი­თხრეს. მინ­და, გი­გის­თან ერ­თად, ორ­სუ­ლო­ბის თე­მა­ზე სიმ­ღე­რა ჩავ­წე­რო. სა­ხელ­წო­დე­ბაც მო­ფიქ­რე­ბუ­ლი მაქვს: "მგზავ­რე­ბი და ნინი+1". სიმ­ღე­რას ყვე­ლა ორ­სულს მი­ვუ­ძღვნი.

- რო­მელ თვე­ში ხარ?

- მე­ხუ­თე­ში. ძა­ლი­ან კარ­გი ორ­სუ­ლო­ბა მაქვს და რაც მთა­ვა­რია, წო­ნა­ში არ მო­მი­მა­ტია - ეს მი­ხა­რია. სა­ერ­თოდ, ორ­სუ­ლო­ბა ქა­ლის­თვის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დია: ამ დროს მას მხარ­და­ჭე­რა და გა­გე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა. როცა ვინ­მეს ფეხ­მძი­მო­ბის შე­სა­ხებ შე­ვი­ტყობ, რე­კო­მენ­და­ცი­ას ვიძ­ლე­ვი, - ყვე­ლა სურ­ვი­ლი აუხ­დი­ნეთ-მეთ­ქი. პი­რა­დად მე, ემო­ცი­ე­ბი გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი მაქვს, სულ მე­ტი­რე­ბა ან მე­ცი­ნე­ბა. გიჟი უნდა იყო, რომ ორ­სულ ქალს ცუ­დად მო­ე­პყრო. ოჯა­ხის წევ­რებს მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბას ვუხ­დი - გან­სა­კუთ­რე­ბით დე­დას. ადრე მე და გიგი ყვე­ლა სა­კი­თხზე, მუდ­მი­ვად ვჩხუ­ბობ­დით; ყვე­ლა ჩემს ნა­ბიჯს აკ­რი­ტი­კებ­და. ახლა რაც უნდა გა­ვა­კე­თო, შე­ნიშ­ვნას არ მაძ­ლევს. მის­გან სა­ო­ცარ ყუ­რა­დღე­ბას ვგრძნობ.

- მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ცხოვ­რობ?

- ამ პე­რი­ო­დის გა­ტა­რე­ბა დე­დას­თან მირ­ჩევ­ნია, სულ მას­თან ყოფ­ნა მინ­და. დე­დას ჩემი იდე­ნად კარ­გად ეს­მის, რომ მას "მი­ვე­ჯაჭ­ვე". თუმ­ცა, მე­უღ­ლეს­თა­ნაც ვარ ხოლ­მე.

- ბავ­შვის სქე­სი იცით?

- გო­გო­ნა გვე­ყო­ლე­ბა, რო­მელ­საც მა­მამ სა­ხე­ლი უკვე შე­ურ­ჩია - ელე­ნეს და­ვარ­ქმევთ... ტყუ­პი ისე მინ­დო­და, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მე­ყო­ლე­ბო­და. ვი­ფიქ­რე, ერ­თდრო­უ­ლად გო­გო­ნაც შეგ­ვე­ძი­ნე­ბა და ბი­ჭიც-მეთ­ქი, მაგ­რამ ასე არ მოხ­და (იცი­ნის).

- აქ­ტი­უ­რი ორ­სუ­ლი ხარ?

- 15 წლი­დან ვმუ­შა­ობ და სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი მაქვს. უსაქ­მუ­რო­ბა ჩემ­თვის რთუ­ლია. ამი­ტომ კომ­პო­ზი­ტორ მიშა მდი­ნა­რა­ძის მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა: 18 ნო­ემ­ბერს ნუკა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სოლო კონ­ცერ­ტი გავ­მარ­თეთ. ნუკა ცნო­ბი­ლი სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლის - თენ­გიზ ზე­ინ­კლიშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლი გახ­ლავთ, მაგ­რამ მომ­ღერ­ლო­ბის ამ­ბი­ცია არა აქვს - ძალ­ზე თავ­მდა­ბა­ლია. მი­მაჩ­ნია, რომ ის ქარ­თულ მუ­სი­კა­ლურ სივ­რცე­ში "ახა­ლი სი­ტყვაა". კონ­ცერ­ტის მომ­ზა­დე­ბა­ში სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ქო­რე­ოგ­რა­ფი - ეთერ გამ­სა­ხურ­დია, მსა­ხი­ო­ბი - მაია დო­ბორჯგი­ნი­ძე (რო­მელ­მაც რე­ჟი­სო­რის ფუნ­ქცა შე­ი­თავ­სა) და ნი­კუ­შა წუ­ლუ­კი­ძე დაგ­ვეხ­მარ­ნენ. მე პრო­დი­უ­სინგს მივ­ხე­დე. საქ­მე­ში ისე ჩა­ვერ­თე, რომ ხან­და­ხან ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა მა­ვი­წყდე­ბო­და და ღა­მეს და დღეს ვას­წო­რებ­დი. ძა­ლი­ან გვინ­დო­და, კარ­გი კონ­ცერ­ტი გა­მო­სუ­ლი­ყო. მი­ხა­რია, რომ ასეც მოხ­და. კონ­ცერ­ტის დღეს უბედ­ნი­ე­რე­სი ვი­ყა­ვი.

- შვი­ლის მუ­სი­კა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ზე მისი მუც­ლად ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში­ვე ხომ არ ზრუ­ნავ?

- ბოლო დროს კლა­სი­კურ მუ­სი­კას ვას­მე­ნი­ნებ. მი­თხრეს, - მშვი­დი და წყნა­რი რომ იყოს, ასე უნდა მო­იქ­ცეო. ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, ჩემი შვი­ლი მშვი­დი რო­გორ უნდა იყოს? ჰოდა, სტე­რე­ო­ტი­პებს და რჩე­ვებს ვე­პო­ტი­ნე­ბი (იცი­ნის). სხვა­თა შო­რის, "მგზავ­რე­ბის" სიმ­ღე­რებ­საც ვას­მე­ნი­ნებ.

- მა­მის სიმ­ღე­რებს არ ას­მე­ნი­ნებ?

- ისეთ სიმ­ღე­რებს, რო­გორ­საც მა­მა­მი­სი ას­რუ­ლებს, მი­მაჩ­ნია, რომ "ცო­ცხლად" უნდა უს­მენ­დეს.

- დუ­ეტ­ში ხომ არ აპი­რებთ სიმ­ღე­რას?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქარ­თუ­ლი ქა­ლა­ქუ­რი სიმ­ღე­რის წი­ნა­შე ქედს ვიხ­რი და ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ეს ის ჟან­რი არ არის, რო­მელ­შიც თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვიგ­რძნობ. პრინ­ციპ­ში, მომ­ღე­რა­ლიც არ ვარ: უბ­რა­ლოდ, "მგზავ­რე­ბის" ბი­ჭებს ვო­კა­ლის­ტი გო­გო­ნა დას­ჭირ­დათ და და­ვეხ­მა­რე...

- მას შემ­დეგ, რაც ორ­სუ­ლად ხარ, "მგზავ­რებს" შენი პი­არ­სამ­სა­ხუ­რი არ და­აკ­ლდათ?

- არა, რად­გან ფან­ტას­ტი­კუ­რი პრო­დი­უ­სე­რი - ოთო ედი­შე­რაშ­ვი­ლი გვყავს. ის ბევრ რა­მე­ში გვეხ­მა­რე­ბა. ჩემი აზ­რით, "მგზავ­რებ­მა" თბი­ლის­ში თა­ვი­სი სი­ტყვა უკვე თქვეს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გიგი კონ­ცერ­ტამ­დე მა­ინც ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და. ამ­ბობ­და: ნე­ტავ, ხალ­ხი მო­ვაო?.. რამ­დე­ნი­მე თვის წინ კონ­ცერ­ტი კი­ევ­ში, ღია ცის ქვეშ გა­მარ­თეს. უცხო ქვე­ყა­ნა­ში რომ გა­ღი­ა­რე­ბენ, ეს დიდი წარ­მა­ტე­ბაა! უკ­რა­ი­ნა­ში "მგზავ­რე­ბის" კლი­პი ტრი­ა­ლებს, ჯგუ­ფის შე­მოქ­მე­დე­ბით პრე­საც ინ­ტე­რეს­დე­ბა. როცა სიმ­ღე­რა "ნამ­დვი­ლია", მას ენის ცოდ­ნა არ სჭირ­დე­ბა.

- "მგზავ­რე­ბი" თბი­ლის­ში კონ­ცერტს უკვე იშ­ვი­ა­თად მარ­თა­ვენ. უკ­რა­ი­ნა­ში გა­დას­ვლას ხომ არ აპი­რე­ბენ?

- გი­გის ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ მისი მე­უღ­ლის - მა­რი­ნას და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც ვიცი. მა­რი­ნა ღი­ზი­ან­დე­ბა, როცა ეკი­თხე­ბი­ან, - სა­ქარ­თვე­ლო რო­გორ მოგ­წონ­სო? ჰოდა, ასე­თი შე­კი­თხვის ავ­ტორს ასე პა­სუ­ხობს: მსგავს კი­თხვას შენ ხომ არ გის­ვა­მენ, რად­გან აქა­უ­რი ხარ? ჰოდა, ამას ნურც მე მე­კი­თხე­ბით, მეც აქა­უ­რი ვარო!.. უკ­რა­ი­ნა­ში "მგზავ­რებს" ბევ­რად მეტი შე­მო­სა­ვა­ლი აქვთ. მა­რი­ნა ფო­ტოგ­რა­ფო­ბას გა­ნაგ­რძობს და როცა შეკ­ვე­თა აქვს, უკ­რა­ი­ნა­ში მი­დის. ასე, 2 ქვე­ყა­ნას შო­რის "გა­დე­ბუ­ლე­ბი" არი­ან. მგო­ნია, რომ გიგი უცხო­ეთ­ში სა­მუ­და­მოდ ვერ იცხოვ­რებს.

- მა­რი­ნაც ორ­სუ­ლად ხომ არ არის?

- ჯერ­ჯე­რო­ბით - არა. გიგი მე­უბ­ნე­ბა, - რო­გორ დაგ­ვას­წა­რიო (იცი­ნის)?!.

- ნინი, ფეხ­მძი­მო­ბი­სას უც­ნა­უ­რი ახი­რე­ბე­ბი თუ გა­გიჩ­ნდა?

- პრე­ტენ­ზი­უ­ლი არ ვარ. ერ­თა­დერ­თი, ალუ­ჩა მახ­სენ­დე­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მინ­დო­და, მაგ­რამ ვერ მი­შო­ვეს. ადა­მი­ა­ნე­ბის­გან მხო­ლოდ ყუ­რა­დღე­ბას ვი­თხოვ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად - ახ­ლობ­ლე­ბის­გან. ხში­რად უნდა და­მირ­ე­კონ და მო­მი­კი­თხონ. ერთი დღეც რომ "ჩა­აგ­დონ", ვსაყ­ვე­დუ­რობ.

- დე­დო­ბის­თვის რო­გორ ემ­ზა­დე­ბი?

- მი­მაჩ­ნია, რომ რო­გორც კი ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ შე­ი­ტყობ, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მა­შინ­ვე უნდა იგ­რძნო. მხო­ლოდ შვი­ლის ყო­ლის სურ­ვი­ლი საკ­მა­რი­სი არ არის. მგო­ნია, რომ ჩემი გო­გო­ნა ლა­მა­ზი და ნი­ჭი­ე­რი იქ­ნე­ბა. მის აღ­ზრდა­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­მეხ­მა­რე­ბა. ძი­ძის აყ­ვა­ნა არ მინ­და... ვიცი, ბავ­შვს უფ­რო­სი ადა­მი­ა­ნი­ვით უნდა მო­ვე­პყრო. მა­გა­ლი­თად, სა­ბავ­შვო ბა­ღი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი პა­ტა­რა რომ გე­ტყვის, - შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარო, ამა­ზე არ უნდა გა­ი­ცი­ნო. მის­თვის ხომ ეს სე­რი­ო­ზუ­ლი სა­კი­თხია?! არ მიყ­ვარს, როცა მე­გო­ბარს რა­ღა­ცას უყ­ვე­ბი, ის კი გპა­სუ­ხობს: კარ­გი, რა, უა­რე­სიც ხდე­ბაო. უა­რე­სი რომ ხდე­ბა, ვიცი, მაგ­რამ იმ მო­მენ­ტში ესა თუ ის პრობ­ლე­მა ჩემ­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რია...

- შენს ახალ ოჯახს რო­გორ შე­ე­წყვე?

- ნორ­მა­ლუ­რად. ჩემი დე­დამ­თი­ლი ძა­ლი­ან კარ­გი ქა­ლია და მუ­ლიც კარ­გი გო­გო­ნაა. მათ კატა ჰყავთ, სა­ხე­ლად - გო­გოშ­კა, რო­მე­ლიც ოჯა­ხის წევ­რებს ძა­ლი­ან უყ­ვართ, მას­ზე გიჟ­დე­ბი­ან!

- შენ­მა მე­უღ­ლემ და მა­რი­ნამ ერ­თმა­ნეთს რო­გორ გა­უ­გეს?

- მშვე­ნივ­რად. გი­გის არა­ნორ­მა­ლუ­რად ვუყ­ვარ­ვარ! ის ჩემს ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მტკივ­ნე­უ­ლად აღიქ­ვამ­და, მაგ­რამ კო­ტი­კოს (ჩემს მე­უღ­ლეს) ენდო. მახ­სოვს, ჩემს მშობ­ლებს რო­გორ არ­წმუ­ნებ­და, რომ ჩემს რთულ ხა­სი­ათს გა­უძ­ლებ­და და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბო­და... და­ბო­ლოს, მინ­და ერთი რამ გი­თხრათ: ქარ­თვე­ლებს ასე­თი რამ გვა­ხა­სი­ა­თებს - როცა ბედ­ნი­ე­რე­ბი არ ვართ, სხვი­სი სი­ხა­რუ­ლი არ გვა­ხა­რებს. ამი­ტომ მი­ვე­დი დას­კვნამ­დე: ბედ­ნი­ე­რი მხო­ლოდ იმი­ტომ უნდა იყო, რომ სხვა არ გა­ა­უ­ბე­დუ­რო...

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ნინი დედალამაზიშვილი დედობისთვის ემზადება

ნინი დედალამაზიშვილი დედობისთვის ემზადება

ჯგუფ "მგზავრების" წევრი - ნინი დედალამაზიშვილი პატარის მოლოდინშია. მართალია, ორსულობისას ვარცხნილობა შეიცვალა, მოკლედ შეიჭრა და ამას არც ნანობს, მაგრამ გრძელი თმა უფრო მოსწონს...

- ნინი, თბილისში "მგზავრების" ახლახან გამართულ კონცერტში რატომ არ მონაწილეობდი?

- ავად ვიყავი. საერთოდ, ხალხმრავალ ადგილებში სიარულისას სულ ვნერვიულობ, რადგან მეშინია, რაიმე ვირუსი არ შემეყაროს. ვიცი, რომ კონცერტმა ძალიან კარგად ჩაიარა. დაცვის თანამშრომლებიც კი ცეკვავდნენო, - მითხრეს. მინდა, გიგისთან ერთად, ორსულობის თემაზე სიმღერა ჩავწერო. სახელწოდებაც მოფიქრებული მაქვს: "მგზავრები და ნინი+1". სიმღერას ყველა ორსულს მივუძღვნი.

- რომელ თვეში ხარ?

- მეხუთეში. ძალიან კარგი ორსულობა მაქვს და რაც მთავარია, წონაში არ მომიმატია - ეს მიხარია. საერთოდ, ორსულობა ქალისთვის ყველაზე რთული პერიოდია: ამ დროს მას მხარდაჭერა და გაგება ყველაზე მეტად სჭირდება. როცა ვინმეს ფეხმძიმობის შესახებ შევიტყობ, რეკომენდაციას ვიძლევი, - ყველა სურვილი აუხდინეთ-მეთქი. პირადად მე, ემოციები გაორმაგებული მაქვს, სულ მეტირება ან მეცინება. გიჟი უნდა იყო, რომ ორსულ ქალს ცუდად მოეპყრო. ოჯახის წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი - განსაკუთრებით დედას. ადრე მე და გიგი ყველა საკითხზე, მუდმივად ვჩხუბობდით; ყველა ჩემს ნაბიჯს აკრიტიკებდა. ახლა რაც უნდა გავაკეთო, შენიშვნას არ მაძლევს. მისგან საოცარ ყურადღებას ვგრძნობ.

- მეუღლესთან ერთად ცხოვრობ?

- ამ პერიოდის გატარება დედასთან მირჩევნია, სულ მასთან ყოფნა მინდა. დედას ჩემი იდენად კარგად ესმის, რომ მას "მივეჯაჭვე". თუმცა, მეუღლესთანაც ვარ ხოლმე.

- ბავშვის სქესი იცით?

- გოგონა გვეყოლება, რომელსაც მამამ სახელი უკვე შეურჩია - ელენეს დავარქმევთ... ტყუპი ისე მინდოდა, რომ დარწმუნებული ვიყავი, მეყოლებოდა. ვიფიქრე, ერთდროულად გოგონაც შეგვეძინება და ბიჭიც-მეთქი, მაგრამ ასე არ მოხდა (იცინის).

- აქტიური ორსული ხარ?

- 15 წლიდან ვმუშაობ და საკუთარი შემოსავალი მაქვს. უსაქმურობა ჩემთვის რთულია. ამიტომ კომპოზიტორ მიშა მდინარაძის მუსიკალურ პროექტზე მუშაობა ძალიან დამეხმარა: 18 ნოემბერს ნუკა მარგველაშვილის სოლო კონცერტი გავმართეთ. ნუკა ცნობილი საოპერო მომღერლის - თენგიზ ზეინკლიშვილის შვილიშვილი გახლავთ, მაგრამ მომღერლობის ამბიცია არა აქვს - ძალზე თავმდაბალია. მიმაჩნია, რომ ის ქართულ მუსიკალურ სივრცეში "ახალი სიტყვაა". კონცერტის მომზადებაში სუხიშვილების ქორეოგრაფი - ეთერ გამსახურდია, მსახიობი - მაია დობორჯგინიძე (რომელმაც რეჟისორის ფუნქცა შეითავსა) და ნიკუშა წულუკიძე დაგვეხმარნენ. მე პროდიუსინგს მივხედე. საქმეში ისე ჩავერთე, რომ ხანდახან ჩემი მდგომარეობა მავიწყდებოდა და ღამეს და დღეს ვასწორებდი. ძალიან გვინდოდა, კარგი კონცერტი გამოსულიყო. მიხარია, რომ ასეც მოხდა. კონცერტის დღეს უბედნიერესი ვიყავი.

- შვილის მუსიკალურ განათლებაზე მისი მუცლად ყოფნის პერიოდშივე ხომ არ ზრუნავ?

- ბოლო დროს კლასიკურ მუსიკას ვასმენინებ. მითხრეს, - მშვიდი და წყნარი რომ იყოს, ასე უნდა მოიქცეო. ვერ წარმომიდგენია, ჩემი შვილი მშვიდი როგორ უნდა იყოს? ჰოდა, სტერეოტიპებს და რჩევებს ვეპოტინები (იცინის). სხვათა შორის, "მგზავრების" სიმღერებსაც ვასმენინებ.

- მამის სიმღერებს არ ასმენინებ?

- ისეთ სიმღერებს, როგორსაც მამამისი ასრულებს, მიმაჩნია, რომ "ცოცხლად" უნდა უსმენდეს.

- დუეტში ხომ არ აპირებთ სიმღერას?

- მიუხედავად იმისა, რომ ქართული ქალაქური სიმღერის წინაშე ქედს ვიხრი და ძალიან მიყვარს, ეს ის ჟანრი არ არის, რომელშიც თავს კომფორტულად ვიგრძნობ. პრინციპში, მომღერალიც არ ვარ: უბრალოდ, "მგზავრების" ბიჭებს ვოკალისტი გოგონა დასჭირდათ და დავეხმარე...

- მას შემდეგ, რაც ორსულად ხარ, "მგზავრებს" შენი პიარსამსახური არ დააკლდათ?

- არა, რადგან ფანტასტიკური პროდიუსერი - ოთო ედიშერაშვილი გვყავს. ის ბევრ რამეში გვეხმარება. ჩემი აზრით, "მგზავრებმა" თბილისში თავისი სიტყვა უკვე თქვეს. მიუხედავად ამისა, გიგი კონცერტამდე მაინც ძალიან ნერვიულობდა. ამბობდა: ნეტავ, ხალხი მოვაო?.. რამდენიმე თვის წინ კონცერტი კიევში, ღია ცის ქვეშ გამართეს. უცხო ქვეყანაში რომ გაღიარებენ, ეს დიდი წარმატებაა! უკრაინაში "მგზავრების" კლიპი ტრიალებს, ჯგუფის შემოქმედებით პრესაც ინტერესდება. როცა სიმღერა "ნამდვილია", მას ენის ცოდნა არ სჭირდება.

- "მგზავრები" თბილისში კონცერტს უკვე იშვიათად მართავენ. უკრაინაში გადასვლას ხომ არ აპირებენ?

- გიგის ასეთი გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაუჭირდება. საქართველოს მიმართ მისი მეუღლის - მარინას დამოკიდებულებაც ვიცი. მარინა ღიზიანდება, როცა ეკითხებიან, - საქართველო როგორ მოგწონსო? ჰოდა, ასეთი შეკითხვის ავტორს ასე პასუხობს: მსგავს კითხვას შენ ხომ არ გისვამენ, რადგან აქაური ხარ? ჰოდა, ამას ნურც მე მეკითხებით, მეც აქაური ვარო!.. უკრაინაში "მგზავრებს" ბევრად მეტი შემოსავალი აქვთ. მარინა ფოტოგრაფობას განაგრძობს და როცა შეკვეთა აქვს, უკრაინაში მიდის. ასე, 2 ქვეყანას შორის "გადებულები" არიან. მგონია, რომ გიგი უცხოეთში სამუდამოდ ვერ იცხოვრებს.

- მარინაც ორსულად ხომ არ არის?

- ჯერჯერობით - არა. გიგი მეუბნება, - როგორ დაგვასწარიო (იცინის)?!.

- ნინი, ფეხმძიმობისას უცნაური ახირებები თუ გაგიჩნდა?

- პრეტენზიული არ ვარ. ერთადერთი, ალუჩა მახსენდება, რომელიც ძალიან მინდოდა, მაგრამ ვერ მიშოვეს. ადამიანებისგან მხოლოდ ყურადღებას ვითხოვ, განსაკუთრებულად - ახლობლებისგან. ხშირად უნდა დამირეკონ და მომიკითხონ. ერთი დღეც რომ "ჩააგდონ", ვსაყვედურობ.

- დედობისთვის როგორ ემზადები?

- მიმაჩნია, რომ როგორც კი ორსულობის შესახებ შეიტყობ, პასუხისმგებლობა მაშინვე უნდა იგრძნო. მხოლოდ შვილის ყოლის სურვილი საკმარისი არ არის. მგონია, რომ ჩემი გოგონა ლამაზი და ნიჭიერი იქნება. მის აღზრდაში ბევრი ადამიანი დამეხმარება. ძიძის აყვანა არ მინდა... ვიცი, ბავშვს უფროსი ადამიანივით უნდა მოვეპყრო. მაგალითად, საბავშვო ბაღიდან დაბრუნებული პატარა რომ გეტყვის, - შეყვარებული ვარო, ამაზე არ უნდა გაიცინო. მისთვის ხომ ეს სერიოზული საკითხია?! არ მიყვარს, როცა მეგობარს რაღაცას უყვები, ის კი გპასუხობს: კარგი, რა, უარესიც ხდებაო. უარესი რომ ხდება, ვიცი, მაგრამ იმ მომენტში ესა თუ ის პრობლემა ჩემთვის აქტუალურია...

- შენს ახალ ოჯახს როგორ შეეწყვე?

- ნორმალურად. ჩემი დედამთილი ძალიან კარგი ქალია და მულიც კარგი გოგონაა. მათ კატა ჰყავთ, სახელად - გოგოშკა, რომელიც ოჯახის წევრებს ძალიან უყვართ, მასზე გიჟდებიან!

- შენმა მეუღლემ და მარინამ ერთმანეთს როგორ გაუგეს?

- მშვენივრად. გიგის არანორმალურად ვუყვარვარ! ის ჩემს ყველა გადაწყვეტილებას მტკივნეულად აღიქვამდა, მაგრამ კოტიკოს (ჩემს მეუღლეს) ენდო. მახსოვს, ჩემს მშობლებს როგორ არწმუნებდა, რომ ჩემს რთულ ხასიათს გაუძლებდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა... დაბოლოს, მინდა ერთი რამ გითხრათ: ქართველებს ასეთი რამ გვახასიათებს - როცა ბედნიერები არ ვართ, სხვისი სიხარული არ გვახარებს. ამიტომ მივედი დასკვნამდე: ბედნიერი მხოლოდ იმიტომ უნდა იყო, რომ სხვა არ გააუბედურო...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება