სამართალი
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დათო ქაცარავას ხილვები და მძაფრი შეგრძნებები
დათო ქაცარავას ხილვები და მძაფრი შეგრძნებები

"სა­ზო­გა­დო­ე­ბას უჭირს მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რად­გან სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბით მო­ცუ­ლი პი­როვ­ნე­ბაა. სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გულ­წრფე­ლია. მძაფ­რი შეგ­რძნე­ბე­ბით აღ­სავ­სე ცხოვ­რე­ბა უფრო იზი­დავს, ვიდ­რე - ოჯა­ხუ­რი", - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ას­ტრო­ლო­გე­ბი გვე­ლის წელ­ში და­ბა­დე­ბულ ტყუპს, ეს კი მსა­ხი­ო­ბის, დათო ქა­ცა­რა­ვას ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია.

- ას­ტრო­ლო­გი­ით არას­დროს და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვარ. მხო­ლოდ ერთხელ, ისიც, ძა­ლი­ან დიდი ხნის წინ, ჩემი ზო­დი­ა­ქოს და­ხა­სი­ა­თე­ბა ზე­რე­ლედ წა­ვი­კი­თხე...

- ას­ტრო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გველს კარ­გი ინ­ტუ­ი­ცია აქვს.

- მე ვი­ტყო­დი, რომ ძა­ლი­ან კარ­გი ინ­ტუ­ი­ცია მაქვს და ამის წყა­ლო­ბით სიკ­ვდილს რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­ვურ­ჩი.

- შე­გიძ­ლია, ეს შემ­თხვე­ვე­ბი გა­იხ­სე­ნო?

- მა­გა­ლი­თად, ერთხელ მე­გო­ბარ­თან ერ­თად ბორ­ჯო­მი­დან ვბრუნ­დე­ბო­დი. სა­ღა­მო იყო. მცხე­თის ხიდ­ზე გად­მოს­ვლა ყო­ველ­თვის დიდი სიჩ­ქა­რით მიყ­ვარ­და, მაგ­რამ იმ დღეს, უკვე შუა ხიდ­ზე ყოფ­ნი­სას თვალ­წინ და­მიდ­გა სუ­რა­თი, თით­ქოს მო­სახ­ვევ­ში "ვას­კდე­ბი" შავ ჯიპს, რო­მე­ლიც ან­თე­ბუ­ლი ფა­რე­ბით მოძ­რა­ობს და მე და ჩემი მე­გო­ბა­რი ვი­ღუ­პე­ბით. ხილ­ვა წა­მის მე­ა­სედ­ში მოხ­და. სას­წრა­ფოდ, მარ­ჯვე­ნა მხა­რეს გა­და­ვე­დი და და­ვი­ნა­ხე კი­დეც შავი ჯიპი, რო­მე­ლიც ხიდ­ზე ან­თე­ბუ­ლი ფა­რე­ბით შე­მო­ვი­და. რომ არა წი­ნათ­გრძნო­ბა, გზი­დან არ გა­და­ვი­დო­დი და აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვე­ჯა­ხე­ბო­დი...

კი­დევ ერთ შემ­თხვე­ვას გა­ვიხ­სე­ნებ: მან­ქა­ნით ქა­ლაქ­ში ვმოძ­რა­ობ­დი. ტე­ლე­ფონ­ზე და­მი­რე­კეს. ლა­პა­რაკ­ში გა­ვერ­თე და სიჩ­ქა­რე­საც მო­ვუ­მა­ტე. ბოლო წამს შე­ვამ­ჩნიე, რომ შუქ­ნი­შან­ზე წი­თე­ლი აინ­თო. გა­ჩე­რე­ბა მო­ვას­წა­რი. გა­ვი­ფიქ­რე: ახლა რომ სვლა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა, გა­დაკ­ვე­თა­ზე ორი მან­ქა­ნა წა­მო­ვი­დო­და - ერთს კი ავა­ცი­ლებ­დი, მაგ­რამ მე­ო­რე და­მარ­ტყამ­და. თით­ქოს, ყვე­ლა­ფე­რი ცხად­ში და­ვი­ნა­ხე. უეც­რად, გვერ­დით სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სიმ ჩა­მიქ­რო­ლა, წი­თელ­ზე არ გა­ჩერ­და და რაც მე ვნა­ხე, მას და­ე­მარ­თა...

ერთხელ თმოგ­ვის ხე­ო­ბა­ში სა­ჯო­მარ­დოდ წა­ვე­დით. იქ ერთი ძა­ლი­ან რთუ­ლი მო­ნაკ­ვე­თია, რო­მე­ლიც მე-5 ანუ სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­შიშ კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. გუნ­დის წევ­რე­ბი ვბჭობ­დით, გაგ­ვე­რის­კა თუ არა, სა­ბო­ლოო სი­ტყვა კი მე უნდა მეთ­ქვა. "და­ვი­ნა­ხე", თით­ქოს მდი­ნა­რე­ზე და­ვეშ­ვით და ნავი ამოგ­ვიტ­რი­ალ­და. მეტი არა­ფე­რი მი­ნა­ხავს, მაგ­რამ ისე­თი შეგ­რძნე­ბა დამ­რჩა, რომ არ და­ვი­ღუ­პე­ბო­დით. ჰოდა, გავ­რის­კეთ და მოხ­და ის, რაც ვნა­ხე.

- "შორ­სმჭვრე­ტე­ლია და ემო­ცი­უ­რო­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა".

- პი­რი­ქით უფ­როა - შორ­სმჭვრე­ტე­ლო­ბით ნამ­დვი­ლად ვერ და­ვიტ­რა­ბა­ხებ და უზო­მოდ ემო­ცი­უ­რი ვარ. სა­მა­გი­ე­როდ, მაქვს უნა­რი, სა­კუ­თა­რი ემო­ცია დავ­ფა­რო მა­ში­ნაც კი, როცა ჩემ­ში დიდი "ქა­რიშ­ხა­ლი" ტრი­ა­ლებს. მოკ­ლედ, სა­კუ­თა­რი თა­ვის მარ­თვა არ მი­ჭირს.

- "აქვს უნა­რი, იყოს ეშ­მა­კი და მო­ხერ­ხე­ბუ­ლი".

- ტყუ­ი­ლია! ეშ­მა­კი სა­ერ­თოდ არ ვარ, მო­ხერ­ხე­ბუ­ლი კი - ნაკ­ლე­ბად.

- "ის მა­ტე­რი­ა­ლის­ტია. სურს ყო­ველ­თვის სხვა­ზე მეტი ჰქონ­დეს"...

- (იცი­ნის) არ მინ­და, სხვა­ზე ნაკ­ლე­ბი მქონ­დეს.

- ფუ­ლის მომ­ტან გეგ­მას ხში­რად ად­გენ?

- ვად­გენ, მაგ­რამ ბევ­რი ფული ჯერ ვერ ვი­შო­ვე. ეტყო­ბა, ამ გეგ­მის შედ­გე­ნა კარ­გად არ ვიცი.

- "უყ­ვარს დას­ვე­ნე­ბა; არაფ­რის კე­თე­ბა­შიც დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას იღებს".

- დას­ვე­ნე­ბა მიყ­ვარს, მაგ­რამ უსაქ­მუ­რო­ბა მთრგუ­ნავს. მო­ზღვა­ვე­ბუ­ლი ენერ­გია თუ არ დავ­ხარ­ჯე, რა გა­მა­ჩე­რებს? სახ­ლში შუ­ა­დღის მერე ვე­ღარ ვძლებ; აუ­ცი­ლებ­ლად სად­მე უნდა წა­ვი­დე, ავ­მოძ­რავ­დე, და­ვი­ხარ­ჯო...

- "ძა­ლი­ან ცოტა მე­გო­ბა­რი ჰყავს, რად­გან ნაკ­ლე­ბად გახ­სნი­ლი ნა­ტუ­რაა".

- მე­გობ­რე­ბის სიმ­ცი­რეს არ ვუ­ჩი­ვი. ვფიქ­რობ, სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­კე­ტი­ლი ადა­მი­ა­ნი არ ვარ; უბ­რა­ლოდ, არის თე­მე­ბი, რომ­ლებ­ზეც არა­ვის­თან ვსა­უბ­რობ. პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებ­ზე ლა­პა­რა­კი არა მგო­ნია, სწო­რი საქ­ცი­ე­ლი იყოს.

- "სა­ზო­გა­დო­ე­ბას უჭირს მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რად­გან სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბით მო­ცუ­ლი პი­როვ­ნე­ბაა".

- ვერ ვი­ტყვი, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი სა­ი­დუმ­ლო მაქვს. მგო­ნი, არც სა­ზო­გა­დო­ე­ბას უჭირს ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

- "არას­დროს გა­პა­ტი­ებს, თუ არას­წო­რად მო­ექ­ცე­ვი".

- ძა­ლი­ან კარ­გი მეხ­სი­ე­რე­ბა მაქვს: არც კარ­გი მა­ვი­წყდე­ბა და არც - ცუდი, მაგ­რამ თუ ადა­მი­ა­ნი შეც­დო­მას აღი­ა­რებს და მო­ი­ნა­ნი­ებს, პა­ტი­ე­ბა შე­მიძ­ლია.

- "პარტნი­ო­რის არ­ჩე­ვი­სას მის ბევრ თვი­სე­ბას დე­ტა­ლუ­რად აფა­სებს".

- მე და ჩემი მე­უღ­ლე შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი 7 წლის მან­ძილ­ზე ვი­ყა­ვით და მერე ვი­ქორ­წი­ნეთ. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი დე­ტა­ლუ­რად "შე­ვის­წავ­ლე", მაგ­რამ ამას ისე ვა­კე­თებ­დი, რომ თა­ვად ვე­რა­ფერს მიმხვდა­რი­ყო.

- "სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გულ­წრფე­ლია. მარ­თა­ლია, პარტნი­ორს არას­დროს ატყუ­ებს, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავს ხში­რად იტყუ­ებს ამაო ილუ­ზი­ე­ბით".

- პირ­ველ ნა­წილს ვე­თან­ხმე­ბი, მე­ო­რეს - არა. ვცდი­ლობ, ყო­ველ­თვის გულ­წრფე­ლი ვიყო.

- "იშ­ვი­ა­თად ფიქ­რობს და დარ­დობს ხვა­ლინ­დელ დღე­ზე".

- მო­მა­ვალს უდარ­დე­ლად ვერ ვუ­ყუ­რებ; ხვა­ლინ­დელ­ზე კი არა, ზე­გინ­დელ დღე­ზეც ვფიქ­რობ.

- "ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას ეძებს, ერ­თფე­რო­ვა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა კი ბო­ლოს უღებს. თუ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში სა­ინ­ტე­რე­სო არა­ფე­რი ხდე­ბა, შე­უძ­ლია, თა­ვად­ვე მო­ახ­დი­ნოს ფა­თე­რა­კი­სა და სა­ხი­ფა­თო თავ­გა­და­სავ­ლის პრო­ვო­ცი­რე­ბა".

- ამ შემ­თხვე­ვა­ში, ას­ტრო­ლო­გებს ვე­თან­ხმე­ბი. თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ.

- და ალ­ბათ, გა­ბე­დუ­ლიც...

- კი, რის­კზეც ხში­რად მივ­დი­ვარ!

- "მძაფ­რი შეგ­რძნე­ბე­ბით აღ­სავ­სე ცხოვ­რე­ბა უფრო მე­ტად იზი­დავს, ვიდ­რე - ოჯა­ხუ­რი".

- ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა მომ­წონს. ასე რომ არ იყოს, ოჯახს სა­ერ­თოდ არ შევ­ქმნი­დი, მაგ­რამ დღე­ე­ბი მძაფ­რი შეგ­რძნე­ბე­ბით თუ არ დავ­ტვირ­თე, ბედ­ნი­ე­რი ვერ ვიქ­ნე­ბი. გრძნო­ბის სიმ­ძაფ­რე­ში სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებს არ ვგუ­ლის­ხმობ.

- "სა­პი­რის­პი­რო სქეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა".

- ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია! მხო­ლოდ ქა­ლის გა­რეგ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ჩემ­თვის საკ­მა­რი­სი არ არის.

- ეჭ­ვი­ა­ნი ხარ?

- არა, მაგ­რამ სა­ბაბს თუ მომ­ცე­მენ, შე­იძ­ლე­ბა გავ­პა­თო­ლოგ­დე. იმე­დია, ამ ზო­მამ­დე არას­დროს მი­ვალ.

- შენი მე­უღ­ლე თუ ეჭ­ვი­ა­ნობს?

- ზოგ­ჯერ ეჭ­ვი­ა­ნობს. მე შე­მიძ­ლია, დავ­ჯდე და ყვე­ლა­ფე­რი წყნა­რად ავუხ­სნა, ამის გამო გვი­კა­მა­თია კი­დეც.

- შენი თი­ლის­მა ნი­ღა­ბია. ას­ტრო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ზოგ­ჯერ ხე­ლოვ­ნურ ჯავ­შანს იქ­მნი ან თავს ნიღ­ბით იცავ. ეს სი­მარ­თლეა?

- ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია. ადა­მი­ა­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ცი­ვე­ბუ­ლი და გა­ხის­ტე­ბუ­ლია. ყვე­ლას ღია და გახ­სნი­ლი რომ დავ­ხვდე, შე­იძ­ლე­ბა ამით ცუ­დად ისარ­გებ­ლონ... ნი­ღაბს და ჯავ­შანს თა­ვის დაც­ვის მიზ­ნით ვირ­გებ.

- "ძა­ლი­ან მიმ­ნდო­ბია".

- მი­ა­მი­ტი არ ვარ, მაგ­რამ მომ­წონს, როცა ადა­მი­ა­ნებს შო­რის ნდო­ბაა. ცუდ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ვცდი­ლობ, მას­ში კარ­გი თვი­სე­ბე­ბი და­ვი­ნა­ხო. როცა ასეთ პი­როვ­ნე­ბას ნდო­ბას უცხა­დებ, მას­ში პო­ზი­ტი­ურ თვი­სე­ბებს წინ წევ. მოკ­ლედ, შანსს აძ­ლევ, უკე­თე­სი გახ­დეს და სა­კუ­თარ თავ­თა­ნაც მარ­თა­ლი ხარ.

- შენი მო­ტყუ­ე­ბა იო­ლია?

- არა!

- "იმ პრო­ფე­სი­ებ­ში აღ­წევს წარ­მა­ტე­ბას, რო­მელ­საც სი­თხეს­თან აქვს კავ­ში­რი. ის ნავ­ზე, ხო­მალ­დზე ყოფ­ნით ძა­ლებს აღიდ­გენს".

- ჩემი ცხოვ­რე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით არის სავ­სე: ხან ბან­კი­რი ვი­ყა­ვი, ხან იუ­რის­ტი, ხან კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სტუ­დენ­ტი და მო­მა­ვა­ლი ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი, ხა­ნაც - პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი, კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი, მაგ­რამ წყა­ლი ყო­ველ­თვის მი­ზი­დავ­და. წყლის­გან სა­ო­ცარ ენერ­გი­ას ვი­ღებ. მოკ­ლედ, ბუ­ნე­ბა მიყ­ვარს და ისიც ვიცი, რომ ქა­ლაქ­ში ჩემი ად­გი­ლი არ არის. სხვა­თა შო­რის, სა­მუ­და­მოდ აქ დარ­ჩე­ნას არც ვა­პი­რებ.

- სად და­სახ­ლდე­ბი?

- რამ­დე­ნი­მე ვერ­სია მაქვს. მინ­და სახ­ლი ისეთ სო­ფელ­ში მქონ­დეს, სა­დაც მდი­ნა­რეა. ჰოდა, მის ნა­პირ­ზე დავ­სახ­ლდე­ბი; მინ­და მცხე­თა­ში ვი­ცხოვ­რო, რად­გან ეს ქა­ლა­ქი ძა­ლი­ან მომ­წონს. თუმ­ცა, ჩემ­თვის მთა­ვა­რია, წყალ­თან ახ­ლოს ვიყო. შე­იძ­ლე­ბა ისე გა­მი­მარ­თლოს, რომ ჩარ­გალ­ში, ვაჟა-ფშა­ვე­ლას მე­ზობ­ლა­დაც დავ­სახ­ლდე.

- შენი ცხოვ­რე­ბა სო­ფელ­ში რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნია?

- სახ­ლში ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნი, სა­ბი­ლი­არ­დო მექ­ნე­ბა. რა სჯო­ბია სუფ­თა ჰა­ერს, მდი­ნა­რეს?!. ვფიქ­რობ, ჩემი შვი­ლე­ბი ბუ­ნე­ბა­ში უფრო ჯან­სა­ღე­ბი გა­იზ­რდე­ბი­ან.

- "გა­ო­რე­ბუ­ლი ნი­შა­ნია. მუდ­მი­ვად მერ­ყე­ობს პე­სი­მიზმსა და ოპ­ტი­მიზმს შო­რის".

- მარ­თა­ლია, პე­სი­მიზ­მის შე­მო­ტე­ვე­ბი ხში­რად მაქვს, მაგ­რამ ბუ­ნე­ბით მა­ინც ოპ­ტი­მის­ტი ვარ.

- "მისი გა­დარ­წმუ­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია!"

- იმი­ტომ, რომ ჯი­უ­ტი კი არა, ზე­ჯი­უ­ტი ადა­მი­ა­ნი ვარ! ხან­და­ხან ეს ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს, მაგ­რამ რა ვქნა, ასე­თი ვარ.

- "ხან­და­ხან მისი იუ­მო­რი ფა­რუ­ლი საბ­რძო­ლო ია­რა­ღია. ის ხუმ­რობს, რათა და­მა­ლოს ცრემ­ლი".

- ვე­თან­ხმე­ბი. იუ­მო­რის გრძნო­ბა რომ დავ­კარ­გო, შე­იძ­ლე­ბა დეპ­რე­სი­აც და­მე­წყოს. როცა ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვარ, ერთ-ერთ სა­იტ­ზე შევ­დი­ვარ, სა­დაც რუ­სულ ანეკ­დო­ტებს ვკი­თხუ­ლობ და გულ­ზე მეშ­ვე­ბა.

- "საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გამო შე­უძ­ლია, ყვე­ლა­ფერ­ზე წა­ვი­დეს".

- მარ­თა­ლია! ერთი შემ­თხვე­ვა გა­მახ­სენ­და: როცა მე და ჩემი მე­უღ­ლე ჯერ კი­დევ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ვი­ჩხუ­ბეთ. იმ პე­რი­ოდ­ში მე ბა­თუმ­ში ვცხოვ­რობ­დი და ვმუ­შა­ობ­დი, ის კი თბი­ლის­ში იყო. დე­და­ქა­ლაქ­ში მხო­ლოდ უქმე დღე­ებ­ში ჩა­მოვ­დი­ო­დი. ჩხუ­ბის მერე მივ­ხვდი, შა­ბათ-კვი­რამ­დე ვერ გავძლებ­დი. ღა­მით მან­ქა­ნით წა­მო­ვე­დი, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვნა­ხე, ვი­გი­ჟეთ და დი­ლის 10 სა­ათ­ზე ისევ ბა­თუმ­ში ვი­ყა­ვი.

- "შე­სა­შუ­რი მოთ­მი­ნე­ბის უნა­რი და რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სა­კუ­თა­რი თა­ვის ფლო­ბის ძალა შეს­წევს".

- ნამ­დვი­ლად ასეა!

- და­ბო­ლოს, "სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მე­ბი­სა და გან­ცდე­ბის ვინ­მეს­თვის თავს მოხ­ვე­ვა ნაკ­ლე­ბად ახა­სი­ა­თებს".

- ვცდი­ლობ, ეს არას­დროს გა­ვა­კე­თო და მგო­ნი, კარ­გა­დაც გა­მომ­დის.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დათო ქაცარავას ხილვები და მძაფრი შეგრძნებები

დათო ქაცარავას ხილვები და მძაფრი შეგრძნებები

"საზოგადოებას უჭირს მასთან ურთიერთობა, რადგან საიდუმლოებებით მოცული პიროვნებაა. სასიყვარულო ურთიერთობაში გულწრფელია. მძაფრი შეგრძნებებით აღსავსე ცხოვრება უფრო იზიდავს, ვიდრე - ოჯახური", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები გველის წელში დაბადებულ ტყუპს, ეს კი მსახიობის, დათო ქაცარავას ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგიით არასდროს დავინტერესებულვარ. მხოლოდ ერთხელ, ისიც, ძალიან დიდი ხნის წინ, ჩემი ზოდიაქოს დახასიათება ზერელედ წავიკითხე...

- ასტროლოგები ამბობენ, რომ გველს კარგი ინტუიცია აქვს.

- მე ვიტყოდი, რომ ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს და ამის წყალობით სიკვდილს რამდენჯერმე გადავურჩი.

- შეგიძლია, ეს შემთხვევები გაიხსენო?

- მაგალითად, ერთხელ მეგობართან ერთად ბორჯომიდან ვბრუნდებოდი. საღამო იყო. მცხეთის ხიდზე გადმოსვლა ყოველთვის დიდი სიჩქარით მიყვარდა, მაგრამ იმ დღეს, უკვე შუა ხიდზე ყოფნისას თვალწინ დამიდგა სურათი, თითქოს მოსახვევში "ვასკდები" შავ ჯიპს, რომელიც ანთებული ფარებით მოძრაობს და მე და ჩემი მეგობარი ვიღუპებით. ხილვა წამის მეასედში მოხდა. სასწრაფოდ, მარჯვენა მხარეს გადავედი და დავინახე კიდეც შავი ჯიპი, რომელიც ხიდზე ანთებული ფარებით შემოვიდა. რომ არა წინათგრძნობა, გზიდან არ გადავიდოდი და აუცილებლად შევეჯახებოდი...

კიდევ ერთ შემთხვევას გავიხსენებ: მანქანით ქალაქში ვმოძრაობდი. ტელეფონზე დამირეკეს. ლაპარაკში გავერთე და სიჩქარესაც მოვუმატე. ბოლო წამს შევამჩნიე, რომ შუქნიშანზე წითელი აინთო. გაჩერება მოვასწარი. გავიფიქრე: ახლა რომ სვლა გამეგრძელებინა, გადაკვეთაზე ორი მანქანა წამოვიდოდა - ერთს კი ავაცილებდი, მაგრამ მეორე დამარტყამდა. თითქოს, ყველაფერი ცხადში დავინახე. უეცრად, გვერდით სამარშრუტო ტაქსიმ ჩამიქროლა, წითელზე არ გაჩერდა და რაც მე ვნახე, მას დაემართა...

ერთხელ თმოგვის ხეობაში საჯომარდოდ წავედით. იქ ერთი ძალიან რთული მონაკვეთია, რომელიც მე-5 ანუ სიცოცხლისათვის საშიშ კატეგორიას განეკუთვნება. გუნდის წევრები ვბჭობდით, გაგვერისკა თუ არა, საბოლოო სიტყვა კი მე უნდა მეთქვა. "დავინახე", თითქოს მდინარეზე დავეშვით და ნავი ამოგვიტრიალდა. მეტი არაფერი მინახავს, მაგრამ ისეთი შეგრძნება დამრჩა, რომ არ დავიღუპებოდით. ჰოდა, გავრისკეთ და მოხდა ის, რაც ვნახე.

- "შორსმჭვრეტელია და ემოციურობით არ გამოირჩევა".

- პირიქით უფროა - შორსმჭვრეტელობით ნამდვილად ვერ დავიტრაბახებ და უზომოდ ემოციური ვარ. სამაგიეროდ, მაქვს უნარი, საკუთარი ემოცია დავფარო მაშინაც კი, როცა ჩემში დიდი "ქარიშხალი" ტრიალებს. მოკლედ, საკუთარი თავის მართვა არ მიჭირს.

- "აქვს უნარი, იყოს ეშმაკი და მოხერხებული".

- ტყუილია! ეშმაკი საერთოდ არ ვარ, მოხერხებული კი - ნაკლებად.

- "ის მატერიალისტია. სურს ყოველთვის სხვაზე მეტი ჰქონდეს"...

- (იცინის) არ მინდა, სხვაზე ნაკლები მქონდეს.

- ფულის მომტან გეგმას ხშირად ადგენ?

- ვადგენ, მაგრამ ბევრი ფული ჯერ ვერ ვიშოვე. ეტყობა, ამ გეგმის შედგენა კარგად არ ვიცი.

- "უყვარს დასვენება; არაფრის კეთებაშიც დიდ სიამოვნებას იღებს".

- დასვენება მიყვარს, მაგრამ უსაქმურობა მთრგუნავს. მოზღვავებული ენერგია თუ არ დავხარჯე, რა გამაჩერებს? სახლში შუადღის მერე ვეღარ ვძლებ; აუცილებლად სადმე უნდა წავიდე, ავმოძრავდე, დავიხარჯო...

- "ძალიან ცოტა მეგობარი ჰყავს, რადგან ნაკლებად გახსნილი ნატურაა".

- მეგობრების სიმცირეს არ ვუჩივი. ვფიქრობ, საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანი არ ვარ; უბრალოდ, არის თემები, რომლებზეც არავისთან ვსაუბრობ. პირადი ცხოვრების დეტალებზე ლაპარაკი არა მგონია, სწორი საქციელი იყოს.

- "საზოგადოებას უჭირს მასთან ურთიერთობა, რადგან საიდუმლოებებით მოცული პიროვნებაა".

- ვერ ვიტყვი, რომ ცხოვრებაში ბევრი საიდუმლო მაქვს. მგონი, არც საზოგადოებას უჭირს ჩემთან ურთიერთობა.

- "არასდროს გაპატიებს, თუ არასწორად მოექცევი".

- ძალიან კარგი მეხსიერება მაქვს: არც კარგი მავიწყდება და არც - ცუდი, მაგრამ თუ ადამიანი შეცდომას აღიარებს და მოინანიებს, პატიება შემიძლია.

- "პარტნიორის არჩევისას მის ბევრ თვისებას დეტალურად აფასებს".

- მე და ჩემი მეუღლე შეყვარებულები 7 წლის მანძილზე ვიყავით და მერე ვიქორწინეთ. ამ ხნის განმავლობაში საყვარელი ადამიანი დეტალურად "შევისწავლე", მაგრამ ამას ისე ვაკეთებდი, რომ თავად ვერაფერს მიმხვდარიყო.

- "სასიყვარულო ურთიერთობაში გულწრფელია. მართალია, პარტნიორს არასდროს ატყუებს, მაგრამ საკუთარ თავს ხშირად იტყუებს ამაო ილუზიებით".

- პირველ ნაწილს ვეთანხმები, მეორეს - არა. ვცდილობ, ყოველთვის გულწრფელი ვიყო.

- "იშვიათად ფიქრობს და დარდობს ხვალინდელ დღეზე".

- მომავალს უდარდელად ვერ ვუყურებ; ხვალინდელზე კი არა, ზეგინდელ დღეზეც ვფიქრობ.

- "ყველგან და ყველაფერში მრავალფეროვნებას ეძებს, ერთფეროვანი მდგომარეობა კი ბოლოს უღებს. თუ რეალურ ცხოვრებაში საინტერესო არაფერი ხდება, შეუძლია, თავადვე მოახდინოს ფათერაკისა და სახიფათო თავგადასავლის პროვოცირება".

- ამ შემთხვევაში, ასტროლოგებს ვეთანხმები. თავგადასავლების მოყვარული ადამიანი ვარ.

- და ალბათ, გაბედულიც...

- კი, რისკზეც ხშირად მივდივარ!

- "მძაფრი შეგრძნებებით აღსავსე ცხოვრება უფრო მეტად იზიდავს, ვიდრე - ოჯახური".

- ოჯახური ცხოვრება მომწონს. ასე რომ არ იყოს, ოჯახს საერთოდ არ შევქმნიდი, მაგრამ დღეები მძაფრი შეგრძნებებით თუ არ დავტვირთე, ბედნიერი ვერ ვიქნები. გრძნობის სიმძაფრეში სასიყვარულო ურთიერთობებს არ ვგულისხმობ.

- "საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას აუცილებლად სჭირდება ინტელექტუალური ურთიერთგაგება".

- ეს აუცილებელია! მხოლოდ ქალის გარეგნული მონაცემები ჩემთვის საკმარისი არ არის.

- ეჭვიანი ხარ?

- არა, მაგრამ საბაბს თუ მომცემენ, შეიძლება გავპათოლოგდე. იმედია, ამ ზომამდე არასდროს მივალ.

- შენი მეუღლე თუ ეჭვიანობს?

- ზოგჯერ ეჭვიანობს. მე შემიძლია, დავჯდე და ყველაფერი წყნარად ავუხსნა, ამის გამო გვიკამათია კიდეც.

- შენი თილისმა ნიღაბია. ასტროლოგები ამბობენ, რომ ზოგჯერ ხელოვნურ ჯავშანს იქმნი ან თავს ნიღბით იცავ. ეს სიმართლეა?

- ცხოვრება ძალიან რთულია. ადამიანებს შორის ურთიერთობა გაცივებული და გახისტებულია. ყველას ღია და გახსნილი რომ დავხვდე, შეიძლება ამით ცუდად ისარგებლონ... ნიღაბს და ჯავშანს თავის დაცვის მიზნით ვირგებ.

- "ძალიან მიმნდობია".

- მიამიტი არ ვარ, მაგრამ მომწონს, როცა ადამიანებს შორის ნდობაა. ცუდ ადამიანთან ურთიერთობისას ვცდილობ, მასში კარგი თვისებები დავინახო. როცა ასეთ პიროვნებას ნდობას უცხადებ, მასში პოზიტიურ თვისებებს წინ წევ. მოკლედ, შანსს აძლევ, უკეთესი გახდეს და საკუთარ თავთანაც მართალი ხარ.

- შენი მოტყუება იოლია?

- არა!

- "იმ პროფესიებში აღწევს წარმატებას, რომელსაც სითხესთან აქვს კავშირი. ის ნავზე, ხომალდზე ყოფნით ძალებს აღიდგენს".

- ჩემი ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე: ხან ბანკირი ვიყავი, ხან იურისტი, ხან კონსერვატორიის სტუდენტი და მომავალი ოპერის მომღერალი, ხანაც - პროექტის მენეჯერი, კომპანიის დირექტორი, მაგრამ წყალი ყოველთვის მიზიდავდა. წყლისგან საოცარ ენერგიას ვიღებ. მოკლედ, ბუნება მიყვარს და ისიც ვიცი, რომ ქალაქში ჩემი ადგილი არ არის. სხვათა შორის, სამუდამოდ აქ დარჩენას არც ვაპირებ.

- სად დასახლდები?

- რამდენიმე ვერსია მაქვს. მინდა სახლი ისეთ სოფელში მქონდეს, სადაც მდინარეა. ჰოდა, მის ნაპირზე დავსახლდები; მინდა მცხეთაში ვიცხოვრო, რადგან ეს ქალაქი ძალიან მომწონს. თუმცა, ჩემთვის მთავარია, წყალთან ახლოს ვიყო. შეიძლება ისე გამიმართლოს, რომ ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას მეზობლადაც დავსახლდე.

- შენი ცხოვრება სოფელში როგორ წარმოგიდგენია?

- სახლში ბევრი საინტერესო წიგნი, საბილიარდო მექნება. რა სჯობია სუფთა ჰაერს, მდინარეს?!. ვფიქრობ, ჩემი შვილები ბუნებაში უფრო ჯანსაღები გაიზრდებიან.

- "გაორებული ნიშანია. მუდმივად მერყეობს პესიმიზმსა და ოპტიმიზმს შორის".

- მართალია, პესიმიზმის შემოტევები ხშირად მაქვს, მაგრამ ბუნებით მაინც ოპტიმისტი ვარ.

- "მისი გადარწმუნება შეუძლებელია!"

- იმიტომ, რომ ჯიუტი კი არა, ზეჯიუტი ადამიანი ვარ! ხანდახან ეს ძალიან მაწუხებს, მაგრამ რა ვქნა, ასეთი ვარ.

- "ხანდახან მისი იუმორი ფარული საბრძოლო იარაღია. ის ხუმრობს, რათა დამალოს ცრემლი".

- ვეთანხმები. იუმორის გრძნობა რომ დავკარგო, შეიძლება დეპრესიაც დამეწყოს. როცა ცუდ ხასიათზე ვარ, ერთ-ერთ საიტზე შევდივარ, სადაც რუსულ ანეკდოტებს ვკითხულობ და გულზე მეშვება.

- "საყვარელი ადამიანის გამო შეუძლია, ყველაფერზე წავიდეს".

- მართალია! ერთი შემთხვევა გამახსენდა: როცა მე და ჩემი მეუღლე ჯერ კიდევ შეყვარებულები ვიყავით, ვიჩხუბეთ. იმ პერიოდში მე ბათუმში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი, ის კი თბილისში იყო. დედაქალაქში მხოლოდ უქმე დღეებში ჩამოვდიოდი. ჩხუბის მერე მივხვდი, შაბათ-კვირამდე ვერ გავძლებდი. ღამით მანქანით წამოვედი, შეყვარებული ვნახე, ვიგიჟეთ და დილის 10 საათზე ისევ ბათუმში ვიყავი.

- "შესაშური მოთმინების უნარი და რთულ სიტუაციაში საკუთარი თავის ფლობის ძალა შესწევს".

- ნამდვილად ასეა!

- დაბოლოს, "საკუთარი პრობლემებისა და განცდების ვინმესთვის თავს მოხვევა ნაკლებად ახასიათებს".

- ვცდილობ, ეს არასდროს გავაკეთო და მგონი, კარგადაც გამომდის.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება