სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
პოლიტიკა
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვისთვის ამზადებს ღამღამობით სადილებს მაკა ძაგანია
ვისთვის ამზადებს ღამღამობით სადილებს მაკა ძაგანია

გარ­და იმი­სა, რომ მსა­ხი­ო­ბი მაკა ძა­გა­ნია სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" თა­მა­შობს, ამავდრო­უ­ლად ილი­ა­უ­ნის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი გახ­ლავთ, ითავ­სებს ლექ­ტო­რო­ბა­საც, თუმ­ცა არც დი­ა­სახ­ლი­სო­ბას და სა­დი­ლე­ბის კე­თე­ბას არი­დებს თავს. ასე­თი რე­ჟი­მის გამო გა­საკ­ვი­რი არაა, რომ მუდ­მი­ვად ენატ­რე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა ახლო ადა­მი­ა­ნებ­თან, თუმ­ცა ხან­და­ხან იმა­საც ახერ­ხებს, რომ დაჯ­დეს და მე­გობ­რებ­თან გუ­ლი­ა­ნად იჭო­რა­ოს.

დილა

- სა­მუ­შაო დღე­ებ­ში ჩემი დილა 9-ის ნა­ხევ­რი­დან 9-სა­ა­თამ­დე იწყე­ბა. ადრე გაღ­ვი­ძე­ბა ჩემ­თვის ტან­ჯვა-წა­მე­ბაა, კარ­გად ვარ მა­შინ, როცა 12 სა­ა­თამ­დე მძი­ნავს, მაგ­რამ ეს იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა. ჩემი შვი­ლი უკვე დი­დია, ამი­ტომ ხან ვდგე­ბი და ვა­ცი­ლებ სკო­ლა­ში, ხან თა­ვი­სით მი­დის და მერე მი­რე­კავს, მი­ვე­დიო. ეს და­ახ­ლო­ე­ბით 9 სა­ა­თის­თვის ხდე­ბა, ასე რომ, ამ დრო­ის­თვის ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში ვდგე­ბი. ად­გო­მი­დან ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი მჭირ­დე­ბა გონ­ზე მო­სას­ვლე­ლად, ვსვამ ყა­ვას და ვე­წე­ვი სი­გა­რეტს, ამ პე­რი­ოდ­ში სრუ­ლი­ად უკონ­ტაქ­ტო ვარ.

ში­ნი­დან გას­ვლამ­დე...

- სა­მოსს უფრო ხა­სი­ა­თის მი­ხედ­ვით ვარ­ჩევ. თუ რა­ღაც ჩა­ვიც­ვი და თავი კომ­ფორ­ტუ­ლად ვიგ­რძე­ნი, შე­იძ­ლე­ბა იმით ვი­ა­რო დიდ­ხანს, ბო­ლოს იმის გამო ვიხ­დი, რომ გა­სა­რე­ცხი ხდე­ბა, მერე ერთი სული მაქვს რო­დის გაშ­რე­ბა, რომ ისევ ჩა­ვიც­ვა (იღი­მე­ბა). და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თი მჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ თავს მივ­ხე­დო, თუმ­ცა­ღა ვერ ვი­ტყვი, რომ დი­ლი­დან მა­კი­აჟს ვი­კე­თებ და გრი­მით გავ­დი­ვარ. მოკ­ლედ, გაღ­ვი­ძე­ბის შემ­დეგ და­ახ­ლო­ე­ბით საათ-ნა­ხე­ვა­რი მჭირ­დე­ბა, რომ გა­მოვ­ფხიზ­ლდე და გა­რეთ გა­ვი­დე.

ძაღ­ლი, რო­მელ­საც შვი­ლი­ვით უვ­ლის

- ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ პრო­ცე­დუ­რებს ემა­ტე­ბა ძაღ­ლი, რო­მელ­საც ცალ­კე დრო­ის დათ­მო­ბა და მოვ­ლა სჭირ­დე­ბა. და­ვი­წყებ იქი­დან, რომ ამ ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის ჩვენ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბის იდეა ჩემი შვი­ლის­გან მო­დის, მაგ­რამ ჩემი მო­სავ­ლე­ლია. დი­ლით, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ნუცა მის გა­სე­ირ­ნე­ბას ვერ ას­წრებს, ამი­ტომ ესეც მე უნდა გა­ვა­კე­თო. სა­ნამ გა­რეთ გა­სას­ვლე­ლად მოვ­წეს­რიგ­დე­ბი, ცალ­კე ეს ძაღ­ლი მეწკმუ­ტუ­ნე­ბა და არის დიდი გნი­ა­სი ოჯახ­ში (იცი­ნის). მარ­თა­ლია, ძაღ­ლი ნუ­ცას და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნა იყო, მაგ­რამ ისე შე­მიყ­ვარ­და, ოჯა­ხის წევ­რი­ვით ვექ­ცე­ვი და მის­თვის ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ. რო­გორც უნდა მე­ზა­რე­ბო­დეს, მა­ინც ვდგე­ბი, ვა­სე­ირ­ნებ, საჭ­მელს ვუ­კე­თებ, ვა­ბა­ნა­ვებ. ბა­ნა­ო­ბის საქ­მე ცოტა რთუ­ლა­დაა, კი უყ­ვარს წყა­ლი, მაგ­რამ მერე და­დის და მთელ სახ­ლში იწ­მენ­დს ცხვირ-პირს, შენ კი უნდა სდიო და ასუფ­თაო ყვე­ლა­ფე­რი. სა­ერ­თოდ, ლეკ­ვე­ბი უფრო რთუ­ლი მო­სავ­ლე­ლე­ბი არი­ან, ახლა სამი წლი­საა და შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვია მის­თვის ყვე­ლაფ­რის კე­თე­ბა, პა­ტა­რა რომ იყო, სამ სა­ათ­ში ერთხელ გრა­მო­ბით ვკვე­ბავ­დი და და­ახ­ლო­ე­ბით იმ­დენ დროს ვა­ხარ­ჯავ­დი, რაც ბავ­შვს სჭირ­დე­ბა, ვამ­ბობ­დი კი­დეც, ამის აყ­ვა­ნას, ბავ­შვი გა­მე­ჩი­ნა, მა­ინც იმა­ვე დროს ვა­ხარ­ჯავ-მეთ­ქი (იცი­ნის).

ღა­მით მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­დი­ლი

- რო­დე­საც შვი­ლი გყავს, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ხელ­მარ­ჯვე­ო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ზედ­მე­ტია, რად­გან ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში გი­წევს საჭ­მლის კე­თე­ბა, ბავ­შვი ხომ უნდა გა­მოკ­ვე­ბო, უნდა მი­ი­ღოს ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი და ვი­ტა­მი­ნე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძა­ლი­ან ად­რე­ულ ასაკ­ში და­ვი­წყე სა­დი­ლე­ბის კე­თე­ბა და დღემ­დე ვა­კე­თებ. მაქვს ჩემი სა­ა­მა­ყო კერ­ძე­ბიც, რომ­ლებ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის­თვის ვამ­ზა­დებ. გა­გიმ­ხელთ ერთ-ერთი ასე­თი კერ­ძის რე­ცეპტს, ეს არის ღვიძ­ლი მა­ი­ო­ნეზ­ში, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად მზად­დე­ბა. აი­ღეთ ქათ­მის ღვიძ­ლი, თითო ღვიძ­ლი გა­ყა­ვით ორად, შე­ა­ზა­ვეთ მა­რი­ლი­თა და პილ­პი­ლით და მო­ხარ­შვის გა­რე­შე შეწ­ვით, კარ­გად რომ და­იბ­რა­წე­ბა, გად­მო­ი­ღეთ თავ­და­ხუ­რულ ჭურ­ჭელ­ში, და­ას­ხით ზე­მო­დან მა­ი­ო­ნე­ზი და კარ­გად და­ა­ფა­რეთ თავ­ზე. ღვიძ­ლის შე­ნაწ­ვავ­ში შე­ა­წით­ლეთ ალყა-ალყა დაჭ­რი­ლი ხახ­ვი, ესეც და­უ­მა­ტეთ ღვიძლს და რომ გა­ცივ­დე­ბა, მი­ირ­თვით. ვი­საც გა­უ­სინ­ჯავს, ყვე­ლა ერ­თხმად აღ­ნიშ­ნავს, რომ უგემ­რი­ე­ლე­სია. გარ­და სა­დი­ლე­ბი­სა, ნამ­ცხვრე­ბის და ტორ­ტე­ბის კე­თე­ბაც ვიცი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ოჯა­ხის ქალი ვარ (იღი­მე­ბა), მაგ­რამ ჩემი რე­ჟი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბევ­რი რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებ, სა­დილ­საც გვი­ან ღა­მით ვამ­ზა­დებ, რომ მე­ო­რე დღის­თვის ნუ­ცას სახ­ლში საჭ­მე­ლი ჰქონ­დეს. ისე, დი­ა­სახ­ლი­სო­ბას მარ­ტო მე ვერ და­ვი­კის­რებ, დე­დას­თან ერ­თად ვცხოვ­რობ და როცა დრო აქვს, ისიც მეხ­მა­რე­ბა სახ­ლის საქ­მე­ებ­ში, თუმ­ცა ამ­ჟა­მად ისიც ფილმზე მუ­შა­ობს და ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მი აქვს. რა­შიც მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი ვარ, ეს და­ლა­გე­ბის სა­კი­თხია, აქ­ცენტს ძი­რი­თა­დად იმა­ზე ვა­კე­თებ, რომ ბავ­შვი იყოს ყო­ველ­თვის გა­მოკ­ვე­ბი­ლი, ჰქონ­დეს წვნი­ა­ნი, დე­სერ­ტი, ამი­ტომ ვერ ვა­ხერ­ხებ იმას, რომ ოჯახ­ში ყვე­ლა­ფე­რი წკრი­ა­ლებ­დეს, მით უმე­ტეს, რომ ჩემი შვი­ლი ძა­ლი­ან ფე­თხუ­მია და სულ კუდ­ში დავ­დევ, რომ მისი მიყ­რი­ლე­ბი და­ვა­ლა­გო, რე­ა­ლუ­რად წეს­რიგს ოჯახ­ში ვერ ვი­ცავთ, რა­ღაც ყო­ველ­თვის უად­გი­ლოდ ყრია, რო­მე­ლი­მე კა­რა­დას აუ­ცი­ლებ­ლად უჭირს და­კეტ­ვა, ამ მხრივ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მო­უ­წეს­რი­გებ­ლე­ბი ვართ.

დედა, რო­მელ­საც სიმ­კაც­რე არ გა­მოს­დის

- მინ­და ვიყო მკაც­რი, მაგ­რამ არ გა­მომ­დის, რომ ვე­ჩხუ­ბე­ბი, ისეთ სა­ხეს იღებს, რომ მე­ცი­ნე­ბა და ვერ ვაგ­რძე­ლებ, ხან გა­მომ­დის და ვე­ჩხუ­ბე­ბი კი­დეც, მაგ­რამ იმას მა­ინც ვერ ვი­ტყვი, რომ მკაც­რი დედა ვარ.

თე­ატ­რი

- ახალ სპექ­ტაკლზე ჯერ არ ვმუ­შა­ობთ, ძვე­ლებს ვთა­მა­შობთ ისევ. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვე­ვას, სცე­ნა­ზე გას­ვლის წინ, სა­ნამ კუ­ლი­სე­ბი­დან პირ­ველ ნა­ბიჯს გა­დავ­დგამ, პირ­ჯვარს ვი­წერ და ღმერ­თს ვთხოვ, რომ მშვი­დო­ბი­ა­ნად ჩა­მამ­თავ­რე­ბი­ნოს ყვე­ლა­ფე­რი. იყო შემ­თხვე­ვა, როცა წნე­ვა და პულ­სი 140 მქონ­და, ამის გამო 40 წუთი ვა­ლო­დი­ნეთ მა­ყუ­რე­ბე­ლი, სას­წრა­ფო გა­მო­ი­ძა­ხეს, პულ­სი და წნე­ვა და­მი­რე­გუ­ლი­რეს, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც მის­ვე­ნე­ბუ­ლი ვი­წე­ქი საგ­რი­მი­ო­რო­ში, ბო­ლოს მა­ინც ავ­დე­ქი, გა­ვე­დი სცე­ნა­ზე და სპექ­ტაკ­ლი ვი­თა­მა­შე.

მაკა, რო­გორც ლექ­ტო­რი

- ცეკ­ვას ვას­წავ­ლი, თე­ატ­რა­ლე­ბის­თვის სა­ჭი­როა პლას­ტი­კა, მო­დი­ან "ხე­ე­ბი" და ვცდი­ლობ, მათ­გან გა­მოვ­ძერ­წო პლას­ტი­კუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი. ეტყო­ბა, ში­ნა­გან ბუ­ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ის, რომ სიმ­კაც­რე ამ შემ­თხვე­ვა­შიც არ გა­მომ­დის. სა­ერ­თოდ, მი­მაჩ­ნია, რომ პე­და­გო­გო­ბა ად­ვი­ლი არ არის, ამის­თვის უნდა იყო და­ბა­დე­ბუ­ლი, ბევრ სხვა თვი­სე­ბას­თან ერ­თად უნდა გქონ­დეს დის­ტან­ცია სტუ­დენ­ტებ­თან, მე კი ეს არ გა­მომ­დის, ვუ­ში­ნა­ურ­დე­ბი და ვუ­მე­გობ­რდე­ბი სტუ­დენ­ტებს, არა­და, ყო­ვე­ლი წლის და­სა­წყის­ში პირ­ველ ლექ­ცი­ას ვუთ­მობ იმას, თუ რო­გო­რი მკაც­რი ლექ­ტო­რი ვიქ­ნე­ბი, მაგ­რამ ვერ ვას­რუ­ლებ (იღი­მე­ბა).

"ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი"

- ჩემი შვი­ლი შარ­შან გა­და­ღე­ბებ­ზე დამ­ყავ­და და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჩემი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ წელს მეშ­ვი­დე კლას­ში გა­და­ვი­და, დატ­ვირ­თუ­ლია და ვცდი­ლობ, აღარ ვა­ტა­რო, რომ არ მოც­დეს. ისე, სულ მე­კი­თხე­ბა, რო­გორ მი­დის გა­და­ღე­ბე­ბი, რა ბედი ელის ჩემს გმირს. სხვა­თა შო­რის, მე თვი­თო­ნაც ბევ­რი არა­ფე­რი ვიცი ხოლ­მე სი­უ­ჟე­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ერთი, რაც შე­მიძ­ლია გი­თხრათ, ისაა, რომ თი­ნას დემ­ნას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა აე­რე­ვა, ამას ალ­ბათ მა­ყუ­რე­ბე­ლი ხვდე­ბა კი­დეც, და­ნარ­ჩე­ნი კი უკვე ჩვე­ნი სცე­ნა­რის ავ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა გა­და­ღე­ბებს, ყო­ველ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი­თაა სავ­სე. ამას წი­ნათ მე და ბა­ი­კოს კი­ნა­ღამ დიდი სარ­კე დაგ­ვე­ცა თავ­ზე. მოკ­ლედ, სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი და დემ­ნა­ზე ნა­წყე­ნი ვტი­რი და ბა­ი­კო ჯდე­ბა ჩემს მო­სა­ფე­რებ­ლად, უცებ წა­მო­ვი­და ჩვე­ნი დიდი სარ­კე და უწ­ვრი­ლეს ნამ­ტვრე­ვე­ბად ჩა­მო­იფ­შვნა, ხმა რომ გა­ი­გო ბა­ი­კომ, მა­შინ­ვე წა­მო­მახ­ტუ­ნა და გა­მო­ვი­ქე­ცით, ვე­უბ­ნე­ბო­დი კი­დეც, ეტყო­ბა შენ­ში დე­დის ინ­სტინ­ქტმა გა­იღ­ვი­ძა-მეთ­ქი, რად­გან რო­გორც კრუ­ხი, ისე გა­და­მე­ფა­რა.

რა­ტომ არ კი­თხუ­ლობს დიდ რო­მა­ნებს

- კი­თხვა მიყ­ვარს, მაგ­რამ ამ ბოლო დროს სქელ­ტა­ნი­ან რო­მა­ნებს უდ­რო­ო­ბის გამო აღარ ვე­ჭი­დე­ბი. მირ­ჩევ­ნია, პა­ტა­რა მო­თხრო­ბე­ბი ვი­კი­თხო, რო­მელ­საც მა­ლე­ვე და­ვამ­თავ­რებ, ვიდ­რე ერთი წიგ­ნი მე­დოს დიდ­ხანს, კი­თხვა­საც ვერ ვას­წრებ­დე და თან ეს ფაქ­ტი მთრგუ­ნავ­დეს.

და­ძი­ნე­ბამ­დე...

- ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლე­ბა ისაა, ღა­მით სა­დი­ლი რომ მაქვს მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი და თან ტექ­სტიც სას­წავ­ლი, მა­გა­რი სა­ნა­ხა­ვი ვარ, თან საჭ­მელს რომ ვუ­რევ და თან ტექსტს ვკი­თხუ­ლობ. ამის შე­დეგ აბა­ზა­ნა­ში შევ­დი­ვარ, მაგ­რამ ისე­თი დაღ­ლი­ლი ვარ ხოლ­მე, რომ თმის გაშ­რო­ბის თავი აღარ მაქვს, თუმ­ცა ამა­საც ვა­კე­თებ და მერე ვი­ძი­ნებ, ასე­თი დაღ­ლი­ლი რომ დაწ­ვე­ბი და მთე­ლი ტა­ნით ის­ვე­ნებ, ძა­ლი­ან მა­გა­რი შეგ­რძნე­ბაა. ყვე­ლა­ფერ ამას­თან ერ­თად ფან­ტას­ტი­კუ­რი რე­ლაქ­სა­ცი­აა ლუდი, რომ­ლის და­ლე­ვის შემ­დე­გაც მთლი­ა­ნად ვეშ­ვე­ბი და ზუს­ტად 5 წუთ­ში მძი­ნავს, არა­და, მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა უძი­ლო­ბის პრობ­ლე­მა მქონ­და, და­წო­ლი­დან სა­ა­თი-საათ-ნა­ხე­ვა­რი მა­ინც ვფხიზ­ლობ­დი, ახლა კი და­წო­ლი­ლი არ ვარ, რომ მა­შინ­ვე მძი­ნავს (იცი­ნის).

ციცი ომა­ნი­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ვისთვის ამზადებს ღამღამობით სადილებს მაკა ძაგანია

ვისთვის ამზადებს ღამღამობით სადილებს მაკა ძაგანია

გარდა იმისა, რომ მსახიობი მაკა ძაგანია სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" თამაშობს, ამავდროულად ილიაუნის თეატრის მსახიობი გახლავთ, ითავსებს ლექტორობასაც, თუმცა არც დიასახლისობას და სადილების კეთებას არიდებს თავს. ასეთი რეჟიმის გამო გასაკვირი არაა, რომ მუდმივად ენატრება ურთიერთობა ახლო ადამიანებთან, თუმცა ხანდახან იმასაც ახერხებს, რომ დაჯდეს და მეგობრებთან გულიანად იჭორაოს.

დილა

- სამუშაო დღეებში ჩემი დილა 9-ის ნახევრიდან 9-საათამდე იწყება. ადრე გაღვიძება ჩემთვის ტანჯვა-წამებაა, კარგად ვარ მაშინ, როცა 12 საათამდე მძინავს, მაგრამ ეს იშვიათად ხდება. ჩემი შვილი უკვე დიდია, ამიტომ ხან ვდგები და ვაცილებ სკოლაში, ხან თავისით მიდის და მერე მირეკავს, მივედიო. ეს დაახლოებით 9 საათისთვის ხდება, ასე რომ, ამ დროისთვის ყველა ვარიანტში ვდგები. ადგომიდან ნახევარი საათი მჭირდება გონზე მოსასვლელად, ვსვამ ყავას და ვეწევი სიგარეტს, ამ პერიოდში სრულიად უკონტაქტო ვარ.

შინიდან გასვლამდე...

- სამოსს უფრო ხასიათის მიხედვით ვარჩევ. თუ რაღაც ჩავიცვი და თავი კომფორტულად ვიგრძენი, შეიძლება იმით ვიარო დიდხანს, ბოლოს იმის გამო ვიხდი, რომ გასარეცხი ხდება, მერე ერთი სული მაქვს როდის გაშრება, რომ ისევ ჩავიცვა (იღიმება). დაახლოებით ერთი საათი მჭირდება იმისთვის, რომ თავს მივხედო, თუმცაღა ვერ ვიტყვი, რომ დილიდან მაკიაჟს ვიკეთებ და გრიმით გავდივარ. მოკლედ, გაღვიძების შემდეგ დაახლოებით საათ-ნახევარი მჭირდება, რომ გამოვფხიზლდე და გარეთ გავიდე.

ძაღლი, რომელსაც შვილივით უვლის

- ზემოთ ჩამოთვლილ პროცედურებს ემატება ძაღლი, რომელსაც ცალკე დროის დათმობა და მოვლა სჭირდება. დავიწყებ იქიდან, რომ ამ შინაური ცხოველის ჩვენთან ერთად ცხოვრების იდეა ჩემი შვილისგან მოდის, მაგრამ ჩემი მოსავლელია. დილით, რასაკვირველია, ნუცა მის გასეირნებას ვერ ასწრებს, ამიტომ ესეც მე უნდა გავაკეთო. სანამ გარეთ გასასვლელად მოვწესრიგდები, ცალკე ეს ძაღლი მეწკმუტუნება და არის დიდი გნიასი ოჯახში (იცინის). მართალია, ძაღლი ნუცას დაჟინებული თხოვნა იყო, მაგრამ ისე შემიყვარდა, ოჯახის წევრივით ვექცევი და მისთვის ყველაფერს ვაკეთებ. როგორც უნდა მეზარებოდეს, მაინც ვდგები, ვასეირნებ, საჭმელს ვუკეთებ, ვაბანავებ. ბანაობის საქმე ცოტა რთულადაა, კი უყვარს წყალი, მაგრამ მერე დადის და მთელ სახლში იწმენდს ცხვირ-პირს, შენ კი უნდა სდიო და ასუფთაო ყველაფერი. საერთოდ, ლეკვები უფრო რთული მოსავლელები არიან, ახლა სამი წლისაა და შედარებით მარტივია მისთვის ყველაფრის კეთება, პატარა რომ იყო, სამ საათში ერთხელ გრამობით ვკვებავდი და დაახლოებით იმდენ დროს ვახარჯავდი, რაც ბავშვს სჭირდება, ვამბობდი კიდეც, ამის აყვანას, ბავშვი გამეჩინა, მაინც იმავე დროს ვახარჯავ-მეთქი (იცინის).

ღამით მომზადებული სადილი

- როდესაც შვილი გყავს, სამზარეულოში ხელმარჯვეობაზე საუბარი ზედმეტია, რადგან ყველა ვარიანტში გიწევს საჭმლის კეთება, ბავშვი ხომ უნდა გამოკვებო, უნდა მიიღოს ჯანსაღი საკვები და ვიტამინები. აქედან გამომდინარე, ძალიან ადრეულ ასაკში დავიწყე სადილების კეთება და დღემდე ვაკეთებ. მაქვს ჩემი საამაყო კერძებიც, რომლებსაც განსაკუთრებული შემთხვევებისთვის ვამზადებ. გაგიმხელთ ერთ-ერთი ასეთი კერძის რეცეპტს, ეს არის ღვიძლი მაიონეზში, რომელიც ძალიან მარტივად მზადდება. აიღეთ ქათმის ღვიძლი, თითო ღვიძლი გაყავით ორად, შეაზავეთ მარილითა და პილპილით და მოხარშვის გარეშე შეწვით, კარგად რომ დაიბრაწება, გადმოიღეთ თავდახურულ ჭურჭელში, დაასხით ზემოდან მაიონეზი და კარგად დააფარეთ თავზე. ღვიძლის შენაწვავში შეაწითლეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, ესეც დაუმატეთ ღვიძლს და რომ გაცივდება, მიირთვით. ვისაც გაუსინჯავს, ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ უგემრიელესია. გარდა სადილებისა, ნამცხვრების და ტორტების კეთებაც ვიცი, შეიძლება ითქვას, ოჯახის ქალი ვარ (იღიმება), მაგრამ ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, ბევრი რაღაცის გაკეთებას ვერ ვახერხებ, სადილსაც გვიან ღამით ვამზადებ, რომ მეორე დღისთვის ნუცას სახლში საჭმელი ჰქონდეს. ისე, დიასახლისობას მარტო მე ვერ დავიკისრებ, დედასთან ერთად ვცხოვრობ და როცა დრო აქვს, ისიც მეხმარება სახლის საქმეებში, თუმცა ამჟამად ისიც ფილმზე მუშაობს და ძალიან დატვირთული რეჟიმი აქვს. რაშიც მოუწესრიგებელი ვარ, ეს დალაგების საკითხია, აქცენტს ძირითადად იმაზე ვაკეთებ, რომ ბავშვი იყოს ყოველთვის გამოკვებილი, ჰქონდეს წვნიანი, დესერტი, ამიტომ ვერ ვახერხებ იმას, რომ ოჯახში ყველაფერი წკრიალებდეს, მით უმეტეს, რომ ჩემი შვილი ძალიან ფეთხუმია და სულ კუდში დავდევ, რომ მისი მიყრილები დავალაგო, რეალურად წესრიგს ოჯახში ვერ ვიცავთ, რაღაც ყოველთვის უადგილოდ ყრია, რომელიმე კარადას აუცილებლად უჭირს დაკეტვა, ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, მოუწესრიგებლები ვართ.

დედა, რომელსაც სიმკაცრე არ გამოსდის

- მინდა ვიყო მკაცრი, მაგრამ არ გამომდის, რომ ვეჩხუბები, ისეთ სახეს იღებს, რომ მეცინება და ვერ ვაგრძელებ, ხან გამომდის და ვეჩხუბები კიდეც, მაგრამ იმას მაინც ვერ ვიტყვი, რომ მკაცრი დედა ვარ.

თეატრი

- ახალ სპექტაკლზე ჯერ არ ვმუშაობთ, ძველებს ვთამაშობთ ისევ. რაც შეეხება ჩვევას, სცენაზე გასვლის წინ, სანამ კულისებიდან პირველ ნაბიჯს გადავდგამ, პირჯვარს ვიწერ და ღმერთს ვთხოვ, რომ მშვიდობიანად ჩამამთავრებინოს ყველაფერი. იყო შემთხვევა, როცა წნევა და პულსი 140 მქონდა, ამის გამო 40 წუთი ვალოდინეთ მაყურებელი, სასწრაფო გამოიძახეს, პულსი და წნევა დამირეგულირეს, მიუხედავად ამისა, მაინც მისვენებული ვიწექი საგრიმიოროში, ბოლოს მაინც ავდექი, გავედი სცენაზე და სპექტაკლი ვითამაშე.

მაკა, როგორც ლექტორი

- ცეკვას ვასწავლი, თეატრალებისთვის საჭიროა პლასტიკა, მოდიან "ხეები" და ვცდილობ, მათგან გამოვძერწო პლასტიკური ადამიანები. ეტყობა, შინაგან ბუნებაზეა დამოკიდებული ის, რომ სიმკაცრე ამ შემთხვევაშიც არ გამომდის. საერთოდ, მიმაჩნია, რომ პედაგოგობა ადვილი არ არის, ამისთვის უნდა იყო დაბადებული, ბევრ სხვა თვისებასთან ერთად უნდა გქონდეს დისტანცია სტუდენტებთან, მე კი ეს არ გამომდის, ვუშინაურდები და ვუმეგობრდები სტუდენტებს, არადა, ყოველი წლის დასაწყისში პირველ ლექციას ვუთმობ იმას, თუ როგორი მკაცრი ლექტორი ვიქნები, მაგრამ ვერ ვასრულებ (იღიმება).

"ჩემი ცოლის დაქალები"

- ჩემი შვილი შარშან გადაღებებზე დამყავდა და შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ წელს მეშვიდე კლასში გადავიდა, დატვირთულია და ვცდილობ, აღარ ვატარო, რომ არ მოცდეს. ისე, სულ მეკითხება, როგორ მიდის გადაღებები, რა ბედი ელის ჩემს გმირს. სხვათა შორის, მე თვითონაც ბევრი არაფერი ვიცი ხოლმე სიუჟეტის განვითარებაზე, ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ისაა, რომ თინას დემნასთან ურთიერთობა აერევა, ამას ალბათ მაყურებელი ხვდება კიდეც, დანარჩენი კი უკვე ჩვენი სცენარის ავტორზეა დამოკიდებული. რაც შეეხება გადაღებებს, ყოველთვის მოულოდნელობებითაა სავსე. ამას წინათ მე და ბაიკოს კინაღამ დიდი სარკე დაგვეცა თავზე. მოკლედ, სახლში დაბრუნებული და დემნაზე ნაწყენი ვტირი და ბაიკო ჯდება ჩემს მოსაფერებლად, უცებ წამოვიდა ჩვენი დიდი სარკე და უწვრილეს ნამტვრევებად ჩამოიფშვნა, ხმა რომ გაიგო ბაიკომ, მაშინვე წამომახტუნა და გამოვიქეცით, ვეუბნებოდი კიდეც, ეტყობა შენში დედის ინსტინქტმა გაიღვიძა-მეთქი, რადგან როგორც კრუხი, ისე გადამეფარა.

რატომ არ კითხულობს დიდ რომანებს

- კითხვა მიყვარს, მაგრამ ამ ბოლო დროს სქელტანიან რომანებს უდროობის გამო აღარ ვეჭიდები. მირჩევნია, პატარა მოთხრობები ვიკითხო, რომელსაც მალევე დავამთავრებ, ვიდრე ერთი წიგნი მედოს დიდხანს, კითხვასაც ვერ ვასწრებდე და თან ეს ფაქტი მთრგუნავდეს.

დაძინებამდე...

- ყველაზე საშინელება ისაა, ღამით სადილი რომ მაქვს მოსამზადებელი და თან ტექსტიც სასწავლი, მაგარი სანახავი ვარ, თან საჭმელს რომ ვურევ და თან ტექსტს ვკითხულობ. ამის შედეგ აბაზანაში შევდივარ, მაგრამ ისეთი დაღლილი ვარ ხოლმე, რომ თმის გაშრობის თავი აღარ მაქვს, თუმცა ამასაც ვაკეთებ და მერე ვიძინებ, ასეთი დაღლილი რომ დაწვები და მთელი ტანით ისვენებ, ძალიან მაგარი შეგრძნებაა. ყველაფერ ამასთან ერთად ფანტასტიკური რელაქსაციაა ლუდი, რომლის დალევის შემდეგაც მთლიანად ვეშვები და ზუსტად 5 წუთში მძინავს, არადა, მთელი ჩემი ცხოვრება უძილობის პრობლემა მქონდა, დაწოლიდან საათი-საათ-ნახევარი მაინც ვფხიზლობდი, ახლა კი დაწოლილი არ ვარ, რომ მაშინვე მძინავს (იცინის).

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება