მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალურ მოძრაობას" ერთგვარი კრიზისი ჰქონდა"
"ნაციონალურ მოძრაობას" ერთგვარი კრიზისი ჰქონდა"

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი სერ­გო რა­ტი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბებს აკ­რი­ტი­კებს. მისი გან­ცხა­დე­ბით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" სა­სა­მარ­თლოს აკონ­ტრო­ლებ­და და თვით­მმარ­თვე­ლო­ბა რე­ა­ლუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი არ იყო; დღეს კი გაჩ­ნდა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­სა­მარ­თლო იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რა­ტი­ა­ნი ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წინსვლას მხო­ლოდ ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბით - რუ­სე­თი­სა­კენ ხე­დავს.

- წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ძა­ლი­ან ბევ­რი გა­ა­კე­თა სა­სა­მარ­თლოს რე­ფორ­მი­სათ­ვის, მაგ­რამ სა­სა­მარ­თლო­ში მო­სულ­მა ახალ­მა არა­კო­რუმ­პი­რე­ბულ­მა ძა­ლებ­მა თავი ვერ და­აღ­წი­ეს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გავ­ლე­ნას. ამ­ჯე­რად კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­და ძალა, რომ­ლის წი­ნა­შე სა­სა­მარ­თლო ვალ­დე­ბუ­ლი არ არის და ამი­ტომ ახერ­ხებს კი­დეც, იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა სა­სა­მარ­თლოს­თვის წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია. დღეს სა­სა­მარ­თლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ აკონ­ტრო­ლებს და ეს ძა­ლი­ან კარ­გია.

- ვერ აკონ­ტრო­ლებს თუ არ აკონ­ტრო­ლებს?

- ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ აკონ­ტრო­ლებს, მერე ვნა­ხოთ. სა­სა­მარ­თლოს ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მარ­თავს. ეს არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სი, სა­დაც ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის შე­მა­კა­ვე­ბე­ლი უმ­ცი­რე­სო­ბაა. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ასე­თი ფაქ­ტო­რე­ბი, ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო, ნაკ­ლე­ბი იყო. ერთ-ერთი მი­ზე­ზი ის იყო, რომ რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ ოპო­ზი­ცია სუს­ტი გახ­ლდათ. რე­ვო­ლუ­ცი­ის დროს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ან­გრევს წინა ინ­სტი­ტუ­ცი­ებს და თა­ვი­დან იწყებს მშე­ნებ­ლო­ბას. ასეთ დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბა­ლან­სი, რათა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ერ­თპი­როვ­ნუ­ლად არ მარ­თავ­დეს ქვე­ყა­ნას. სამ­წუ­ხა­როდ, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ეს ბა­ლან­სი და­ცუ­ლი არ იყო. სა­ნამ იარ­სე­ბებს ძლი­ე­რი ოპო­ზი­ცია, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დია, სა­სა­მარ­თლო, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა - დე­მოკ­რა­ტია გან­ვი­თარ­დე­ბა.

- ამი­ტო­მაც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შეგ­ნე­ბუ­ლად ხომ არ ცდი­ლობ­და ზე­წო­ლას ამ ინ­სტი­ტუ­ტებ­ზე?

- რო­დე­საც ფული, ანუ ბიზ­ნე­სი ერ­თვე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში, გა­სარ­კვე­ვი ხდე­ბა მისი წარ­მო­მავ­ლო­ბა. ასე იყო "იმე­დის" შემ­თხვე­ვა­შიც. მას რუსი ოლი­გარ­ქი მარ­თავ­და. ვინ არის ივა­ნიშ­ვი­ლი, სა­ი­დან მო­დის მისი ფული? მე­კი­თხე­ბი­ან, თუკი წი­ნათ არ იყო მისი ფული ცუდი, ახლა რა და­ე­მარ­თაო? ვი­მე­ო­რებ, მან რუ­სუ­ლი ფული ჩარ­თო ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში.

- ოპო­ნენ­ტე­ბი თით­ქმის იმა­ვე ბრალ­დე­ბას უყე­ნებ­დნენ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ამ­ბობ­დნენ, რომ მან სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბი რუ­სებს მიჰ­ყი­და.

- ეს ის შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც ეკო­ნო­მი­კურ პრო­ცე­სებს არ ზღუ­დავ პო­ლი­ტი­კის გამო. სხვა ქვეყ­ნის ფული შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნო ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის სა­ხით და არა - პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის ხელ­ში ჩა­საგ­დე­ბად.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

"ნაციონალურ მოძრაობას" ერთგვარი კრიზისი ჰქონდა"

"ნაციონალურ მოძრაობას" ერთგვარი კრიზისი ჰქონდა"

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი საქართველოს ყოფილი ხელისუფლების ქმედებებს აკრიტიკებს. მისი განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" სასამართლოს აკონტროლებდა და თვითმმართველობა რეალურად დამოუკიდებელი არ იყო; დღეს კი გაჩნდა შესაძლებლობა, სასამართლო იყოს თავისუფალი. მიუხედავად ამისა, რატიანი ახალი ხელისუფლების წინსვლას მხოლოდ ერთი მიმართულებით - რუსეთისაკენ ხედავს.

- წინა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი გააკეთა სასამართლოს რეფორმისათვის, მაგრამ სასამართლოში მოსულმა ახალმა არაკორუმპირებულმა ძალებმა თავი ვერ დააღწიეს აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენას. ამჯერად კი ხელისუფლებაში მოვიდა ძალა, რომლის წინაშე სასამართლო ვალდებული არ არის და ამიტომ ახერხებს კიდეც, იყოს თავისუფალი. ხელისუფლების ცვლილება სასამართლოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. დღეს სასამართლოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს და ეს ძალიან კარგია.

- ვერ აკონტროლებს თუ არ აკონტროლებს?

- ჯერჯერობით ვერ აკონტროლებს, მერე ვნახოთ. სასამართლოს ოპოზიციის წარმომადგენელი მართავს. ეს არის დემოკრატიული პროცესი, სადაც ძალაუფლების გადამეტების შემაკავებელი უმცირესობაა. წინა ხელისუფლების დროს ასეთი ფაქტორები, ობიექტური მიზეზების გამო, ნაკლები იყო. ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ რევოლუციის შემდეგ ოპოზიცია სუსტი გახლდათ. რევოლუციის დროს ახალი ხელისუფლება ანგრევს წინა ინსტიტუციებს და თავიდან იწყებს მშენებლობას. ასეთ დროს აუცილებელია ბალანსი, რათა ხელისუფლება ერთპიროვნულად არ მართავდეს ქვეყანას. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების დროს ეს ბალანსი დაცული არ იყო. სანამ იარსებებს ძლიერი ოპოზიცია, დამოუკიდებელი მედია, სასამართლო, საზოგადოებრივი მოძრაობა - დემოკრატია განვითარდება.

- ამიტომაც წინა ხელისუფლება შეგნებულად ხომ არ ცდილობდა ზეწოლას ამ ინსტიტუტებზე?

- როდესაც ფული, ანუ ბიზნესი ერთვება პოლიტიკაში, გასარკვევი ხდება მისი წარმომავლობა. ასე იყო "იმედის" შემთხვევაშიც. მას რუსი ოლიგარქი მართავდა. ვინ არის ივანიშვილი, საიდან მოდის მისი ფული? მეკითხებიან, თუკი წინათ არ იყო მისი ფული ცუდი, ახლა რა დაემართაო? ვიმეორებ, მან რუსული ფული ჩართო ქართულ პოლიტიკაში.

- ოპონენტები თითქმის იმავე ბრალდებას უყენებდნენ წინა ხელისუფლებას, ამბობდნენ, რომ მან სტრატეგიული ობიექტები რუსებს მიჰყიდა.

- ეს ის შემთხვევაა, როდესაც ეკონომიკურ პროცესებს არ ზღუდავ პოლიტიკის გამო. სხვა ქვეყნის ფული შეიძლება გამოიყენო ეკონომიკის განვითარებისთვის, ინვესტიციების სახით და არა - პოლიტიკური ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა