მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მეცო-სოპრანო მარია კალასს შეადარეს
ქართველი მეცო-სოპრანო მარია კალასს შეადარეს

თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის აკა­დე­მი­უ­რი თე­ატ­რის 2012-2013 წლე­ბის სე­ზო­ნის გახ­სნა­ზე ცნო­ბილ ქარ­თველ მომ­ღერ­ლებ­თან ერ­თად, ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის უკ­ვდავ ოპე­რა­ში - "აბე­სა­ლომ და ეთე­რი" მარ­სელ­ში მოღ­ვა­წე მეცო-სოპ­რა­ნომ, ირი­ნა ალექ­სი­ძე­მაც იმ­ღე­რა - დე­დო­ფალ ნა­თე­ლას პარ­ტია შე­ას­რუ­ლა.

მსოფ­ლი­ოს სა­ო­პე­რო სცე­ნე­ბის მეტ­რე­ბი: ცი­სა­ნა ტა­ტიშ­ვი­ლი, მე­დეა ამი­რა­ნაშ­ვი­ლი და თენ­გიზ მუშ­კუ­დი­ა­ნი, ახალ­გაზ­რდა შემ­სრუ­ლე­ბელს - ირი­ნა ალექ­სი­ძეს "ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი ხმის, სინ­თე­ზუ­რი მუ­სი­კა­ლურ-არ­ტის­ტუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის, გე­მოვ­ნე­ბი­ან და ბრწყინ­ვა­ლე ვო­კა­ლისტს" უწო­დე­ბენ. მან საკ­მა­ოდ ხან­მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში იმ­ღე­რა ეროვ­ნუ­ლი თუ ევ­რო­პუ­ლი რე­პერ­ტუ­ა­რის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პარ­ტია და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ენერ­გი­ით, სცე­ნუ­რი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბით, გამ­ბე­და­ო­ბი­თა და იმპრო­ვი­ზა­ცი­ის სა­ო­ცა­რი უნა­რით ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლის კე­თილ­გან­წყო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი და­იმ­სა­ხუ­რა.

ირი­ნა ალექ­სი­ძემ 2000 წელს და­ამ­თავ­რა გო­რის მუ­სი­კა­ლუ­რი სას­წავ­ლე­ბე­ლი და სწავ­ლა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში პრო­ფე­სორ ნო­დარ ან­დღუ­ლა­ძის კლას­ში გა­ნაგ­რძო. შემ­დეგ ბა­თუ­მის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ას­თან არ­სე­ბულ სა­ო­პე­რო სტუ­დი­ა­ში მუ­შა­ობ­და, 2005 წლი­დან კი თბი­ლი­სის სა­ო­პე­რო თე­ატ­რის სო­ლის­ტი გახ­და და დიდ მა­ესტროს­თან, თენ­გიზ მუშ­კუ­დი­ან­თან მე­ცა­დი­ნე­ობ­და.

თბი­ლი­სის სა­ო­პე­რო თე­ატ­რში ლო­ლას და ლუ­ჩი­ას (მას­კა­ნის "სოფ­ლის ღირ­სე­ბა"), ნა­თე­ლას, ნა­ნოს (ფა­ლი­აშ­ვი­ლის "აბე­სა­ლომ და ეთე­რი", "და­ი­სი"), მა­როს (დო­ლი­ძის "ქეთო და კოტე") პარ­ტი­ე­ბი შე­ას­რუ­ლა, სპექ­ტაკ­ლე­ბის პრე­მი­ე­რებ­ზეც იმ­ღე­რა - ვერ­დის "რი­გო­ლე­ტო­ში" მა­და­ლე­ნას პარ­ტია და "ნა­ბუ­ქო­ში" ფე­ნე­ნას პარ­ტია, რა­საც მოჰ­ყვა ამ­ნე­რი­სის ურ­თუ­ლე­სი სა­ო­პე­რო როლი ვერ­დის "აი­და­სა" და ფლო­რას პარ­ტია "ტრა­ვი­ა­ტა­ში".

2009 წლის ბო­ლოს ირი­ნა ალექ­სი­ძე სას­წავ­ლებ­ლად გა­ემ­გზავ­რა იტა­ლი­ა­ში, ოზი­მოს აკა­დე­მი­ა­ში პრო­ფე­სორ სერ­ჯიო სე­გა­ლი­ნის­თან. პა­რა­ლე­ლუ­რად ის ვო­კა­ლის გაკ­ვე­თი­ლებს იღებ­და მა­ესტრო მა­რიო მე­ლა­ნის­თან პე­ზა­როს სა­ო­პე­რო აკა­დე­მი­ა­ში.

სწო­რედ პე­ზა­რო­ში, 2010 წელს ირი­ნა ალექ­სი­ძე მო­ნა­წი­ლე­ობ­და მე-7 სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სში და ფა­ენ­ცას სა­ო­პე­რო თე­ატ­რში აზუ­ჩე­ნას როლ­ზე (ვერ­დის "ტრუ­ბა­დურ­ში") მი­იწ­ვი­ეს. წარ­მა­ტე­ბუ­ლი დე­ბი­უ­ტის შემ­დეგ ირი­ნა ალექ­სი­ძე სას­წავ­ლებ­ლად საფ­რან­გეთ­ში გა­ემ­გზავ­რა. გა­მო­დი­ო­და საფ­რან­გეთ­ში, იტა­ლი­ა­სა და გერ­მა­ნი­ა­ში. ევ­რო­პა­ში თან­და­თან თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბიც მო­უმ­რავ­ლდა და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბიც და უკვე მე-3 წე­ლი­წა­დია, თა­ვი­სი სა­შემ­სრუ­ლებ­ლო ოს­ტა­ტო­ბით აკ­ვირ­ვებს ფრანგ თუ იტა­ლი­ელ მსმე­ნელ­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს.

ეროვ­ნუ­ლი მუ­სი­კის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, მსოფ­ლი­ოს დიდ სცე­ნებ­ზე ხში­რად მღე­რის ფა­ლი­აშ­ვი­ლის, ლა­ღი­ძის, ბა­ლან­ჩი­ვა­ძის, მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ნა­წარ­მო­ე­ბებს...

ირი­ნა ალექ­სი­ძე:

- მარ­სელ­ში, ფეს­ტი­ვალ "რა­დიო საფ­რან­გეთ­ში" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის გამო, ჟი­უ­რიმ პრი­ზი­თაც და­მა­ჯილ­დო­ვა. სი­ა­მა­ყი­თა და დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვმღე­რი ქარ­თუ­ლი კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის თვალ­სა­ჩი­ნო ნი­მუ­შებს, რაც მუ­დამ აღაფრ­თო­ვა­ნებს მსმე­ნელს. ევ­რო­პე­ლებს სი­ახ­ლე ძა­ლი­ან ახა­რებთ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მით გვექ­ცე­ვი­ან ქარ­თველ შემ­სრუ­ლებ­ლებს, როცა ხე­და­ვენ, რომ ჩვენც ვცდი­ლობთ, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა შევ­თა­ვა­ზოთ, გვი­მახ­სოვ­რე­ბენ და შრო­მას გვი­ფა­სე­ბენ. ამი­ტომ, მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი თავს ვალ­დე­ბუ­ლად ვთვლით, იტა­ლი­ურ თუ ფრან­გულ რე­პერ­ტუ­არ­თან ერ­თად, კონ­ცერ­ტებ­ზე მსმე­ნე­ლი ფა­ლი­აშ­ვი­ლის, ლა­ღი­ძის, ბა­ლან­ჩი­ვა­ძის გე­ნი­ა­ლუ­რი მუ­სი­კი­თაც ვა­სი­ა­მოვ­ნოთ. მარ­სელ­ში, ერთ-ერთ კონ­ცერ­ტზე გა­მოს­ვლის დროს ვიმ­ღე­რე ლე­ლას არია ლა­ღი­ძის ოპე­რი­დან "ლელა". ეს გახ­ლავთ სოპ­რა­ნოს პარ­ტია, მაგ­რამ ჩემი თხოვ­ნით, აკომ­პა­ნი­ა­ტორ­მა ნა­ხე­ვა­რი ტო­ნით და­ა­დაბ­ლა. კონ­ცერ­ტზე მუ­სი­კის კრი­ტი­კო­სებ­მაც მო­მის­მი­ნეს და მე­ო­რე დღეს ერთ-ერთ გა­ზეთ­ში, შემ­დეგ კი - ინ­ტერ­ნეტ­ში, პი­რად ბლოგ­ზე იტა­ლი­ელ­მა სა­ო­პე­რო კრი­ტი­კოს­მა ბე­ნი­ტო პე­ლეგ­რი­ნიმ და­წე­რა კი­დეც, რომ ჩემ­მა თა­ვი­სუ­ფალ­მა და ემო­ცი­ურ­მა შეს­რუ­ლე­ბამ მა­რია კა­ლა­სი გა­ახ­სე­ნა...

- თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის

161-ე სე­ზო­ნის გახ­სნის პა­ტი­ვი თქვენც გერ­გოთ. დიდი პა­უ­ზის შემ­დეგ რო­გო­რი გან­წყო­ბი­ლე­ბით იმ­ღე­რეთ სამ­შობ­ლო­ში?

- თბი­ლი­სის სა­ო­პე­რო თე­ატ­რის სცე­ნა, სა­დაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მღე­როდ­ნენ მსოფ­ლიო ოპე­რის ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი და მათი უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბი, ჩემ­თვის მშობ­ლი­უ­რიც არის და ძვირ­ფა­სიც. მე­ა­მა­ყე­ბა, სე­ზო­ნის გახ­სნა­ზე რომ მო­მიწ­ვი­ეს. მრავ­ლისმნახ­ვე­ლი თე­ატ­რი გვაქვს, კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის, დღე­სას­წა­უ­ლე­ბის მე­მა­ტი­ა­ნე. მი­ხა­რია, რომ მო­მა­ვალ წელს თბი­ლისს უმ­შვე­ნი­ე­რე­სი, ტრა­დი­ცი­უ­ლი, დი­დე­ბუ­ლი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­ო­პე­რო თე­ატ­რი ექ­ნე­ბა, სა­დაც მრა­ვა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო სპექ­ტაკ­ლი და ფეს­ტი­ვა­ლი გა­ი­მარ­თე­ბა.

- უკვე მე-3 წე­ლი­წა­დია, საფ­რან­გეთ­ში საქ­მი­ა­ნობ. რამ­დე­ნად პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია იმ ქვე­ყა­ნა­ში კულ­ტუ­რა, რო­გო­რი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა სა­ხელ­მწი­ფოს­გან ხე­ლოვ­ნე­ბის დარ­გებს?

- საფ­რან­გე­თი ამ მხრივ მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი მი­სა­ბა­ძი, ძა­ლი­ან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნაა. კულ­ტუ­რა მათ­თვის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია და ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო რგო­ლის­გან დიდი ხელ­შე­წყო­ბა აქვს. მუ­ზე­უ­მე­ბის, სა­კონ­ცერ­ტო თუ სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზე­ბის, სა­ო­პე­რო თე­ატ­რე­ბის­თვის კო­ლო­სა­ლუ­რი თან­ხე­ბი იხარ­ჯე­ბა იმის­თვის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რი კომ­ფორ­ტი შე­უქ­მნან ხე­ლო­ვა­ნებს. ცხა­დია, მე­ცე­ნა­ტებ­საც ავალ­დე­ბუ­ლებს სა­ხელ­მწი­ფო, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის­თვის და სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის მო­ზიდ­ვის­თვის და­ხარ­ჯონ ფული. კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კა, შო­უ­ბიზ­ნე­სი, ფოლკ­ლო­რი, მხატ­ვრო­ბა, მწერ­ლო­ბა - ერ­თნა­ი­რად და­ფა­სე­ბუ­ლია იქ და მი­ლი­ო­ნო­ბით ფრან­გთან ერ­თად ათა­სო­ბით ტუ­რისტსაც იზი­დავს, ამით კი საფ­რან­გე­თის სა­ხელ­მწი­ფოს ბი­უ­ჯეტ­ში დიდი თან­ხა გროვ­დე­ბა.

- პრე­სა, ტე­ლე­ვი­ზია რო­გორ აშუ­ქე­ბენ კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბას, რამ­დე­ნად კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი იბეჭ­დე­ბა?

- რა თქმა უნდა, შემ­ფა­სე­ბელ­თა შო­რის, ღო­ნის­ძი­ე­ბებს ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ე­ბი, მუ­სი­კის კრი­ტი­კო­სე­ბიც ეს­წრე­ბი­ან და ფხი­ზე­ლი თვა­ლით აკ­ვირ­დე­ბი­ან კვი­რის ყვე­ლა აქ­ტუ­ა­ლურ მოვ­ლე­ნას - პრე­მი­ე­რებს, პრე­ზენ­ტა­ცი­ებს. იწე­რე­ბა და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი რე­ცენ­ზი­ე­ბიც. ზოგს - აქე­ბენ, ზოგს - იწუ­ნე­ბენ. ხში­რად მა­ს­მე­დი­ას გა­ნა­ჩე­ნიც გა­მო­აქვს ამა თუ იმ ხე­ლო­ვა­ნის­თვის, მი­იწ­ვე­ვენ თუ არა კვლავ მას საფ­რან­გეთ­ში, რად­გან იქ საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან ჰო­ნო­რარს უხ­დი­ან გას­ტრო­ლი­ორს და თუ ვინ­მეს პრე­სა და­ი­წუ­ნებს, გან­მე­ო­რე­ბით მისი და­პა­ტი­ჟე­ბის­გან თე­ატ­რი თავს შე­ი­კა­ვებს. ამით კრი­ტი­კო­სე­ბიც და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც აი­ძუ­ლე­ბენ მე­ნე­ჯმენტს ფული ყა­ი­რა­თი­ა­ნად და­ხარ­ჯოს და მე­ო­რედ მხო­ლოდ ის დე­ბი­უ­ტან­ტი მო­იწ­ვი­ოს, ვინც მათ ბი­უ­ჯეტს კი არ აზა­რა­ლებს, არა­მედ ერ­თი­ო­რად გაზ­რდის.

- რით გან­სხვავ­დე­ბა ქარ­თვე­ლი და ევ­რო­პე­ლი მსმე­ნე­ლი?

- ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო გა­მოს­ვლის დროს მკაც­რად მო­ი­თხო­ვენ ჩვენ­გან, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვა­სი­ა­მოვ­ნოთ, ვაჩ­ვე­ნოთ ახალ-ახა­ლი მიღ­წე­ვე­ბი, რა­საც რე­პე­ტი­ცი­ი­დან სპექ­ტაკ­ლამ­დე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ვაღ­წევთ. სხვა შემ­თხვე­ვა­ში ისე­ვე, რო­გორც ქარ­თვე­ლე­ბი, ევ­რო­პე­ლე­ბიც გულ­გრი­ლად გაგ­ვის­ტუმ­რე­ბენ სცე­ნი­დან.

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ქართველი მეცო-სოპრანო მარია კალასს შეადარეს

ქართველი მეცო-სოპრანო მარია კალასს შეადარეს

თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის 2012-2013 წლების სეზონის გახსნაზე ცნობილ ქართველ მომღერლებთან ერთად, ზაქარია ფალიაშვილის უკვდავ ოპერაში - "აბესალომ და ეთერი" მარსელში მოღვაწე მეცო-სოპრანომ, ირინა ალექსიძემაც იმღერა - დედოფალ ნათელას პარტია შეასრულა.

მსოფლიოს საოპერო სცენების მეტრები: ცისანა ტატიშვილი, მედეა ამირანაშვილი და თენგიზ მუშკუდიანი, ახალგაზრდა შემსრულებელს - ირინა ალექსიძეს "ფენომენალური ხმის, სინთეზური მუსიკალურ-არტისტული მონაცემების, გემოვნებიან და ბრწყინვალე ვოკალისტს" უწოდებენ. მან საკმაოდ ხანმოკლე პერიოდში იმღერა ეროვნული თუ ევროპული რეპერტუარის ყველა მნიშვნელოვანი პარტია და შემოქმედებითი ენერგიით, სცენური მომხიბვლელობით, გამბედაობითა და იმპროვიზაციის საოცარი უნარით ქართველი მსმენელის კეთილგანწყობა და სიყვარული დაიმსახურა.

ირინა ალექსიძემ 2000 წელს დაამთავრა გორის მუსიკალური სასწავლებელი და სწავლა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პროფესორ ნოდარ ანდღულაძის კლასში განაგრძო. შემდეგ ბათუმის კონსერვატორიასთან არსებულ საოპერო სტუდიაში მუშაობდა, 2005 წლიდან კი თბილისის საოპერო თეატრის სოლისტი გახდა და დიდ მაესტროსთან, თენგიზ მუშკუდიანთან მეცადინეობდა.

თბილისის საოპერო თეატრში ლოლას და ლუჩიას (მასკანის "სოფლის ღირსება"), ნათელას, ნანოს (ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), მაროს (დოლიძის "ქეთო და კოტე") პარტიები შეასრულა, სპექტაკლების პრემიერებზეც იმღერა - ვერდის "რიგოლეტოში" მადალენას პარტია და "ნაბუქოში" ფენენას პარტია, რასაც მოჰყვა ამნერისის ურთულესი საოპერო როლი ვერდის "აიდასა" და ფლორას პარტია "ტრავიატაში".

2009 წლის ბოლოს ირინა ალექსიძე სასწავლებლად გაემგზავრა იტალიაში, ოზიმოს აკადემიაში პროფესორ სერჯიო სეგალინისთან. პარალელურად ის ვოკალის გაკვეთილებს იღებდა მაესტრო მარიო მელანისთან პეზაროს საოპერო აკადემიაში.

სწორედ პეზაროში, 2010 წელს ირინა ალექსიძე მონაწილეობდა მე-7 საერთაშორისო კონკურსში და ფაენცას საოპერო თეატრში აზუჩენას როლზე (ვერდის "ტრუბადურში") მიიწვიეს. წარმატებული დებიუტის შემდეგ ირინა ალექსიძე სასწავლებლად საფრანგეთში გაემგზავრა. გამოდიოდა საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში. ევროპაში თანდათან თაყვანისმცემლებიც მოუმრავლდა და გულშემატკივრებიც და უკვე მე-3 წელიწადია, თავისი საშემსრულებლო ოსტატობით აკვირვებს ფრანგ თუ იტალიელ მსმენელსა და პროფესიონალებს.

ეროვნული მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, მსოფლიოს დიდ სცენებზე ხშირად მღერის ფალიაშვილის, ლაღიძის, ბალანჩივაძის, მაჭავარიანის ნაწარმოებებს...

ირინა ალექსიძე:

- მარსელში, ფესტივალ "რადიო საფრანგეთში" შესრულებული ქართული ნაწარმოების გამო, ჟიურიმ პრიზითაც დამაჯილდოვა. სიამაყითა და დიდი სიამოვნებით ვმღერი ქართული კლასიკური მუსიკის თვალსაჩინო ნიმუშებს, რაც მუდამ აღაფრთოვანებს მსმენელს. ევროპელებს სიახლე ძალიან ახარებთ. განსაკუთრებული პატივისცემით გვექცევიან ქართველ შემსრულებლებს, როცა ხედავენ, რომ ჩვენც ვცდილობთ, გემოვნებიანი ქართული მუსიკა შევთავაზოთ, გვიმახსოვრებენ და შრომას გვიფასებენ. ამიტომ, მე და ჩემი მეგობრები თავს ვალდებულად ვთვლით, იტალიურ თუ ფრანგულ რეპერტუართან ერთად, კონცერტებზე მსმენელი ფალიაშვილის, ლაღიძის, ბალანჩივაძის გენიალური მუსიკითაც ვასიამოვნოთ. მარსელში, ერთ-ერთ კონცერტზე გამოსვლის დროს ვიმღერე ლელას არია ლაღიძის ოპერიდან "ლელა". ეს გახლავთ სოპრანოს პარტია, მაგრამ ჩემი თხოვნით, აკომპანიატორმა ნახევარი ტონით დაადაბლა. კონცერტზე მუსიკის კრიტიკოსებმაც მომისმინეს და მეორე დღეს ერთ-ერთ გაზეთში, შემდეგ კი - ინტერნეტში, პირად ბლოგზე იტალიელმა საოპერო კრიტიკოსმა ბენიტო პელეგრინიმ დაწერა კიდეც, რომ ჩემმა თავისუფალმა და ემოციურმა შესრულებამ მარია კალასი გაახსენა...

- თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის

161-ე სეზონის გახსნის პატივი თქვენც გერგოთ. დიდი პაუზის შემდეგ როგორი განწყობილებით იმღერეთ სამშობლოში?

- თბილისის საოპერო თეატრის სცენა, სადაც წლების განმავლობაში მღეროდნენ მსოფლიო ოპერის ლეგენდარული ქართველი შემსრულებლები და მათი უცხოელი პარტნიორები, ჩემთვის მშობლიურიც არის და ძვირფასიც. მეამაყება, სეზონის გახსნაზე რომ მომიწვიეს. მრავლისმნახველი თეატრი გვაქვს, კულტურული ცხოვრების, დღესასწაულების მემატიანე. მიხარია, რომ მომავალ წელს თბილისს უმშვენიერესი, ტრადიციული, დიდებული განახლებული საოპერო თეატრი ექნება, სადაც მრავალი საინტერესო სპექტაკლი და ფესტივალი გაიმართება.

- უკვე მე-3 წელიწადია, საფრანგეთში საქმიანობ. რამდენად პრიორიტეტულია იმ ქვეყანაში კულტურა, როგორი ყურადღება ექცევა სახელმწიფოსგან ხელოვნების დარგებს?

- საფრანგეთი ამ მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი მისაბაძი, ძალიან მოწესრიგებული ქვეყანაა. კულტურა მათთვის სავიზიტო ბარათია და ყველა სახელმწიფო რგოლისგან დიდი ხელშეწყობა აქვს. მუზეუმების, საკონცერტო თუ საგამოფენო დარბაზების, საოპერო თეატრებისთვის კოლოსალური თანხები იხარჯება იმისთვის, რომ მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან ხელოვანებს. ცხადია, მეცენატებსაც ავალდებულებს სახელმწიფო, კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისთვის და საერთაშორისოდ აღიარებული შემსრულებლების მოზიდვისთვის დახარჯონ ფული. კლასიკური მუსიკა, შოუბიზნესი, ფოლკლორი, მხატვრობა, მწერლობა - ერთნაირად დაფასებულია იქ და მილიონობით ფრანგთან ერთად ათასობით ტურისტსაც იზიდავს, ამით კი საფრანგეთის სახელმწიფოს ბიუჯეტში დიდი თანხა გროვდება.

- პრესა, ტელევიზია როგორ აშუქებენ კულტურულ ცხოვრებას, რამდენად კვალიფიციური პუბლიკაციები იბეჭდება?

- რა თქმა უნდა, შემფასებელთა შორის, ღონისძიებებს ხელოვნებათმცოდნეები, მუსიკის კრიტიკოსებიც ესწრებიან და ფხიზელი თვალით აკვირდებიან კვირის ყველა აქტუალურ მოვლენას - პრემიერებს, პრეზენტაციებს. იწერება დადებითი და უარყოფითი რეცენზიებიც. ზოგს - აქებენ, ზოგს - იწუნებენ. ხშირად მასმედიას განაჩენიც გამოაქვს ამა თუ იმ ხელოვანისთვის, მიიწვევენ თუ არა კვლავ მას საფრანგეთში, რადგან იქ საკმაოდ მნიშვნელოვან ჰონორარს უხდიან გასტროლიორს და თუ ვინმეს პრესა დაიწუნებს, განმეორებით მისი დაპატიჟებისგან თეატრი თავს შეიკავებს. ამით კრიტიკოსებიც და ჟურნალისტებიც აიძულებენ მენეჯმენტს ფული ყაირათიანად დახარჯოს და მეორედ მხოლოდ ის დებიუტანტი მოიწვიოს, ვინც მათ ბიუჯეტს კი არ აზარალებს, არამედ ერთიორად გაზრდის.

- რით განსხვავდება ქართველი და ევროპელი მსმენელი?

- ყოველი მომდევნო გამოსვლის დროს მკაცრად მოითხოვენ ჩვენგან, რომ მაქსიმალურად ვასიამოვნოთ, ვაჩვენოთ ახალ-ახალი მიღწევები, რასაც რეპეტიციიდან სპექტაკლამდე მუშაობის პროცესში ვაღწევთ. სხვა შემთხვევაში ისევე, როგორც ქართველები, ევროპელებიც გულგრილად გაგვისტუმრებენ სცენიდან.

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება