მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე გოგიაშვილმა საკუთარი ქორწილის შესახებ სამი საათით ადრე შეიტყო
სალომე გოგიაშვილმა საკუთარი ქორწილის შესახებ სამი საათით ადრე შეიტყო

მარ­თა­ლია, ყო­ფი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი კარ­გა ხნის წინ გა­თხოვ­და ვახო ნი­კო­ლე­იშ­ვილ­ზე, მაგ­რამ წყვილ­მა სულ ახ­ლა­ხან მო­ა­წე­რა ხელი, ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რა კავ­ში­რი და თაფ­ლო­ბის­თვე დუ­ბა­ი­ში მო­ი­წყო. ვინ და­ეხ­მა­რა სა­ლო­მეს მე­უღ­ლეს ამ დიდი სი­ურპრი­ზის მო­წყო­ბა­ში, თა­ვად სა­ლო­მე გი­ამ­ბობთ, რო­მელ­მაც "რე­ი­ტინგს" ექ­სკლუ­ზი­უ­რად გა­უმ­ხი­ლა, რომ დი­ზა­ი­ნე­რო­ბა და­ი­წყო და სულ ცოტა ხან­ში სამ­კერ­ვა­ლო სა­ლონ­საც გახ­სნის.

- თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბას ოფი­ცი­ა­ლუ­რი მხა­რე მი­ე­ცით და დო­კუ­მენ­ტუ­რად და­ა­დას­ტუ­რეთ ცოლ-ქმრო­ბა. მოგ­ვი­ყე­ვი, რო­გორ მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი...

- მე არა­ფე­რი და­მი­გეგ­მავს. 2 ნო­ემ­ბერს ჩემი და­ბა­დე­ბის დღე იყო, ვა­ხომ შე­მომ­თა­ვა­ზა, გა­და­ვი­ხა­დო­თო, მე კი ვუ­თხა­რი, მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის გამო ყვე­ლა და­ძა­ბუ­ლია, ამი­ტომ ჯო­ბია, ახლა თავი შე­ვი­კა­ვოთ და სი­ტუ­ა­ცია რომ დამ­შვიდ­დე­ბა, მერე დიდს გა­და­ვიხ­დი-მეთ­ქი. ამით დამ­თავ­რდა ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი. და­ბა­დე­ბის დღის წინა სა­ღა­მოს მე­გობ­რე­ბი - ჯაბა კი­ლა­ძე, ია ფა­რუ­ლა­ვა და ერთი ბავ­შვო­ბის და­ქა­ლი თაკო მეს­ტუმრნენ, ვლა­პა­რა­კობ­დით და უც­ბად თა­კომ მი­თხრა, ბო­ლოს რომ ფეხ­საც­მე­ლი იყი­დე, მა­თხო­ვეო. ჩა­იც­ვა და დიდი ჰქონ­და, იქვე აღ­ვნიშ­ნე, დიდი გაქვს-მეთ­ქი, არა უშავ­სო, მი­თხრა და თან წა­ი­ღო. ცოტა ხნის შემ­დეგ ჩემ­მა ქმარ­მა მი­თხრა, რად­გან და­ბა­დე­ბის დღეს არ ვიხ­დით, მა­შინ სიღ­ნაღ­ში წა­ვი­დეთ, ჩემი თა­ნამ­შრო­მე­ლი ხელს აწერს, თან სას­ტუმ­რო­საც ავი­ღებ, რომ იმ ღა­მეს იქ დავ­რჩეთ, ხომ იცი, გვი­ან დამ­თავ­რდე­ბა ყვე­ლა­ფე­რიო, დავ­თან­ხმდი და წა­ვე­დით სიღ­ნაღ­ში. იქ ჩა­სულს უც­ნა­უ­რად კარ­გი სას­ტუმ­რო დამ­ხვდა, ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი ასეთს.

ვა­ხომ მი­თხრა, შენ ადი, და­ის­ვე­ნე, მე ოფი­ცი­ა­ლურ მხა­რეს მო­ვაგ­ვა­რებ და ამო­ვა­ლო. ნომ­რის კარი რომ გა­ვა­ღე, და­ვი­ნა­ხე, სა­წოლ­ზე რა­ღაც იყო გა­და­კი­დე­ბუ­ლი, შო­რი­დან ვი­ფიქ­რე, პირ­სა­ხო­ცია-მეთ­ქი, მაგ­რამ გვერ­დზე რომ ჩემი ის ფეხ­საც­მე­ლი და­ვი­ნა­ხე, რო­მე­ლიც თა­კოს ვა­თხო­ვე, იმ­დე­ნად და­ვი­ბე­ნი, შოკ­ში ჩავ­ვარ­დი, ვერ ვხვდე­ბო­დი, რა ხდე­ბო­და. მი­ვუ­ახ­ლოვ­დი სა­წოლს და... ის თეთ­რი რა­ღაც კაბა აღ­მოჩ­ნდა, ზე­მო­დან კი წე­რი­ლი იდო შემ­დე­გი ში­ნა­არ­სით, მო­ემ­ზა­დე, 4 სა­ათ­ზე ხელს ვა­წერთ. ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნია, რო­გორ გა­მი­ხარ­დე­ბო­და?! სულ ვამ­ბობ­დი, ჩემ­თვის სი­ურპრი­ზის გა­კე­თე­ბა არ გა­მოს­დით, რად­გან ყო­ველ­თვის წი­ნას­წარ ვხვდე­ბი, რა უნდა გა­მი­კე­თონ-მეთ­ქი, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში ეჭ­ვიც კი არ გამ­ჩე­ნია. უცებ კარ­ზე კა­კუ­ნია, გა­ვა­ღე და დგა­ნან თაკო, ია, ჯაბა და ჩემი ქმრის ორი მე­გო­ბა­რი, ანუ ჩვე­ნი მეჯ­ვა­რე­ე­ბი. ია და ჯაბა ჩემი მეჯ­ვა­რე­ე­ბი არი­ან, ვა­ხო­საც თა­ვი­სი ორი ახლო მე­გო­ბა­რი ჰყავ­და მეჯ­ვა­რედ.

ის ქალი, რო­მე­ლიც ხელს გვა­წე­რი­ნებ­და, გა­დავ­რი­ეთ, ისეთ რა­ღა­ცებს ვა­კე­თებ­დით, ვი­გი­ჟეთ, დავ­წე­ქით და ფო­ტო­ე­ბი ისე გა­და­ვი­ღეთ, მოკ­ლედ, სა­ოც­რე­ბე­ბი ჩა­ვი­დი­ნეთ. შე­იძ­ლე­ბა გა­ა­კე­თო 400-500-კა­ცი­ა­ნი ქორ­წი­ლი, მაგ­რამ ასე­თი არ გა­მო­ვი­დეს, ჩვენ კი ამ ვიწ­რო წრე­ში არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დრო ვა­ტა­რეთ, დიდი ხა­ნია, ასე არ­სად მო­მილ­ხე­ნია. ჯა­ბამ იმ­ღე­რა, იამ იცეკ­ვა და და­უ­ვი­წყა­რი დღე გვა­ჩუ­ქეს. წინა ღა­მით 11 სა­ათ­ზე წა­ვიდ­ნენ ჩემ­გან და მე­ო­რე დღის პირ­ვე­ლი სა­ა­თის­თვის უკვე ყვე­ლა­ფე­რი მომ­ზა­დე­ბუ­ლი და კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჰქონ­დათ. ვიცი, ეს რამ­ხე­ლა შრო­მა­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, 14 სა­ათ­ში მო­ა­ბეს ყვე­ლა­ფერს თავი.

- კაბა ვისი გე­მოვ­ნე­ბით იყო შერ­ჩე­უ­ლი?

- მყავს ძა­ლი­ან კარ­გი მკე­რა­ვი, რო­მელ­თა­ნაც წლე­ბია, ვთა­ნამ­შრომ­ლობ, კონ­ცერ­ტე­ბი რომ მიმ­ყავს, ძი­რი­თა­დად მისი შე­კე­რი­ლი კა­ბე­ბი მაც­ვია. ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის ქორ­წი­ლის წინა დღე­ებ­ში ავად გავ­ხდი, ვირუ­სი შემ­ხვდა, ფეხ­ზე ვერ ვდგე­ბო­დი, ქორ­წი­ლის წინა დღეს ჩემ­მა ქმარ­მა ეს ქალი სახ­ლში მო­მიყ­ვა­ნა, რომ ზო­მე­ბი აეღო, დი­ლით კი კაბა მზად და­მახ­ვედ­რა. ამ ფაქ­ტმა გა­ახ­სე­ნა ჩემს მე­გობ­რებს იმ მკე­რა­ვის არ­სე­ბო­ბა, რო­მელ­საც ზო­მე­ბის აღე­ბის გა­რე­შე შე­ეძ­ლო ჩემ­თვის კა­ბის შე­კერ­ვა. ჩემ­მა ქმარ­მა მას მი­მარ­თა, თაკო კი მი­ვი­და და აუხ­სნა, რო­გო­რი კაბა მო­მე­წო­ნე­ბო­და, ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რია და კარ­გად იცის ჩემი გე­მოვ­ნე­ბა, შე­დე­გად შე­მირ­ჩი­ეს სადა და გა­მოვ­ნე­ბი­ა­ნი კაბა, რო­მე­ლიც მარ­თლა ძა­ლი­ან მაგ­რად მო­მე­წო­ნა, რომ ჩა­ვიც­ვი, ზუს­ტად მო­მერ­გო.

- რაც შე­ე­ხე­ბა ვარ­ცხნი­ლო­ბა­სა და მა­კი­აჟს. რამ­დე­ნა­დაც ვიცი, თვა­ლებს ყო­ველ­თვის შე­ნით იღე­ბავ და აშ­კა­რად კარ­გად გა­მოგ­დის, ახ­ლაც შენ თვი­თონ მო­აგ­ვა­რე ეს სა­კი­თხი?

- კი, მა­კი­ა­ჟი თა­ვად გა­ვი­კე­თე, რაც შე­ე­ხე­ბა თმას, თუ კარ­გად და­აკ­ვირ­დე­ბით ფო­ტო­ებს, ნა­ხავთ, რომ თმა­ზე ჩემი შვი­ლის შავი რე­ზი­ნი მი­კე­თია. მე ხომ ვი­თომ ჩემი ქმრის თა­ნამ­შრომ­ლის ქორ­წილ­ში ვი­ყა­ვი, ამი­ტომ სა­დად გა­ვი­შა­ლე თმა, მაგ­რამ მერე უკვე, როცა აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩემი ქორ­წი­ლი იყო, შეკ­ვრა გა­დავ­წყვი­ტე, ვე­რა­ფე­რი ვი­პო­ვე და ჩემი შვი­ლის შავი რე­ზი­ნი გა­მო­ვი­ყე­ნე.

- რო­გორც ვიცი, ნინი ბა­დუ­რაშ­ვილს ქორ­წილ­ში თა­ი­გუ­ლი შენ შე­ურ­ჩიე, ამ შემ­თხვე­ვა­ში თუ მო­გე­წო­ნა შენი ჭრე­ლი თა­ი­გუ­ლი?

- კი, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, იამ იზ­რუ­ნა ამა­ზე. გა­დავ­წყვი­ტე, რომ გა­ვახ­მო და შე­ვი­ნა­ხო, რად­გან ამ დღის თი­თო­ე­უ­ლი დე­ტა­ლი ძა­ლი­ან დიდ ემო­ცი­ებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

- თა­ი­გუ­ლი ისევ შენ­თა­ნაა? ტრა­დი­ცი­ი­სა­მებრ არ ის­რო­ლე?

- კი, რო­გორ არა, ვის­რო­ლე, და­ი­ჭი­რა ვა­ხოს მე­გო­ბარ­მა, მაგ­რამ უკან წა­ვარ­თვი, დღეს არა­ვის არა­ფერს ვა­ტან-მეთ­ქი, ვუ­თხა­რი და ახლა ვახ­მობ. ამ და­უ­ვი­წყა­რი დღის შემ­დეგ ვა­ხომ თაფ­ლო­ბის­თვე მო­მი­წყო და დუ­ბა­ი­ში წა­ვე­დით, ულა­მა­ზე­სი ქა­ლა­ქია და შე­სა­ნიშ­ნა­ვი დრო გა­ვა­ტა­რეთ, მარ­თლა ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, რომ ახა­ლი გა­თხო­ვი­ლი ვი­ყა­ვი. კარ­გად გა­ვერ­თეთ, ვახო მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ე­ცა­და, ყვე­ლა­ფე­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნა იმის­თვის, რომ გვე­სი­ა­მოვ­ნა.

- ჯვა­რიც და­ი­წე­რეთ?

- არა, ჯვრის­წე­რა მო­ვი­ტო­ვეთ დიდი ქორ­წი­ლის­თვის, გვინ­და, ეს ლა­მა­ზი ცე­რე­მო­ნია ამ დღეს­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

- სა­ლო­მე, რაც შე­ე­ხე­ბა შენს საქ­მი­ა­ნო­ბას, რა ხდე­ბა ამ მხრივ შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ექ­სკლუ­ზი­უ­რად გე­ტყვით, რომ დი­ზა­ი­ნე­რო­ბას მივ­ყა­ვი ხელი. ჩემი კაბა რომ შე­ი­კე­რა, გაგ­ვიჩ­ნდა იდეა, გაგ­ვეხ­სნა სამ­კერ­ვა­ლო სა­ლო­ნი, სა­დაც შე­ი­კე­რე­ბა ჩემი და ჩემი მე­გობ­რის დი­ზა­ი­ნით შექ­მნი­ლი სა­მო­სი. ამ საქ­მე­ში ის მკე­რა­ვი­ცაა ჩარ­თუ­ლი, რო­მელ­თა­ნაც უკვე წლე­ბია ვთა­ნამ­შრომ­ლობ. კო­ლექ­ცი­ის ეს­კი­ზე­ბი უკვე არ­სე­ბობს, სა­სი­ხა­რუ­ლო ისაა, რომ ჯერ კაბა არ შე­მი­კე­რავს, მაგ­რამ ეს­კი­ზის მი­ხედ­ვით უკვე გა­ყი­დუ­ლია (იცი­ნის). მი­ხა­რია, რომ ხალ­ხს მოს­წონს ჩემი ნა­მუ­შე­ვა­რი.

- ჟურ­ნა­ლის­ტო­ბას თავი და­ა­ნე­ბე? "იმე­დი" და­უბ­რუნ­და ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ოჯახს, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბაც იც­ვლე­ბა, ხომ არ აპი­რებ, ისევ სცა­დო ბედი ამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში?

- სი­მარ­თლე გი­თხრა, ჯერ­ჯე­რო­ბით სახ­ლში ყოფ­ნა და ის საქ­მე, რა­საც ვა­კე­თებ, ძა­ლი­ან მომ­წონს, მაგ­რამ ტე­ლე­ვი­ზია ისე­თი სფე­როა, გინ­და, არ გინ­და, გული მი­გი­წევს. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ალ­ბათ და­ვუბ­რუნ­დე­ბი ამ სფე­როს, მაგ­რამ სა­ნამ "იმედ­ში" გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძე, მისი მე­უღ­ლე ალი­ნა და თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლი იქ­ნე­ბი­ან, მე იქ ვერ მნა­ხავთ. მი­ვიჩ­ნევ, რომ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სირ­ცხვი­ლია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­მარ­ცხვი­ნო ხალ­ხთან მუ­შა­ო­ბას სჯობს, არას­დროს არ­სად იმუ­შაო.

- რაც შე­ე­ხე­ბა "ჯი­დი­ეს" ტე­ლე­ვი­ზი­ას? რო­გორც ვი­ცით, ბე­რას­თან ახ­ლობ­ლობ, შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ამ არხზე გი­ხი­ლოთ?

- სი­მარ­თლე გი­თხრა, არ ვა­პი­რებ ამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბას, რად­გან არ მინ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ჩემი იქ ყოფ­ნა მი­კერ­ძო­ე­ბად მი­იჩ­ნი­ოს. არას­დროს ვსპე­კუ­ლი­რებ­დი იმით, რომ ჩვენ ახ­ლობ­ლე­ბი ვართ, ახ­ლაც ასე მინ­და გაგ­რძელ­დეს და სწო­რედ ამის გამო ვი­კა­ვებ თავს. მირ­ჩევ­ნია, ჩემი ყუ­რე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო იყოს, ვიდ­რე ტე­ლე­ვი­ზო­რის ყო­ველ ჩარ­თვა­ზე მა­ყუ­რე­ბელ­მა თქვას, ეს იმი­ტომ მუ­შა­ობს აქ, რომ ბე­რას ახ­ლო­ბე­ლი­აო. იმე­დია, დად­გე­ბა დრო და მეც და­ვი­წყებ სამ­სა­ხურს ჩემი იდე­ე­ბი­თა და შე­მარ­თე­ბით.

ციცი ომა­ნი­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

სალომე გოგიაშვილმა საკუთარი ქორწილის შესახებ სამი საათით ადრე შეიტყო

სალომე გოგიაშვილმა საკუთარი ქორწილის შესახებ სამი საათით ადრე შეიტყო

მართალია, ყოფილი ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი კარგა ხნის წინ გათხოვდა ვახო ნიკოლეიშვილზე, მაგრამ წყვილმა სულ ახლახან მოაწერა ხელი, ოფიციალურად დაადასტურა კავშირი და თაფლობისთვე დუბაიში მოიწყო. ვინ დაეხმარა სალომეს მეუღლეს ამ დიდი სიურპრიზის მოწყობაში, თავად სალომე გიამბობთ, რომელმაც "რეიტინგს" ექსკლუზიურად გაუმხილა, რომ დიზაინერობა დაიწყო და სულ ცოტა ხანში სამკერვალო სალონსაც გახსნის.

- თქვენს ურთიერთობას ოფიციალური მხარე მიეცით და დოკუმენტურად დაადასტურეთ ცოლ-ქმრობა. მოგვიყევი, როგორ მოხდა ყველაფერი...

- მე არაფერი დამიგეგმავს. 2 ნოემბერს ჩემი დაბადების დღე იყო, ვახომ შემომთავაზა, გადავიხადოთო, მე კი ვუთხარი, მიმდინარე მოვლენების გამო ყველა დაძაბულია, ამიტომ ჯობია, ახლა თავი შევიკავოთ და სიტუაცია რომ დამშვიდდება, მერე დიდს გადავიხდი-მეთქი. ამით დამთავრდა ამ თემაზე საუბარი. დაბადების დღის წინა საღამოს მეგობრები - ჯაბა კილაძე, ია ფარულავა და ერთი ბავშვობის დაქალი თაკო მესტუმრნენ, ვლაპარაკობდით და უცბად თაკომ მითხრა, ბოლოს რომ ფეხსაცმელი იყიდე, მათხოვეო. ჩაიცვა და დიდი ჰქონდა, იქვე აღვნიშნე, დიდი გაქვს-მეთქი, არა უშავსო, მითხრა და თან წაიღო. ცოტა ხნის შემდეგ ჩემმა ქმარმა მითხრა, რადგან დაბადების დღეს არ ვიხდით, მაშინ სიღნაღში წავიდეთ, ჩემი თანამშრომელი ხელს აწერს, თან სასტუმროსაც ავიღებ, რომ იმ ღამეს იქ დავრჩეთ, ხომ იცი, გვიან დამთავრდება ყველაფერიო, დავთანხმდი და წავედით სიღნაღში. იქ ჩასულს უცნაურად კარგი სასტუმრო დამხვდა, ნამდვილად არ ველოდი ასეთს.

ვახომ მითხრა, შენ ადი, დაისვენე, მე ოფიციალურ მხარეს მოვაგვარებ და ამოვალო. ნომრის კარი რომ გავაღე, დავინახე, საწოლზე რაღაც იყო გადაკიდებული, შორიდან ვიფიქრე, პირსახოცია-მეთქი, მაგრამ გვერდზე რომ ჩემი ის ფეხსაცმელი დავინახე, რომელიც თაკოს ვათხოვე, იმდენად დავიბენი, შოკში ჩავვარდი, ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. მივუახლოვდი საწოლს და... ის თეთრი რაღაც კაბა აღმოჩნდა, ზემოდან კი წერილი იდო შემდეგი შინაარსით, მოემზადე, 4 საათზე ხელს ვაწერთ. ხომ წარმოგიდგენია, როგორ გამიხარდებოდა?! სულ ვამბობდი, ჩემთვის სიურპრიზის გაკეთება არ გამოსდით, რადგან ყოველთვის წინასწარ ვხვდები, რა უნდა გამიკეთონ-მეთქი, მაგრამ ამ შემთხვევაში ეჭვიც კი არ გამჩენია. უცებ კარზე კაკუნია, გავაღე და დგანან თაკო, ია, ჯაბა და ჩემი ქმრის ორი მეგობარი, ანუ ჩვენი მეჯვარეები. ია და ჯაბა ჩემი მეჯვარეები არიან, ვახოსაც თავისი ორი ახლო მეგობარი ჰყავდა მეჯვარედ.

ის ქალი, რომელიც ხელს გვაწერინებდა, გადავრიეთ, ისეთ რაღაცებს ვაკეთებდით, ვიგიჟეთ, დავწექით და ფოტოები ისე გადავიღეთ, მოკლედ, საოცრებები ჩავიდინეთ. შეიძლება გააკეთო 400-500-კაციანი ქორწილი, მაგრამ ასეთი არ გამოვიდეს, ჩვენ კი ამ ვიწრო წრეში არაჩვეულებრივი დრო ვატარეთ, დიდი ხანია, ასე არსად მომილხენია. ჯაბამ იმღერა, იამ იცეკვა და დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს. წინა ღამით 11 საათზე წავიდნენ ჩემგან და მეორე დღის პირველი საათისთვის უკვე ყველაფერი მომზადებული და კარგად ორგანიზებული ჰქონდათ. ვიცი, ეს რამხელა შრომასა და პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული, ფაქტობრივად, 14 საათში მოაბეს ყველაფერს თავი.

- კაბა ვისი გემოვნებით იყო შერჩეული?

- მყავს ძალიან კარგი მკერავი, რომელთანაც წლებია, ვთანამშრომლობ, კონცერტები რომ მიმყავს, ძირითადად მისი შეკერილი კაბები მაცვია. ნინი ბადურაშვილის ქორწილის წინა დღეებში ავად გავხდი, ვირუსი შემხვდა, ფეხზე ვერ ვდგებოდი, ქორწილის წინა დღეს ჩემმა ქმარმა ეს ქალი სახლში მომიყვანა, რომ ზომები აეღო, დილით კი კაბა მზად დამახვედრა. ამ ფაქტმა გაახსენა ჩემს მეგობრებს იმ მკერავის არსებობა, რომელსაც ზომების აღების გარეშე შეეძლო ჩემთვის კაბის შეკერვა. ჩემმა ქმარმა მას მიმართა, თაკო კი მივიდა და აუხსნა, როგორი კაბა მომეწონებოდა, ბავშვობის მეგობარია და კარგად იცის ჩემი გემოვნება, შედეგად შემირჩიეს სადა და გამოვნებიანი კაბა, რომელიც მართლა ძალიან მაგრად მომეწონა, რომ ჩავიცვი, ზუსტად მომერგო.

- რაც შეეხება ვარცხნილობასა და მაკიაჟს. რამდენადაც ვიცი, თვალებს ყოველთვის შენით იღებავ და აშკარად კარგად გამოგდის, ახლაც შენ თვითონ მოაგვარე ეს საკითხი?

- კი, მაკიაჟი თავად გავიკეთე, რაც შეეხება თმას, თუ კარგად დააკვირდებით ფოტოებს, ნახავთ, რომ თმაზე ჩემი შვილის შავი რეზინი მიკეთია. მე ხომ ვითომ ჩემი ქმრის თანამშრომლის ქორწილში ვიყავი, ამიტომ სადად გავიშალე თმა, მაგრამ მერე უკვე, როცა აღმოჩნდა, რომ ჩემი ქორწილი იყო, შეკვრა გადავწყვიტე, ვერაფერი ვიპოვე და ჩემი შვილის შავი რეზინი გამოვიყენე.

- როგორც ვიცი, ნინი ბადურაშვილს ქორწილში თაიგული შენ შეურჩიე, ამ შემთხვევაში თუ მოგეწონა შენი ჭრელი თაიგული?

- კი, ძალიან მომეწონა, იამ იზრუნა ამაზე. გადავწყვიტე, რომ გავახმო და შევინახო, რადგან ამ დღის თითოეული დეტალი ძალიან დიდ ემოციებთან იყო დაკავშირებული.

- თაიგული ისევ შენთანაა? ტრადიციისამებრ არ ისროლე?

- კი, როგორ არა, ვისროლე, დაიჭირა ვახოს მეგობარმა, მაგრამ უკან წავართვი, დღეს არავის არაფერს ვატან-მეთქი, ვუთხარი და ახლა ვახმობ. ამ დაუვიწყარი დღის შემდეგ ვახომ თაფლობისთვე მომიწყო და დუბაიში წავედით, ულამაზესი ქალაქია და შესანიშნავი დრო გავატარეთ, მართლა ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ახალი გათხოვილი ვიყავი. კარგად გავერთეთ, ვახო მაქსიმალურად შეეცადა, ყველაფერი გაეკეთებინა იმისთვის, რომ გვესიამოვნა.

- ჯვარიც დაიწერეთ?

- არა, ჯვრისწერა მოვიტოვეთ დიდი ქორწილისთვის, გვინდა, ეს ლამაზი ცერემონია ამ დღესთან იყოს დაკავშირებული.

- სალომე, რაც შეეხება შენს საქმიანობას, რა ხდება ამ მხრივ შენს ცხოვრებაში?

- ექსკლუზიურად გეტყვით, რომ დიზაინერობას მივყავი ხელი. ჩემი კაბა რომ შეიკერა, გაგვიჩნდა იდეა, გაგვეხსნა სამკერვალო სალონი, სადაც შეიკერება ჩემი და ჩემი მეგობრის დიზაინით შექმნილი სამოსი. ამ საქმეში ის მკერავიცაა ჩართული, რომელთანაც უკვე წლებია ვთანამშრომლობ. კოლექციის ესკიზები უკვე არსებობს, სასიხარულო ისაა, რომ ჯერ კაბა არ შემიკერავს, მაგრამ ესკიზის მიხედვით უკვე გაყიდულია (იცინის). მიხარია, რომ ხალხს მოსწონს ჩემი ნამუშევარი.

- ჟურნალისტობას თავი დაანებე? "იმედი" დაუბრუნდა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს, ხელმძღვანელობაც იცვლება, ხომ არ აპირებ, ისევ სცადო ბედი ამ ტელევიზიაში?

- სიმართლე გითხრა, ჯერჯერობით სახლში ყოფნა და ის საქმე, რასაც ვაკეთებ, ძალიან მომწონს, მაგრამ ტელევიზია ისეთი სფეროა, გინდა, არ გინდა, გული მიგიწევს. დროთა განმავლობაში ალბათ დავუბრუნდები ამ სფეროს, მაგრამ სანამ "იმედში" გიორგი არველაძე, მისი მეუღლე ალინა და თიკო სადუნიშვილი იქნებიან, მე იქ ვერ მნახავთ. მივიჩნევ, რომ მათთან ურთიერთობა სირცხვილია. აქედან გამომდინარე, სამარცხვინო ხალხთან მუშაობას სჯობს, არასდროს არსად იმუშაო.

- რაც შეეხება "ჯიდიეს" ტელევიზიას? როგორც ვიცით, ბერასთან ახლობლობ, შესაძლებელია, რომ ამ არხზე გიხილოთ?

- სიმართლე გითხრა, არ ვაპირებ ამ ტელევიზიაში მუშაობას, რადგან არ მინდა, საზოგადოებამ ჩემი იქ ყოფნა მიკერძოებად მიიჩნიოს. არასდროს ვსპეკულირებდი იმით, რომ ჩვენ ახლობლები ვართ, ახლაც ასე მინდა გაგრძელდეს და სწორედ ამის გამო ვიკავებ თავს. მირჩევნია, ჩემი ყურება საინტერესო იყოს, ვიდრე ტელევიზორის ყოველ ჩართვაზე მაყურებელმა თქვას, ეს იმიტომ მუშაობს აქ, რომ ბერას ახლობელიაო. იმედია, დადგება დრო და მეც დავიწყებ სამსახურს ჩემი იდეებითა და შემართებით.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"