მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრში ბრუნდება
რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრში ბრუნდება

რე­ჟი­სო­რი რო­ბერტ სტუ­რუა შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რში ბრუნ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ რე­ჟი­სო­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში", სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს.

"გა­დავ­წყვი­ტე! მოვ­დი­ვარ! თე­ატ­რი არც უფე­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბის ზა­ლი­კოს (ჩი­ქო­ბა­ვას) კუთ­ვნი­ლე­ბაა, არც - ოლი­ვე­რის და არც პა­ტა­რა ტკი­პე­ბის, მმარ­თველ­მა რო­გორც მურ­მა­ნი­ვით შე­ა­სია თე­ატრს. მოვ­დი­ვარ! ეს თე­ატ­რი ილი­ას, აკა­კის, ია­კო­ბის და­არ­სე­ბუ­ლია და კო­ტეს ვნე­ბე­ბი, ახ­მე­ტე­ლის სის­ხლი, დო­დოს თე­ატ­რა­ლო­ბა, მი­შას ერ­თგუ­ლე­ბა მა­ი­ძუ­ლებს, ამ უზურ­პა­ტო­რებს გა­ვუს­წორ­დე. ვინ არი­ან ეს პუ­კე­ბი ან გა­ზარ­მა­ცე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი - თა­მა­ში რომ აღარ უნ­დათ, უბ­რა­ლოდ ეში­ნი­ათ. ან იმ რე­ჟი­სო­რე­ბის სი­ა­მა­ყე, ლონ­დო­ნის 40 წლის წინ დად­გმულ სპექ­ტაკლს ქარ­თულ თე­ატ­რში უნი­ჭოდ რომ იმე­ო­რე­ბენ. ამი­ტომ მოვ­დი­ვარ! ამ თე­ატ­რში მეც ვმუ­შა­ობ­დი და ჩემი ვა­ლია, არ მი­ვა­ტო­ვო ჩემი სახ­ლი, სა­დაც 50 წელი გა­ვა­ტა­რე. ხოლო იმ ვი­თომ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ რა­ჟი­სო­რებ­ზე მეტი ნამ­დვი­ლად წა­მი­კი­თხავს. ერთი წიგ­ნით მეტი მა­ინც. და იმ ნი­ჭი­ერ მსა­ხი­ო­ბებს, ვი­საც ხელ­ფა­სი ბევ­რად და­ბა­ლია, ვიდ­რე - უნი­ჭო არ­ტის­ტე­ბის, ნამ­დვი­ლად ვუშ­ვე­ლი. ბო­ლოს და ბო­ლოს, ეს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რია! ქარ­თვე­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი თე­ატ­რი, სამ­წუ­ხა­როდ... მოვ­დი­ვარ!", - წერს სტუ­რუა.

რო­ბერტ სტუ­რუა თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­დან, ქსე­ნო­ფო­ბი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის მო­ტი­ვით, კულ­ტუ­რის მა­შინ­დე­ლი მი­ნის­ტრის, ნიკა რუ­რუ­ას ბრძა­ნე­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ბრძა­ნე­ბას ნიკა რუ­რუ­ამ 2011 წლის 15 აგ­ვის­ტოს მო­ა­წე­რა ხელი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრში ბრუნდება

რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრში ბრუნდება

რეჟისორი რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში ბრუნდება. ამის შესახებ რეჟისორი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში", საკუთარ გვერდზე წერს.

"გადავწყვიტე! მოვდივარ! თეატრი არც უფერული მსახიობის ზალიკოს (ჩიქობავას) კუთვნილებაა, არც - ოლივერის და არც პატარა ტკიპების, მმართველმა როგორც მურმანივით შეასია თეატრს. მოვდივარ! ეს თეატრი ილიას, აკაკის, იაკობის დაარსებულია და კოტეს ვნებები, ახმეტელის სისხლი, დოდოს თეატრალობა, მიშას ერთგულება მაიძულებს, ამ უზურპატორებს გავუსწორდე. ვინ არიან ეს პუკები ან გაზარმაცებული მსახიობები - თამაში რომ აღარ უნდათ, უბრალოდ ეშინიათ. ან იმ რეჟისორების სიამაყე, ლონდონის 40 წლის წინ დადგმულ სპექტაკლს ქართულ თეატრში უნიჭოდ რომ იმეორებენ. ამიტომ მოვდივარ! ამ თეატრში მეც ვმუშაობდი და ჩემი ვალია, არ მივატოვო ჩემი სახლი, სადაც 50 წელი გავატარე. ხოლო იმ ვითომ ინტელექტუალურ რაჟისორებზე მეტი ნამდვილად წამიკითხავს. ერთი წიგნით მეტი მაინც. და იმ ნიჭიერ მსახიობებს, ვისაც ხელფასი ბევრად დაბალია, ვიდრე - უნიჭო არტისტების, ნამდვილად ვუშველი. ბოლოს და ბოლოს, ეს რუსთაველის თეატრია! ქართველების ერთადერთი თეატრი, სამწუხაროდ... მოვდივარ!", - წერს სტურუა.

რობერტ სტურუა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან, ქსენოფობიური განცხადებების მოტივით, კულტურის მაშინდელი მინისტრის, ნიკა რურუას ბრძანებით გაათავისუფლეს. ბრძანებას ნიკა რურუამ 2011 წლის 15 აგვისტოს მოაწერა ხელი.

"ინტერპრესნიუსი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება