საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯერ უცნობია, როდის მოუწევს ვანო მერაბიშვილის პროკურატურაში მისვლა
ჯერ უცნობია, როდის მოუწევს ვანო მერაბიშვილის პროკურატურაში მისვლა

რო­დის მო­უ­წევს ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის მი­ცე­მა მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის ვანო მე­რა­ბიშ­ვილს, ჯერ უც­ნო­ბია. ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ფი­ლი შს მი­ნის­ტრი და პრე­მი­ე­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­კი­თხვა­ზე და­ბა­რე­ბუ­ლი არ არის.

სა­კი­თხზე ყო­ფილ პრე­მი­ერს კო­მენ­ტა­რი ამ დრომ­დე არ გა­უ­კე­თე­ბია. სა­უ­ბარს ერი­დე­ბი­ან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბიც. ერ­თა­დერ­თი, ვინც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ მე­რა­ბიშ­ვილ­ზე გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ზე მე­დი­ას­თან მცი­რე შე­ფა­სე­ბა გა­ა­კე­თა, დე­პუ­ტა­ტი გი­ორ­გი ვა­შა­ძეა. მან შსს-ს გან­ცხა­დე­ბას "პო­ლი­ტი­კუ­რი თა­მა­ში" უწო­და.

გარ­და ამი­სა, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ დღეს, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­რა­ბიშ­ვი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ცენ­ტრა­ლურ ოფის­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

შსს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ კა­ნონ­დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მა­სა­ლებს უგ­ზავ­ნის. ამის შე­სა­ხებ სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე შს სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­მა დღეს გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე ცნო­ბით, საქ­მე ეხე­ბა 2006-2008 წელ­ში ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ უკა­ნო­ნო­ბას. კერ­ძოდ, გი­ორ­გო­ბი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის 2006 წლის 13 მარ­ტის ბრძა­ნე­ბით კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი დათა ახა­ლა­ია და გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის უფ­რო­სი ვა­სილ სა­ნო­ძე დრო­ე­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის­გან, რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბობ­და და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დი, რომ აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მათი დარ­ჩე­ნით ხელი შე­ეშ­ლე­ბო­და სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის სის­ხლის სა­მარ­თლოს საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბას.

გი­ორ­გო­ბი­ა­ნის თქმით, სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ შს მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბა დათა ახა­ლა­ი­ა­სა და სა­ნო­ძის­თვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის თა­ო­ბა­ზე ატა­რებ­და მოჩ­ვე­ნე­ბით, თვალ­თმაქ­ცურ ხა­სი­ათს და გა­მო­ცე­მუ­ლი იყო მხო­ლოდ იმ მიზ­ნით, რომ დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნა ამ პი­რე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე.

"სი­ნამ­დვი­ლე­ში ახა­ლა­ია და სა­ნო­ძე თით­ქმის 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სრუ­ლი მო­ცუ­ლო­ბით და შე­უ­ზღუ­და­ვად ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ შე­სა­ბა­მის დე­პარ­ტა­მენ­ტებს. მათ ხელი მუწ­ვდე­ბო­დათ სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ებ­თან და დო­კუ­მენ­ტებ­თან. ისი­ნი გეგ­მავ­დნენ და ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ ოპე­რა­ტი­ულ სა­გა­მო­ძი­ე­ბო, აგენ­ტუ­რულ და სხვა ხა­სი­ა­თის სპე­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებს", - გა­ნა­ცხა­და ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­მა.

მისი თქმით, 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში შს მი­ნის­ტრმა ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა გა­მოს­ცა ბრძა­ნე­ბა დათა ახა­ლა­ი­ა­სა და სა­ნო­ძის შე­ჩე­რე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის აღ­დგე­ნის თა­ო­ბა­ზე.

"შე­სა­ბა­მი­სად სა­ქარ­თვე­ლო­ში შს მი­ნის­ტრის მიერ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაშ­ვე­ბუ­ლი და წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი იყო სა­მი­ნის­ტროს ორი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დე­პარ­ტა­მენ­ტის არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა, რაც შე­საძ­ლოა, უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვაა ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის ის­ტო­რი­ა­ში", - გა­ნა­ცხა­და ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­მა.

მისი თქმით, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ამ ფაქ­ტებ­ში ნათ­ლად იკ­ვე­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 332 მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ნა­წი­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი. შე­მოწ­მე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი რე­ა­გი­რე­ბის­თვის მისი თქმით, დღეს­ვე გა­და­ეგ­ზავ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას.

დათა ახა­ლა­ი­ამ და ვა­სილ სა­ნო­ძემ თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ა­კე­თეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები

ჯერ უცნობია, როდის მოუწევს ვანო მერაბიშვილის პროკურატურაში მისვლა

ჯერ უცნობია, როდის მოუწევს ვანო მერაბიშვილის პროკურატურაში მისვლა

როდის მოუწევს ახსნა-განმარტების მიცემა მთავარი პროკურატურისთვის ვანო მერაბიშვილს, ჯერ უცნობია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ყოფილი შს მინისტრი და პრემიერი პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარებული არ არის.

საკითხზე ყოფილ პრემიერს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. საუბარს ერიდებიან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებიც. ერთადერთი, ვინც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მერაბიშვილზე გაკეთებულ განცხადებაზე მედიასთან მცირე შეფასება გააკეთა, დეპუტატი გიორგი ვაშაძეა. მან შსს-ს განცხადებას "პოლიტიკური თამაში" უწოდა.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში მერაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში იმყოფებოდა.

შსს მთავარ პროკურატურას შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ კანონდარღვევის ფაქტზე გამოძიებისთვის მასალებს უგზავნის. ამის შესახებ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა დღეს განაცხადა. მისივე ცნობით, საქმე ეხება 2006-2008 წელში ვანო მერაბიშვილის მხრიდან განხორციელებულ უკანონობას. კერძოდ, გიორგობიანის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის 2006 წლის 13 მარტის ბრძანებით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი დათა ახალაია და გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე დროებით გათავისუფლდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან, რადგან საზოგადოებაში არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე მათი დარჩენით ხელი შეეშლებოდა სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლოს საქმეზე მიმდინარე გამოძიებას.

გიორგობიანის თქმით, სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შს მინისტრის ბრძანება დათა ახალაიასა და სანოძისთვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე ატარებდა მოჩვენებით, თვალთმაქცურ ხასიათს და გამოცემული იყო მხოლოდ იმ მიზნით, რომ დაკმაყოფილებული ყოფილიყო საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნა ამ პირების თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.

"სინამდვილეში ახალაია და სანოძე თითქმის 2 წლის განმავლობაში სრული მოცულობით და შეუზღუდავად ხელმძღვანელობდნენ შესაბამის დეპარტამენტებს. მათ ხელი მუწვდებოდათ სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციებთან და დოკუმენტებთან. ისინი გეგმავდნენ და ხელმძღვანელობდნენ ოპერატიულ საგამოძიებო, აგენტურულ და სხვა ხასიათის სპეციალურ ღონისძიებებს", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოში შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გამოსცა ბრძანება დათა ახალაიასა და სანოძის შეჩერებული სამსახურებრივი უფლებამოსილების აღდგენის თაობაზე.

"შესაბამისად საქართველოში შს მინისტრის მიერ წლების განმავლობაში დაშვებული და წახალისებული იყო სამინისტროს ორი უმნიშვნელოვანესი დეპარტამენტის არაფორმალური მმართველობა, რაც შესაძლოა, უპრეცედენტო შემთხვევაა ცივილიზებული ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურებრივი ფუნქციონირების ისტორიაში", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

მისი თქმით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ამ ფაქტებში ნათლად იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. შემოწმებული მასალები რეაგირებისთვის მისი თქმით, დღესვე გადაეგზავნება საქართველოს მთავარ პროკურატურას.

დათა ახალაიამ და ვასილ სანოძემ თანამდებობების დატოვების შესახებ განცხადება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გააკეთეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ