მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობს გაზი აუფეთქდა
"ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობს გაზი აუფეთქდა

სე­რი­ა­ლი "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" პო­პუ­ლა­რო­ბას ახალ სე­ზონ­ზეც არ კარ­გავს. სე­რი­ალ­ში მო­ა­თა­მა­შე გმი­რე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი დი­დია, ამი­ტომ მათი გაქ­რო­ბა ან სხვა მსა­ხი­ო­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბა მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა არა­სო­დეს რჩე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ ატყდა მით­ქმა-მოთ­ქმა ახალ სე­ზონ­ზე, თუ რა­ტომ გა­მოც­ვა­ლეს და სად გაქ­რა ოფი­სის მკაც­რი უფ­რო­სი გი­ორ­გი, რომ­ლის როლ­საც მუს­კო­მე­დი­ის მსა­ხი­ო­ბი და­ვით ბე­ში­ტა­იშ­ვი­ლი თა­მა­შობს.

მალე ჭორი გავ­რცელ­და, რომ მსა­ხი­ობს ტრა­გე­დია შე­ემ­თხვა. სახ­ლში გა­ზის აფეთ­ქე­ბის გამო მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი დათო სას­წრა­ფოდ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მსა­ხი­ო­ბი გა­დარ­ჩა და მალე სე­რი­ალს და­უბ­რუნ­დე­ბა, თუმ­ცა ინ­ტერ­ვი­უ­ზე უარი გვი­თხრა, რო­გორც აღ­ნიშ­ნა, არ უყ­ვარს, შე­კი­თხვებს რომ უს­ვა­მენ და სწო­რედ ეს არის მი­ზე­ზი, რომ ბეჭ­დურ მე­დი­ა­ში ბე­ში­ტა­იშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უს ვერ ნა­ხავთ. რაც შე­ე­ხე­ბა ტრა­გე­დი­ას, აღ­ნიშ­ნა, რომ მომ­ხდარ­ზე სა­უ­ბა­რი არ სურს, რად­გან ისე­დაც მთელ­მა თბი­ლის­მა გა­ი­გო ყვე­ლა­ფე­რი. მსა­ხი­ობს გა­დარ­ჩე­ნას ვუ­ლო­ცავთ და მო­უთ­მენ­ლად და­ვე­ლო­დე­ბით მისი გმი­რის სე­რი­ალ­ში გა­მო­ჩე­ნას.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

"ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობს გაზი აუფეთქდა

"ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობს გაზი აუფეთქდა

სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" პოპულარობას ახალ სეზონზეც არ კარგავს. სერიალში მოათამაშე გმირების მიმართ ინტერესი დიდია, ამიტომ მათი გაქრობა ან სხვა მსახიობით ჩანაცვლება მაყურებლის ყურადღების მიღმა არასოდეს რჩება. სწორედ ამიტომ ატყდა მითქმა-მოთქმა ახალ სეზონზე, თუ რატომ გამოცვალეს და სად გაქრა ოფისის მკაცრი უფროსი გიორგი, რომლის როლსაც მუსკომედიის მსახიობი დავით ბეშიტაიშვილი თამაშობს.

მალე ჭორი გავრცელდა, რომ მსახიობს ტრაგედია შეემთხვა. სახლში გაზის აფეთქების გამო მძიმე მდგომარეობაში მყოფი დათო სასწრაფოდ რეანიმაციაში გადაიყვანეს. საბედნიეროდ, მსახიობი გადარჩა და მალე სერიალს დაუბრუნდება, თუმცა ინტერვიუზე უარი გვითხრა, როგორც აღნიშნა, არ უყვარს, შეკითხვებს რომ უსვამენ და სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ბეჭდურ მედიაში ბეშიტაიშვილის ინტერვიუს ვერ ნახავთ. რაც შეეხება ტრაგედიას, აღნიშნა, რომ მომხდარზე საუბარი არ სურს, რადგან ისედაც მთელმა თბილისმა გაიგო ყველაფერი. მსახიობს გადარჩენას ვულოცავთ და მოუთმენლად დაველოდებით მისი გმირის სერიალში გამოჩენას.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება