კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის მერი პროკურატურას პასუხობს
თბილისის მერი პროკურატურას პასუხობს

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა თბი­ლი­სის მე­რის მივ­ლი­ნე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას სწავ­ლობს. ამის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი გახ­და თბი­ლი­სის მე­რის, გიგი უგუ­ლა­ვას წე­რი­ლი­დან , რო­მე­ლიც მან პრო­კუ­რა­ტუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენტს მის­წე­რა. "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" წე­რილს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"თქვე­ნი უწყე­ბის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის, თე­ი­მუ­რაზ მი­ქა­ბე­რი­ძის 2012 წლის 21 ნო­ემ­ბრის წე­რი­ლო­ბი­თი მო­მარ­თვით ირ­კვე­ვა, რომ წარ­მო­ე­ბა­ში გაქვთ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე და ითხოვთ მე­რის მივ­ლი­ნე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მო­წო­დე­ბას. მე­რის, რო­გორც დე­და­ქა­ლა­ქის უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის ოფი­ცი­ა­ლურ ვი­ზი­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა ეჭვს ბა­დებს, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრუ­ლია მხო­ლოდ სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ ცრუ და გა­და­უ­მოწ­მე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით. ამას­თან, თქვენს მი­მარ­თვა­ში მი­თი­თე­ბუ­ლიც კი არ არის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის რო­მე­ლი მუხ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. სა­კი­თხი­სად­მი პრო­კუ­რა­ტუ­რის ასე­თი ზე­რე­ლე და არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რაც მხო­ლოდ ამ გა­მო­ძი­ე­ბის პო­ლი­ტი­კურ ში­ნა­არსზე მე­ტყვე­ლებს, ჩვენ მზად ვართ ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელი შე­ვუ­წყოთ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას და სი­მარ­თლის გარ­კვე­ვას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით არ არ­სე­ბობს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მე­რის მხრი­დან მის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტე­ბის მიზ­ნე­ბის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის­თვის გან­მარ­ტე­ბის შე­სა­ხებ, სა­კი­თხის სრულ­ყო­ფი­ლად გა­მოკ­ვლე­ვის­თვის გვინ­და იცო­დეთ, რომ 2011-2012 წლებ­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, მათ შო­რის ნე­ვა­დას შტატ­ში ქა­ლაქ ლას ვე­გას­ში ვი­ზი­ტე­ბის დროს შეხ­ვედ­რე­ბი გა­ი­მარ­თა სხვა­დას­ხვა ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­თან, მათ შო­რის შტა­ტის სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­თან. შეხ­ვედ­რე­ბის მი­ზა­ნი, ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბის პო­ლი­ტი­კის, ად­გი­ლობ­რი­ვი სა­გა­და­სა­ხა­დო მიდ­გო­მე­ბის, ქა­ლა­ქის და­გეგ­მა­რე­ბი­სა და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხებ­ზე გა­მოც­დი­ლე­ბის გაც­ნო­ბა და გა­ზი­ა­რე­ბა იყო. ვი­ზი­ტე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შედ­გა შეხ­ვედ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი კორ­პო­რა­ცი­ე­ბის პრე­ზი­დენ­ტებ­თა­ნაც. ერთ-ერთი ვი­ზი­ტის დროს, ასე­ვე და­ვეს­წა­რით მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ უდი­დეს ნარ­ჩე­ნე­ბის გა­დამ­ტა­ნი და გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ტექ­ნი­კის გა­მო­ფე­ნას Waste Expo. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ თქვე­ნი გა­მო­ძე­ბის სა­განს, მხო­ლოდ სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჭო­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, წარ­მო­ად­გენს სა­კი­თხის გარ­კვე­ვა, თბი­ლი­სის ბი­უ­ჯე­ტი­დან ხომ არ ფი­ნანსდე­ბო­და კერ­ძო პი­რე­ბის ვი­ზი­ტე­ბი. გან­გი­მარ­ტავთ, რომ "მო­სამ­სა­ხუ­რე­თათ­ვის სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მივ­ლი­ნე­ბის ხარ­ჯე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის 2005 წლის 20 აპ­რი­ლის N231 ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბის დაც­ვით ქ. თბი­ლი­სის ბი­უ­ჯე­ტი­დან თან­ხე­ბი გა­მო­ყო­ფი­ლი იყო მხო­ლოდ ქ. თბი­ლი­სის მე­რი­სა და თა­ნა­შემ­წის მივ­ლი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად გიგ­ზავ­ნით თქვენს მიერ მო­თხოვ­ნილ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას.რაც შე­ე­ხე­ბა ააიპ "ძვე­ლი ქა­ლა­ქის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი"-ს მიერ გა­წე­ულ ხარ­ჯებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ფი­ნან­სურ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას, გვინ­და გან­გი­მარ­ტოთ, რომ ააიპ "ძვე­ლი ქა­ლა­ქის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი" არის კერ­ძო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პირი, რო­მე­ლიც არ შე­დის მე­რი­ის სის­ტე­მა­ში და მის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია ქ. თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში არ ინა­ხე­ბა, რაც თქვენ­თვის წე­სით ცნო­ბი­ლი უნდა იყოს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რი­სად­მი უგუ­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბა­ში.

გიგი უგუ­ლა­ვა წე­რილ­თან ერ­თად მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას დო­კუ­მენ­ტებს უგ­ზავ­ნის, რო­მე­ლიც 47 გვერ­დის­გან შედ­გე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom

თბილისის მერი პროკურატურას პასუხობს

თბილისის მერი პროკურატურას პასუხობს

მთავარი პროკურატურა თბილისის მერის მივლინებებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას სწავლობს. ამის შესახებ ცნობილი გახდა თბილისის მერის, გიგი უგულავას წერილიდან , რომელიც მან პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტს მისწერა. "ინტერპრესნიუსი" წერილს უცვლელად გთავაზობთ.

"თქვენი უწყების ანტიკორუფციული დეპარტამენტის უფროსის, თეიმურაზ მიქაბერიძის 2012 წლის 21 ნოემბრის წერილობითი მომართვით ირკვევა, რომ წარმოებაში გაქვთ სისხლის სამართლის საქმე და ითხოვთ მერის მივლინებებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწოდებას. მერის, როგორც დედაქალაქის უმაღლესი თანამდებობის პირის ოფიციალურ ვიზიტებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება ეჭვს ბადებს, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მხოლოდ სატელევიზიო გადაცემებით გავრცელებულ ცრუ და გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ამასთან, თქვენს მიმართვაში მითითებულიც კი არ არის სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება. საკითხისადმი პროკურატურის ასეთი ზერელე და არაკომპეტენტური დამოკიდებულების მიუხედავად, რაც მხოლოდ ამ გამოძიების პოლიტიკურ შინაარსზე მეტყველებს, ჩვენ მზად ვართ ყველანაირად ხელი შევუწყოთ საქმის გამოძიებას და სიმართლის გარკვევას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით არ არსებობს ვალდებულება მერის მხრიდან მის ოფიციალური ვიზიტების მიზნების შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისთვის განმარტების შესახებ, საკითხის სრულყოფილად გამოკვლევისთვის გვინდა იცოდეთ, რომ 2011-2012 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ შორის ნევადას შტატში ქალაქ ლას ვეგასში ვიზიტების დროს შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა ოფიციალურ პირებთან, მათ შორის შტატის სხვადასხვა თანამდებობის პირებთან. შეხვედრების მიზანი, ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის პოლიტიკის, ადგილობრივი საგადასახადო მიდგომების, ქალაქის დაგეგმარებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებზე გამოცდილების გაცნობა და გაზიარება იყო. ვიზიტების განმავლობაში შედგა შეხვედრა საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებული კორპორაციების პრეზიდენტებთანაც. ერთ-ერთი ვიზიტის დროს, ასევე დავესწარით მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ნარჩენების გადამტანი და გადამამუშავებელი ტექნიკის გამოფენას Waste Expo. დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენი გამოძების საგანს, მხოლოდ სატელევიზიო გადაცემით გავრცელებული ჭორების საფუძველზე, წარმოადგენს საკითხის გარკვევა, თბილისის ბიუჯეტიდან ხომ არ ფინანსდებოდა კერძო პირების ვიზიტები. განგიმარტავთ, რომ ,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის N231 ბრძანებულების დაცვით ქ. თბილისის ბიუჯეტიდან თანხები გამოყოფილი იყო მხოლოდ ქ. თბილისის მერისა და თანაშემწის მივლინებასთან დაკავშირებით, რის დასადასტურებლად გიგზავნით თქვენს მიერ მოთხოვნილ დოკუმენტაციას.რაც შეეხება ააიპ ,,ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი"-ს მიერ გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებულ ფინანსურ დოკუმენტაციას, გვინდა განგიმარტოთ, რომ ააიპ ,,ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი" არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ შედის მერიის სისტემაში და მის მიერ წარმოებული დოკუმენტაცია ქ. თბილისის მერიაში არ ინახება, რაც თქვენთვის წესით ცნობილი უნდა იყოს", - აღნიშნულია პროკურატურისადმი უგულავას განცხადებაში.

გიგი უგულავა წერილთან ერთად მთავარ პროკურატურას დოკუმენტებს უგზავნის, რომელიც 47 გვერდისგან შედგება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა