სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მირანდა ქერი: მთავარია, რაც გაცვია, მოირგო და მოიხდინო
მირანდა ქერი: მთავარია, რაც გაცვია, მოირგო და მოიხდინო

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჟურ­ნალ­მა "მაქ­სიმ­მა" სიდ­ნე­ი­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი წვე­უ­ლე­ბა გა­მარ­თა. ავ­სტრა­ლი­ელ ტოპ-მო­დე­ლებ­თან ერ­თად სტუმ­რე­ბის სი­ა­ში მეც მოვ­ხვდი. სა­ღა­მოს ეს­წრე­ბოდ­ნენ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხა ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბი. "მაქ­სი­მის" წვე­უ­ლე­ბა­ზე ყვე­ლა­ზე გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი გა­მო­ავ­ლი­ნეს. ეს ტი­ტუ­ლი მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ­მა სუ­პერ­მო­დელ­მა - მი­რან­და ქე­რიმ მო­ი­პო­ვა, ახ­ლა­ხან პლა­ნე­ტის ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლურ ქა­ლად აღი­ა­რეს. იგი მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი მო­დე­ლია. მი­რან­და ქერი ცნო­ბი­ლია, რო­გორც "ვიქ­ტო­რია სეკ­რე­ტის ან­გე­ლო­ზი". "მაქ­სი­მის" წვე­უ­ლე­ბა­ზე პი­რა­დად გა­ვი­ცა­ნი მი­რან­და ქერი და სპე­ცი­ა­ლუ­რად "ყვე­ლა სი­ახ­ლის­თვის" ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ ჩა­მო­ვარ­თვი.

- ავ­სტრა­ლი­ის პა­ტა­რა ქა­ლაქ გუ­ნე­და­ში და­ვი­ბა­დე. ბე­ბი­ას დიდი ფერ­მა ჰქონ­და და მთელ დღე­ებს ცხენ­ზე ჯი­რით­ში ვა­ტა­რებ­დი. 13 წლის რომ გავ­ხდი, ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, ჟურ­ნალ­მა "დოლი მე­გე­ზინ­მა" კონ­კურ­სი გა­მო­ა­ცხა­და, ახალ­გაზ­რდა მო­დე­ლებს ეძე­ბენ რეკ­ლა­მის­თვის და იქ­ნებ ბედი სცა­დოო. ჯერ უარ­ზე ვი­ყა­ვი, მაგ­რამ შემ­დეგ მე­გო­ბარ­მა შე­მა­გუ­ლი­ა­ნა და და­მი­თან­ხმა. სიდ­ნე­ი­ში ჩა­ვე­დი, კონ­კურ­სში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და გა­ვი­მარ­ჯვე კი­დეც. ჟურ­ნა­ლის­თვის უამ­რა­ვი ფოტო გა­და­მი­ღეს და მი­თხრეს, შე­სა­ნიშ­ნა­ვი მო­ნა­ცე­მე­ბი გაქვს იმის­თვის, მო­დე­ლი რომ გახ­დეო.

- მშობ­ლე­ბი რო­გორ შეხ­ვდნენ ამ ამ­ბავს?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, დი­დად არ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლან. მათ სურ­დათ, ექი­მი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და ფიქ­რობ­დნენ, მო­დე­ლო­ბა სწავ­ლა­ში ხელს შე­მიშ­ლი­და. მალე ბრიზ­ბენ­ში გა­და­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად. მშობ­ლებს უნ­დო­დათ, მე და ჩემს ძმას კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მიგ­ვე­ღო და ამი­ტომ დიდ ქა­ლაქს უნდა შევ­გუ­ე­ბო­დით.

- სა­მო­დე­ლო საქ­მე­ში პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! რო­დის მი­ი­ღეთ?

- მე­ცხრე კლას­ში ვსწავ­ლობ­დი, უფ­როსკლა­სე­ლი ბიჭი რომ შე­მიყ­ვარ­და. იმ­ხა­ნად ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, თუმ­ცა ჩემი ბედ­ნი­ე­რე­ბა დიდ­ხანს არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა. ბიჭი, რო­მე­ლიც მიყ­ვარ­და, ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­ი­ღუ­პა. სტრე­სის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად სიდ­ნე­ის სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ჩიკს" მივ­მარ­თე და მალე მო­ვიხ­ვე­ჭე პო­პუ­ლა­რო­ბა ავ­სტრა­ლი­ა­სა და აზი­ის ქვეყ­ნებ­ში. 2000 წელს ნიუ-იორკში გა­ვემ­გზავ­რე და კოს­მე­ტი­კურ ფირ­მა "მე­ი­ბე­ლინ­თან" გა­ვა­ფორ­მე კონ­ტრაქ­ტი. შემ­დეგ მი­მიწ­ვი­ეს "ვიქ­ტო­რია სეკ­რე­ტის" კა­ტა­ლოგ­ში გა­და­სა­ღე­ბად და გავ­ხდი "ვიქ­ტო­რია სეკ­რე­ტის ან­გე­ლო­ზი".

- თა­ვი­სუ­ფალ დროს რო­გორ ატა­რებთ?

- დი­ლა­ო­ბით ვვარ­ჯი­შობ, დავ­რბი­ვარ პარკში, ვცუ­რავ წე­ლი­წა­დის ყვე­ლა დროს, ვწერ წიგნს - "და­ა­ფა­სე სა­კუ­თა­რი თავი" - თუ ერთი ქალ­ბა­ტო­ნის­თვის მა­ინც შევ­ძლებ ცხოვ­რე­ბის გა­ლა­მა­ზე­ბას, უბედ­ნი­ე­რე­სი ვიქ­ნე­ბი.

- თქვენს ოჯახ­ზეც გვი­ამ­ბეთ.

- ჩემი მე­უღ­ლეა მსა­ხი­ო­ბი ორ­ლან­დო ბლუ­მი. ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან გვიყ­ვარს და პა­ტივს ვცემთ. 2011 წელს შეგ­ვე­ძი­ნა ვაჟი - ფლი­ნი. ბავ­შვიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! ორი­ვეს გვგავს, ოჯა­ხი ჩემ­თვის ყო­ველ­თვის პირ­ველ ად­გილ­ზე იქ­ნე­ბა.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა მოს­წონს თქვენ­ში ხალ­ხს?

- ალ­ბათ, ის, რომ არ მაქვს მა­ნე­კე­ნი­ვით გა­შე­შე­ბუ­ლი სახე (იცი­ნის). მო­დელს თვა­ლე­ბი უნდა უბრწყი­ნავ­დეს, ღი­მი­ლი კი გულ­წრფე­ლი ჰქონ­დეს. ხალ­ხი თუ სით­ბოს და სიყ­ვა­რულს მი­ი­ღებს, სიყ­ვა­რუ­ლით­ვე გი­პა­სუ­ხებს.

- რას ურ­ჩევთ ქალ­ბა­ტო­ნებს, ვი­საც მო­დუ­რად და ელე­გან­ტუ­რად ჩაც­მის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს?

- ბევ­რი ფული სუ­ლაც არ არის სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ მო­დუ­რად ჩა­იც­ვა. ზოგ­ჯერ მო­დუ­რად შე­კე­რილ, უბ­რა­ლო კა­ბა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ქალ­ბა­ტო­ნი უფრო ელე­გან­ტუ­რად და მიმ­ზიდ­ვე­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ვიდ­რე ცნო­ბი­ლი ბრენ­დის ძვი­რად ღი­რე­ბულ სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბი­ლი მან­დი­ლო­სა­ნი. მთა­ვა­რია, რაც გაც­ვია, მო­ირ­გო და მო­იხ­დი­ნო.

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ყვე­ლა სი­ახ­ლის­თვის" სიდ­ნე­ი­დან,

თა­თუ­ლი ბარ­თა­ია

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

მირანდა ქერი: მთავარია, რაც გაცვია, მოირგო და მოიხდინო

მირანდა ქერი: მთავარია, რაც გაცვია, მოირგო და მოიხდინო

რამდენიმე დღის წინ ჟურნალმა "მაქსიმმა" სიდნეიში გრანდიოზული წვეულება გამართა. ავსტრალიელ ტოპ-მოდელებთან ერთად სტუმრების სიაში მეც მოვხვდი. საღამოს ესწრებოდნენ მსოფლიოს სხვადასხა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები. "მაქსიმის" წვეულებაზე ყველაზე გემოვნებიანი ქალბატონი გამოავლინეს. ეს ტიტული მსოფლიოში ცნობილმა სუპერმოდელმა - მირანდა ქერიმ მოიპოვა, ახლახან პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალად აღიარეს. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია. მირანდა ქერი ცნობილია, როგორც "ვიქტორია სეკრეტის ანგელოზი". "მაქსიმის" წვეულებაზე პირადად გავიცანი მირანდა ქერი და სპეციალურად "ყველა სიახლისთვის" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოვართვი.

- ავსტრალიის პატარა ქალაქ გუნედაში დავიბადე. ბებიას დიდი ფერმა ჰქონდა და მთელ დღეებს ცხენზე ჯირითში ვატარებდი. 13 წლის რომ გავხდი, ჩემს დაბადების დღეზე მეგობარმა მითხრა, ჟურნალმა "დოლი მეგეზინმა" კონკურსი გამოაცხადა, ახალგაზრდა მოდელებს ეძებენ რეკლამისთვის და იქნებ ბედი სცადოო. ჯერ უარზე ვიყავი, მაგრამ შემდეგ მეგობარმა შემაგულიანა და დამითანხმა. სიდნეიში ჩავედი, კონკურსში მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე კიდეც. ჟურნალისთვის უამრავი ფოტო გადამიღეს და მითხრეს, შესანიშნავი მონაცემები გაქვს იმისთვის, მოდელი რომ გახდეო.

- მშობლები როგორ შეხვდნენ ამ ამბავს?

- სიმართლე გითხრათ, დიდად არ აღფრთოვანებულან. მათ სურდათ, ექიმი გამოვსულიყავი და ფიქრობდნენ, მოდელობა სწავლაში ხელს შემიშლიდა. მალე ბრიზბენში გადავედით საცხოვრებლად. მშობლებს უნდოდათ, მე და ჩემს ძმას კარგი განათლება მიგვეღო და ამიტომ დიდ ქალაქს უნდა შევგუებოდით.

- სამოდელო საქმეში პირველი სერიოზული შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! როდის მიიღეთ?

- მეცხრე კლასში ვსწავლობდი, უფროსკლასელი ბიჭი რომ შემიყვარდა. იმხანად ძალიან ბედნიერი ვიყავი, თუმცა ჩემი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. ბიჭი, რომელიც მიყვარდა, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. სტრესისგან თავის დასაღწევად სიდნეის სამოდელო სააგენტო "ჩიკს" მივმართე და მალე მოვიხვეჭე პოპულარობა ავსტრალიასა და აზიის ქვეყნებში. 2000 წელს ნიუ-იორკში გავემგზავრე და კოსმეტიკურ ფირმა "მეიბელინთან" გავაფორმე კონტრაქტი. შემდეგ მიმიწვიეს "ვიქტორია სეკრეტის" კატალოგში გადასაღებად და გავხდი "ვიქტორია სეკრეტის ანგელოზი".

- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

- დილაობით ვვარჯიშობ, დავრბივარ პარკში, ვცურავ წელიწადის ყველა დროს, ვწერ წიგნს - "დააფასე საკუთარი თავი" - თუ ერთი ქალბატონისთვის მაინც შევძლებ ცხოვრების გალამაზებას, უბედნიერესი ვიქნები.

- თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ.

- ჩემი მეუღლეა მსახიობი ორლანდო ბლუმი. ერთმანეთი ძალიან გვიყვარს და პატივს ვცემთ. 2011 წელს შეგვეძინა ვაჟი - ფლინი. ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ორივეს გვგავს, ოჯახი ჩემთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იქნება.

- როგორ ფიქრობთ, რა მოსწონს თქვენში ხალხს?

- ალბათ, ის, რომ არ მაქვს მანეკენივით გაშეშებული სახე (იცინის). მოდელს თვალები უნდა უბრწყინავდეს, ღიმილი კი გულწრფელი ჰქონდეს. ხალხი თუ სითბოს და სიყვარულს მიიღებს, სიყვარულითვე გიპასუხებს.

- რას ურჩევთ ქალბატონებს, ვისაც მოდურად და ელეგანტურად ჩაცმის საშუალება არ აქვს?

- ბევრი ფული სულაც არ არის საჭირო იმისთვის, რომ მოდურად ჩაიცვა. ზოგჯერ მოდურად შეკერილ, უბრალო კაბაში გამოწყობილი ქალბატონი უფრო ელეგანტურად და მიმზიდველად გამოიყურება, ვიდრე ცნობილი ბრენდის ძვირად ღირებულ სამოსში გამოწყობილი მანდილოსანი. მთავარია, რაც გაცვია, მოირგო და მოიხდინო.

სპეციალურად "ყველა სიახლისთვის" სიდნეიდან,

თათული ბართაია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება