კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები

ალექსანდრე ლუკაშენკო - მე ევროპის ბოლო დიქტატორი ვარ

ალექსანდრე ლუკაშენკო - მე ევროპის ბოლო დიქტატორი ვარ

მე ევროპის ბოლო და ერთადერთი დიქტატორი ვარ. სხვა ჩემნაირი მთელ მსოფლიოში არ მოიძებნება, - აცხადებს ბელორუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო "როიტერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში. "თქვენ მოხვედით, რათა ცოცხალი დიქტატორისთვის თვალი შეგევლოთ. სხვაგან ასეთ რამეს ვერ ნახავდით. განა ეს ერთ რამედ არ ღირს? როგორც ამბობენ, ანტირეკლამაც კი კარგი რეკლამაა", - განუცხადა "როიტერის" ჟურნალისტებს ბელორუსის ლიდერმა, რომელიც ქვეყანას სათავეში 1984 წლიდან უდგას და მიუხედავად დასავლეთის ზეწოლისა, ჯერ არსად წასვლას არ აპირებს.

მისი ყველაზე სერიოზული პოლიტიკური მეტოქე ანდრეი სანიკოვი ქვეყნიდან გაიქცა და, პოლიტიკური დევნილის სტატუსით, დიდ ბრიტანეთს შეაფარა თავი. ბელორუსის პარლამენტში ამჟამად ოპოზიცია არც ერთი კანდიდატით არ არის წარმოდგენილი. თუ პრეზიდენტად კიდევ ერთხელ აირჩიეს, ლუკაშენკო ბელორუსში ფორმალური რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს, რომლის შედეგადაც პრეზიდენტის პოსტის დაკავებაზე დროის ლიმიტი მოიხსნება და, შესაბამისად, პრეზიდენტობას განუსაზღვრელი ვადით შეძლებს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"