პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იუვალ ფუქსი - "ისრაელი საქართველოს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია"
იუვალ ფუქსი - "ისრაელი საქართველოს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია"

ის­რა­ე­ლი პა­ლეს­ტი­ნის სტა­ტუს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ის­რა­ე­ლის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში იუ­ვალ ფუქსმა დღე­ვან­დელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ამ სა­კი­თხზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და დი­ა­ლო­გი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ მი­ღე­ბულ იქნა პა­ლეს­ტი­ნის სტა­ტუ­სის მხარ­დამ­ჭე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

კი­თხვას, მო­ახ­დენს თუ არა ეს ფაქ­ტი გავ­ლე­ნას სა­ქარ­თვე­ლო-ის­რა­ე­ლის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, იუ­ვალ ფუქსმა უპა­სუ­ხა, რომ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სია რჩე­ბა და აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში.

"მი­სია სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბით ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­და და მო­მა­ვალ­შიც შე­ეც­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბას ორ ქვე­ყა­ნას შო­რის, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კურ, კულ­ტუ­რულ თუ ბიზ­ნე­სურ­თი­ერ­თო­ბებ­ში", - გა­ნა­ცხა­და იუ­ვალ ფუქსმა.

რაც შე­ე­ხე­ბა პა­ლეს­ტი­ნის დამ­კვირ­ვე­ბელ სა­ხელ­მწი­ფოდ ცნო­ბის თა­ო­ბა­ზე მი­ღე­ბულ რე­ზო­ლუ­ცი­ას, იუ­ვალ ფუქ­სი აცხა­დებს, რომ ეს რე­ზო­ლუ­ცია ად­გილ­ზე სი­ტუ­ა­ცი­ას ვერ შეც­ვლის, რად­გან "ასე­თი მა­ნე­რით სა­ხელ­მწი­ფო არ შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მნას".

"ის­რა­ელს სურს მშვი­დო­ბა და ეს არა­ერ­თხელ და­უმ­ტკი­ცე­ბია თუნ­დაც ეგ­ვიპ­ტის მა­გა­ლით­ზე. მშვი­დო­ბის­თვის სა­ჭი­რო არ არის ნიუ-იორკში გაფ­რე­ნა. ამის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა ად­გილ­ზეც. ამ­გვა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ხელს არ უწყობს მშვი­დო­ბას. ვინ, თუ არა სა­ქარ­თვე­ლომ კარ­გად იცის, რა შე­დე­გი მო­აქვს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ცალ­მხრი­ვად გა­მო­ცხა­დე­ბას", - აღ­ნიშ­ნა იუ­ვალ ფუქსმა.

პა­ლეს­ტი­ნას, რო­მე­ლიც გა­ე­რო-ს წევ­რი არ არის, გა­ე­რო-ში სტა­ტუ­სი მუდ­მი­ვი დამ­კვირ­ვებ­ლი­დან დამ­კვირ­ვე­ბელ სა­ხელ­მწი­ფომ­დე გა­ე­ზარ­და. პა­ლეს­ტი­ნის სტა­ტუ­სის გაზ­რდას მხა­რი და­უ­ჭი­რა 138-მა ქვე­ყა­ნამ, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლომ. თავი შე­ი­კა­ვა 41-მა სა­ხელ­მწი­ფომ, ხოლო 9-მ ხმა წი­ნა­აღ­მდეგ მის­ცა. სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ ის­რა­ე­ლი და ამე­რი­კა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

იუვალ ფუქსი - "ისრაელი საქართველოს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია"

იუვალ ფუქსი - "ისრაელი საქართველოს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია"

ისრაელი პალესტინის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს გადაწყვეტილებით გაკვირვებული და იმედგაცრუებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ისრაელის ელჩმა საქართველოში იუვალ ფუქსმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განუცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე მიმდინარეობდა დიალოგი საქართველოს მთავრობასთან, თუმცა საბოლოოდ მიღებულ იქნა პალესტინის სტატუსის მხარდამჭერი გადაწყვეტილება.

კითხვას, მოახდენს თუ არა ეს ფაქტი გავლენას საქართველო-ისრაელის ურთიერთობებზე, იუვალ ფუქსმა უპასუხა, რომ დიპლომატიური მისია რჩება და აგრძელებს მუშაობას საქართველოში.

"მისია საკუთარი საქმიანობით ყოველთვის ცდილობდა და მომავალშიც შეეცდება ურთიერთობების გაღრმავებას ორ ქვეყანას შორის, მათ შორის პოლიტიკურ, კულტურულ თუ ბიზნესურთიერთობებში", - განაცხადა იუვალ ფუქსმა.

რაც შეეხება პალესტინის დამკვირვებელ სახელმწიფოდ ცნობის თაობაზე მიღებულ რეზოლუციას, იუვალ ფუქსი აცხადებს, რომ ეს რეზოლუცია ადგილზე სიტუაციას ვერ შეცვლის, რადგან "ასეთი მანერით სახელმწიფო არ შეიძლება შეიქმნას".

"ისრაელს სურს მშვიდობა და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია თუნდაც ეგვიპტის მაგალითზე. მშვიდობისთვის საჭირო არ არის ნიუ-იორკში გაფრენა. ამის გაკეთება შეიძლება ადგილზეც. ამგვარი გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს მშვიდობას. ვინ, თუ არა საქართველომ კარგად იცის, რა შედეგი მოაქვს დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას", - აღნიშნა იუვალ ფუქსმა.

პალესტინას, რომელიც გაერო-ს წევრი არ არის, გაერო-ში სტატუსი მუდმივი დამკვირვებლიდან დამკვირვებელ სახელმწიფომდე გაეზარდა. პალესტინის სტატუსის გაზრდას მხარი დაუჭირა 138-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ. თავი შეიკავა 41-მა სახელმწიფომ, ხოლო 9-მ ხმა წინააღმდეგ მისცა. სტატუსის მინიჭებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ისრაელი და ამერიკა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა