პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნათია გუბენკო სიკვდილს ირაკლი ჩოლოყაშვილმა გადაარჩინა
ნათია გუბენკო სიკვდილს ირაკლი ჩოლოყაშვილმა გადაარჩინა

ექი­მე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და, მაგ­რამ ბავ­შვო­ბი­დან ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. ოც­ნე­ბა ოც­ნე­ბად დარ­ჩა და თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში უმაღ­ლე­სი ქუ­ლე­ბით ჩა­ი­რი­ცხა. სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა გა­ი­ა­რა, იყო პე­რი­ო­დი, როცა პრო­ფე­სი­ას ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ჩა­მო­შორ­და, მაგ­რამ თე­ატრს ისევ და­უბ­რუნ­და და უკვე ბევ­რი წე­ლია, რაც მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში მუ­შა­ობს. ნა­თია რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" გა­მოჩ­ნდა და დემ­ნას ავად­მყოფ მე­უღ­ლეს თა­მა­შობს. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მი­ა­მიტ და კე­თილ გმი­რებს ასა­ხი­ე­რებ­და, მაგ­რამ ბოლო დროს, ძი­რი­თა­დად, უარ­ყო­ფი­თი გმი­რე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბა უწევს.

- დედა - ნანა გრძე­ლი­ძე, ექი­მი გახ­ლავთ, მამა - პეტ­რე გუ­ბენ­კო, ასე­ვე ექი­მია. ბე­ბია-ბა­ბუა მა­მის მხრი­დან ყვე­ლა ექი­მე­ბი იყ­ვნენ, ჩემ­მა ორმა დამ ეს გზა აირ­ჩია. ლო­გი­კუ­რად ალ­ბათ სა­მე­დი­ცი­ნო­ზე უნდა ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, მაგ­რამ ბავ­შვო­ბი­დან სულ თე­ატ­რო­ბა­ნას ვთა­მა­შობ­დი, სპექ­ტაკ­ლებს ვდგამ­დი. ბევ­რი ლექ­სი ვი­ცო­დი ზე­პი­რად. მე­სა­მე კლას­ში ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში ლადო ასა­თი­ა­ნის სა­ღა­მო­ზე "სა­ლა­ღო­ბო" წა­ვი­კი­თხე. სცე­ნა­ზე მა­შინ დავ­დე­ქი პირ­ვე­ლად.

ოთხი წლის ვი­ყა­ვი, დედ-მამა რომ და­შორ­და. ერ­თმა­ნე­თი სტავ­რო­პოლ­ში გა­იც­ნეს, რო­დე­საც დედა სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­სა­ბა­რებ­ლად წა­ვი­და. გა­შო­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­მას­თან დღემ­დე ინ­ტენ­სი­უ­რად ვურ­თი­ერ­თობ. მამა შემ­დეგ ოთხჯერ თუ ხუთ­ჯერ და­ო­ჯახ­და. მისი ბოლო ცოლი ჩემ­ზე ოთხი წლით უმ­ცრო­სი გახ­ლდათ (იღი­მე­ბა). დე­დას მე­ო­რე და­ო­ჯა­ხე­ბი­სას ჩემი და, მეგი ჭავ­ჭა­ნი­ძე შე­ე­ძი­ნა. 9 წლის ვი­ყა­ვი, დედა მე­ო­რე მე­უღ­ლეს რომ და­შორ­და და ცო­ლად დრა­მა­ტურგ მე­რაბ გე­გი­ას გაჰ­ყვა. მე მე­რა­ბის გაზ­რდი­ლი ვარ.

- ამ ცვლი­ლე­ბებს რო­გორ აღი­ქვამ­დით ბავ­შვო­ბა­ში?

- რთუ­ლად... დე­დას და მე­რა­ბის და­შო­რე­ბა მძი­მედ გა­და­ვი­ტა­ნე. მე­რა­ბი მა­მა­სა­ვით მყავ­და, სკო­ლა­ში კრე­ბებ­ზე და­დი­ო­და. მან თქვა, ეს გოგო მსა­ხი­ო­ბი უნდა გა­მო­ვი­დე­სო, თუმ­ცა მე ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა მინ­დო­და, კარ­გად ვწერ­დი, ამის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლად ვემ­ზა­დე­ბო­დი. დე­დამ ძა­ლით წა­მიყ­ვა­ნა გა­მოც­დებ­ზე. ვფიქ­რობ­დი, რომ ჩა­ვიჭ­რე­ბო­დი და შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზე ჩა­ვა­ბა­რებ­დი, მაგ­რამ უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა მი­ვი­ღე. იქ ისე­თი ბავ­შვე­ბი დამ­ხვდნენ, ნატო მურ­ვა­ნი­ძე, ნინო კას­რა­ძე, ნიკა თა­ვა­ძე, ალ­ბათ კონ­კუ­რენ­ცი­ის მო­მენ­ტმა გა­დამ­ძა­ლა. მერე მო­მე­წო­ნა მსა­ხი­ო­ბო­ბა. ჩვე­ნი ჯგუ­ფი შალ­ვა გა­წე­რე­ლი­ამ აიყ­ვა­ნა. სა­ო­ცა­რი პე­და­გო­გი იყო. სამ­ყა­როს ფი­ლო­სო­ფი­უ­რად აღ­ქმა გვას­წავ­ლა.

- თქვენ დე­დას­თან ცხოვ­რობ­დით?

- სა­ნა­ხევ­როდ. უფრო ახალ­გაზ­რდა ბე­ბია-ბა­ბუა მზრდი­და. ბე­ბია 50 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ბა­ბუა - ოთარ გრძე­ლი­ძე, მკაც­რი და კო­ლო­რი­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო, სულ მა­კონ­ტრო­ლებ­და. თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი მყავ­და, ხში­რად ზარს რე­კავ­დნენ და კარ­თან ყვა­ვი­ლებს მი­ტო­ვებ­დნენ, მაგ­რამ ბა­ბუ­ას რიდი ჰქონ­დათ. პრან­ჭია არ ვყო­ფილ­ვარ, ბევ­რი მე­გო­ბა­რი ბიჭი მყავ­და და შე­მა­წუ­ხე­ბელ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს ჩე­მამ­დე არც უშ­ვებ­დნენ (იცი­ნის).

- თე­ატ­რა­ლუ­რი რო­ლე­ბი რო­დის მო­ვი­და თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- მე­სა­მე კურ­სზე ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მე­რაბ თა­ვა­ძემ და იზა გი­გოშ­ვილ­მა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში სპექ­ტაკ­ლი "მო­ვედ სიყ­ვა­რუ­ლის­თვის" დად­გეს. ეს იყო სა­ოც­რე­ბა სტუ­დენ­ტის­თვის, პირ­ვე­ლად დავ­დე­ქი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე. მერე კი­ნო­გა­და­ღე­ბე­ბიც მქონ­და, ეპი­ზო­დუ­რი რო­ლე­ბი ვი­თა­მა­შე. მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა იყო ქვე­ყა­ნა­ში, რო­დე­საც გერ­მა­ნე­ლე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ, თბი­ლის­ში "ოი­დი­პო­სის" დად­გმა უნ­დო­დათ. სხვა­დას­ხვა თე­ატ­რი­დან მსა­ხი­ო­ბე­ბი აგ­ვარ­ჩი­ეს და მე ის­მე­ნეს როლ­ზე გა­მა­ნა­წი­ლეს. იმ პე­რი­ოდ­ში თბი­ლი­სის ომი გა­ჩაღ­და და აქ ვე­ღარ დად­გეს, მთე­ლი ჯგუ­ფი გერ­მა­ნი­ა­ში წაგ­ვიყ­ვა­ნეს. იქ რამ­დე­ნი­მე თვე გა­ვა­ტა­რეთ. აქ რომ კუ­პო­ნი­ზა­ცია იყო და პურს ტა­ლო­ნე­ბით ყი­დუ­ლობ­დნენ, იქ საკ­მა­ოდ სო­ლი­დურ თან­ხას გვიხ­დიდ­ნენ, კვე­ბა, ცხოვ­რე­ბის ხარ­ჯე­ბი მათი იყო. სრულ სა­მო­თხე­ში ვი­ყა­ვით, ყვე­ლას ჩვე­ნი ერ­თო­თა­ხი­ა­ნი ბი­ნე­ბი გვქონ­და ძა­ლი­ან კარგ პან­სი­ონ­ში.

- არ გა­გი­ჭირ­დათ თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბა?

- არა, პი­რი­ქით. ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბო­და აქა­უ­რო­ბა. რეზო ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი ოი­დი­პოსს თა­მა­შობ­და და მა­შინ მი­თხრა, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში წა­მო­დიო. მას გავ­ყე­ვი და რო­გორც კი დასს უნდა შე­ვერ­თე­ბო­დი, სიყ­ვა­რუ­ლი მეწ­ვია და გავ­თხოვ­დი. ჩემი მე­უღ­ლე ჯაბა ონი­ა­ნი მხატ­ვა­რი გახ­ლდათ. მალე დავ­ფეხ­მძიმ­დი და ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­ში ჩა­ვე­ბი, თე­ატრს ჩა­მოვ­შორ­დი. შემ­დეგ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში მთა­ვარ რე­ჟის­ო­რად და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლი მი­ვი­და და მეც მი­მიყ­ვა­ნა. პირ­ვე­ლად "სა­ლო­მე­ა­ში" მა­თა­მა­შა, ჰე­რო­დე­ას პა­ჟის როლ­ში. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ის პერ­სო­ნა­ჟი. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­დე­საც გო­გო­ნა ბი­ჭის როლს თა­მა­შობ. აქე­დან და­ი­წყო ჩემი თე­ატ­რა­ლუ­რი კა­რი­ე­რა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში. უკვე თხუთ­მე­ტი წე­ლია, იქ ვარ. შვი­დი წელი "ჯინ­სე­ბის თა­ო­ბას" ვთა­მა­შობ­დი "თა­ვი­სუ­ფალ თე­ატ­რში".

- რო­გორ მოხ­ვდით ამ სპექ­ტა­კლში?

- პი­ე­სის შექ­მნი­დან­ვე ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. ჩემი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე თვითმფრი­ნა­ვის ბი­ჭე­ბის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი იყო, შემ­დეგ ჩემი შვი­ლი რატი დათო მი­ქა­ბე­რი­ძის ძმამ, გიამ მო­ნათ­ლა, რად­გან დათო უკვე და­ღუ­პუ­ლი იყო. სპექ­ტაკლზე მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში თავ­ში ანევ­რიზ­მა გა­მის­კდა და დიდი დრო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ვა­ტა­რე. მახ­სოვს, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში დოი ჩემ­თან სახ­ლში მო­დი­ო­და და ჩემი მე­უღ­ლე უყ­ვე­ბო­და ბი­ჭე­ბის ცხოვ­რე­ბი­დან სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებს. მახ­სოვს უთხრა, დიდი აქ­ცენ­ტი ჯინ­სებ­ზე გა­ა­კე­თე, იმი­ტომ, რომ იმ დროს ჯინ­სი მო­და­ში ახა­ლი შე­მო­სუ­ლი იყო და ვი­საც გვეც­ვა, მა­გა­რი ბი­ჭე­ბი ვი­ყა­ვი­თო. მა­შინ სპექ­ტაკლს ჯერ სა­ხე­ლიც არ ჰქონ­და. მე მა­ინც მგო­ნია, რომ ჯა­ბას­გა­ნაც წა­მო­ვი­და და­სა­ხე­ლე­ბა­ში ჯინ­სის გაჟ­ღე­რე­ბის მო­მენ­ტი. რო­გორც კი ფეხ­ზე დავ­დე­ქი, დოიმ და­მი­რე­კა და მი­თხრა, "ჯინ­სე­ბის თა­ო­ბა­ში" უნდა გა­თა­მა­შო, არ მაქვს შენ­თან რე­პე­ტი­ცი­ე­ბის დრო, სამი-ოთხი სპექ­ტაკ­ლი ნახე, შემ­დეგ შენ და ნიკო გო­მე­ლა­ურს რე­პე­ტი­ცი­ას გა­გა­ტა­რებთ და სა­ღა­მოს სპექ­ტაკ­ლი უნდა ითა­მა­შოო. ახა­ლი ფე­ხად­გმუ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მენ­დო. ძა­ლი­ან მიყ­ვარს დოი. უნი­ჭი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი და ძა­ლი­ან კარ­გი მე­გო­ბა­რია. სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც სულ ჩემ გვერ­დით იყო...

- ავად­მყო­ფო­ბის პე­რი­ოდ­მა რა შეც­ვა­ლა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- არა­ფე­რი... რა­ღა­ცე­ბი გა­და­ვა­ფა­სე, მაგ­რამ ვერ ვი­ტყვი, რომ სი­ცო­ცხლე უფრო მე­ტად და­ვა­ფა­სე. ცუ­დად ყოფ­ნის დროს ვამ­ბობ­დი, ოღონდ გა­დავ­რჩე და სულ რე­ჟიმ­ში ვი­ცხოვ­რებ-მეთ­ქი, მაგ­რამ ასე არ მოხ­და. უფრო ფრთხი­ლი გავ­ხდი, უფრო ჩა­ვი­კე­ტე. ადრე უფრო ვჩნდე­ბო­დი, ყვე­ლა­ნა­ირ "ტუსოვ­კა­ზე" დავ­დი­ო­დი, ახლა სახ­ლი-სამ­სა­ხუ­რი.

- ოჯა­ხი ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ?

- ვერ კი არა, არ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნე. ურ­თი­ერ­თო­ბა აი­რია. ჯა­ბას რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, რა­საც, სამ­წუ­ხა­როდ, ერ­თად ვერ გა­ვუმკლავ­დით. არა­და, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბი­ჭია, ფან­ტას­ტი­კუ­რი. მა­შინ ვამ­ჯო­ბი­ნე მე და ჩემი შვი­ლი ცალ­კე ვყო­ფი­ლი­ყა­ვით და თვი­თონ გამ­კლა­ვე­ბო­და პრობ­ლე­მებს. ჩხუბს და სკან­და­ლებს მო­ვე­რი­დეთ.

- სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" რო­გორ მოხ­ვდით?

- ეკა მჟა­ვა­ნა­ძემ და­მი­რე­კა, მით­ხრა, სა­ინ­ტე­რე­სო რო­ლია და თუ ითა­მა­შე­ბო?..

- სა­ა­ვად­მყო­ფოს სცე­ნა ამჯე­რად სე­რი­ალ­ში დაბ­რუნ­და, მძი­მე არ იყო თა­ვი­დან ყვე­ლაფ­რის გახ­სე­ნე­ბა?

- არა, ანევ­რიზ­მა რომ გა­მის­კდა, სამი თვე უმე­ტე­სად გა­თი­შუ­ლი ვი­ყა­ვი. აუ­ტა­ნე­ლი ტკი­ვი­ლე­ბი მქონ­და და წამ­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბა რომ გა­მივ­ლი­და და თვალს გა­ვა­ხელ­დი, პა­ლა­ტა­ში ბევ­რი ხალ­ხი მხვდე­ბო­და. მარ­თობ­დნენ, სა­ჩუქ­რე­ბი მოჰ­ქონ­დათ და ყვე­ლა სურ­ვილს მის­რუ­ლებ­დნენ. ყვე­ლას ეგო­ნა, და­ვი­ღუ­პე­ბო­დი. ერთ ახალ წელს იქ შევ­ხვდი, თვა­ლი რომ გა­ვა­ხი­ლე, ნიკა თა­ვა­ძემ, ნატა მურ­ვა­ნი­ძემ და მე­გობ­რებ­მა სა­ო­ცა­რი სი­ურპრი­ზი მო­მი­წყეს, ნა­ტოს, ნი­კუ­შას და ჩემს მე­გობ­რებს ამაგს ვე­რა­სო­დეს გა­და­ვუხ­დი. მარ­თლა გა­დამ­ყვნენ. პა­ლა­ტა­ში უზარ­მა­ზა­რი ნაძ­ვის ხე იდგა, გირ­ლან­დე­ბით იყო მორ­თუ­ლი. ახა­ლი წელი იდგა და შო­კო­ლადს ვი­თხოვ­დი, რაც კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ შე­იძ­ლე­ბო­და. დოი შე­მო­ვი­და და სწრა­ფად მაჭ­მევ­და შო­კო­ლადს, რომ არა­ვის და­ე­ნა­ხა. 5 იან­ვარს ოპე­რა­ცია გა­მი­კე­თეს, რის შემ­დე­გაც ჩემი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი და­ი­წყო. სამ თვე­ში სპექ­ტაკ­ლი ვი­თა­მა­შე.

- როლ­ზე ვსა­უბ­რობ­დით...

- დიახ, მე კი ვცდი­ლობ, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქა­ლის როლი ვი­თა­მა­შო, მაგ­რამ ამ ბოლო დროს სულ ცუდი პერ­სო­ნა­ჟე­ბის თა­მა­ში მი­წევს. ვი­ფიქ­რე, აქ მა­ინც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და ცოლი მე­თა­მა­შა, მაგ­რამ არაო, მე­უბ­ნე­ბი­ან (იღი­მე­ბა). "სტერ­ვა" ხარ, დემ­ნას ყვე­ლა­ფერს ატყუ­ებ, ფე­ხებ­ზე გკი­დია და თა­ვის გა­დარ­ჩე­ნა­ზე ფიქ­რო­ბო. არა­და, ადრე სულ მი­ა­მიტ, კე­თილ და შეყ­ვა­რე­ბულ გო­გო­ნებს ვთა­მა­შობ­დი. ახა­ლი ეტა­პი და­ი­წყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ცუდი ქა­ლე­ბის, მაგ­რამ შე­სას­რუ­ლებ­ლად ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. თა­ვი­დან ერთ სე­რი­ა­ში უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე სე­რი­ა­ში გაგ­რძელ­და. ალ­ბათ გან­ვი­თარ­დე­ბა ეს პერ­სო­ნა­ჟი, ვი­ღაც ქალი, რო­მე­ლიც იდე­ა­ლურ წყვილს შუ­ა­ში ჩა­უხ­ტა და ურ­თი­ერ­თო­ბას ურევს.

- გიყ­ვართ სე­რი­ა­ლე­ბი?

- ერ­თა­დერ­თი სე­რი­ა­ლი, რომე­ლსაც შარ­შან მთე­ლი წელი ვუ­ყუ­რებ­დი, იყო "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი". სხვა სე­რი­ა­ლებ­შიც მი­მიწ­ვი­ეს, "შუა ქა­ლაქ­შიც", მაგ­რამ არ დავ­თან­ხმდი. თუ ძა­ლი­ან არ და­მა­ინ­ტე­რე­სებს როლი, იმის­თვის არ წა­ვალ, რომ სად­მე გა­ვი­ელ­ვო.

- ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა გა­ი­ა­რეთ...

- ახლა ერთ ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბით, რო­მელ­ზეც აქამ­დე არ მი­სა­უბ­რია. ეს ამ­ბა­ვი სა­მი­ო­დე წლის წინ მოხ­და. მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში "ზა­ფხუ­ლის ღა­მის სიზ­მარ­ში" ჰერ­მი­ას ვთა­მა­შობ­დი. ერთი მი­ზან­სცე­ნაა, რო­დე­საც ჰერ­მია და ლი­სან­დრი ტყე­ში დარ­ბი­ან და ერ­თმა­ნეთს ეძე­ბენ. დე­კო­რა­ცია ისეა დად­გმუ­ლი, რომ ტყის ასო­ცი­ა­ცია უნდა შე­გიქ­მნას. ზე­ვი­დან ჭი­ლო­ფის თო­კე­ბი იყო დაშ­ვე­ბუ­ლი, რა­ზეც დახ­ვე­უ­ლი იყო ნაძ­ვის ხის გა­სა­ნა­თე­ბე­ლი ციმ­ცი­მა ნა­თუ­რე­ბი. იმ სცე­ნა­ში ლი­სან­დრი სა­დღაც იმა­ლე­ბო­და და მე ვე­ძებ­დი. თო­კებ­ში ხელი შევ­ყა­ვი, რომ გა­მე­წია და მო­მე­ძებ­ნა. უცებ ვიგ­რძე­ნი, რომ ვი­ღაც ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ხელ­ში ჩა­მაფ­რინ­და. არ არ­სე­ბობ­და, ეს ირაკ­ლი ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი (ლი­სან­დრი) ყო­ფი­ლი­ყო. აღ­მოჩ­ნდა, რომ კა­ბე­ლე­ბი იყო გა­წყვე­ტი­ლი და დენ­მა და­მარ­ტყა. სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლი ვიგ­რძე­ნი, ამ დროს დარ­ბა­ზი­დან შვილ­მა დე­დაო, და­მი­ძა­ხა, რატი სპექ­ტაკლს ეს­წრე­ბო­და. თმა­ში უამ­რა­ვი რკი­ნის სა­მაგ­რი მე­კე­თა და დე­ნის გამ­ტა­რი გავ­ხდი. ვხე­დავ­დი, რომ მთე­ლი სხე­უ­ლი­დან ნა­პერ­წკლებს ვის­რო­დი და უცებ ხტუნ­ვა და­ვი­წყე. მერე ერთი კვი­რა ქუს­ლე­ბი მტკი­ო­და. ბო­ლოს გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ დენ­მა და­მარ­ტყა და ამ დროს დარ­ბაზ­ში ხალ­ხი იცი­ნო­და, იმპრო­ვი­ზა­ცია ეგო­ნათ. ყვი­რი­ლი და­ვი­წყე, რა გა­ცი­ნებთ, ვკვდე­ბი, გა­ნა­თე­ბა გა­მორ­თეთ-მეთ­ქი. სიკ­ვდილს ირაკ­ლიმ გა­და­მარ­ჩი­ნა. მიხ­ვდა, რომ რა­ღაც მჭირ­და და ხელი წა­მავ­ლო, რომ თო­კე­ბის­გან და­ვეხ­სე­ნი. ფეხ­ზე რე­ზი­ნის ჩექ­მა ეცვა და რო­გორც მერე გვი­თხრეს, და­მი­წე­ბა მოხ­და, შორს გა­დაფ­რინ­და და მეც გა­და­მაგ­დო. ფარ­და ჩა­მო­უშ­ვეს და შე­მიყ­ვა­ნეს კუ­ლი­სებ­ში. ხელ­ზე რომ და­ვი­ხე­დე, ძვალ­ზე დაგ­ლე­ჯი­ლი ხორ­ცი მე­კი­და. ამ დროს ვი­ღაც მსა­ხი­ობ­მა თქვა, მა­ყუ­რე­ბელს ბო­დი­ში მო­უ­ხა­დეთ, მორ­ჩა სპექ­ტაკ­ლიო. ვუ­კივ­ლე, შენ ვინ გკი­თხავს, მე სპექ­ტაკლს ვაგ­რძე­ლებ-მეთ­ქი, სცე­ნა­ზე გა­ვე­დი და მა­ყუ­რე­ბელს ვუ­თხა­რი, რა მოხ­და, მე­ხის და­ცე­მა არ გი­ნა­ხავთ-მეთ­ქი. ერთი სა­ა­თი ვი­თა­მა­შე მე­ო­რე მოქ­მე­დე­ბა, სულ სცე­ნა­ზე ვი­ყა­ვი. სპექ­ტაკ­ლის დას­რუ­ლე­ბის და "პაკ­ლო­ნის" მერე, კუ­ლი­სებ­ში რომ შე­ვე­დი, ტკი­ვი­ლი და კან­კა­ლი მა­შინ და­მე­წყო. ეს იყო ჩემ­გან ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სოდ ნა­თა­მა­შე­ბი ჰერ­მია. დარ­ბაზ­ში ნატო მურ­ვა­ნი­ძე იჯდა და შემ­დეგ მი­თხრა, მთე­ლი დარ­ბა­ზი შენს დაგ­ლე­ჯილ ხელს უყუ­რებ­და, ხალ­ხი შოკ­ში ჩა­ვარ­და, სპექ­ტაკ­ლი ვი­ღას ახ­სოვ­დაო. მეც შოკ­ში ვი­ყა­ვი და ალ­ბათ იმი­ტომ ვი­თა­მა­შე ასე კარ­გად... მკურ­ნა­ლო­ბის პე­რი­ო­დი რამ­დე­ნი­მე თვეს გაგ­რძელ­და. შემ­დეგ კარ­დი­ო­ლოგ­მა მი­თხრა, სამი-ოთხი წამი რომ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო, გული ვერ გა­უძ­ლებ­და და ინ­ფარ­ქტით მოკ­ვდე­ბო­დიო. ასე რომ, სიკ­ვდილს ირაკ­ლი ჩო­ლო­ყაშ­ვილ­მა გა­და­მარ­ჩი­ნა (იღი­მე­ბა)...

ნინო გი­გიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

ნათია გუბენკო სიკვდილს ირაკლი ჩოლოყაშვილმა გადაარჩინა

ნათია გუბენკო სიკვდილს ირაკლი ჩოლოყაშვილმა გადაარჩინა

ექიმების ოჯახში დაიბადა, მაგრამ ბავშვობიდან ჟურნალისტობაზე ოცნებობდა. ოცნება ოცნებად დარჩა და თეატრალურ ინსტიტუტში უმაღლესი ქულებით ჩაირიცხა. საინტერესო ცხოვრება გაიარა, იყო პერიოდი, როცა პროფესიას ოჯახური მდგომარეობის გამო ჩამოშორდა, მაგრამ თეატრს ისევ დაუბრუნდა და უკვე ბევრი წელია, რაც მარჯანიშვილის თეატრში მუშაობს. ნათია რამდენიმე კვირის წინ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩნდა და დემნას ავადმყოფ მეუღლეს თამაშობს. მთელი ცხოვრება მიამიტ და კეთილ გმირებს ასახიერებდა, მაგრამ ბოლო დროს, ძირითადად, უარყოფითი გმირების განსახიერება უწევს.

-  დედა - ნანა გრძელიძე, ექიმი გახლავთ, მამა - პეტრე გუბენკო, ასევე ექიმია. ბებია-ბაბუა მამის მხრიდან ყველა ექიმები იყვნენ, ჩემმა ორმა დამ ეს გზა აირჩია. ლოგიკურად ალბათ სამედიცინოზე უნდა ჩამებარებინა, მაგრამ ბავშვობიდან სულ თეატრობანას ვთამაშობდი, სპექტაკლებს ვდგამდი. ბევრი ლექსი ვიცოდი ზეპირად. მესამე კლასში ფილარმონიაში ლადო ასათიანის საღამოზე "სალაღობო" წავიკითხე. სცენაზე მაშინ დავდექი პირველად.

ოთხი წლის ვიყავი, დედ-მამა რომ დაშორდა. ერთმანეთი სტავროპოლში გაიცნეს, როდესაც დედა სამედიცინო ინსტიტუტში ჩასაბარებლად წავიდა. გაშორების მიუხედავად, მამასთან დღემდე ინტენსიურად ვურთიერთობ. მამა შემდეგ ოთხჯერ თუ ხუთჯერ დაოჯახდა. მისი ბოლო ცოლი ჩემზე ოთხი წლით უმცროსი გახლდათ (იღიმება). დედას მეორე დაოჯახებისას ჩემი და, მეგი ჭავჭანიძე შეეძინა. 9 წლის ვიყავი, დედა მეორე მეუღლეს რომ დაშორდა და ცოლად დრამატურგ მერაბ გეგიას გაჰყვა. მე მერაბის გაზრდილი ვარ.

-  ამ ცვლილებებს როგორ აღი­ქვამდით ბავშვობაში?

-  რთულად... დედას და მერაბის დაშორება მძიმედ გადავიტანე. მერაბი მამასავით მყავდა, სკოლაში კრებებზე დადიოდა. მან თქვა, ეს გოგო მსახიობი უნდა გამოვიდესო, თუმცა მე ჟურნალისტობა მინდოდა, კარგად ვწერდი, ამისთვის სერიოზულად ვემზადებოდი. დედამ ძალით წამიყვანა გამოცდებზე. ვფიქრობდი, რომ ჩავიჭრებოდი და შემდეგ ჟურნალისტიკაზე ჩავაბარებდი, მაგრამ უმაღლესი შეფასება მივიღე. იქ ისეთი ბავშვები დამხვდნენ, ნატო მურვანიძე, ნინო კასრაძე, ნიკა თავაძე, ალბათ კონკურენციის მომენტმა გადამძალა. მერე მომეწონა მსახიობობა. ჩვენი ჯგუფი შალვა გაწერელიამ აიყვანა. საოცარი პედაგოგი იყო. სამყაროს ფილოსოფიურად აღქმა გვასწავლა.

-  თქვენ დედასთან ცხოვრობდით?

-  სანახევროდ. უფრო ახალგაზრდა ბებია-ბაბუა მზრდიდა. ბებია 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბაბუა - ოთარ გრძელიძე, მკაცრი და კოლორიტული პიროვნება იყო, სულ მაკონტროლებდა. თაყვანისმცემლები მყავდა, ხშირად ზარს რეკავდნენ და კართან ყვავილებს მიტოვებდნენ, მაგრამ ბაბუას რიდი ჰქონდათ. პრანჭია არ ვყოფილვარ, ბევრი მეგობარი ბიჭი მყავდა და შემაწუხებელ თაყვანისმცემლებს ჩემამდე არც უშვებდნენ (იცინის).

-  თეატრალური როლები როდის მოვიდა თქვენს ცხოვრებაში?

-  მესამე კურსზე ვიყავი, როდესაც მერაბ თავაძემ და იზა გიგოშვილმა რუსთაველის თეატრში სპექტაკლი "მოვედ სიყვარულისთვის" დადგეს. ეს იყო საოცრება სტუდენტისთვის, პირველად დავდექი რუსთაველის თეატრის სცენაზე. მერე კინოგადაღებებიც მქონდა, ეპიზოდური როლები ვითამაშე. მძიმე მდგომარეობა იყო ქვეყანაში, როდესაც გერმანელები ჩამოვიდნენ, თბილისში "ოიდიპოსის" დადგმა უნდოდათ. სხვადასხვა თეატრიდან მსახიობები აგვარჩიეს და მე ისმენეს როლზე გამანაწილეს. იმ პერიოდში თბილისის ომი გაჩაღდა და აქ ვეღარ დადგეს, მთელი ჯგუფი გერმანიაში წაგვიყვანეს. იქ რამდენიმე თვე გავატარეთ. აქ რომ კუპონიზაცია იყო და პურს ტალონებით ყიდულობდნენ, იქ საკმაოდ სოლიდურ თანხას გვიხდიდნენ, კვება, ცხოვრების ხარჯები მათი იყო. სრულ სამოთხეში ვიყავით, ყველას ჩვენი ერთოთახიანი ბინები გვქონდა ძალიან კარგ პანსიონში.

-  არ გაგიჭირდათ თბილისში დაბრუნება?

-  არა, პირიქით. ძალიან მენატრებოდა აქაურობა. რეზო ჩხიკვიშვილი ოიდიპოსს თამაშობდა და მაშინ მითხრა, მარჯანიშვილის თეატრში წამოდიო. მას გავყევი და როგორც კი დასს უნდა შევერთებოდი, სიყვარული მეწვია და გავთხოვდი. ჩემი მეუღლე ჯაბა ონიანი მხატვარი გახლდათ. მალე დავფეხმძიმდი და ოჯახურ ცხოვრებაში ჩავები, თეატრს ჩამოვშორდი. შემდეგ მარჯანიშვილის თეატრში მთავარ რეჟისორად დავით დოიაშვილი მივიდა და მეც მიმიყვანა. პირველად "სალომეაში" მათამაშა, ჰეროდეას პაჟის როლში. ძალიან მიყვარდა ის პერსონაჟი. საინტერესოა, როდესაც გოგონა ბიჭის როლს თამაშობ. აქედან დაიწყო ჩემი თეატრალური კარიერა მარჯანიშვილის თეატრში. უკვე თხუთმეტი წელია, იქ ვარ. შვიდი წელი "ჯინსების თაობას" ვთამაშობდი "თავისუფალ თეატრში".

-  როგორ მოხვდით ამ სპექ­ტა­კლში?

-  პიესის შექმნიდანვე ვმონაწილეობდი. ჩემი ყოფილი მეუღლე თვითმფრინავის ბიჭების უახლოესი მეგობარი იყო, შემდეგ ჩემი შვილი რატი დათო მიქაბერიძის ძმამ, გიამ მონათლა, რადგან დათო უკვე დაღუპული იყო. სპექტაკლზე მუშაობის პერიოდში თავში ანევრიზმა გამისკდა და დიდი დრო საავადმყოფოში გავატარე. მახსოვს, რეაბილიტაციის პერიოდში დოი ჩემთან სახლში მოდიოდა და ჩემი მეუღლე უყვებოდა ბიჭების ცხოვრებიდან საინტერესო დეტალებს. მახსოვს უთხრა, დიდი აქცენტი ჯინსებზე გააკეთე, იმიტომ, რომ იმ დროს ჯინსი მოდაში ახალი შემოსული იყო და ვისაც გვეცვა, მაგარი ბიჭები ვიყავითო. მაშინ სპექტაკლს ჯერ სახელიც არ ჰქონდა. მე მაინც მგონია, რომ ჯაბასგანაც წამოვიდა დასახელებაში ჯინსის გაჟღერების მომენტი. როგორც კი ფეხზე დავდექი, დოიმ დამირეკა და მითხრა, "ჯინსების თაობაში" უნდა გათამაშო, არ მაქვს შენთან რეპეტიციების დრო, სამი-ოთხი სპექტაკლი ნახე, შემდეგ შენ და ნიკო გომელაურს რეპეტიციას გაგატარებთ და საღამოს სპექტაკლი უნდა ითამაშოო. ახალი ფეხადგმული ვიყავი, მაგრამ მენდო. ძალიან მიყვარს დოი. უნიჭიერესი ადამიანი და ძალიან კარგი მეგობარია. საავადმყოფოშიც სულ ჩემ გვერდით იყო...

-  ავადმყოფობის პერიოდმა რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში?

-  არაფერი... რაღაცები გადავაფასე, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ სიცოცხლე უფრო მეტად დავაფასე. ცუ­დად ყოფნის დროს ვამბობდი, ოღონდ გადავრჩე და სულ რეჟიმში ვიცხოვრებ-მეთქი, მაგრამ ასე არ მოხდა. უფრო ფრთხილი გავხდი, უფრო ჩავიკეტე. ადრე უფრო ვჩნდებოდი, ყველანაირ "ტუსოვკაზე" დავდიოდი, ახლა სახლი-სამსახური.

-  ოჯახი ვერ შეინარჩუნეთ?

-  ვერ კი არა, არ შევინარჩუნე. ურთიერთობა აირია. ჯაბას რაღაც პრობლემები ჰქონდა, რასაც, სამწუხაროდ, ერთად ვერ გავუმკლავდით. არადა, არაჩვეულებრივი ბიჭია, ფანტასტიკური. მაშინ ვამჯობინე მე და ჩემი შვილი ცალკე ვყოფილიყავით და თვითონ გამკლავებოდა პრობლემებს. ჩხუბს და სკანდალებს მოვერიდეთ.

-  სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" როგორ მოხვდით?

-  ეკა მჟავანაძემ დამირეკა, მით­ხრა, საინტერესო როლია და თუ ითამაშებო?..

-  საავადმყოფოს სცენა ამჯე­რად სერიალში დაბრუნდა, მძიმე არ იყო თავიდან ყველაფრის გახსენება?

-  არა, ანევრიზმა რომ გამისკდა, სამი თვე უმეტესად გათიშული ვიყავი. აუტანელი ტკივილები მქონდა და წამლის ზემოქმედება რომ გამივლიდა და თვალს გავახელდი, პალატაში ბევრი ხალხი მხვდებოდა. მართობდნენ, საჩუქრები მოჰქონდათ და ყველა სურვილს მისრულებდნენ. ყველას ეგონა, დავიღუპებოდი. ერთ ახალ წელს იქ შევხვდი, თვალი რომ გავახილე, ნიკა თავაძემ, ნატა მურვანიძემ და მეგობრებმა საოცარი სიურპრიზი მომიწყეს, ნატოს, ნიკუშას და ჩემს მეგობრებს ამაგს ვერასოდეს გადავუხდი. მართლა გადამყვნენ. პალატაში უზარმაზარი ნაძვის ხე იდგა, გირლანდებით იყო მორთული. ახალი წელი იდგა და შოკოლადს ვითხოვდი, რაც კატეგორიულად არ შეიძლებოდა. დოი შემოვიდა და სწრაფად მაჭმევდა შოკოლადს, რომ არავის დაენახა. 5 იანვარს ოპერაცია გამიკეთეს, რის შემდეგაც ჩემი რეაბილიტაციის პერიოდი დაიწყო. სამ თვეში სპექტაკლი ვითამაშე.

-  როლზე ვსაუბრობდით...

-  დიახ, მე კი ვცდილობ, შეყვარებული ქალის როლი ვითამაშო, მაგრამ ამ ბოლო დროს სულ ცუდი პერსონაჟების თამაში მიწევს. ვიფიქრე, აქ მაინც შეყვარებული და ცოლი მეთამაშა, მაგრამ არაო, მეუბნებიან (იღიმება). "სტერვა" ხარ, დემნას ყველაფერს ატყუებ, ფეხებზე გკიდია და თავის გადარჩენაზე ფიქრობო. არადა, ადრე სულ მიამიტ, კეთილ და შეყვარებულ გოგონებს ვთამაშობდი. ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში, ცუდი ქალების, მაგრამ შესასრულებლად ძალიან საინტერესოა. თავიდან ერთ სერიაში უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ რამდენიმე სერიაში გაგრძელდა. ალბათ განვითარდება ეს პერსონაჟი, ვიღაც ქალი, რომელიც იდეალურ წყვილს შუაში ჩაუხტა და ურთიერთობას ურევს.

-  გიყვართ სერიალები?

-  ერთადერთი სერიალი, რომე­ლსაც შარშან მთელი წელი ვუყურებდი, იყო "ჩემი ცოლის დაქალები". სხვა სერიალებშიც მიმიწვიეს, "შუა ქალაქშიც", მაგრამ არ დავთანხმდი. თუ ძალიან არ დამაინტერესებს როლი, იმისთვის არ წავალ, რომ სადმე გავიელვო.

-  ძალიან საინტერესო ცხოვრება გაიარეთ...

-  ახლა ერთ ამბავს მოგიყვებით, რომელზეც აქამდე არ მისაუბრია. ეს ამბავი სამიოდე წლის წინ მოხდა. მარჯანიშვილის თეატრში "ზაფხულის ღამის სიზმარში" ჰერმიას ვთამაშობდი. ერთი მიზანსცენაა, როდესაც ჰერმია და ლისანდრი ტყეში დარბიან და ერთმანეთს ეძებენ. დეკორაცია ისეა დადგმული, რომ ტყის ასოციაცია უნდა შეგიქმნას. ზევიდან ჭილოფის თოკები იყო დაშვებული, რაზეც დახვეული იყო ნაძვის ხის გასანათებელი ციმციმა ნათურები. იმ სცენაში ლისანდრი სადღაც იმალებოდა და მე ვეძებდი. თოკებში ხელი შევყავი, რომ გამეწია და მომეძებნა. უცებ ვიგრძენი, რომ ვიღაც ძალიან ძლიერი ხელში ჩამაფრინდა. არ არსებობდა, ეს ირაკლი ჩოლოყაშვილი (ლისანდრი) ყოფილიყო. აღმოჩნდა, რომ კაბელები იყო გაწყვეტილი და დენმა დამარტყა. საშინელი ტკივილი ვიგრძენი, ამ დროს დარბაზიდან შვილმა დედაო, დამიძახა, რატი სპექტაკლს ესწრებოდა. თმაში უამრავი რკინის სამაგრი მეკეთა და დენის გამტარი გავხდი. ვხედავდი, რომ მთელი სხეულიდან ნაპერწკლებს ვისროდი და უცებ ხტუნვა დავიწყე. მერე ერთი კვირა ქუსლები მტკიოდა. ბოლოს გავაცნობიერე, რომ დენმა დამარტყა და ამ დროს დარბაზში ხალხი იცინოდა, იმპროვიზაცია ეგონათ. ყვირილი დავიწყე, რა გაცინებთ, ვკვდები, განათება გამორთეთ-მეთქი. სიკვდილს ირაკლიმ გადამარჩინა. მიხვდა, რომ რაღაც მჭირდა და ხელი წამავლო, რომ თოკებისგან დავეხსენი. ფეხზე რეზინის ჩექმა ეცვა და როგორც მერე გვითხრეს, დამიწება მოხდა, შორს გადაფრინდა და მეც გადამაგდო. ფარდა ჩამოუშვეს და შემიყვანეს კულისებში. ხელზე რომ დავიხედე, ძვალზე დაგლეჯილი ხორცი მეკიდა. ამ დროს ვიღაც მსახიობმა თქვა, მაყურებელს ბოდიში მოუხადეთ, მორჩა სპექტაკლიო. ვუკივლე, შენ ვინ გკითხავს, მე სპექტაკლს ვაგრძელებ-მეთქი, სცენაზე გავედი და მაყურებელს ვუთხარი, რა მოხდა, მეხის დაცემა არ გინახავთ-მეთქი. ერთი საათი ვითამაშე მეორე მოქმედება, სულ სცენაზე ვიყავი. სპექტაკლის დასრულების და "პაკლონის" მერე, კულისებში რომ შევედი, ტკივილი და კანკალი მაშინ დამეწყო. ეს იყო ჩემგან ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოდ ნათამაშები ჰერმია. დარბაზში ნატო მურვანიძე იჯდა და შემდეგ მითხრა, მთელი დარბაზი შენს დაგლეჯილ ხელს უყურებდა, ხალხი შოკში ჩავარდა, სპექტაკლი ვიღას ახსოვდაო. მეც შოკში ვიყავი და ალბათ იმიტომ ვითამაშე ასე კარგად... მკურნალობის პერიოდი რამდენიმე თვეს გაგრძელდა. შემდეგ კარდიოლოგმა მითხრა, სამი-ოთხი წამი რომ გაგრძელებულიყო, გული ვერ გაუძლებდა და ინფარქტით მოკვდებოდიო. ასე რომ, სიკვდილს ირაკლი ჩოლოყაშვილმა გადამარჩინა (იღიმება)...

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"