პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად ცეკვავდა მოტეხილი ფეხით ლიკა ლაბაძე
სად ცეკვავდა მოტეხილი ფეხით ლიკა ლაბაძე

"იღ­ბა­ლი - ეს ცხოვ­რე­ბის­გან ბო­ძე­ბუ­ლი შან­სე­ბის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბის უნა­რია. რა­საც აკე­თებ, ბო­ლომ­დე და სიყ­ვა­რუ­ლით უნდა აკე­თო, ნა­ძა­ლა­დე­ვად გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე სრულ­ყო­ფი­ლი ვე­რა­სო­დეს იქ­ნე­ბა", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი ლიკა ლა­ბა­ძე, რო­მელ­მაც წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის გზებ­ზე სა­უბ­რი­სას სა­კუ­თა­რი სა­ი­დუმ­ლოც გაგ­ვან­დო...

- ბავ­შვო­ბი­დან ვცეკ­ვავ. ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ოპე­რის თე­ატ­რში ამოვ­ყა­ვი თავი. მა­შინ ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ნინო ანა­ნი­აშ­ვილ­თან თუ მო­მი­წევ­და მუ­შა­ო­ბა... ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რომ ბა­ლე­ტის გარ­და, ბევ­რი სხვა რა­მის გა­კე­თე­ბა შე­მეძ­ლო. ამი­ტომ, ცეკ­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. კარ­გი ვო­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გამო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჩა­ბა­რე­ბაც მირ­ჩი­ეს. სა­ა­მი­სოდ მომ­ზა­დე­ბა კი და­ვი­წყე, მაგ­რამ მერე გა­და­ვი­ფიქ­რე, რად­გან მივ­ხვდი, - სა­ო­პე­რო ხე­ლოვ­ნე­ბა ჩემი სფე­რო არ იყო. სიმ­ღე­რას დღემ­დე ვაგ­რძე­ლებ, მაგ­რამ - არა სა­ო­პე­რო გან­ხრით... ერთი წელი "პირ­ველ სტე­რე­ო­ზე" მუ­სი­კა­ლუ­რი გა­და­ცე­მა მიმ­ყავ­და. სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში მივ­ხვდი, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბა მომ­წონ­და. როცა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ არხზე წამ­ყვა­ნე­ბის კას­ტინ­გი გა­მო­ცხად­და, ბა­თუმ­ში, გას­ტროლ­ზე ვი­ყა­ვით. ქალ­ბა­ტონ ნი­ნოს ვთხო­ვე, თბი­ლის­ში გა­მო­ვეშ­ვი. მან ამის ნება დამ­რთო... კას­ტინ­გი­დან ოთხ დღე­ში და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ ერთ-ერთ წამ­ყვა­ნად ვი­ყა­ვი დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი. იმ დღი­დან ბა­ლეტს გა­მო­ვე­თხო­ვე, სტუ­დი­ა­ში ერ­თსა­ა­თი­ან გაკ­ვე­თი­ლებს ვა­ტა­რებ და საქ­მი­ან ქა­ლებს გან­ტვირ­თვა­ში ვეხ­მა­რე­ბი...

- ჯერ არ გი­ნა­ნია, ბა­ლეტს რომ შე­ეშ­ვი?

- არა. ისეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არას­დროს მი­ვი­ღებ, მერე რომ ვი­ნა­ნო. ეს ნა­ბი­ჯი სრუ­ლი­ად გა­აზ­რე­ბუ­ლად გა­დავ­დგი.

- რო­გორ ფიქ­რობ, წარ­მა­ტე­ბა შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბამ მო­გი­ტა­ნა თუ იღ­ბალ­მა?

- ერთ ამ­ბავს გა­ვიხ­სე­ნებ: ია­პო­ნი­ა­ში ყოფ­ნი­სას, სო­ლოს ცეკ­ვის დროს ფეხი გა­და­მიბ­რუნ­და, მაგ­რამ არ გავ­ჩე­რე­ბულ­ვარ, მო­ტე­ხი­ლი ფე­ხით ბო­ლომ­დე ვი­ცეკ­ვე. მერე ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბო­და, - ეს რო­გორ მო­ა­ხერ­ხე? არც გე­ტყო­ბო­და, რომ რა­ღაც გტკი­ო­დაო. არა­და, ტერ­ფი სამ ად­გი­ლას მქონ­და გა­ტე­ხი­ლი. ამით რისი თქმა მინ­და, იცი? - თუ მო­ინ­დო­მებ, ყვე­ლა­ნა­ირ ტკი­ვილს გა­უძ­ლებ; თუ რა­ღა­ცას ძა­ლი­ან მო­ინ­დო­მებ და მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად შრო­მაც არ და­გე­ზა­რე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­გი­ვა! ვფიქ­რობ, ადა­მი­ან­მა ცხოვ­რე­ბის­გან ბო­ძე­ბუ­ლი ყვე­ლა შან­სი ბო­ლომ­დე უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს და თავ­და­უ­ზო­გა­ვად იშ­რო­მოს. პი­რა­დად მე, დიდი მიზ­ნე­ბი მაქვს და­სა­ხუ­ლი. ვფიქ­რობ, რაც აქამ­დე გა­ვა­კე­თე, ეს ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მხო­ლოდ ოცი პრო­ცენ­ტის რე­ა­ლი­ზე­ბა იყო. სა­კუ­თარ თავს პი­რო­ბა მი­ვე­ცი, რომ აგ­ვის­ტომ­დე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ შე­იც­ვლე­ბა.

- ვფიქ­რობ, დრო­ის ფასი კარ­გად იცი...

- მე და დრო ძა­ლი­ან კარ­გი მე­გობ­რე­ბი ვართ. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ამა­ოდ არც ერთი წუთი არ გა­დის. ბოლო პე­რი­ოდ­ში ის დროც მე­ნა­ნე­ბა, რაც ერთი ფილ­მის ცქე­რის­თვის არის სა­ჭი­რო - იმ ორ სა­ათ­ში შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი რამ გა­ვი­გო, დავ­წე­რო, შე­ვის­წავ­ლო. ხში­რად მი­ფიქ­რია, რომ რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა ან შეს­წავ­ლა და­მაგ­ვი­ან­და, მაგ­რამ ბოლო დროს მივ­ხვდი, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი იმ ეტაპ­ზე ხდე­ბა, როცა შენ ამის­თვის მზად ხარ. თუნ­დაც იმ საქ­მეს, რა­საც დღეს ვა­კე­თებ, 5-6 წლის წინ ისე ვერ გა­ვა­კე­თებ­დი, რო­გორც ამას დღეს ვა­ხერ­ხებ და შე­დე­გიც არა­სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და.

- ცხოვ­რე­ბა­ში მძი­მე პე­რი­ო­დი ხში­რად გქო­ნია?

- სა­ერ­თოდ, ბა­ლე­რი­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში იმედ­გაც­რუ­ე­ბა ხში­რია. თა­ვი­დან თი­თო­ე­ულს ჰგო­ნია, რომ სა­ოც­ნე­ბო "თეთ­რი გედი" გახ­დე­ბა, მაგ­რამ ეს ბედ­ნი­ე­რე­ბა მი­ლი­ონ­ში მხო­ლოდ ერთს თუ ხვდე­ბა წი­ლად. მეც მივ­ხვდი, რომ მე­ო­რე ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი ვერ ვიქ­ნე­ბო­დი, ამი­ტო­მაც ვი­ფიქ­რე სხვა პრო­ფე­სი­ა­ზეც... მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე ლა­პა­რაკს ბავ­შვო­ბი­დან ვე­რი­დე­ბო­დი. ექ­ვსი წლის ვი­ყა­ვი, როცა ის იმ ქვეყ­ნად წა­ვი­და. დე­დამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ უმა­მო­ბა არ მეგ­რძნო.

- შეყ­ვა­რე­ბულს და­შორ­დი. ეს მტკივ­ნე­უ­ლი პე­რი­ო­დი საქ­მე­ზეც აი­სა­ხა?

- ზო­გა­დად, ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ვარ და უსა­ზღვრო სიყ­ვა­რუ­ლი შე­მიძ­ლია. ზოგ­ჯერ, როცა ყვე­ლა­ფე­რი ისე კარ­გად არ სრულ­დე­ბა, რო­გორც ეს ლა­მაზ ზღაპ­რებ­ში ხდე­ბა, ამას ცხა­დია, ძა­ლი­ან გან­ვიც­დი, მაგ­რამ 2-3 დღის შემ­დეგ ვცდი­ლობ, ყვე­ლა­ფე­რი და­ვი­ვი­წყო. მოკ­ლედ, ჩემი პრობ­ლე­მა და ცუდი გან­წყო­ბი­ლე­ბა საქ­მე­ზე არა­სო­დეს აი­სა­ხე­ბა.

- წო­ნას­წო­რო­ბას იო­ლად კარ­გავ?

- შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც კონ­კრე­ტუ­ლი ამ­ბის გამო უცებ "ავ­ფეთ­ქდე". ასეთ დროს დედა მარ­წმუ­ნებს, რომ უნდა დავ­მშვიდ­დე და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არა ცხელ გულ­ზე, არა­მედ რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ მი­ვი­ღო... სა­ერ­თოდ, ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. ორი ვა­რი­ან­ტია: ან არ ვარ კონ­ფლიქ­ტუ­რი, ან მი­მარ­თლებს (იცი­ნის). მოკ­ლედ, სა­ერ­თო ენას ყვე­ლას­თან ვნა­ხუ­ლობ.

- რო­გორ ფიქ­რობ, წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა კავ­შირ­შია წარ­მა­ტე­ბულ პი­რად ცხოვ­რე­ბას­თან?

- უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, წარ­მა­ტე­ბულ ქა­ლებს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში არ უმარ­თლებთ. სამ­წუ­ხა­როდ, მან­დი­ლოს­ნებს ხში­რად უწევთ სიყ­ვა­რუ­ლის გამო მსხვერ­პლის გა­ღე­ბა. არ ვიცი, მო­მა­ვალ­ში ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში რა და რო­გორ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ერთს გე­ტყვით: თუ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­გან ვიგ­რძნობ, რომ ჩემი საქ­მე არ მოს­წონს და არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე და­მა­ყე­ნებს, კა­რი­ე­რას ავირ­ჩევ...

- და­ძა­ბუ­ლი სა­მუ­შაო დღის შემ­დეგ, გან­ტვირ­თვა­ში რა გეხ­მა­რე­ბა?

- ძილი (იცი­ნის). მიყ­ვარს პა­რას­კე­ვი, რად­გან ეს ერ­თა­დერ­თი დღეა, როცა შე­მიძ­ლია, თავს გვი­ან ღა­მემ­დე გარ­თო­ბის უფ­ლე­ბა მივ­ცე. ვცდი­ლობ, ქარ­თულ "ჩარ­ჩო­ებ­ში" არ მო­ვექ­ცე, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, თუ ზედ­მე­ტად გა­ერ­თო­ბი ან იცეკ­ვებ, ეს უკვე სი­ცან­ცა­რეა...

- რო­გორ ფიქ­რობ, იღ­ბლი­ა­ნი ხარ?

- იღ­ბლი­ა­ნი მა­შინ ხარ, თუ სა­კუ­თარ თავს იპო­ვი. ვფიქ­რობ, იღ­ბა­ლი იყო ის, რომ ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯახ­ში და­ვი­ბა­დე და ამან ბა­ლეტს და­მა­კავ­ში­რა, რომ მერე სხვა პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბის სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა და ა.შ.

- პრო­ექ­ტმა - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" შენს ცხოვ­რე­ბა­ში რა შეც­ვა­ლა?

- პირ­ველ რიგ­ში, მი­ვი­ღე დიდი სიყ­ვა­რუ­ლი ხალ­ხის­გან. ამ პრო­ექ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ხალ­ხმა ისე­თი გა­მიც­ნო, რო­გო­რიც სი­ნამ­დვი­ლე­ში ვარ. "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" სარ­კე­სა­ვით გამჭვირ­ვა­ლე იყო, სა­კუ­თარ ემო­ცი­ებს ვერ და­ფა­რავ­დი. მი­ხა­რია, რომ ხალ­ხმა სწო­რად შეგ­ვა­ფა­სა. მინ­და, უფრო მეტი გა­ვა­კე­თო და ეს სიყ­ვა­რუ­ლი გა­ვა­მარ­თლო.

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

კატო
0

ლიკა ლაბაძე ვინაა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

სად ცეკვავდა მოტეხილი ფეხით ლიკა ლაბაძე

სად ცეკვავდა მოტეხილი ფეხით ლიკა ლაბაძე

"იღბალი - ეს ცხოვრებისგან ბოძებული შანსების სწორად გამოყენების უნარია. რასაც აკეთებ, ბოლომდე და სიყვარულით უნდა აკეთო, ნაძალადევად გაკეთებული საქმე სრულყოფილი ვერასოდეს იქნება", - ამბობს მსახიობი ლიკა ლაბაძე, რომელმაც წარმატების მიღწევის გზებზე საუბრისას საკუთარი საიდუმლოც გაგვანდო...

- ბავშვობიდან ვცეკვავ. ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ოპერის თეატრში ამოვყავი თავი. მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, ნინო ანანიაშვილთან თუ მომიწევდა მუშაობა... ყოველთვის ვიცოდი, რომ ბალეტის გარდა, ბევრი სხვა რამის გაკეთება შემეძლო. ამიტომ, ცეკვის პარალელურად, საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტზე ჩავაბარე. კარგი ვოკალური მონაცემების გამო კონსერვატორიაში ჩაბარებაც მირჩიეს. საამისოდ მომზადება კი დავიწყე, მაგრამ მერე გადავიფიქრე, რადგან მივხვდი, - საოპერო ხელოვნება ჩემი სფერო არ იყო. სიმღერას დღემდე ვაგრძელებ, მაგრამ - არა საოპერო განხრით... ერთი წელი "პირველ სტერეოზე" მუსიკალური გადაცემა მიმყავდა. სწორედ იმ პერიოდში მივხვდი, რომ ტელევიზიაში მუშაობა მომწონდა. როცა საზოგადოებრივ არხზე წამყვანების კასტინგი გამოცხადდა, ბათუმში, გასტროლზე ვიყავით. ქალბატონ ნინოს ვთხოვე, თბილისში გამოვეშვი. მან ამის ნება დამრთო... კასტინგიდან ოთხ დღეში დამირეკეს და მითხრეს, რომ ერთ-ერთ წამყვანად ვიყავი დამტკიცებული. იმ დღიდან ბალეტს გამოვეთხოვე, სტუდიაში ერთსაათიან გაკვეთილებს ვატარებ და საქმიან ქალებს განტვირთვაში ვეხმარები...

- ჯერ არ გინანია, ბალეტს რომ შეეშვი?

- არა. ისეთ გადაწყვეტილებას არასდროს მივიღებ, მერე რომ ვინანო. ეს ნაბიჯი სრულიად გააზრებულად გადავდგი.

- როგორ ფიქრობ, წარმატება შრომისმოყვარეობამ მოგიტანა თუ იღბალმა?

- ერთ ამბავს გავიხსენებ: იაპონიაში ყოფნისას, სოლოს ცეკვის დროს ფეხი გადამიბრუნდა, მაგრამ არ გავჩერებულვარ, მოტეხილი ფეხით ბოლომდე ვიცეკვე. მერე ყველა მეუბნებოდა, - ეს როგორ მოახერხე? არც გეტყობოდა, რომ რაღაც გტკიოდაო. არადა, ტერფი სამ ადგილას მქონდა გატეხილი. ამით რისი თქმა მინდა, იცი? - თუ მოინდომებ, ყველანაირ ტკივილს გაუძლებ; თუ რაღაცას ძალიან მოინდომებ და მიზნის მისაღწევად შრომაც არ დაგეზარება, ყველაფერი აუცილებლად გამოგივა! ვფიქრობ, ადამიანმა ცხოვრებისგან ბოძებული ყველა შანსი ბოლომდე უნდა გამოიყენოს და თავდაუზოგავად იშრომოს. პირადად მე, დიდი მიზნები მაქვს დასახული. ვფიქრობ, რაც აქამდე გავაკეთე, ეს ჩემი შესაძლებლობების მხოლოდ ოცი პროცენტის რეალიზება იყო. საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ აგვისტომდე ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვლება.

- ვფიქრობ, დროის ფასი კარგად იცი...

- მე და დრო ძალიან კარგი მეგობრები ვართ. ჩემს ცხოვრებაში ამაოდ არც ერთი წუთი არ გადის. ბოლო პერიოდში ის დროც მენანება, რაც ერთი ფილმის ცქერისთვის არის საჭირო - იმ ორ საათში შეიძლება ბევრი რამ გავიგო, დავწერო, შევისწავლო. ხშირად მიფიქრია, რომ რაღაცის გაკეთება ან შესწავლა დამაგვიანდა, მაგრამ ბოლო დროს მივხვდი, რომ ცხოვრებაში ყველაფერი იმ ეტაპზე ხდება, როცა შენ ამისთვის მზად ხარ. თუნდაც იმ საქმეს, რასაც დღეს ვაკეთებ, 5-6 წლის წინ ისე ვერ გავაკეთებდი, როგორც ამას დღეს ვახერხებ და შედეგიც არასასურველი იქნებოდა.

- ცხოვრებაში მძიმე პერიოდი ხშირად გქონია?

- საერთოდ, ბალერინების ცხოვრებაში იმედგაცრუება ხშირია. თავიდან თითოეულს ჰგონია, რომ საოცნებო "თეთრი გედი" გახდება, მაგრამ ეს ბედნიერება მილიონში მხოლოდ ერთს თუ ხვდება წილად. მეც მივხვდი, რომ მეორე ნინო ანანიაშვილი ვერ ვიქნებოდი, ამიტომაც ვიფიქრე სხვა პროფესიაზეც... მამის გარდაცვალებაზე ლაპარაკს ბავშვობიდან ვერიდებოდი. ექვსი წლის ვიყავი, როცა ის იმ ქვეყნად წავიდა. დედამ ყველაფერი გააკეთა, რომ უმამობა არ მეგრძნო.

- შეყვარებულს დაშორდი. ეს მტკივნეული პერიოდი საქმეზეც აისახა?

- ზოგადად, ძალიან ემოციური ვარ და უსაზღვრო სიყვარული შემიძლია. ზოგჯერ, როცა ყველაფერი ისე კარგად არ სრულდება, როგორც ეს ლამაზ ზღაპრებში ხდება, ამას ცხადია, ძალიან განვიცდი, მაგრამ 2-3 დღის შემდეგ ვცდილობ, ყველაფერი დავივიწყო. მოკლედ, ჩემი პრობლემა და ცუდი განწყობილება საქმეზე არასოდეს აისახება.

- წონასწორობას იოლად კარგავ?

- შეიძლება, რაღაც კონკრეტული ამბის გამო უცებ "ავფეთქდე". ასეთ დროს დედა მარწმუნებს, რომ უნდა დავმშვიდდე და გადაწყვეტილება არა ცხელ გულზე, არამედ რამდენიმე დღის შემდეგ მივიღო... საერთოდ, ყველა თანამშრომელთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ორი ვარიანტია: ან არ ვარ კონფლიქტური, ან მიმართლებს (იცინის). მოკლედ, საერთო ენას ყველასთან ვნახულობ.

- როგორ ფიქრობ, წარმატებული კარიერა კავშირშია წარმატებულ პირად ცხოვრებასთან?

- უმეტეს შემთხვევაში, წარმატებულ ქალებს პირად ცხოვრებაში არ უმართლებთ. სამწუხაროდ, მანდილოსნებს ხშირად უწევთ სიყვარულის გამო მსხვერპლის გაღება. არ ვიცი, მომავალში ჩემს ცხოვრებაში რა და როგორ იქნება, მაგრამ ერთს გეტყვით: თუ საყვარელი ადამიანისგან ვიგრძნობ, რომ ჩემი საქმე არ მოსწონს და არჩევანის წინაშე დამაყენებს, კარიერას ავირჩევ...

- დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ, განტვირთვაში რა გეხმარება?

- ძილი (იცინის). მიყვარს პარასკევი, რადგან ეს ერთადერთი დღეა, როცა შემიძლია, თავს გვიან ღამემდე გართობის უფლება მივცე. ვცდილობ, ქართულ "ჩარჩოებში" არ მოვექცე, რომლის მიხედვითაც, თუ ზედმეტად გაერთობი ან იცეკვებ, ეს უკვე სიცანცარეა...

- როგორ ფიქრობ, იღბლიანი ხარ?

- იღბლიანი მაშინ ხარ, თუ საკუთარ თავს იპოვი. ვფიქრობ, იღბალი იყო ის, რომ ხელოვანი ადამიანების ოჯახში დავიბადე და ამან ბალეტს დამაკავშირა, რომ მერე სხვა პროფესიის დაუფლების სურვილი გამიჩნდა და ა.შ.

- პროექტმა - "ცეკვავენ ვარსკვლავები" შენს ცხოვრებაში რა შეცვალა?

- პირველ რიგში, მივიღე დიდი სიყვარული ხალხისგან. ამ პროექტის საშუალებით ხალხმა ისეთი გამიცნო, როგორიც სინამდვილეში ვარ. "ცეკვავენ ვარსკვლავები" სარკესავით გამჭვირვალე იყო, საკუთარ ემოციებს ვერ დაფარავდი. მიხარია, რომ ხალხმა სწორად შეგვაფასა. მინდა, უფრო მეტი გავაკეთო და ეს სიყვარული გავამართლო.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)