პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:10-ზე, მთვარე სასწორშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აღდგენილი პატიოსნება
აღდგენილი პატიოსნება

ერთ ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბით ჩემი კა­რის მე­ზო­ბე­ლი ირინ­კას (ისე ირი­ნა ჰქვია, მაგ­რამ თვი­თონ გვთხო­ვა სა­ახ­ლობ­ლოს, ირინ­კა და­მი­ძა­ხე­თო და რა გა­ე­წყო­ბა?) ხე­ლი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ. ერთ დღეს, ირინ­კას დე­დი­კოს გან­წი­რუ­ლი კი­ვილ-წი­ვი­ლი შე­მოგ­ვეს­მა და სწრა­ფად მო­ვი­ყა­რეთ მათ სახ­ლში მთელ­მა სა­მე­ზობ­ლომ თავი. სულ ცო­ფებს ყრი­და ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ი­რა, - დამ­ღუ­პეს, გუ­შინ შვი­ლი შე­მიც­დი­ნეს, სად გა­მოვ­ყო თა­ვიო.

ნა­ი­რას სი­ტყვე­ბი უმ­რავ­ლე­სო­ბამ იწა­მა და მათ­თვის ირინ­კას პა­ტი­ოს­ნე­ბა ისევ "საღ-სა­ლა­მა­თი" დარ­ჩა, მაგ­რამ ვინც წინა ღა­მით ირინ­კა საკ­მა­ოდ მშვი­დი სა­ხით ეზო­ში შევ­ნიშ­ნეთ, მის­მა ნათ­ქვამ­მა ცოტა არ იყოს, დაგ­ვა­ეჭ­ვა. იმ დღის მერე ირინ­კას პა­ტი­ოს­ნე­ბა სას­წორ­ზე და­ი­დო და მა­ნამ­დე თუ არა­ვინ აქ­ცევ­და ყუ­რა­დღე­ბას, ახლა არამ­კი­თხე­ე­ბი ყო­ველ მის ნა­ბიჯს აკ­ვირ­დე­ბი­ან. ირინ­კას ყვე­ლა "მარ­შრუტ­კის" მძღო­ლი იც­ნობს და შე­სა­ბა­მი­სად - უფუ­ლო­დაც მგზავ­რობს. ის ბევ­რჯერ შე­ნიშ­ნეს პო­ლი­ცი­ელ ბი­ჭებ­თან ერ­თად და ვი­საც ღრმად სჯე­რო­და ირინ­კას დე­დის სი­ტყვე­ბის, - შვი­ლი შე­მიც­დი­ნე­სო, ისი­ნიც დარ­წმუნ­დნენ, რომ ირინ­კა კი არ შე­აც­დი­ნეს, უბ­რა­ლოდ, ნა­ი­რამ თავი და­ი­ზღვია და შვილს შერ­ცხვე­ნი­ლი ნა­მუ­სი გა­მო­უს­წო­რა. ირინ­კას საქმრო ჰყავ­სო, ხმა გავ­რცელ­და და კარ­გა ხანს სა­ჭო­რაო თე­მად ჰქონ­დათ ეს ამ­ბა­ვი მე­ზობ­ლებს.

სა­ნა­ხევ­როდ გა­ხა­რე­ბულ­მა და ფრთებ­გაშ­ლილ­მა ქალ­ბა­ტონ­მა ნა­ი­რამ სა­სი­ძო შინ მი­ი­პა­ტი­ჟა, გვერ­დით მო­ის­ვა და შე­წუ­ხე­ბუ­ლი სა­ხით გა­უმ­ხი­ლა, - პა­ტა­რა იყო ჩემი გოგო, რომ შე­მიც­დი­ნეს, იმის მერე და­მე­ტან­ჯა შვი­ლი და ახლა შენი გა­და­სა­წყვე­ტია, რას იზა­მო. მოკ­ლედ, სა­სი­ძო ნა­მე­ტა­ნი გულ­ჩვი­ლი და ბუნ­ჩუ­ლა აღ­მოჩ­ნდა და ირინ­კა ცო­ლად შე­ირ­თო. ნა­ი­რას არ­ტის­ტო­ბით ისე არი­ან მე­ზობ­ლე­ბი გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი, ერთი მა­ინც წა­მო­აყ­რან­ტა­ლებს ირინ­კას პა­ტი­ოს­ნე­ბა-არ­პა­ტი­ოს­ნე­ბა­ზე რა­მეს. ირინ­კას კი უცოდ­ვე­ლი კრა­ვი­ვით მო­აქვს თავი და შერ­ცხვე­ნილ ნა­მუსს ჭკვი­ა­ნუ­რად მა­ლავს, მაგ­რამ ხომ გა­გი­გო­ნი­ათ, "კაც­მა ჭირი მალა, მალა, ჭირ­მა თავი არ და­მა­ლაო?!" ჰო­დაა, ღმერ­თმა ნუ ქნას და თუ რა­ი­მე ახა­ლი მოხ­და, აუ­ცი­ლებ­ლად მოგ­წერთ.

გან­ძის მა­ძი­ებ­ლის მა­ძი­ე­ბე­ლი.

ქეთი
0

ესეიგი ყველაფრის თავი და ბუნტი თავად დედამისი ყოფილა ,ტყუილად არ არის ნათქვამი,საკუთარი ენა,რომ დაგიშავებს სხვა იმდენს ვერაფერს დაგაკლებსო :)))))))))))))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

აღდგენილი პატიოსნება

აღდგენილი პატიოსნება

ერთ ამბავს მოგიყვებით ჩემი კარის მეზობელი ირინკას (ისე ირინა ჰქვია, მაგრამ თვითონ გვთხოვა საახლობლოს, ირინკა დამიძახეთო და რა გაეწყობა?) ხელიდან წასვლის შესახებ. ერთ დღეს, ირინკას დედიკოს განწირული კივილ-წივილი შემოგვესმა და სწრაფად მოვიყარეთ მათ სახლში მთელმა სამეზობლომ თავი. სულ ცოფებს ყრიდა ქალბატონი ნაირა, - დამღუპეს, გუშინ შვილი შემიცდინეს, სად გამოვყო თავიო.

ნაირას სიტყვები უმრავლესობამ იწამა და მათთვის ირინკას პატიოსნება ისევ "საღ-სალამათი" დარჩა, მაგრამ ვინც წინა ღამით ირინკა საკმაოდ მშვიდი სახით ეზოში შევნიშნეთ, მისმა ნათქვამმა ცოტა არ იყოს, დაგვაეჭვა. იმ დღის მერე ირინკას პატიოსნება სასწორზე დაიდო და მანამდე თუ არავინ აქცევდა ყურადღებას, ახლა არამკითხეები ყოველ მის ნაბიჯს აკვირდებიან. ირინკას ყველა "მარშრუტკის" მძღოლი იცნობს და შესაბამისად - უფულოდაც მგზავრობს. ის ბევრჯერ შენიშნეს პოლიციელ ბიჭებთან ერთად და ვისაც ღრმად სჯეროდა ირინკას დედის სიტყვების, - შვილი შემიცდინესო, ისინიც დარწმუნდნენ, რომ ირინკა კი არ შეაცდინეს, უბრალოდ, ნაირამ თავი დაიზღვია და შვილს შერცხვენილი ნამუსი გამოუსწორა. ირინკას საქმრო ჰყავსო, ხმა გავრცელდა და კარგა ხანს საჭორაო თემად ჰქონდათ ეს ამბავი მეზობლებს.

სანახევროდ გახარებულმა და ფრთებგაშლილმა ქალბატონმა ნაირამ სასიძო შინ მიიპატიჟა, გვერდით მოისვა და შეწუხებული სახით გაუმხილა, - პატარა იყო ჩემი გოგო, რომ შემიცდინეს, იმის მერე დამეტანჯა შვილი და ახლა შენი გადასაწყვეტია, რას იზამო. მოკლედ, სასიძო ნამეტანი გულჩვილი და ბუნჩულა აღმოჩნდა და ირინკა ცოლად შეირთო. ნაირას არტისტობით ისე არიან მეზობლები გაბრაზებულები, ერთი მაინც წამოაყრანტალებს ირინკას პატიოსნება-არპატიოსნებაზე რამეს. ირინკას კი უცოდველი კრავივით მოაქვს თავი და შერცხვენილ ნამუსს ჭკვიანურად მალავს, მაგრამ ხომ გაგიგონიათ, "კაცმა ჭირი მალა, მალა, ჭირმა თავი არ დამალაო?!" ჰოდაა, ღმერთმა ნუ ქნას და თუ რაიმე ახალი მოხდა, აუცილებლად მოგწერთ.

განძის მაძიებლის მაძიებელი.

რთული არჩევანი

მტანჯველი და ტანჯულა

"ბედნიერი" სამსახური